"ჩაკეტილი წრედი" _ წარმატებული მეურნეობის გასაღები

კარმიდამო ჩემი

"ჩაკეტილი წრედი" _ წარმატებული მეურნეობის გასაღები

1 იან. 1970, 04:00:00
მიწის დამუშავებაში დახელოვნებულ ხალხს _ "Georgia".

მას შემდეგ, რაც ქართველმა ერმა დაიბრუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თავი დაიხსნა "უფროსი ძმის" მფარველობისგან, აუცილებელიცაა და ვალდებულიც, ისე წარმართოს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქციით მიმზიდველი გახდეს ევროპისა თუ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ბაზრისთვის. თეორიულად ეს მუდამ გვესმის, მაგრამ სად არის გამოსავალი მაშინ, როცა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი არა მარტო გაჯერებული, არამედ გადაჯერებულია უამრავი სახეობის ნედლი, გადამუშავებული თუ გადაუმუშავებელი პროდუქტებით?

ისმის კითხვა: როგორ შეგვიძლია მკაცრი კონკურენციის პირობებში უცხო ბაზარზე ქართული პროდუქციით მოვახდინოთ დივერსიფიკაცია? არსებობს ერთადერთი გამოსავალი _ ვაწარმოოთ ის, რის მწვავე დეფიციტსაც განიცდის მსოფლიო ბაზარი და რისი პოტენციური საშუალებაც დღევანდელ საქართველოში არსებობს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის, იგივე "ბიოპროდუქციის" ან იგივე "ორგანული" პროდუქციის წარმოება. ჩვენი ქვეყანა იყო და რჩება აგრარულ ქვეყნად. მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფელში, მაგრამ მცირემიწიანობის, ფინანსური პრობლემების, აგრარული განათლების სიმწირის, მცირე მექანიზაციის არქონის, ბაზრის დაუცველობის და მრავალი უარყოფითი ფაქტორის გამო ქართული მიწა, ნაცვლად იმისა, რომ არჩინოს არა მარტო მწარმოებელი ქართველი გლეხის ოჯახი, სოფელი, ქალაქი, გახდა წამების ერთგვარი იარაღი თანამედროვე ტექნოლოგიების არცოდნისა და ძველი ტრადიციების გამოუყენებლობის გამო.

ქართული სოფლის მკვიდრი მოსახლეობა მცირემიწიანობის გამო, ძნელად ჩამოყალიბდება, როგორც ფერმერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან გული აიცრუოს სოფლის მეურნეობაზე და ისიც მწარმოებლის ნაცვლად მომხმარებლად გადაიქცეს. საკარმიდამო ნაკვეთი, როგორც სამეურნეო და საცხოვრებელი გარემო, თავისუფალი დროის გასატარებელ, დასასვენებელ ადგილს და აგრეთვე, უპირველეს ყოვლისა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წყაროს წარმოადგენს!

ბიოლოგიური მეურნეობრიობის პრინციპები დაფუძნებულია იმაზე, რომ ბუნება მეტად რთული და გაწონასწორებული სისტემაა, რომელიც უამრავ ურთიერთდამოკიდებულ ელემენტს შეიცავს. მცენარის სრულყოფილად ზრდა-განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მის ირგვლივ უამრავი ორგანიზმი პოულობს თავშესაფარს (მიწის ერთი ჰექტარი ფართის მდელოს ქვეშ ცხოვრობს 24 000 კილოგრამი ცოცხალი მასა). ამ ორგანიზმების უმრავლესობა მცენარეებისთვის მეტად მნიშვნელოვანია და თუნდაც ერთსაც თუ გამოვრიცხავთ, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგი მივიღოთ. შხამქიმიკატები სპობენ არა მარტო მავნებლებს, არამედ სასარგებლო ორგანიზმებსაც, რაც არღვევს ბუნებაში არსებულ წონასწორობას. ეს კი თავის მხრივ აავადებს გარემოს. მავნებლების "აფეთქებები" და დაავადებების ეპიდემიები, ნიადაგის გამოფიტვა და ეროზია _ ყოველივე ეს მხოლოდ დაავადებული გარემოს შედეგია.

