ძველი აგრონომის ახლებური ფიქრები

კარმიდამო ჩემი

ძველი აგრონომის ახლებური ფიქრები

10 ივლ. 2011, 10:13:46
აგრონომი მიხეილ მჟავანაძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცხოვრობს, ახლა საკუთარი კარმიდამოს მოვლა-პატრონობითაა დაკავებული. "კარმიდამო ჩემის" სტუმარი, 30 წლის მანძილზე, ამავე სოფლის მთავარ აგრონომად მუშაობდა, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის დასრულებისთანავე მისთვის სამუშაო არავის შეუთავაზებია. გადაწყვეტილება უმალვე მიიღო და თავის საკარმიდამო ნაკვეთებზე ციტრუსებს უვლის.

ჰყავს მეუღლე, ფარმაცევტი სულიკო მამფორია, შვილები _ თინა, ლელა და გერმანე. ორი შვილი გერმანიაში ცხოვრობს, 28 წლის გერმანე კი, მშობლებს ოჯახური მეურნეობის განვითარებაში ეხმარება. აქ ყველას საკუთარი ფუნქცია აქვს _ ოჯახის დიასახლისს, ქალბატონ სულიკოს, საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაღაზია და აფთიაქი აქვს, მისი სამუშაო დღე დილის რვა საათზე იწყება და საღამოს რვა საათამდე გრძელდება. მეურნეობის საკითხებს ქმარი და 28 წლის შვილი გერმანე უძღვებიან.

მჟავანაძეების კარმიდამოში მანდარინს, ფეიხოას და სხვა ციტრუსებს ნახავთ. ამას ემატება ეზოს თითქმის ყველა კუთხეში გაშენებული ვაზი, ფუტკარი, აუზი, რომელიც თევზი ჰყავთ მოშენებული.

_ 1964 წელს დავამთავრე სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სოხუმში. შემდგომ დავიწყე სოფელ შრომაში მუშაობა. თავიდან ბრიგადირად ვმუშაობდი, შემდეგ აგრონომად გადამიყვანა სოფლის თავმჯდომარემ მიხაკო ორაგველიძემ, 1987 წელს კი მთავარი აგრონომი გავხდი.

ძირითადად ციტრუსებს ვკურირებდი _ 300 ჰექტარზე გაშენებული ციტრუსის ბაღი გვქონდა მაშინ, სოფელში იყო კეთილმოწყობილი ქიმიური დაცვის სამსახური, რომელსაც კოტე ქარცივაძე ხელმძღვანელობდა. ვმარაგდებოდით ყველანაირი წამლებით, რაც საჭირო იყო სოფლის მეურნეობისთვის.

90-იანი წლების შემდეგ, როცა დაიშალა კოლმეურნეობა, უფუნქციოებად გამოგვაცხადეს და ყველა სამსახურის გარეშე დავრჩით. მიუხედავად იმისა, რომ ისევ შემეძლო ნაყოფიერი მუშაობა, ჩემთვის სამუშაო ადგილი არ გამოჩნდა. არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, საკარმიდამო ნაკვეთს მივუბრუნდი ისევე, როგორც ბევრი ჩემი მეგობრები და კოლეგა.

_ როგორც აღნიშნეთ, მთავარი აგრონომი ბრძანდებოდით. ალბათ, საკუთარი კარმიდამოსთვის ნაკლებად გეცალათ. როგორ ააწყვეთ საქმიანობა პოსტკომუნისტურ ეპოქაში?

_ საქმის აწყობას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ბევრ რამეზეა დაკავშირებული, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ღმერთსა და ბუნებაზე. თუ ბუნება არ შეგიწყობს ხელს, არაფერი გამოგივა. იმ პერიოდში, როცა საკუთარ ეზოში საქმიანობა დავიწყე, ქვეყანაში არაფერი არ შემოდიოდა. ვმარაგდებოდით მხოლოდ მინერალური სასუქებით, ისიც აზოტოვანით. ეს ბოლო წლებია, მასიურად დაიწყო მინერალური სასუქების და აუცილებელი შხამქიმიკატების შემოტანა, ჩანს სასიკეთო ძვრები.

