ნაყოფის სიდამპლეებთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

კარმიდამო ჩემი

ნაყოფის სიდამპლეებთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

1970 იან 1 04:00:00
ჩვენი რეგიონის კლიმატი, თბილი და ნესტიანი პერიოდის ხანგრძლივობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში სიდამპლეების გამომწვევთა განვითარებისათვის. 2011 წელი გამორჩეულად ნალექიანი აღმოჩნდა და სოკოვანმა დაავადებებმა, მათ შორის სიდამპლეებმა, მნიშვნელოვანი ზიანი უკვე მიაყენეს ბოსტნეულ, კენკროვან, ხეხილოვან მცენარეებსა და მათ ნაყოფებს. გადარჩენილ, მომწიფებული ნაყოფის მომცემ ბაღ-ბოსტნებში დაავადებებთან ბრძოლა გრძელდება, ხოლო ვაზში, როცა ნაყოფი თანდათან შედის მსხმოიარობისა და შეთვალების ფაზაში, ნაყოფის სიდამპლეებთან ბრძოლის გადამწყვეტი პერიოდი დგება.

სიდამპლეებით ვაზი ყველა სტადიაში ავადდება. ჯერ კიდევ ვაზის ყვავილობისას, სიდამპლის სოკოები სახლდებიან ყვავილების დინგზე, პოულობენ მისთვის საჭირო სუბსტრატს ნექტრის სახით, ღვივდებიან და იჭრებიან ნასკვში. გამოსკვნის შემდეგ, მათი განვითარების შესაფერისი ტენის ნაკლებობისას და უჯრედული წვენის მაინჰიბირებელი მოქმედების შედეგად, ყურძნის მარცვლის შიგნით ლატენტურ მდგომარეობაში რჩებიან. დაავადება უფრო ხშირად თავს იჩენს ყურძნის სიმწიფეში შესვლისას, როცა მისი გამრავლებისა და განვითარების შესაფერისი პირობაა ყურძნის ტკბილი წვენის სახით. ყურძნის მომწიფების პერიოდში, როცა მტევნის განვითარება თითქმის დასრულებულია, ვაზი ტენს მაინც იღებს. ტენი გადადის მარცვლის გულში და ვითარდება ჰიდროსტატური წნევა, რასაც მარცვლის კანი ვერ უძლებს, სკდება და მარცვლის რბილობი ჩნდება. რბილობი საუკეთესო სუბსტრაქტია სოკოების განვითარებისათვის. შემდგომში, ჭარბი წვიმის პერიოდში, სიდამპლე მასიურად ვრცელდება და ვენახებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

ვაზის ნაცრისფერი სიდამპლის გამომწვევი სოკოთი დაავადების ოთხი კრიტიკული ფაზა არსებობს: ადრეული ჯიშებისათვის _ ყვავილობა, მტევნის შეკვრა, მარცვლის შეფერილობის შეცვლა, ხოლო საგვიანო ჯიშებისათვის _ რთველის წინა პერიოდი.

განსაკუთრებით ზიანდება ნარგავები, ჩადაბლებულ ადგილებში ან იქ, სადაც ნაკლებად ნიავდება და ტენი შეიძლება, დაგროვდეს. ამის საპირისპიროდ ბაღები შეძლებისდაგვარად სასურველია, გაშენდეს განათებულ, "განიავებად", ნაყოფიერი ნიადაგების მქონე ფართობებზე. უნდა მოვერიდოთ ნარგავების ჩახშირებას, ორგანული (განსაკუთრებით ჟიჟა) და აზოტოვანი სასუქებით ზედმეტად გამოყენებას.

სიდამპლეების განვითარების ხელმშემწყობია ყურძნის მავნებლებიც, რომლებიც აზიანებენ მარცვალს, ჩხვლეტენ მის კანს, საიდანაც მარცვალში შედის ინფექცია. ასე რომ, სიდამპლეებისგან თავდასაცავად მავნებლებთან ბრძოლა ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა, რომელსაც ჩვენში ნაკლებად მიმართავენ.

სოკო გამოიზამთრებს ფოთლებზე, ღეროებზე გაჩენილი სკლეროციდების სახით და ნიადაგში; ამიტომ, დაზიანებული ფოთლები უნდა მოიკრიბოს და დაიწვას.

