სამონადირეო სეზონს ბაზიერთა ნაკლებობა მტკივნეულად ეტყობა

კარმიდამო ჩემი

სამონადირეო სეზონს ბაზიერთა ნაკლებობა მტკივნეულად ეტყობა

1970 იან 1 04:00:00
19 აგვისტოს, არა ერთი ჯგუფი და მათ შორის გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის წარმომადგენლები, ოზურგეთში, სოფელ მაკვანეთის ტერიტორიაზე, გორმაღალას მთაზე იკრიბებიან. აქ განლაგებულია აწ გარდაცვლილ ცნობილ გურულ მონადირე ბაზიერთა ბიუსტები. საბაზიერო ადგილად მიჩნეულ ამ გორზე, სეზონის გახსნისას, მრავალ ადამიანთან ერთად, თავს იყრიან აწ გარდაცვლილ ბაზიერთა ახლობლები.

_ ეს დღე, სეზონის გახსნა, მარტო ბაზიერობის ფუძემდებელთა მოსაგონარი დღე როდია. ეს არის მივიწყებისკენ წასული ბაზიერობის ძველებური წესის აღდგენის და მომავალი თაობებისთვის ამ მამაპაპური ტრადიციისადმი ერთგულების განმტკიცების სურვილი, _ ამბობს გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის თავმჯდომარე ენვერ კომახიძე, _ ნადირობის სეზონის გახსნა უბრალო და გასართობი საქმე არაა, როგორც ზოგს ჰგონია. კარგი მონადირე სამშობლოს ტყე-ველისა და მისი ბინადრების კარგი მომვლელია.

ბატონი ენვერი გულისტკივილით საუბრობს ჩვენში არსებულ არაჩვეულებრივ სამონადირეო ტრადიციაზე, ბაზიერობაზე, რისი უკუსვლაც ახლა შეინიშნება:

_ ბაზიერობა, ეს არის მიმინოებით გადამფრენი ფრინველების დაჭერა. ოზურგეთში ამ საქმის მიმდევარი მხოლოდ ორი ასაკოვანი ბაზიერი _ ბიჭიკო მეფარიშვილი და მიხეილ გიორგაძე დარჩნენ და ორმაგად მტკივნეულად განვიცდი, რომ ამ საქმით დაინტერესება არ ჩანს, როგორც კერძო პირებისგან, ისე ხელისუფლებისგანაც. გულით მწადია, ახალგაზრდებმა შეიყვარონ ეს საქმე. მოვამზადე კიდეც პროექტი, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას გავაცანი. იმედია, დაინტერესდებიან, _ ამბობს ბატონი ენვერი და უკვირს, რატომ იჩენენ ამ საქმის მიმართ გულგრილობას, _ საბაზიერო ნადირობა ელიტარული, ძვირადღირებული სპორტია, რომელსაც მოწინავე ქვეყნებში დიდი შემოსავალი მოაქვს და ბიუჯეტს მილიონებით ავსებს. ჩვენში სამონადირეო სეზონის ყოველ გახსნას უფრო და უფრო ნაკლები ბაზიერი ესწრება. ძველები წავიდნენ, ახლებს არ აინტერესებთ. არადა, უახლოეს წარსულში ვინ შეგვედრებოდა? გვერდით მიდგანან მეგობრები ვანო ქუთათელაძე, კახა დოლიძე, ზურაბ ჩხარტიშვილი, ვოვა სალუქვაძე, გია თავბერიძე, გოჩა ქორიძე, ალიკა ტუღუში. მინდა ნადირობის სეზონის გახსნა ჩემს კოლეგას, მონადირეთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ ბუხუტი ჯინჭარაძეს მივულოცო, თავის კოლექტივთან ერთად და ვუსურვო ამ ჯერჯერობით ჭირვეული საქმის გამოსწორება, _ ამბობს ბატონი ენვერი, _ ჩვენ ყველას ერთი სულისკვეთება გვამოძრავებს, _ აღვადგინოთ მივიწყებული საბაზიერო ნადირობა! მე ვურჩევდი ხელისუფლებას, ამ სერიოზულ საქმეს ყურადღებით მოეკიდოს, დაგვეხმაროს პროექტის გახორციელებაში, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტის გაძლიერება შეუძლია.




 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოს. პრემიერ-მინისტრი ასევე ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.  „ქართული ჯარის ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათა შორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ნინო წილოსანი: "თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ძალიან ცდება“,ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ჯარის შესახებ გაკეთებული განცხადება უნდა განმარტოს და თუი. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვყავს ღირსეული ჯარი, რომელიც გვიცავს! ჩემთვის უცნობია პრეზიდენტის განცხადების კონტექსტი და მოტივაცია, ამიტომ კარგი იქნება, თუ განმარტავს, რადგან თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ძალიან ცდება“,_წერს წილოსანი სოციალურ ... ...
  • “სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ"ერთ თვეზე მეტია, რაც  ცხინვალის იზოლატორში მოთავსებულია ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარიას ესაუბრა. „სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ. ეს მოცემულობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მცოცავი ოკუპაცია საქართველოსთვის უნდა დასრულდეს. ჩვენ, ყველამ ერთად ერთიან საქართველოში უნდა ვიცხოვროთ,“_ამბობს ნასარია. ... ...
  • გურიის გუბერნატორი ლექციებს აცდენს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩააბარა, თუმცა ლექციებს აცდენს. _ საერთოდ, სწავლება ყოველთვის წინა პლანზე უნდა იდგეს, არამარტო ჩემს თაობაში;  თქვენმა თაობამაც უნდა ისწავლოს. რაც მეტი განათლებული და ნასწავლი ადამიანი გვეყოლება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება, _ ამბობს გუბერნატორი. “გურია ნიუსის“ კითხვაზე, რატომ აცდენს ლექციებს, ზურაბ ნასარაია ამბობს: _ შეჩერებული მაქვს დროებით სწავლა, რადგან ფიზიკურად ვერ ვახერხებ ლექციებზე ... ...
  • “ამ მოვლენას სიამაყით ვუერთდებით ოზურგეთელები“ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს საპატიო თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ამასთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთში, ე.წ. “თეატრალურ მოედანზე“ “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. “ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს ექვსი თვე არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ იმ მოთხოვნების და სტანდარტების მიხედვით იქნება შესრულებული, რაც  ევროკავშირს გააჩნია. მინდა ვთქვა: ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ხალხის მომავალი ევროკავშირზე არის დამოკიდებული. ქართველები ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ჩვენი გზა არის ევროპისკენ,“_  აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას გურიის გუბერნატორმა, ზურა ნასარაიამ. ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა დავით დარჩიამ. “საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამ მოვლენას დიდი სიამაყით ვუერთდებით ოზურგეთელები. ჯერ კიდევ, დიდი ხნის წინ, ჩვენმა ქვეყანამ აირჩია გზა ევროპისკენ და ჩვენი მომავალი უკავშირდება ევროპულ ღირებულებებს,“ _ თქვა დარჩიამ. “ქართული ოცნების“ წევრის ნიკა ბახტაძის თქმით, საქართველოს არჩევანია სწრაფვა ევროპისკენ. “დღეს, კიდევ უფრო განმტკიცდა. ჩვენი სამშობლო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრიორიტეტული თემებიდან, რასაც საქართველო ამ პერიოდში განსაზღვრავს, ფუნდამენტალურია განათლება და ახალგაზრდული ინიციატივები,“ _ თქვა მედიასთან საუბრის დროს ნიკა ბახტაძემ. ღონისძიების დასასრულს საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და აღიმართა საქართველოს და ევროკავშირის ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს