კოსაიდი უზრუნველყოფს სპილენძის უმაღლეს ბიოამთვისებლობას

კარმიდამო ჩემი

კოსაიდი უზრუნველყოფს სპილენძის უმაღლეს ბიოამთვისებლობას

2011 ივლ 9 02:15:18

საქართველოში მეტ პოპულარობას ისევ სპილენძისშემცველი ფუნგიციდები ინარჩუნებენ. ეს განპირობებულია მათი (შაბიამანი, სპილენძის ქლორჟანგი) მოხმარების ტრადიციით და სპილენძის ფართო სპექტრით გამოყენების უნარით _ იგი გამოირჩევა მაღალი ფუნგიციდური და ბაქტერიციდული აქტივობით სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებული თითქმის ყველა ჯგუფის სოკოების მიმართ.

სპილენძის შემცველ პესტიციდებშიც მოდის ახალი თაობა. ბოლო წლებია, ჩვენ რეგიონში დავიწყეთ ამერიკული კომპანია "დუპონის" ფუნგიციდის "კოსაიდ 2000"-ის დანერგვა.

მიღებულმა პოზიტიურმა შედეგებმა გვიკარნახა, რომ უფრო მეტად გავაცნოთ მოსახლეობას ამ საინტერესო პრეპარატის თვისებები და მოქმედების მექანიზმი.

"დუპონი" პესტიციდების მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი კომპანიაა. მას 70 ქვეყანაში გააჩნია 165 ქარხანა და 75-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია თანამშრომელთა 83-ათასიანი არმიით, "დუპონი" იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს გარემოსა და ადამიანებისთვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოებაში.

"კოსაიდ 2000" "დუპონის" აშშ პატენტით (#24324) დაცული ფორმულაციაა _ იგი წარმოებული იქნა უმცირესი ზომის კრისტალებით, რაც ზრდის მდგრადობას წვიმისგან ჩამორეცხვის მიმართ და უზრუნველყოფს სპილენძის უმაღლეს ბიოამთვისებლობას.

კოსაიდი შეიცავს 53.8% სპილენძის ჰიდროქსიდს. მისი და სპილენძის სულფატის (შაბიამანის მოქმედი საწყისი) შედარებისას აღმოვაჩენთ, რომ კორაიდის მიკროკრისტალები ვარსკვლავის ფორმისაა, რაც იძლევა ზედაპირის უკეთ დაფარვის შესაძლებლობას, ხოლო სპილენძის სულფატის კრისტალებს გააჩნიათ სწორწახნაგოვანი ფორმა და არიან მცირერიცხოვანნი, რაც განაპირობებს ზედაპირის ნაკლებ დაფარვას.

საერთოდ, სპილენძის შემცველი პრეპარატების ეფექტურობა დამოკიდებულია მის უნარზე:

_ ხსნადობა;

_ თანდათან და უწყვეტლად გამოათავისუფლოს სპილენძის იონები (Cu++);

_ თანაბრად განაწილდეს ფოთლის ზედაპირზე.

სპილენძის ჰიდროქციდის უპირატესობა სხვა სპილენძის შემცველ ნაერთებთან შედარებით:

_ სპილენძის იონების (Cu++) მასიური გამოთავისუფლება არ არის დამოკიდებული ამინდზე;

_ მცენარის ზედაპირზე თანაბარი განაწილება;

_ სპილენძის მეტალის მცირე დანახარჯი მეტალზე (ნიადაგის მიკროფლორაზე შემცირებული ზეგავლენა);

_ მოქმედების მაღალი შერჩევითობა.

კოსაიდი დაცვითი კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდია, ამ ტიპის პრეპარატებით (შაბიამანი, სპილენძის ქლორჟანგი) სასურველი ეფექტი მიიღწევა მხოლოდ მცენარის ფოთლის ზედაპირის სრულად და თანაბრად დაფარვის შემთხვევაში (ანუ მცენარის დამუშავების მაღალი ხარისხის დროს). პრეპარატით მცენარის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს სოკოს ან ბაქტერიის დასახლებამდე, უფრო ზუსტად, მცენარის ქსოვილში პათოგენის შეჭრამდე.

"კოსაიდ 2000"-ის ფორმულაცია უზრუნველყოფს ფოთლის ზედაპირის სრულ დაფარვას მიკროკრისტალებით _ ისინი ეწებებიან ფოთლის ზედაპირს, წარმოადგენენ სპილენძის იონების წყაროს და განუწყვეტლივ გამოყოფენ (ცუ++) კათიონებს, რაც ქმნის ინფიცირების საწინააღმდეგო დამცავ ბარიერს.

კოსაიდი გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ: მაგალითად, ვაზი (ჭრაქი, სიწითლე), ვაშლი (ქეცი), ატამი (ფოთლის სიხუჭუჭე, ბაქტერიული ნეკროზი და სილაქავე), კარტოფილი (ფიტოტორიზი), კიტრი (პერენოსპოროზი), პამიდორი (ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი, ბაქტერიული სილაქავე).

"კოსაიდ 2000" ფუნგიციდთან ერთად, ბაქტერიციდიცაა ანუ გამოიყენება ბაქტერიული ავადმყოფობების წინააღმდეგ. იგი მაღალეფექტურია, ასევე, ნიადაგიდან გადამდები დაავადებებთან (რაც მცენარეების ნაადრები "აღრობის" ერთ-ერთი მიზეზია) საბრძოლველად. დამატებით მოქმედებს ნაცრისფერ სიდამპლეებზე.

ჩვენ მომავალ ნომრებშიც გავაგრძელებთ საუბარს თანამედროვე სპილენძის შემცველი პრეპარატების შესახებ.

ტიფო მიქატაძე, ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი "ხელხვავი"




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...
ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...