ტექნიკური მავნებლები არა მხოლოდ სოფლის მცხოვრებთა სატკივარია

კარმიდამო ჩემი

ტექნიკური მავნებლები არა მხოლოდ სოფლის მცხოვრებთა სატკივარია

1970 იან 1 04:00:00
მწერების მრავალი სახეობა იკვებება და ვითარდება მკვდარი მერქნის ხარჯზე. ასეთ მწერებს ქსილოფაგები ეწოდება. ქსილოფაგები აზიანებენ შენობის ხის კონსტრუქციებს, ავეჯს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ა.შ. ისინი ტექნიკური მავნებლები არიან. მათი ზემოქმედებით ხის კონსტრუქციები თუ ნაკეთობები სიმტკიცეს კარგავს.

ყველაზე უფრო დიდი ზიანი ხოჭოების რაზმის წარმომადგენლებს მოაქვთ; ამ მხრივ, პირველ რიგში აღსანიშნავია ხარაბუზების და რკილების ოჯახის წარმომადგენლები.

ხარაბუზას რამდენიმე სახეობაა ზიანის მომტანი. ძირითადად, ქარცი ხარაბუზა და სახლის შავი ხარაბუზა გვხვდება.

ქარცი ხარაბუზა კვერცხს დებს ხის ნაპრალებში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ხის ორი ნაჭერი ერთმანეთს ედება. არის შემთხვევები, როდესაც იგი კვერცხს დებს მოპრიალებულ ზედაპირზე და აზიანებს ისეთ ძვირფას ნივთებს, როგორიცაა მუსიკალური ინსტრუმენტები. კვერცხდების წინ, დედალი ხარაბუზა გამოყოფს წებოვან ნივთიერებას, რითაც კვერცხები ეკვრება ზედაპირს, გამოჩეკილი მატლები უმალვე შეიჭრებიან ხის ზედაპირში და იწყებენ ღრღნას; ხვრელები თავდაპირველად წვრილია და შემდგომში ფართოვდება მატლების ზრდასთან ერთად. მატლები მიაღწევენ რა ხის მასალის პერიფერიულ ნაწილს, უკან ბრუნდებიან საწინააღმდეგო მიმართულებით; სამატლე "სავალი გზები" გაჭედილია ნაღრღენი ფქვილით. ქარცი ხარაბუზას ერთი თაობის განვითარებას 3-4 წელი სჭირდება.

სახლის შავი ხარაბუზა _ ქარცი ხარაბუზასგან განსხვავებით, შავი ხარაბუზა ავეჯში იშვიათად გვხდება, ის უფრო წიწოვანი ჯიშების მერქნისაგან დამზადებულ კონსტრუქციებში მავნეობს. მისი მატლები, ქარცი ხარაბუზას მატლებისგან განსხვავებით, ხვრელებს ბოჭკოების პარალელურად აკეთებენ. მატლის სრულ განვითარებას 3-5 წელი სჭირდება.

რკილი აზიანებს როგორც ავეჯს, ასევე სახლის ხის კონსტრუქციებს, განსაკუთრებით იმ ნაწილებს, რომლებიც წვიმის დროს სველდებიან. მათ მიერ დაზიანებული მერქანი ხშირად დაფუტრულია. მისმა ძლიერმა გავრცელებამ შეიძლება სახურავის ჩამოშლაც გამოიწვიოს. დაზიანებული ადგილებიდან ნაღრღენი ფქვილი ცვივა. რკილი წელიწადში ორ თაობას იძლევა.

ბრძოლის ღონისძიებები

როგორც ხარაბუზების, ასევე რკილის გავრცელებისთვის ხელსაყრელია გაუნიავებელი სახლები თუ სათავსოები, რადგან მათ უყვართ ნესტიანი გარემო, ამიტომ, ვენტილაცია ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა მათ წინააღმდეგ.

სახლის მშენებლობისას, სასურველია ყურადღება მივაქციოთ (განსაკუთრებით სახურავის) მასალას, რომელიც არ უნდა იყოს გაუქერქავი (ქერქი უნდა გაეცალოს 100 %-ით); საშენი მასალა უნდა იყოს სრულფასოვნად გამხმარი.

მავნებლის გაჩენის შემთხვევაში (რკილი, ხარაბუზა), უნდა მივმართოთ ქიმიურ ღონისძიებებს. სასურველია შეწამვლა შესაბამისი პრეპარტებით, სეზონის მანძილზე მინიმუმ ორჯერ _ ერთ გაზაფხულზე (აპრილ-მაისში), როცა კვერცხდება მიდის და მეორე _ ივლის-აგვისტოში (რკილი ამ პერიოდისთვის მეორე თაობას იძლევა). გაზაფხულის წამლობა, რკილისა და ხარაბუზის შემთხვევაში, ხელს უშლის კვერცხდებას და მავნებლის შემდგომ გავრცელებას, ხოლო ზაფხულის წამლობა, უშუალოდ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებაა. განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი პრეპარატები, რომელთაც ფუმიგაციის უნარი გააჩნიათ. კარგ ეფექტს იძლევა მავნებლით დასახლებული ზედაპირის დასველება შესაბამისი ხსნარით.

აღნიშნული მავნებლები, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რთულად მოსაცილებელია; ამიტომ, ერთჯერადი ღონისძიებით მათგან განთავისუფლება ძალიან რთულია.

ფერმერთა მომსახურების ცენტრებში შეხვდებით როგორც მშენებლობაში გამოსაყენებელი ხის მასალა-კონსტრუქციების დასამუშავებელ პრეპარატებს, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში (ავეჯი, იატაკი, ჭერი და ა.შ.) გამოყენებისთვის დაშვებულ და ნებადართულ თანამედროვე საშუალებებს. მთავარია, ნუ გადადებთ და დროულად ჩაატარეთ შესაბამისი ღონისძიებები.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...
ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...