"ყვავილების ქვეყნად" ქცეული ოჯახი, განსაკუთრებით ვარდებთან და ორქიდეასთან მეგობრობს

კარმიდამო ჩემი

"ყვავილების ქვეყნად" ქცეული ოჯახი, განსაკუთრებით ვარდებთან და ორქიდეასთან მეგობრობს

29 სექ. 2011, 22:50:23
სოფელი ლიხაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთი ისტორიული ნიშანსვეტითა და ღირსებით გამორჩეული სოფელია. ამჯერად აქ მდებარე ერთი პატარა სამოთხის შესახებ ვუამბობთ მკითხველს.

ანგელინა და არლი (ალიკა) ცეცხლაძეების ეზო-გარემო "ყვავილების ქვეყანაა", რომელთანაც დაჩოქილიცა და მუხლგამართულიც, 30 წელია, ყოველდღიურად ფუსფუსებს ცოლ-ქმარი. ყვავილებთან მუსაიფი მათ ყოველდღიურ შრომას სიცოცხლის მარადიულობის შეგრძნებით წარმართავს და მოღლილ მარჯვენას სიმსუბუქეს უნარჩუნებს.

_ რაც ამ ყვავილებს შრომა და თვალ-ყურის ყოველწამიერი დევნება სჭირდება, იმის ანაზღაურება რას ძალუძს? მაგრამ როცა მთელი სიცოცხლე საყვარელ საქმეს ემსახურები, თან მასთან პროფესიული ხაზიც გაკავშირებს, ის შენი არსებობის აზრი ხდება და ვერ სცილდები, ვერ ელევი. გგონია, რომ უიმისოდ სასიცოცხლო ძარღვი ფეთქვას შეწყვეტს, _ ამბობს დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი ანგელინა თოიძე.

პირველად სათბური 35 წლის წინ ააშენეს, თუმცა, თავიდან მხოლოდ კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. ცოტა მოგვიანებით, ყვავილების ბიზნესზე დაიწყეს ფიქრი. რადგან ქალბატონი ანგელინა უმაღლესი აგრონომიული განათლებითაა, დიდხანს მუშაობდა საყვავილე მეურნეობაში და ამანაც განაპირობა მომავალი საქმიანობის მიმართულება. ჯერ ყველანაირი ვარდის ჯიში მოიძია: წითელი, ყვითელი, თეთრი, ვარდისფერად და ხავერდოვნად (შავს ეძახიან) წოდებული. შემდეგ სხვა ყვავილებსაც მიეფერა _ ქრიზანთემები, ნაირფერი გეორგინები, ჰერბერები, კალა თუ გლადიოლუსები და უსაყვარლესი ასტრამერია, იგივე ორქიდეა, რომელსაც ოჯახი განსაკუთრებით დაჰფოფინებს.

_ ვარდებზე განსაკუთრებით ბევრი ვიზრუნეთ. საერთოდ, ყვავილთა დედოფალს მშრალი ჰავა უყვარს, აღმოსავლეთ მხარეს უფრო ეგუება, ჩვენთან უჭირს _ ღეროს ისე ვერ აძლიერებს, როგორც იქ. ულამაზესი ყვითელი ვარდი "გლორია" აღარ მაქვს, უფრო სწორად, თავი დავანებე მის მოშენებას, რადგან ბიზნესში არ გამომადგა, ძალიან მალე ჭკნება, სუსტია, გამძლეობა არ აქვს. ისე უმშვენიერესია, ალბათ, ყველაზე ლამაზი, მაგრამ ბიზნესით დაკავებულისთვის _ წამგებიანი, _ გვიამბობს ქალბატონი ანგელინა და ამჯერად აყვავებულ ორქიდეას ეფერება, რომლის მოშენებას განსაკუთრებული შრომა უძღვნა.

_ ასტრამერია, იგივე ორქიდეა ჰოლანდიური ჯიშია, ძალიან ძნელად მოსავლელი და გასახარებელი, პატარა ხახვივით ბოლქვები აქვს. ადრე გაზაფხულზე ამოდის, 10-15 სმ სიმაღლეს რომ მიაღწევს, პირველი ბადე სჭირდება, რასაც მწკრივებს შორის წვრილი, გრძელი ზონარის გადაჭიმვით ვაკეთებთ, თითოეულ ძირს "ვაპატიმრებთ", ოთხკუთხა უჯრედში ვსვამთ, რადგან უამისოდ ადვილად გადაიხრება და გასაყიდად უვარგისი გახდება.

