მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი

კარმიდამო ჩემი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი

1970 იან 1 04:00:00

პიროპლაზმოზი (Piroplasmosis) არის სეზონური (საძოვრის პერიოდი), ჩვეულებრივ სპორადულად, უფრო იშვიათად ენზოოტურად (კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ტკიპების რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად იცვლება) მწვავედ მიმდინარე რქოსანი პირუტყვის დაავადება, რომელიც ვლინდება მუდმივი ტიპის ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით, მუქი წითელი შარდის გამოყოფით. ეკონომიკური დანაკაგი ენზოოტიის პერიოდში წარმოიშობა დაავადებული ცხოველების დახოცვისა და ლაქტაციის პერიოდში რძის პროდუქტიულობის დაქვეითების შეჯამებით.

პიროპლაზმოზი მწვავე ფორმით მიმდინარე მძიმე დაავადებაა, რომლის აღმძვრელია Piroplasma Bigeminum. მისი მკურნალობის დაწყება აუცილებელია დროულად, პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლენისთანავე.

რა უნდა ვიცოდეთ პიროპლაზმოზის შესახებ: დაავადებების გადამტანია ერთმასპინძლიანი ტკიპა Bigeminum (პიროპლაზმებს გადასცემს ნიმფობის ფაზაში). უფრო იშვიათად ორმასპინძლიანი _ Boophilus Calcaratus (იმაგოს ფაზაში) და სამმასპინძლიანი _ Haemphyasalis Punctata (იმაგოს ფაზაში).

გამომწვევის არსებობის ხანგრძლივობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორგანიზმში 6-12 თვეა, თუმცა, ზოგჯერ _ 12-16 კვირა.

დაავადება გავრცელებულია დედამიწის ყველა კონტინენტის, უპირატესად, სამხრეთ ზონებში, სადაც გვხვდება გადამტანი ტკიპები. მიმდინარეობს ორი ან სამი ენზოოტური აფეთქების სახით (გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე), სპორადული შემთხვევები შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.

დაავადება იწვევს:

1. ღრმა ცვლილებებს ერითროციტებში (ერითროციტები იშლება);

2. ვითარდება ანოქსემია (სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა);

3. იწყება ცხოველების ინტოქსიკაცია;

4. ირღვევა თერმორეგულაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა;

5. საქონელს ეწყება სტრესი, უვითარდება კუნთების კანკალი, წინაგულებისა და პარკუჭების ატონია; 6. შეიძლება განვითარდეს კიდურების პარეზი.

კლინიკური სიმპტომები:

1. ცხოველს უქვეითდება მადა, დათრგუნულია;

2. ლორწოვანი გარსები ყვითელია;

3. ავადმყოფი ცხოველები ჯოგს ჩამორჩება, ხშირად წვანან;

4. რძის გამოყოფა მკვეთრად მცირდება;

5. სუნთქვა გახშირებულია;

6. სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42 გრადუსამდე;

7. მე-2-3 დღეს უვლინდებათ ლორწოვანი გარსის სიყვითლე;

8. ვითარდება ყაბზობა და ფაღარათი;

9. შარდის გამოყოფა ხშირდება;

10. მძიმე შემთხვევაში შარდი იძენს სისხლნარევ შეფერილობას.

ავადმყოფ ცხოველს თუ დროზე არ აღმოვუჩენთ დახმარებას, იგი იღუპება 5-7 დღეში.

მკურნალობა:

1. ცხოველებს უნიშნავენ სრულ მოსვენებას;

2. საკვებად აძლევენ კარგი ხარისხის თივას, ადვილად მოსანელებლ წვნიან საკვებს, საკმაო ოდენობის წყალს, წვრილად დაჭრილ ძირებს ან ფოთლებს, კომბოსტოს, რძეს, რძის შრატს;

3. რეკომენდირებულია სამკურნალოდ გამოვიყენოთYპრეპარატი პიროტექსი B-12, პიროტექსი პლიუსი. დოზირება: პრეპარატი იხსნება 12,5-15 მლ საინექციო ხსნარში (ვღებულობთ 7% ხსნარს) და კეთდება 1 მლ 20 კგ. ცოცხალ წონაზე კუნთში; დოზა 3,5 მგ მოქმედი ნივთიერება, 1 კგ ცოცხალ წონაზე. შეიძლება გამოვიყენოთ პიროტექსი-საინექციო (1 მლ 15 კგ ც.წ-ზე კუნთში). დაგვიანებულ შემთხვევაში, პიროტექსის ინექცია სასურველია, გავიმეოროთ 24 საათში;

4. ვნიშნავთ სიმპტომატურ საშუალებებს: საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოების მოწესრიგებისთვის _ გლაუბერის მარილს (400-600 გრ _ 10 ლ. წყალში), ან სხვა საშუალებებს;

5. გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისთვის _ კოფეინი, ვიტამინები, მიკროელემენტები, ნახშირწყლები და სხვ.

მკურნალობის დროს, პირველ რიგში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ცოხნის აღდგენას, საჭმლის მომნელებელი სისტემის სწრაფ გაუმჯობესებას, შემდეგ მეწველი საქონლის წველადობას. ეს შეიძლება მიაღწიოთ პრეპარატების "დასის", "ოლიგოფოსისა" და "ლაივ-ისააკის" გამოყენებით ინსტრუქციის მიხედვით.

პროფილაქტიკა: ენზოოტურ კერებში დაავადების აფეთქების დასასწყისში, ცხოველებს ეძლევათ პიროტექსი B12, პიროტექს პლიუსი, თხევადი პიროტექსი, ტრიპანოსტოპი, ან სხვა საშუალებები, რომლებსაც უნარი აქვთ, ორგანიზმი დაიცვან დაავადებისგან 2-3 კვირის განმავლობაში.

მეურნეობაში უნდა ჩატარდეს ბრძოლა ტკიპებთან, უმთავრესად აგროტექნიკური და მელიორაციული ღონისძიებებით, ტკიპების Boophilus Calaratus სტაციებისა და ბიოტოპების მოსპობის გზით.

საქართველოში დაავადების პირველი აფეთქება ხდება აპრილ-მაისში, მეორე _ ივლისში, მესამე _ აგვისტოს ბოლოდან ნოემბრამდე.

დიფერენცირება: პიროპლაზმობის დიფერენცირება აუცილებელია ჯილეხისგან და დეპტოსპიროზისგან.

ჯილეხის (ციმბირული წყლული) დროს, სისხლი მუქი ფერისაა, არ დედდება, ცხოველს აქვს ქოშინი, იგი დათრგუნულია ძლიერი ციებ-ცხელების გამო, ქიმიოპრეპარატები არაეფექტურია, ცხოველი სწრაფად კვდება.

ლეპტოსპიროზისა და პიროპლაზმოზის საერთო ნიშანი ჰემოგლობინურია. ლეპტოსპიროზის დროს სიყვითლე მკვეთრად არის გამოხატული, მკურნალობის შემდეგ სიყვითლე კვლავ აღინიშნება. ნორმალური ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი შარდი.

დაავადებისგან ყველაზე კარგი დაცვა მისი პროფილაქტიკაა!

მიხეილ ჭიჭაყუა, "ასოციცია მომავლის ფერმერი" მთავარი ვეტექიმი, ბიოლოგის დოქტორი




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...