სიდამპლეებისთვის კარგი გარემოა მოუწესრიგებელ სათბურებში და ორანჟერიებში _ არასწორი, არარეგულირებელი რწყვის შედეგად წარმოქმნილმა ზედმეტმა ტენმა, ნაკლებმა აერაციამ, კონსტრუქციების დეზინფექციისა და დეზინსექციის ღონისძიებათა გაუტარებლობამ შეიძლება, მთლიანად გაანადგუროს მოსავალი. ის, რაც დაავადებების გავრცელების მიზეზი ხდება, დროულად უნდა აღმოიფხვრას, რათა დაავადებასთან ბრძოლა შედეგიანი აღმოჩნდეს.

ზემოთ დასახელებული ზოგიერთი ღონისძიებების ჩატარებისა და ზოგადი აგროტექნიკური ფორმის გაუმჯობესებასთან ერთად, სიდამპლეების მასიური გავრცელების აღსაკვეთად, აუცილებელია ქიმიური მეთოდებით გამოყენებაც.

ყურძნის შეთვალების დაწყებისას, სიდამპლეებს ჩვენში ტრადიციულად ებრძვიან სპილენძის შემცველი პრეპარატების (ბორდოსნარევი, სპილენძის ქლორჟანგი და ა.შ.) მაღალი დოზებით შესხურებით.

მოგეხსენებათ, სპილენძის იონებს უნივერსალური მახასიათებელი აქვთ და მისი შემცველი ქიმიური საშუალებები სხვადასხვა დოზით წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა, ფართო სპექტრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. ამ მეთოდს გარკვეული ეფექტი აქვს, მაგრამ ახლავს მინუსები და სისუსტეები.

ბოლო დროს, აგროქიმიკატების ბაზარზე დაინერგა პრინციპულად ახალი, თანამედროვე ფუნგიციდები სპეციალურად ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნაყოფების ლპობის გამომწვევი სოკოების წინააღმდეგ.

ასეთებია: სვიტჩი (მწარმოებელი _ სინჯენტა, შვეიცარია), ტელდორი _ (ბაიერი, გერმანია,), როვონე _ (საფატარიმი, თურქეთი) და ა.შ. ისინი ხასიათდებიან მთელი რიგი უპირატესობებით სპილენძის შემცველ პრეპარატებთან შედარებით;

_ სვიტჩი შედგება ორი მოქმედი საწყისასაგან, რომლებიც ერთდროულად თრგუნავენ დაავადების გამომწვევი სოკოს თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესს, სოკოს იმ რასებსაც, რომლებიც გამძლენი არიან სხვა პრეპარატების მიმართ. ანუ: კარგია ანტირეზისტენტულ პროგრამებში (როცა სოკოს არ ვაძლევთ საშუალებას, გამოიმუშავოს რეზისტენტობა, გამძლეობა ამა თუ იმ ქიმიური საწყისის მიმართ). ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია დაავადებასათან წარმატებული ბრძოლისას;

_ მას ახასიათებს ერთდროულად სისტემური, კონტაქტური, დაცვითი და სამკურნალო მოქმედება, რომლის მეშვეობითაც იცავს ვაზს სიდამპლისაგან 20 დღის განმავლობაში;

_ აქტიურ აეროვან ფაზაში გადასვლით, იჭრება მცენარეში და ნაყოფს იცავს, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან _ შედეგად მედეგია ნალექების მიმართ;

_ ახასიათებს მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში; ე.ი. არ არის დამოკიდებული ტემპერატურულ რყევებზე;

_ დადებით გავლენას ახდენს მცენარის ფიზიოლოგიურ მდგომარეობასა და ღვინის ხარისხზე, ასევე ტრანსპორტირებისას და შენახვის უნარზე;

_ პრაქტიკულად უსაფრთხოა ფრინველისა და ფუტკრისათვის.

ყოველ მეურნეს, ალბათ, ახსოვს სიტუაცია, როცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ნაყოფების (მარწყვი, ბალი, ალუბალი, ყურძენი, პომიდორი და სხვ.) სიდამპლე ჩნდება მაშინ, როცა სრულ სიმწიფემდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. აქამდე ცნობილი პრეპარატების გამოყენება ამ დროს აღარ შეიძლება ამ უკანასკნელთა ლოდინის დიდი პერიოდის (14-დან 20-დღემდე) გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწიფე ნაყოფში მოხვდება პესტიციდების ნაწილი, რაც დაუშვებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებით.