ქიმიური სასუქები დროთა განმავლობაში ფიტავს ნიადაგს და იგი ყოველ მომდევნო წელს მზარდი რაოდენობით შეაქვთ. რაც უფრო მეტ შხამქიმიკატს ვიყენებთ, მით მეტი თავსატეხი გვიჩნდება _ მით მეტი ახალი მავნებელი დაავადება იჩენს თავს ან ისინი უფრო გამძლენი ხდებიან საწამლავის მიმართ.

შხამქიმიკატების გამოყენება აჩენს ადამიანის უამრავ დაავადებას და მავნე გავლენას ახდენს გარემოზე. გარდა ამისა, ამგვარად მოყვანილ პროდუქციას ნაკლები საყუათო ღირებულება გააჩნია. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ეკოლოგიურ მეურნეობაშია. ის თავს უყრის ძველ, უკვე ნაცად გამოცდილებას და უახლოეს მეცნიერულ ცოდნას, რომელიც გლეხურ მეურნეობას ისე ჰარმონიულად რთავს ეკოსისტემაში, რომ ბუნებას საკუთარ მეგობრად აქცევს.

საუკუნის განმავლობაში სოფლის მეურნეობა, განვითარების დონის ამაღლების ნაცვლად, მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა, რასაც ბევრმა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა მიზეზებმა შეუწყო ხელი.

დღეს სპეციალისტი თუ არასპეციალისტი, თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი, პოლიტიკოსი თუ დილეტანტი ბევრს საუბრობს, რომ დარგი უნდა აყვავდეს, განვითარდეს, გლეხი უნდა დაუბრუნდეს მიწას და სხვა, მაგრამ ნაკლებად არის იმ დასაყრდენი წერტილის მიმანიშნებელი, რომელსაც დარგში გადატრიალების მოხდენა შეუძლია! დღეს მოდად იქცა თეორიული მტკიცება იმისა, რომ თუ გლეხები გაერთიანდებიან კოოპერატივებში, შექმნიან ფერმერულ გაერთიანებებს, სხვადასხვა დარგი აღმავლობის გზას დაადგება, რაც ნამდვილად არაა ლოგიკას მოკლებული. მაგრამ რომ მივიღოთ მსხვილი ფერმერული გაერთიანება ან კოოპერატივი, პირველ რიგში, უნდა გვქონდეს წვრილი ფერმერული ან გლეხური მეურნეობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ცოდნაზე და გამოცდილებაზე. მათ განვითარების საკუთარი რესურსი ამოწურული უნდა ჰქონდეთ და ამის შემდეგ დაიწყებენ ფიქრს გაერთიანებაზე, ერთიანი სავაჭრო ნიშნის ჩამოყალიბებაზე, გადამამუშავებელი საწარმოს შექმნაზე და სხვა.

ამ პატარა სტატიით არ შეიძლება გლობალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც დარგშია დაგროვილი. მისი მიზანია რჩევა, წვრილ გლეხურ მეურნეობაში, რომელსაც მწირი საბრუნავი კაპიტალი გააჩნია და არ არის განებივრებული მიწის დიდი ფართობით, როგორ დააკმაყოფილოს საკუთარი ოჯახი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციით და გარკვეული ნაწილი სარეალიზაციოდ გამოიყენოს ისე, რომ გადაღმა გადასვლაც არ დასჭირდეს "ჩაკეტილი წრიდან". თუ გადავა მხოლოდ შექმნილი პროდუქციის გასაყიდად!