ცეცხლაძეები ორქიდეას განსაკუთრებით უფრთხილდებიან, რადგან რამდენადაც ნაზი და სათუთი მოსავლელია, იმდენად, სხვა ყვავილებთან შედარებით, შემოსავლიანია. იგი მაისიდან გვიან შემოდგომამდე აგრძელებს ყვავილობას, ვიდრე ყინვა არ შემოჰკრავს. ყვავილობის დამთავრების შემდეგ, არანაკლებ მოსახმარია ორქიდეას ღერო-ფოთლიანი მწვანე ნაწილი, რომლითაც სხვადასხვა გვირგვინი და იკებანა ფორმდება. ერთადერთ საშიშროებას ასტრამერიისთვის ყინვა წარმოადგენს.

ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ყვავილობით კი ცეცხლაძეების "ყვავილების ქვეყანას" უამრავი ჯიშისა და ფერის ქრიზანთემა ამშვენებს. ამ ყვავილის მოვლასაც განსაკუთრებით საძნელო საქმედ მიიჩნევს ქალბატონი ანგელინა, რადგან, მართალია, მას ყინვა ვერ ვნებს, მაგრამ ყოველ წელს ახალ ნერგს სჭირდება გამოყვანა, თითოეულ ღეროს კი _ მთავარ ღეროდ ამოყვანა და დანარჩენი მცირე ღერაკების შეტეხვა.

_ განსაკუთრებით ლამაზი ჰოლანდიური ჯიშის ქრიზანთემაა, ღვინისფერიდან თეთრში გარდამავალი, _ გვაჩვენებენ ცეცხლაძეები და საადრეო და საგვიანო ჯიშების თავისებურებაზე გვესაუბრებიან, _ თანმიმდევრულად გვაქვს განლაგებული, რომელი უფრო ადრე შემოდის, მერე მომდევნო და ასე შემდეგ. მყიდველი, განსაკუთრებით, შემოდგომაზე და ზამთარში ეტანება, საერთოდ კი, კლიენტი არ აკლია ამ ყვავილს. თითქმის ყველანაირი ჯიშის გეორგინასა და გლადიოლუსს აქ გაზაფხულზე და ზაფხულში ნახავთ, _ კაშკაშა, ნათელი ფერებით...

ცეცხლაძეების ეზოში პატარა ღელე მოედინება, რომელსაც მათი გარემოსთვის მაცოცხლებელი ფუნქცია ენიჭება. სათბურის დასაწყისში წყლის კალაპოტს ნახევრად გმანავენ, რაც გაშლილი, მარაოსებური ფორმით რწყავს ყავილების ფართობს.

გაზაფხულზე, ყოველ მესამე დღეს ყვავილებს მომცრო სარებისა და ორკაპი ჯოხების დაყენება და ზედ მიკვრა სჭირდება, მიწაზე რომ არ დაეფინოს. სათბურის გასათბობ მასალად აქამდე დიზელს იყენებდნენ, თუმცა, სიძვირის გამო, სხვა გამოსავალი მოძებნეს _ ნახერხს ხმარობენ, რომელიც სოფელში ხელმისაწვდომი და ადვილად საშოვნელია.

ქალბატონი ანგელინა საოჯახო საქმიანობისა და მცირე ბიზნესის გამწევ და მამოძრავებელ ძალად საკუთარ მეუღლეს, ალიკა ცეცხლაძეს მიიჩნევს:

_ აი, ახლაც ტყეშია წასული. არის სხვადასხვა ჯიშის ბუჩქოვანი მცენარე, რომლის ღეროებსა თუ ბუსუსს, სხვადასხვა ხავსს მუშაობის პროცესში გასაფორმებლად ვიყენებთ. მეუღლის ძალისხმევით უზრუნველყოფილი ვარ. ძალზე შრომატევადი და დამღლელი პროცესია ჩვენი ყოველდღიურობა, რასაც ვირჯებით, იმდენის ანაზღაურება შეუძლებელია, თუმცა, ნებისმიერი საქმე, რომელსაც გულით და სიყვარულით აკეთებ, ასეა. რა ენერგიასაც შიგ დებ, იმის საფასურის საწყაო შეუვსებელია.

