"შვიდი მინისტრი შეიცვალა და ყველა მათგანი მოღვაწეობას ტყის სექტორის რეფორმით იწყებდა"

კარმიდამო ჩემი

"შვიდი მინისტრი შეიცვალა და ყველა მათგანი მოღვაწეობას ტყის სექტორის რეფორმით იწყებდა"

2011 ივლ 27 23:58:02
საქართველოს ტყეების დღევანდელ მდგომარეობას დარგის ექსპერტები კატასტროფულად აფასებენ _ საქართველოში, ტყეების ინვენტარიზაცია გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა, თუმცა, ყველაზე პესიმისტური მონაცემებითაც კი, ტყეს ქვეყნის ტერიტორიის 35% უკავია. ბოლო წლების განმავლობაში, ტყის სექტორი განიცდიდა სერიოზულ რეგრესს, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ არსებობს მასთან დაკავშირებული პოლიტიკური დოკუმენტი და სატყეო სექტორის მართვის გამართული ინსტიტუციური სისტემა, კონტროლის მექანიზმები ძალზე სუსტია, ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ტყის რესურსებზე _ მეტად შეზღუდული, სექტორში დასაქმებული არიან არაპროფესიონალი, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების არმქონე პირები. ექსპერტები ასკვნიან, რომ მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

2007 წლიდან, საქართველოში დაიწყო გაუგებარი სატყეო რეფორმა, რომელსაც მოჰყვა ტერიტორიული სტრუქტურის მოშლა, ხოლო ხანგრძლივვადიანი ლიცენზიები გაიყიდა რესურსების ინვენტარიზაციისა და ყოველგვარი გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების გარეშე. მას შემდეგ, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. პრაქტიკულად, ტყით სარგებლობისას ჩამოყალიბდა მონოპოლისტური კომპანიები, დაკანონდა ხის მერქნის გადამეტებული მოპოვება, რისი კონტროლიც პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და შეუძლებელიცაა, ვინაიდან ლიცენზიების გაცემამდე არ ხდებოდა რესურსების ზუსტი დადგენა. შედეგად გვაქვს დიდი მასშტაბის სამეურნეო ჭრები, რომელსაც არანაირი საერთო არ გააჩნია მდგრად გამოყენებასთან. ექსპერტებისვე დაკვირვებით, ასეთ ფონზე, კიდევ უფრო გაიზრდება სტიქიური მოვლენების მასშტაბი აჭარაში, სვანეთში და სხვა რეგიონებში.

რა მდგომარეობაა საქართველოს ტყეებში, რამ განაპირობა ამ სექტორში რეგრესი და რა უნდა შეიცვალოს ამ საკითხისადმი მიდგომებში, ამის შესახებ, "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი გვესაუბრა. ექსპერტის თქმით, საქართველოს ტყეები იმით არის ღირებული, რომ დედამიწის ზომიერ სარტყელში შემორჩენილი ბოლო ხელუხლებელი ტყეებია. არსებული დაცული ტერიტორიები იმდენად მცირეა, რომ, ფაქტობრივად, ვერ უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემების სერვისების სრულად ფუნქციონირებას:

_ პირველ რიგში, ტყის ეკოსისტემები კანონმდებლობით უნდა იყოს დაცული, ჩვენთან კი ასე არ არის. ოფიციალურად, საქართველოში დაცულია ქვეყნის ტერიტორიის 7%, მაშინ, როდესაც ევროპაში, საშუალოდ, ქვეყნების ტერიტორიის საერთო ფართობის 17-18% პროცენტს დაცული ტერიტორიები შეადგენს. რაც შეეხება ეკოლოგიურ ღირებულებას, საქართველოს ტყეები ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, მეტად ძვირფასია, შესაბამისად, მისი მნიშვნელობაც დიდია, არა მარტო ჩვენთვის, არამედ, მსოფლიოსთვისაც.

_ რა მდგომარეობაა საქართველოს ტყეებში ამჟამად?