ბიომეურნეობის მოსაწყობად უპირველესი არის მოტივაცია, რომ გაქვს სურვილი აწარმოო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შენთვის და შენი მომავლისთვის, რომ იყვნენ ჯანმრთელი და ხალისიანი, ჩაუყარო ტრადიციას საფუძველი, რომ შენი ქმედებით არა მარტო შექმნა პროდუქცია მოთხოვნილების შესაბამისად, არამედ არანაირი ზიანი არ მიაყენო შენს ირგვლივ მყოფ ბუნებას.

ბიომეურნეობა თავის თავში აერთიანებს როგორც მემცენარეობას, ასევე, მეცხოველეობას. ეს დარგები ერთმანეთს ავსებს და ქმნის ეგრეთ წოდებულ ჩაკეტილ წრედს, რომელიც სქემატურად ასე გამოიყურება. (აქ ჩავსვათ დანართი, ნახაზის სახით).

ამ ნახაზის მიხედვით, ადამიანი საკუთარ საკარმიდამო წრედში ბრუნავს, ბიომეურნეობის ეს დარგები ერთმანეთს ავსებენ და ქმნიან ჰარმონიული განვითარების საშუალებას, იკრძალება ქიმიური ქარხნების მიერ წარმოებული სასუქების და შხამქიმიკატების გამოყენება, მაგრამ დასაშვებია ბუნებრივი მინერალური სასუქების შეტანა (დოლომიტი, კირი, კოლოიდური ფოსფატები. მცენარეული წარმოშობის ნაცარი, ბუნებრივი, გაუმდიდრებელი მინერალები და სხვა).

ბიომეურნეობაში მავნებელ დაავადებებთან საბრძოლველად არსებობს უამრავი ტრადიციული საშუალებები, ამასთანავე, თანამედროვე მეცნიერების მიერ შემუშავებული ბრძოლის ბიოღონისძიებები (ბაქტერიული პრეპარატები, მცენარეული ექსტრატები, თერმული დამუშავება, სასარგებლო მწერები, ნემატოდები, საჭერები, კალიუმის პერმანგანატი, ნატურალური საპონი და სხვა).

არსებობს ბიომეურნეობრიობის სხვადასხვა სახეები. ესენია: ბიოდინამიური, ბიოორგანული, ბიოინტენსიური, პერმაკულტურა და სხვა. ყოველი მიმართულების მიმდევარი მეურნის ამოსავალი წერტილი ერთში მდგომარეობს: მაქსიმალურად გამოიყენოს მის ირგვლივ არსებული ყოველგვარი ბუნებრივი რესურსი (შლამი, ნაკელი, წუნწუხი და ჟიჟა, მზისა და ქარის ენერგიები, ბიოგაზი და სხვა). ეს ყველაფერი ხომ ჩვენს ირგვლივაა? მთავარია ნება, რომ ჯანმრთელ ადამიანს ამის კეთების სურვილი ჰქონდეს. ყველაზე აბეზარი სარეველები: ავშანფოთლიანი ამბროზია, გვიმრა, ჯიჯლაყა, მამულა და მრავალი სხვა მსგავსი მცენარეები, გამოცდილი მეურნის ხელში საუკეთესო სახის სასუქად გარდაიქმნება.

ბიოპროდუქციის წარმოება სოფლის მეურნეობის პრიორიტეტია მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენმა მეურნეობებმა საკუთარ ცოდნა-გამოცდილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოიყენოს კაცობრიობის მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი უნარ-ჩვევები.

სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი იწვევს დამწყებ ბიომეურნეებს თავის სადემონსტრაციო ნაკვეთებში პრაქტიკული ცოდნის ასამაღლებლად, სადაც არაერთ სასარგებლო რჩევას მიიღებენ და საინტერესო, გამოცდილი მეურნეების საუბარს მოუსმენენ. სასურველია ჯგუფებთან (5-10 კაციანი) მუშაობა. მთავარია, სურვილი იყოს.

აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის ცენტრის სპეციალისტი აგრონომიულ საკითხებში




 ახალი ამბები
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...