მათ ერთადერთი ვაჟი და სამი შვილიშვილი ჰყავთ. რძალი, ბავშვების მოვლასთან ერთად, მეუღლის თანადგომით, სხვა საოჯახო სამეურნეო საქმეებსაც უძღვება. ასე იკვრება ურყევი წრედი, რომელიც ცეცხლაძეთა ოჯახის სახელის "საფირმო ნიშანს" წარმოადგენს, _ ისინი განსაკუთრებულნი არიან, შრომისმოყვარეობითა და შინაგანი კულტურით, ჭირსა და ლხინში ადამიანთა გვერდში დგომით.

ანგელინა თოიძეს საკუთარი პროფესიის წყალობად მიაჩნია, რომ ყვავილთა სამყაროს გულშემატკივარია და მისი სიყვარული ასულდგმულებს. ტრაგედიად აღიქვამს ჩვენი ფლორისა და ფაუნის სავალალო მდგომარეობას:

_ ადრე აგრონომები მუშაობდნენ, ხდებოდა ყველანაირი მცენარის, მწვანე მასივების სისტემატიური შეწამვლა, აგრონომები თავს ევლებოდნენ ბუნებას. ახლა ავსებულია ყველაფერი მწერებით, ბუგრებით, სხვადასხვა მავნებლებით. ყვავილებს მუდმივად ვუტარებ შეწამვლით სამუშაოებს, ისე არაფერი გამოვა, მიწაც სულ თვალ-ყურის დევნებას საჭიროებს. როგორც კი სოკოვან ბუშტუკს დავინახავ ნიადაგში, მაშინვე პრეპარატის საყიდლად გავრბივარ. თუ აკვირდებით, ბოლო ხანს, ხშირად ნახულობთ გრძელღეროიან ყვავილს? ჩვენც, ამ საქმით დაკავებული ადამიანები სხვა მცენარის ღეროზე ვასკვნით კოკორს. მიუხედავად იმისა, რომ მე საგანგებოდ ვუვლი ნიადაგსა და მცენარეს, მაქვს გრძელღეროიანი ყვავილები, ეს პრობლემა მაინც მაწუხებს. სპეციალობით ენტომოლოგი ვარ და გული მწყდება, რომ ჩემი პროფესია უგულებელყოფილია. ახლა გავიგონე, აგრონომებისთვის კონკურსს აცხადებენო და გამიხარდა, რაც შეიძლება, სასწრაფოდ უნდა მიხედონ ამ საქმეს, თორემ უკვე საფრთხის წინაშე ვდგავართ, _ წუხს ქალბატონი ანგელინა და ერთ ისეთ სურვილს გვიმხელს, როგორიც "კარმიდამო ჩემის" ბევრ შრომისმოყვარე და საოჯახო ბიზნესით დაკავებულ რესპონდენტს გამოუთქვამს: _ იაფი კრედიტი ბედნიერება იქნება მცირე ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის. ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, გავაფართოოთ საქმიანობა, მაგრამ საკუთარი ფული იმდენი არ მაქვს, რომ შესაძლებლობის მაქსიმალურ გახორციელებაში დამეხმაროს. ადრე აბაშიძის ქუჩაზე მქონდა საკუთარი პატარა ყვავილების მაღაზია-ბუტიკი, რომელიც დამინგრიეს, როცა ეს ქუჩა კერძო პატარა ჯიხურებისგან გაათავისუფლეს.

ანგელინა და ალიკა ცეცხლაძეებს ხშირად რეგიონს გარეთაც გაქვთ "ყვავილების ქვეყანა". თბილისსა და ბათუმს სტუმრობენ უფრო მეტად და მაღაზიებსა თუ ჯიხურებს ერთდროულად აბარებენ საკუთარ პროდუქციას.

ასე მიჰქრიან ყვავილთა ხავერდებით მოქარგული დღეები, რომელსაც ცეცხლაძეთა ოჯახის სახით, მარად ფხიზელი და დახელოვნებული შემოქმედი ჰყავს, რათა ადამიანებს ნაირ-ნაირ ფერთა სურნელება და ხიბლი არ მოაკლოს.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...