სოკოს მოყვანა ყველა მოწადინებულ ოჯახს შეუძლია

კარმიდამო ჩემი

სოკოს მოყვანა ყველა მოწადინებულ ოჯახს შეუძლია

2014 იან 28 14:26:47

თუმცა, ადამიანები ნაკლებად ცნობენ საჭმელად ვარგის სოკოებს და შესაბამისად, უფრთხიან კიდეც მის მოკრეფას ჩვენს ტყე-ველებში. ისიც ვიცით, რომ ბაზარზე სოკო საკმაოდ ძვირი ღირს და ყველას როდი ძალუძს მისი ყიდვა.


ოზურგეთელები როლანდ და ლიანა ქიმუცაძეები გვიამბობენ, თუ როგორ ადვილად დათესეს და მოიყვანეს შინაურ პირობებში კალმახა სოკო. როცა ადგილზე ვნახე უბრალო გარემოში, ბოსტნის სიახლოვეს განლაგებული ხის მორებზე ნაყარი სოკო, გაოცებული დავრჩი.


_ ძალიან მიყვარს სოკო. არც სხვადასხვა ჯიშების გამოცნობა მიჭირს. თუმცა, სულ ტყეებში სიარულს და ძებნას, ვამჯობინე შინაურ პირობებში მომეყვანა. ეს ერთმა ახლობელმა მასწავლა. იქნებ, ბევრმა იცის კიდეც, თუმცა, ჩემს სამეზობლოში არავის აქვს და იმდენად კმაყოფილი ვარ ჩემი ნაცადი საქმით, ყველას ვურჩევ, მოიყვანოს სოკო შინაურ პირობებში, რომელიც საშემოდგომოდ იმდენი ექნება, ვერ მოლევს, _ ამბობს ქალბატონი ლიანა.


როგორც მან მოგვიყვა, თბილისში იყიდა კალმახა სოკოს სპეციალური თესლი _ მიცელიუმი. ერთი პაკეტი 10 ლარი ღირს. შემდეგ კი ძალიან მარტივად დათესა _ ჩვეულებრივი, საშუალო ზომის ხის ვარჯი სიგრძივად დადო და რამდენიმე ადგილზე, 70 სმ სიგრძის დაშორებით, გადახერხა. მერე ერთი ნაწილი მიწაში ჩაფლა ისე, რომ არ წაქცეულიყო და ზედ გაფანტულად მოაყარა თესლი. ჩვეულებრივად, როგორც ბოსტანში სხვა რამ დაგვითესია. ამის შემდეგ ხის გადანაჭერი ზედ დადო და გვერდებზე ლურსმნით მსუბუქად დაამაგრა _ რომ არ გადმოვარდნილიყო. ასე, მიჯრით განალაგა რამდენიმე ცალი. დათესვა ადრე გაზაფხულზე უნდა მოხდეს.


რაც შეეხება მოვლას, ლიანა ქიმუცაძე ამბობს, რომ თითქმის არაფერი სჭირდება, გარდა იმისა, რომ თუ ცხელი ზაფხული იქნება, ორ დღეში ერთხელ უნდა მოირწყას. წყალს ჩვეულებრივად მოვასხურებთ ზემოდან, ისე, რომ ჭრილებში შეაღწიოს. ზედმეტი წყალი არ შეიძლება. ასე ვაგრძელებთ სექტემბრის ბოლომდე. ამ დროს სოკო იწყებს ხის გვერდებზე, გადანახერხ ადგილზე გამოსვლას და ყოველ კვირაში ახალ მოსავალს იძლევა.


_ ზოგჯერ, სამი-ოთხი დღის შემდეგაც ვკრეფ, ისე სწრაფად იზრდება. ორი თვეა, ვკრეფთ და ისევ ახალ-ახალი ამოდის. ამას წინათ ქალიშვილს გავუგზავნე და ჩემს ვაჟს გზაში დაედევნა ვიღაც, მომყიდეო, _ იცინის ჩვენი მასპინძელი, _ სიმართლე გითხრათ, მე ბიზნესზე არ მიფიქრია, დავთესე იმიტომ, რომ სახლში მქონოდა. შედეგმა კი მართლა გადააჭარბა მოლოდინს. მით უფრო, როცა გემო გავუსინჯეთ, ხორცივით ნუგბარია. მომავალში უკვე ვიფიქრებ, ბლომად მოვიყვანო და გავყიდო კიდეც.


ლიანა და როლანდ ქიმუცაძეებმა სოკოს გარკვეული ნაწილი ჩვენს თვალწინ დაკრიფეს, მოხარშეს, შეწვეს და მიგვიპატიჟეს. ძალიან გემრიელი რასაც ჰქვია, სწორედ ისეთია.


