ჩხავერის მადლით გაძლიერებული ენერგია

კარმიდამო ჩემი

ჩხავერის მადლით გაძლიერებული ენერგია

27 იან. 2014, 09:22:44

და ვრცელ ფართობზე გადაჭიმულ საკუთარ კარმიდამოში თავდაპირველად საკუთარი ხელით ნაგებ წისქვილისა და მცირე ჰესისკენ მიგვიძღვება. დიდი ხნის წინ, როცა საქართველო ჩაბნელდა, მდინარე ნატანების შენაკადზე ერთი კილომეტრი სიგრძის სადერივაციო არხი გაჭრა საკუთარ ეზოში და მცირე ჰესი ააგო. დაახლოებით, ხუთ კილოვატ ენერგიას იღებდა უბნის ხუთი ოჯახისთვის და ბნელი ნათელით უკუაგდო, წისქვილიც იქვე ააგო და საკუთარი თუ სამეზობლოს საფქვავი დღესაც დაუზარელად ჩხრიალებს ოფიჩოსა და სარეკელას ტანდემში.

 

უფრო დიდი ხნის წინ, 50 წლის უკან, მესამეკლასელმა ბიჭმა აქ ჩალის ღეროში გაყრილ თხილის ჯოხს, ერთ ბოლოზე ჩალის ღეროსავე ფირფიტები გაუკეთა, ზედ ღარით წყლის ჭავლი მიმართა და მინიბორბალიც დატრიალდა. ასე ერთობოდა ბავშვურად "სათამაშო წისქვილით". მერვე კლასში გადასვლისას კი, ზაფხულის არდადეგებზე უკვე მიკროჰესი ააგო და ჩხირკედელაობით დაწყებული საქმის პირველი სერიოზული შედეგი მიიღო _ ჯიბის ფარნის ნათურების ანთება, როგორც თავისთვის, ისე მეგობრებისთვის გამოგონების სიხარულს უათმაგებდა. პროფესიაც შესაბამისი აირჩია _ მოსკოვის ელტექნიკის ინსტიტუტის რადიოსაინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა და სოფელში დაბრუნდა. 1976 წელს აქვე აღადგინა რადიოსადგური, სარეტრანსლაციო ხაზი და შეძლო ადგილობრივი გადაცემების დაჭერა, მისი გაძლიერება და სოფლისთვის მიწოდება. ეამაყება, რომ 1991 წელს ბალტიისპირეთში სემინარებზე მიღებული გაღრმავებული ცოდნით, მეგობრებთან ერთად შექმნა გურიის ტელევიზია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ამაყობს, რომ ამ საქმეში მისი, გიგლა ბორჩხაძის წონადი წვლილიც ძევს.


ბავშვობის ასაკიდან სოფელში ცნობილმა "ჩხირკედელამ" რომ სერიოზული პროფესია მიიღო და მასზე ორიენტირებული შედეგებიც დადო, მერე ნაცნობ-უცნობების მარჯვენა ხელადაც იქცა. ხუმრობს, ოჯახის შექმნაც დავაგვიანე და 49 წლის ასაკში "გამაბრიყვეს", არ მომეშვნენ და ახლა ახალგაზრდა მეუღლესა და ნანატრ ქალ-ვაჟს უდიდეს "მონაპოვრად" თვლის. ფიზიკასა და ტექნიკურ მეცნიერებებზე შეყვარებულმა გეზი სასოფლო სამეურნეო საქმიანობისკენ მას შემდეგ განსაკუთრებით აიღო, როცა მისმა ძმამ, 1975 წელს გურიის რეგიონში პირველმა მიიღო ფუტკრის რძე. ამ ღვთიური მწერის მოშენების შემდეგ, მამის მიერ გაშენებული ვენახის სხვადასხვა სახეობებში, ერთადერთი ძირი ჩხავერის ჯიშის ვაზი ობლად მობუზული მოეჩვენა და მთელი ყურადღება მისკენ მიმართა.


_ 1988 წელს წავიკითხე მეცნიერ ნოდარ ჩხარტიშვილის წერილი _ "გავაშენოთ ჩხავერი". მასში მითითებული იყო ამ საოცარი ჯიშისთვის საუკეთესო ადგილებად მიჩნეული სოფლები ბახვი, ასკანა და ბაღდადი. რაკი ჩემი სოფელი ვნახე ჩამონათვალში, ბაბუას ნაჩუქარ იმ ერთადერთ ძირ ჩხავერს მივუბრუნდი. ძნელი გასახარებელია, რა არ ვცადე, გადაწვენით, დამაგინებით მოვახერხე მისი გამრავლება და საქმეც დაიძრა. ჩემს ძმასთან მეგობრობდა ჯიშთა გამოცდის სადგურის უფროსი რეზო სალუქვაძე. მთხოვა, კალმები შეგვინახეო. მერე კახეთში წაიღეს და იქ დაამყნევინეს, ჩამოიტანეს ბახვში და ახლა იქ ჩხავერის სერიოზული მეურნეობაა, _ გვიამბობს ბატონი გიგლა.


რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, ჩხავერი საკმაოდ ჭირვეულია ამ მხრივ. ჩვენი მასპინძელი ვაზის ამ სახეობის ერთ-ერთ უარყოფით თვისებად მის მეწლეურობას ასახელებს. ამასთანავე ძალიან მგრძნობიარეა ამინდის მიმართ.


_ გასხვლა ისეთივე მეთოდით სჭირდება, როგორც სხვა დანარჩენი ჯიშის ვაზს. შეწამვლა, სულ ცოტა ექვსჯერაა საჭირო. მას განსაკუთრებით აზიანებს ფილოქსერა, სოკოვანი დაავადება, რომელიც საქართველოში ამერიკიდან შემოჰყვა იზაბელასა და ნოას ჯიშის ვაზს. თუმცა, ამინდზე ბევრია დამოკიდებული. შარშან კარგად ესხა, მაგრამ არ დამწიფდა. წელს ნაკლებად ასხია, მაგრამ სიმწიფის კარგ სტადიაშია. ვნახოთ, შემოდგომის ბოლომდე, რას მოგვიძღვნის ამინდი, წელს ძალიან ცვალებადობს ბუნება, _ ცას ასცქერის ბატონი გიგლა და ჩხავერის უნიკალურ თვისებაზე გვიამბობს, რაც მხოლოდ დაძველებისას მჟღავნდება, ჩვენში ჩხავერის გაშენების მსურველებს კი ურჩევს, ამ საქმეზე სერიოზული ორიენტირება მოახდინონ და მხოლოდ თხილის გაშენებით დაკავებულ მსურველებს თხოვს, ვაზის და ღვინის ქვეყანაში ჩხავერის პოპულარიზაცია მისი გაშენებით დაიწყონ. კალმების მიცემას არავისთვის დაინანებს. ახლა კი ჩხავერის ჯიშის გაახლებაზე ახალი მეთოდით ზრუნავს _ ფილოქსერაგამძლე ამერიკულ მწარე საძირეზე დამყნობა დაიწყო და შედეგსაც არ ემდურის.


გიგლა ბორჩხაძის ჰექტარნახევარ საკარმიდამო ნაკვეთზე ტყის მასივს, ასწლოვან წიფლებსა და წაბლის ტყეს ცალკე სავანე აქვს. მოშორებით ბამბუკის ეგზოტიკური ჯიშების ტყე შრიალებს, რომლის მასალისგანაც სერიოზულ ბიზნესს აპირებს.


_ წაბლის მოსავალი თხილისას მირჩევნია. საადრეო ჯიშის გამოყვანაზეც ვზრუნავ, რომელიც აგვისტოს ბოლოს მწიფდება, _ გვაჩვენებს ცადაწვდილ წაბლის ხეებს, რომლის ერთ ძირზეც მიღებულმა მოსავალმა, მისივე თქმით, 2 000 ლარი შემოუტანა ოჯახში.
რაც შეეხება კულტურულ ნარგავებსა და ხეხილს, ბორჩხაძეების კარმიდამოში ნაირ-ნაირი ჯიშის მსხალსა და ვაშლს სათვალავი არევია: _ მოძღვრის, საივანობო, ხატრის, თავრუჯული, სესელა, კაცისთავა, ხეჭეჭური, საუნდომო... _ ითვლის მსხლის ჯიშებს და შემდეგ ვაშლის ხეების ძირას მივყავარ, _ აგერ დემირა, ნაცარა, სამეფო... ცოტა ასაკი მომეძალა და ვჩქარობ, ყველაფრის გაახლება და გადახალისება მოვასწრო, გული მწყდება, რომ ჩემი ნებისმიერი საქმიანობის დაინტერესებულთა ნაკლებ რაოდენობას ვხედავ, არადა, მსურს ყველას ვასწავლო, გამოცდილება გავუზიარო დსა ნერგებით თუ კალმებითაც მოვამარაგო, _ ასეთი სურვილითა და ფიქრითაა მომართული ბატონი გიგლა.


და მაინც, გიგლა ბორჩხაძის საქმიანობა ორი მიმართულებითაა მოტივირებული _ სერიოზულად მიხედოს ჩხავერის მეურნეობას და საკუთარი მცირე ჰესისთვის დადგას გაუმჯობესებული ტურბინა, რასაც რეკონსტრუქციის გზით უნდა მიაღწიოს. ასევე მზის ენერგიის "მოთვინიერებაზეც" უჭირავს თვალი, ამბობს, რომ თანამედროვე ნახევარგამტარული ტექნოლოგიებით ადვილად შეიძლება ასეთი ენერგიის მიღება.


_ არატრადიციული ენერგიების საკუთარ მფლობელობაში მოქცევა, პლუს ჩხავერის სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ენერგია, ჩვენი ხალხის კულტურის და მისი თვითმყოფადობის უკვდავებას ნიშნავს, _ ლოგიკური ფორმულირებით ამთავრებს ჩვენთან სააუბარს წარსულში ჩხირკედელა, ახლა კი საკმაო მეცნიერული პოტენციალის მქონე ჩვენი მასპინძელი, რომელსაც ბევრი არ იცნობს ამ კუთხით, თუმცა, მის მიერვე გაკეთებული საქმის მნახველს, გიგლა ბორჩხაძის გაცნობის ინტერესი ნამდვილად გაუათკეცდება.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?