სოფლის მეურნეობა კნინდებოდა, მოედო ხავსი, ჟანგი და ათასი უბედურება. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რასაც ერთი და ორი წელი არ ეყოფა. ციტრუსმა რომ თავისი სახე მიიღოს, ხუთი-ექვსი მაინც წელი უნდა. მოსახლეობა შეშინდა _ ერთ კილოგრამ ციტრუსს 30 თეთრად იბარებდნენ იყო და მასზე გაწეული შრომა ზარალში აგდებდა გლეხს. როდესაც ადამიანი იმუშავებს და ვერ მიიღებს მოსავალს, გული უცრუვდება, მაგრამ სოფლის მეურნეობაზე უარის თქმა მაინც არ შეიძლება _ საქართველო ხომ აგრარული ქვეყანაა?!

წელს, მაგალითად, გაკვირვებული ვარ მოსახლეობის ინერტულობით _ მათ მასიურად დაანებეს თავი სიმინდის თესვას.

ამას ხელმოკლეობასაც ვაბრალებ და სიზარმაცესაც. დღეს არ არის გაჩერების დრო. თურქეთში მიდიან სამუშაოდ, და იქედან არჩენენ ოჯახებს. იქ კრეფენ ჩაის, მაგრამ ადგილზე რაც გაქვს, ჯერ ის უნდა მოიხმარო.

მე, ძირითადად ციტრუსების მოვლა-პატრონობუთ ვარ დაკავებული. ოთხი ნაკვეთი გამაჩნია, დედისეული. ლიმონის მოსავლით შარშან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ადგილობრივი ბაზრის გარდა, მისი გატანა არსად არ ხერხდება, სადღაც ხომ უნდა დაისვას ეს საკითხი, თუნდაც, მთავრობის დონეზე? ციტრუსებიდან ყველაზე ადვილი მოსავლელი ლიმონია _ სწრაფად შედის მსხმოიარობაში, ზამთრისგან მიყენებულ ზარალსაც ადვილად ინაზღაურებს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო უფრო მეტ ყურადღებას თუ დაუთმობს ფერმერებს.

_ ალბათ, ბევრს მუშაობთ...

_ ნამდვილად ბევრი მუშაობა სჭირდება ციტრუსის მოვლას. რაც მთავარია, არასოდეს არ მაქვს ჩაქნეული საქმეზე ხელი, ყოველთვის იმედით ვუყურებ ყველაფერს, ხვალინდელი დღის მჯერა. სამწუხაროდ, ერთდროულად არ კეთდება ყველაფერი, თუმცა, წინსვლა აშკარად ჩანს.

70 წლის განმავლობაში, კოლმეურნეობის არსებობის პერიოდში, ბრიგადირი, აგრონომი, თავმჯდომარე და სხვები გლეხს აწვდიდნენ ინფორმაციას, სამუშაო ადგილის შოვნა პრობლემა არ იყო და საქმე კეთდებოდა, სამწუხაროდ, ახლა დამსაქმებელი არავინაა. აუცილებელია, ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რა დროს რა უნდა გააკეთოს, როგორ და ა.შ. ძალიან ბევრი საქმეა სოფელში. დღეს მოსახლეობამ არ იცის, როგორ გაუძღვეს სოფლის მეურნეობას. ჩემთან ხშირად მოდიან და რჩევას მეკითხებიან. ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს თავზეც, ვეცნობი ახალ ლიტერატურას, რომ ყველას კომპეტენტური პასუხი გავცე.

კიდევ დიდხანს შეგვეძლო სოფლის მეურნეობის ავ-კარგზე საუბარი, მაგრამ ბატონ მიხეილს ბევრი საქმე ჰქონდა _ ციტრუსის პლანტაციებში მუშაობდა, ამინდიც კარგი იყო _ ძნელია ამ დროს ადამიანის მოცდენა. საუბრის დასასრულს მიხეილ მჟავანაძემ აუზი გვაჩვენა, სადაც მრავლად არის თევზი, თუმცა, იმ დღეს თევზებმა ფოტოკამერის წინ პოზირება "არ ისურვეს". მასპინძელმა ის ადგილი გვაჩვენა, სადაც ძალიან მალე ციტრუსის შესანახი შენობა აიგება: _ იმედია, უახლოეს ხანში ავაგებთ შენობას, სადაც ციტრუსს დავაბინავებთ, შემდეგ მოხერხდება მისი დიდხანს შენახვა და შეგვეძლება, რამდენიმე თვის შემდეგაც გავყიდოთ ციტრუსი. სამწუხაროდ, აქამდე ამის საშუალება არ გვქონდა, _ გვითხრა მიხეილ მჟავანაძემ.




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...