_ რეალური მდგომარეობა უცნობია მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის არარსებობის გამო. ბუნდოვანი კანონმდებლობა და გაუმართავი ინსტიტუციური სისტემა ხელს უწყობს იმას, რომ ტყის რესურსებზე გვაქვს დაშვებულთან შედარებით ორჯერ-სამჯერ მეტი დატვირთვა. კონფლიქტების გარკვეული მაგალითები უკვე არსებობს საქართველოში, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ არ შეუშვა ლიცენზიანტები ტყეში. ეკოსისტემებზე ასეთი პრესი გამოიწვევს ბუნებრივი რესურესების სწრაფ ამოწურვას და ეკოსისტემების დეგრადაციას. ასეთი პოლიტიკისა და მიდგომის შედეგად, მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის გაღარიბება და იძულებით მიგრაცია სოფლებიდან.

_ საქართველოში ძალიან ცოტა იციან ტყის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე.

_ ჩემის აზრით, და ამ აზრს ჩემთვის ცნობილი ყველა სპეციალისტი იზიარებს, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გადაჭარბებული გეგმები აქვს საქართველოს ტყეების ეკონომიკურ სარგებელთან დაკავშირებით. საქართველოს ტყეებს, უპირველეს ყოვლისა, აქვთ ეკოლოგიური, სოციალური და მხოლოდ ამის შემდეგ, ეკონომიკური მნიშვნელობა. ეკოლოგიურ ღირებულებაში იგულისხმება ის ეკოლოგიური სერვისები, რომელიც გააჩნიათ ტყის ეკოსისტემებს _ კლიმატის რეგულაცია, წყლისა და ჰაერის ხარისხის კონტროლი, ნიადაგის დაცვა, რეკრეაცია და ა.შ. ეს ღირებულება მონეტარულადაც შესაძლებელია რომ გამოისახოს და გაცილებით გადააჭარბებს მერქნის გაყიდვით მიღებულ ღირებულებას. გასათვალისწინებელია, რომ მერქნით ვაჭრობისთვის ტყის ეკოსისტემების გამოყენების შემთხვევაში, ძირითადი შემოსავალი აქვს მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ კომპანიას, ხოლო ეკოსისტემების სერვისებით გაცილებით მეტი ადამიანი იღებს სარგებელს.

_ ამბობთ, რომ საქართველოს ტყეები და მასთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა, კატასტროფულია. რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე?

_ ამის უამრავი მიზეზი არსებობს. ბოლო პერიოდში, შვიდი მინისტრი გამოიცვალა სატყეო სექტორმა და ყველა მათგანი მოღვაწეობას იწყებდა ამ სექტორის რეფორმით. საბოლოო ჯამში, მივიღეთ სისტემა, რომელსაც მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა "ჩაფლავებული" უწოდა და აღიარა, რომ გვაქვს სისტემური კორუფცია, ხოლო რეგულაციის სისტემა _ უვარგისი. ამ მიზეზების გამო, პრეზიდენტის დავალებით, გახორციელდა მთავრობის სტრუქტურის რეორგანიზაცია და შეიქმნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ახალი სამინისტრო, რომელსაც დაუქვემდებარდა სატყეო სექტორი. სამწუხაროა, რომ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ჯერჯერობით, ვერ გამონახა დრო, რომ შეხვედროდა სატყეო მეურნეობისა და გარემოს დაცვის ექსპერტებს და მოესმინა მათი თვალსაზრისი. პრობლემის ერთ-ერთი სათავე ისაა, რომ გადაწყვეტილებები სატყეო სექტორში, ტრადიციულად მიიღება გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებისა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, კორუფციის წინააღმდეგ უნივერსალური წამალი კი გამჭვირვალობაა. როდესაც მთავრობა ამ ინსტრუმენტს არ იყენებს, ჩნდება ეჭვი, რომ კორუფცია ისევ ძლიერი იქნება ამ სექტორში. სამწუხაროა, რომ არ დაადგა საშველი ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებას, რაც განაპირობებს კანონმდებლობისა და ინსტიტუციური მოწყობის უსისტემო და ხშირ ცვლილებებს.




 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი წუხელ თბილისში ... ...
  • პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს,  სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია - ზურაბიშვილი პანკისზეპოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. "მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მცირე ჰესების პროექტის გახორციელება პანკისის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყებამ შსს-ს თავად მიმართა. თურნავას უწყების განცხადებაში ძირითადად იმ სარგებელზეა საუბარი რომელიც მათი განცხადებით, ჰესებს მოაქვს “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების - „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურებისექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ... ...
  • პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება BBC-ის ობიექტივშიპანკისის ხეობაში  განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ. როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს. პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ. რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი  მეთაურების სამშობლო. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...
ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...