რაც შეეხება სოკოს მომზადების წესს, ლიანა ქიმუცაძემ ის კარგად გარეცხა, მარილწყალში მსუბუქად მოხარშა, შემდეგ კი ზეთში ჩვეულებრივად შეწვა, თან განმარტა, ასე ძალიან კარგი გემო აქვს, ხორცს წააგავს, თუმცა, მისგან ნაირ-ნაირი კერძების მომზადებაც შეგიძლიათო.


_ ყველაფერი გამოცდილებაა, მით უფრო, როცა ასე ადვილად შეიძლება შემოდგომის მანძილზე, ვიდრე თოვლის მოსვლამდე, შინ გვექნეს და მივირთვათ უგემრიელესი კალმახა. სიცივეს ვერ იტანს, საშუალო ტემპერატურა მაინც უნდა იყოს, ამ მხრივ კი წელს ნამდვილად გაუმართლა ჩვენს კალმახას, _ გვეუბნებიან ქიმუცაძეები.




 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოს. პრემიერ-მინისტრი ასევე ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.  „ქართული ჯარის ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათა შორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ნინო წილოსანი: "თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ძალიან ცდება“,ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ჯარის შესახებ გაკეთებული განცხადება უნდა განმარტოს და თუი. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვყავს ღირსეული ჯარი, რომელიც გვიცავს! ჩემთვის უცნობია პრეზიდენტის განცხადების კონტექსტი და მოტივაცია, ამიტომ კარგი იქნება, თუ განმარტავს, რადგან თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ძალიან ცდება“,_წერს წილოსანი სოციალურ ... ...
  • “სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ"ერთ თვეზე მეტია, რაც  ცხინვალის იზოლატორში მოთავსებულია ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარიას ესაუბრა. „სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ. ეს მოცემულობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მცოცავი ოკუპაცია საქართველოსთვის უნდა დასრულდეს. ჩვენ, ყველამ ერთად ერთიან საქართველოში უნდა ვიცხოვროთ,“_ამბობს ნასარია. ... ...
  • გურიის გუბერნატორი ლექციებს აცდენს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩააბარა, თუმცა ლექციებს აცდენს. _ საერთოდ, სწავლება ყოველთვის წინა პლანზე უნდა იდგეს, არამარტო ჩემს თაობაში;  თქვენმა თაობამაც უნდა ისწავლოს. რაც მეტი განათლებული და ნასწავლი ადამიანი გვეყოლება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება, _ ამბობს გუბერნატორი. “გურია ნიუსის“ კითხვაზე, რატომ აცდენს ლექციებს, ზურაბ ნასარაია ამბობს: _ შეჩერებული მაქვს დროებით სწავლა, რადგან ფიზიკურად ვერ ვახერხებ ლექციებზე ... ...
  • “ამ მოვლენას სიამაყით ვუერთდებით ოზურგეთელები“ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს საპატიო თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ამასთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთში, ე.წ. “თეატრალურ მოედანზე“ “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. “ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს ექვსი თვე არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ იმ მოთხოვნების და სტანდარტების მიხედვით იქნება შესრულებული, რაც  ევროკავშირს გააჩნია. მინდა ვთქვა: ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ხალხის მომავალი ევროკავშირზე არის დამოკიდებული. ქართველები ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ჩვენი გზა არის ევროპისკენ,“_  აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას გურიის გუბერნატორმა, ზურა ნასარაიამ. ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა დავით დარჩიამ. “საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამ მოვლენას დიდი სიამაყით ვუერთდებით ოზურგეთელები. ჯერ კიდევ, დიდი ხნის წინ, ჩვენმა ქვეყანამ აირჩია გზა ევროპისკენ და ჩვენი მომავალი უკავშირდება ევროპულ ღირებულებებს,“ _ თქვა დარჩიამ. “ქართული ოცნების“ წევრის ნიკა ბახტაძის თქმით, საქართველოს არჩევანია სწრაფვა ევროპისკენ. “დღეს, კიდევ უფრო განმტკიცდა. ჩვენი სამშობლო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრიორიტეტული თემებიდან, რასაც საქართველო ამ პერიოდში განსაზღვრავს, ფუნდამენტალურია განათლება და ახალგაზრდული ინიციატივები,“ _ თქვა მედიასთან საუბრის დროს ნიკა ბახტაძემ. ღონისძიების დასასრულს საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და აღიმართა საქართველოს და ევროკავშირის ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს