საოჯახო სასტუმროს მეპატრონე

კარმიდამო ჩემი

საოჯახო სასტუმროს მეპატრონე

2011 ივლ 31 12:38:46
ფერმერი ქალბატონიოზურგეთის ცენტრიდან სოფელი გაღმა დვაბზუ 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ აქ, ამ სოფელში ცხოვრობს "კარმიდამო ჩემის" ივლისის ნომრის სტუმარი ნაზიკო კოროშინაძე-ჯაველიძე _ საოჯახო სასტუმროს მეპატრონე და ფერმერი.

საოჯახო სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო, მისაღები ოთახი სველი წერტილით, ბარი; მეორე სართულზე _ 4 საძინებელი ოთახი და 1 სველი წერტილი. ეზოში მოწყობილია ფანჩატური ეთნოგრაფიული ელემენტებით, იქვეა ყვავილების კუთხე. სახლთან ახლოს აქვს საყანე ფართობი, ცოლიკაურის, კივის და თხილის ბაღები.

ქალბატონი ნაზიკოს სამუშაო დღე დილის ექვსის ნახევარზე იწყება _ მისი თქმით, ადრე თუ არ შეუდგა საქმეს, დღის ბოლომდე ვერაფერს მოასწრებს.

_ 43 წელია, ამ ოჯახში ვცხოვრობ, ვარ ორი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია. მეუღლე რვა წლის წინ გარდამეცვალა, რის შემდეგაც ჩავვარდი დეპრესიაში, ამ ყველაფერს უმუშევრობა დაემატა _ 13 წლის მანძილზე, რკინიგზის რესტორნების გაერთიანების დირექტორად ვმუშაობდი ოზურგეთსა და ლანჩხუთში, უამრავი საქმე მქონდა და ტყუილად ყოფნა ვერ ავიტანე. ექიმმა მირჩია, მუშაობა დამეწყო. კარგა ხანს ოზურგეთის აგრარული ბაზრის ძველი სასტუმროს საკასო აპარატის საინფორმაციო ცენტრის უფროსი ვიყავი, ასევე, ვკურირებდი სარეკლამო სააგენტოს და ვაცხადებდით სხვადასხვა სახის განცხადებებს. ერთ დღეს გვესტუმრა ასოციაცია "ელკანას" წარმომადგენელი ოზურგეთის ორგანიზაციიდან და მთხოვა, რომ გამომეცხადებინა შემდეგი სახის განცხადება _ ეძებდნენ წყნარ ადგილზე, კეთილმოწყობილ, ორსართულიან, ეთნოგრაფიული კუთხის მქონე სახლს, თან დაინტერესებული პირი ჩართული უნდა ყოფილიყო სასოფლო მეურნეობაში. მეც ვცადე ბედი და გამიმართლა _ თბილისიდან "ელკანას" წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები, გადაიღეს ფოტოები, რის შემდეგაც, რამდენიმე ხანში, ჩემს სახლს მიენიჭა სამვარსკვლავიანი სასტუმროს წოდება. შემდეგ მითხრეს, რომ სოფლის მეურნეობისთვის აქტიურად უნდა მომეკიდა ხელი _ გამოგიგზავნით სტუმრებს და შენს მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტით უნდა გაუმასპინძლდეო. პირველად შვეიცარიიდან მესტუმრნენ. მათ გვასწავლეს, როგორ უნდა მოგვეყვანა ეკოლოგიურად სუფთა პომიდორი. პირველივე წელს კარგი შედეგი მივიღე _ თითო ცალი პომიდორი 800 გრამს იწონიდა, მაგრამ სათესლედ მეორე წელს აღარ გამომადგა. მოკლედ, მთლიანად გადავერთე სოფლის მეურნეობაში. ახლა თქვენ თავად დაინახავთ, რამდენი რამ გავაკეთე.

_ ქალბატონო ნაზიკო, კარგად მოვლილი ცოლიკაურის, კივის და თხილის ბაღი გაქვთ, სიმინდზეც არაფერს ვამბობ, ეზოში ჟოლო და უეკლო მაყვალიც ჩანს, კარტოფილიც ვნახეთ. ამ ყველაფერს თქვენ მარტო უვლით?

_ მარტო ვაკეთებ. ერთი ახალგაზრდა მეხმარებოდა, ისიც თურქეთში წავიდა სამუშაოდ და წელს მარტო ვუმკლავდები ჩემს მეურნეობას. ტრაქტორით ვხნავ მიწას, მე ვყრი თესლს, ვთოხნი. აგერ მეზობელი მყავს 82 წლის კაცი. მომეხმარე,-მეთქი, ვთხოვე. ღვინო არ ჰქონდა და მივეცი. ისეთი ცოლიკაურის ბაღი მაქვს, ერთ ბალახს ვერ ნახავთ. მოვიკიდებ აპარატს და მე თვითონ ვწამლავ, აბა, იმდენი ფული სად მაქვს, ისეთი აპარატი ვიყიდო, დენზე შევაერთო და გავიადვილო საქმე?

_ რამდენი წლის ბრძანდებით?

_ 63 წლის. კიდევ ბევრი საქმის გაკეთება შემიძლია. სამწუხაროდ, ფინანსები არ მაქვს. კომპიუტერის შეძენა მინდა, რომ ჩემი ვებ-გვერდი მქონდეს და ჩემი სასტუმროს შესახებ ბევრმა იცოდეს. კლიენტების მომრავლების და შემოსავლის გაზრდის შემთხვევაში, უფრო კარგ საქმეებს გავაკეთებ, რომლითაც ბევრ ადამიანს გავაკვირვებ.

_ იქნებ გაგვიმხილოთ, როგორ აპირებთ ხალხის გაკვირვებას?

_ გავაკვირვებ. თქვენ მომეცით ფული და ნახავთ.

_ თქვენი პრობლემების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიგიმართავთ?

_ კი, მივმართე. სად არ დავწერე წერილი, მაგრამ პასუხი არ არის.

_ "ელკანა" ხომ გიგზავნით სტუმრებს?

_ კი, მიგზავნის, მაგრამ უფრო მეტი მოთხოვნა სვანეთზე და ბათუმზეა, ასევე ახალციხეზე. "ელკანიდან", ძირითადად, ფერმერები მოდიან.

_ ქალბატონო ნაზიკო, როგორც ამბობთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა მოიყვანოთ. ეს ხომ იოლი საქმე არ არის?

_ მე არ მიჭირს ამის გაკეთება _ საქონელი მყავს, ნაკელი შემაქვს დიდი რაოდენობით ვენახში. ახლახან კარტოფილის მოსავალი მივიღე _ ერთი ვედრო დავთესე და რვა ვედრო ამოვიღე. "ელკანას" ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოწევა.

_ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს არ ჰყიდით?

_ არა. აქ სტუმარი რომ მოდის, ასეთი პროდუქტი აუცილებლად უნდა მქონდეს. ყველი, კარტოფილი, ხილი, ღვინო, კვერცხი, მჭადი _ ყველაფერი სახლის უნდა დავახვედრო. ბატს, იხვს ან ქათამს, რომელსაც დაადებს ხელს, ის უნდა დავუკლა და მივართვა.

ჩვენი იქ ყოფნის დროს, ქალბატონ ნაზიკოს სტუმრები ჰყავდა. მათი თქმით, ისინი გაოცებული არიან გურული სტუმართმოყვარეობით.

ქეთევან ხიდაშელი, "ქალები რეგიონების განვითარებისთვის": _ გასულ წლის შემოდგომაზე ვიყავით პოლონეთში. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, საქართველოში აგრო-ტურიზმის განვითარება. ბევრი რამ, იქ რაც ვნახე, არაფრით განსხვავებული არ არის. ისინი უამრავ რამეს იგონებენ, რომ ტურისტი გააკვირვონ, ჩვენ კი გამოგონება არ გვჭირდება _ გვაქვს ყველაფერი, უბრალოდ, ისე ვერ ვფუთავთ, როგორც საჭიროა. პოლონეთში ორი საათი გვატარეს მუზეუმში, რომელსაც "ღია ცის ქვეშ" ჰქვია, აქ კი მთელი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული მუზეუმია.

ნაზიკო ჯაველიძემ საკუთარი კარმიდამოს ყველა კუთხე-კუნჭული შემოგვატარა და დაუღალავი შრომით შექმნილი სიმდიდრე გვაჩვენა. წამოსვლისას გამოგვაცილა. ეზოს რომ გამოვცდით, კიდევ ერთი მშვენიერი სანახაობა ვიხილეთ _ სახლთან ახლოს მდებარე ტბაში სტუმრები ნავით დასეირნობდნენ, გარშემო კი შინაური იხვები დაცურავდნენ.

ქალბატონი ნაზიკო მეორე დღეს თბილისიდან შვილიშვილებს ელოდებოდა და დამშვიდობებისას გვითხრა, რომ მათ შესახვედრად უნდა მომზადებულიყო.




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...