ამ სიტუაციიდან გამოსვლისთვის, კარგი მიგნებაა პრეპარატი "ტელდორი". იგი გამოირჩევა კარგი ტოქსილოგიური და ეკოლოგიური ნიშან-თვისებებით _ გააჩნია ლოდინის ყველაზე მოკლე პერიოდი. მაგალითად: 1 დღე _ მარწყვისთვის, 2 დღე _ ბლისა და ალუბლისთვის, მხოლოდამხოლოდ 4 დღე _ ვაზისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს, იგი გამოვიყენოთ თითქმის მოსავლის აღებამდე.

მინდა შეგახსენოთ, რომ ვაზის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებთან ბრძოლაში ეფექტის მისაღებად, პრეპარატების მახასიათებლებისა და ხარისხის გათვალისწინებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია წამლობების ჩატარების დრო და ვადა. ამიტომ, სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ გირჩევთ, წაიკითხოთ სათაურში გამოტანილი მოწოდება.




 ახალი ამბები
  • „ოცნება“ ნაღმზე ისე აფეთქდება, რომ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება“_ მანანა ნაჭყებია„საერთო სასამართლოების შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის ნაღმზე „ქართული ოცნება“ ისე აფეთქდება, რომ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილი იმის შესახებ, რომ ლევენ მურუსიძის სასამართლო მუდმივად არსებობდეს, წაგებისთვის არის განწირული“. _ ქალბატონო მანანა, „ქართული ოცნება“, რომელმაც ’’საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნა, ევროპელი ექსპერტების ორ რეკომენდაციას _ ინტერესთა კონფლიქტისა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო  გამოცდის გაუქმების შესახებ რჩევებს ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია რატომ ამბობს უარს,  სხვა იმ ძირითადი რეკომენდაციების საკანონმდებლო პაკეტში ასახვაზე, რომლთა გაზიარება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია? _“ქართულ ოცნებას“ უნდა სასამართლო ხელისუფლება თავიდან ბოლომდე  მმართველი პარტიის მიერ იყოს კონტროლირებადი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომელსაც ირაკლი კობახიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და სხვები პირნათლად ასრულებენ. სამარცხვინოა ის შეფასებები, რომლებსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის მისამართით აკეთებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ვენეციის კომისია არის ინსტიტუტი, რომელიც რეკომენდაციას იძლევა იმისთვის, რომ ქვეყნებში შენარჩუნებული იყოს დემოკრატიული სისტემები და სასამართლო სისტემა ისე მოეწყოს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებელი იყოს. „ქართული ოცნების“ სურვილი იმის შესახებ, რომ ლევან მურუსიძის სასამართლო მუდმივად არსებობდეს, წაგებისთვის არის განწირული. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის ნაღმზე „ქართული ოცნება“ ისე აფეთქდება, რომ  ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. _“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კარლო კოპალიანმა ვენეციის კომისიის შესახებ, განაცხადა, რომ  ევროპელ ექსპერტებს არ აქვს უფლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიონ. აღნიშნული პათოსით მმართველი პარტია საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტიტუტს ლეგიტიმურობას, რომლის რჩევა-დარიგებებს ნაწილობრივ საქართველოც ითვალისწინებს, ეჭვქვეშ თავადვე ხომ არ აყენებს? _ ეს არის ზუსტად ისეთი განმარტება, როგორსაც თავის დროზე ვენეციის კომისიის დასკვნების შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.  სირცხვილია, ხალხო. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის დროშით მოვიდა, იმეორებს იმას, რასაც  წინა ხელისუფლება აკეთებდა.  _ ვენეციის კომისია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მე-9 მოწვევის პარლამენტმა თანამდებობებზე უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა რაოდენობის მხოლოდ ნაწილი დანიშნოს. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ევროპელი ექსპერტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად უნდობლობას „ქართულ ოცნებასაც“ უცხადებენ? _ რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მწვავე შეფასება, რომელიც ვენეციის კომისიისგან ოდესმე მსმენია. ევროპელმა ექსპერტებმა მმართველ პარტიასა და მათ მიერ დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უთხრეს, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფი, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ გააჩნია. ამასთან, ვენეციის კომისია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ბოლომდე არ გაანადგუროს ის დემოკრატია, რომლიც საფუძველიც ქვეყანაში, ასე თუ ისე, შეიქმნა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული თითქოს რეფორმები ასეთი შეფასებით დასრულებულიყო. _ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა “ოცნების“ მმართველობიდან მეშვიდე წელს სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე წინა ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა, ხოლო ამავე საქმის განმხილველი მოსამართლე ლევან მურუსიძე გმირად წარმოაჩინა. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი თეთრს შავად და პირიქით, რა მოტივით  წარმოაჩენს? _ მსგავსი უტიფრობა ჯერ არ მსმენია. ბიძინა ივანიშვილი ვერ აცნობიერებს რამხელა პარადოქსის წინაშე დგას და როგორ ულოგიკო განცხადებებს აკეთებს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს. მმართველი პარტია, რომელიც ყველაფერს ერთი ადამიანის სურვილების შესაბამისად ჭრის და კერავს, ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის მშენებელი და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი ვერ ... ...
  • თურნავა თუ ბაჩიაშვილი - ვინ შეცვლის ქობულიას? ეკონომიკის მინისტრის გამოთავისუფლებულ თანამდებობას მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ან თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დაიკავებს. ბაჩიაშვილი თანამდებობიდან გუშინ მოულოდნელად გადადგა. ეკონიმიკის მინისტრი, რომლის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ბოლო ერთი თვეა ვრცელდება, თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გადადგა. წყარო: პირველი ... ...
  • გერმანიაში მყოფი არალეგალი მიგრანტები შესაძლოა, ციხეებში გადაიყვანონ გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა დეპორტაციის შესახებ სადავო კანონი დაამტკიცა. საქმე ეხება პროექტს, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრის მაძიებლებს, რომელთაც გერმანიაში დარჩენაზე უარი უთხრეს, დეპორტაციამდე ციხეებში გადაიყვანენ. გერმანელი პოლიტიკოსების უმეტესობა კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. კანონის მიღებას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ არალეგალი მიგრანტების თავშესაფრები გადავსებულია და ამიტომ აუცილებელია მათი ციხეებში გადაყვანა, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს კრიმინალებისგან განცალკევებით მოათავსებენ. გერმანიამ 2018 წელს 23 600 ადამიანის დეპორტაცია მოახდინა, მაგრამ კიდევ 31 000-მა მიგრანტმა, რომელთაც ასევე დაავალდებულეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება, გერმანიაში დარჩენა მოახერხა. იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ბუნდესტაგმა დეპორტაციის შესახებ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა, მაშინ ის ივლისიდან ამოქმედდება. წყარო: ... ...
  • საპენსიო სააგენტო კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს პირისპირ კომუნიკაცია, დისკუსიის რეჟიმი და პასუხები ყველა შეკითხვაზე _ ამ მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორი დღეს კომპანია ,,თელასის“ თანამშრომლებს შეხვდა. ლევან სურგულაძემ თითოეულ დასაქმებულს აუხსნა როგორია საერთაშორისო პრაქტიკა დაგროვებითი პენსიის მიმართულებით და განმარტა, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში თითოეული მოქალაქე თავად ზრუნავს საპენსიო ასაკში საკუთარ კეთილდღეობაზე. ,,თელასის“ თანამშრომლების შეკითხვები ძირითადად საპენსიო ასაკში დაგროვილ თანხებს და მათი გატანის წესებს შეეხო. (R) ამავე თემაზე: საპენსიო სააგენტოს დირექტორი საქართველოს რკინიგზის 200-მდე თანამშრომელს ... ...
  • ეკონომიკის მინისტრი გადადგაეკომონიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამ დროისთვის მინისტრის გადადგომის კონკრეტული მიზეზები არ სახელდება. მას სავარაუდოდ, მისი მოადგილე ნათია თურნავა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...
ზაფრანი

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...

„რაინდი მანდილოსნები“

გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი...

ხორცი _ დამამშვიდებელი საშუალება

„მადის მომგვრელი ხორცის ნაჭერი დამამშვიდებლად...