ლანდრასის ჯიშის ღორის ბარაქიანი შემოდგომა

კარმიდამო ჩემი

ლანდრასის ჯიშის ღორის ბარაქიანი შემოდგომა

30 ოქტ. 2014, 12:38:03

ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ზაზა კოპლატაძის ოჯახში, დედა ღორმა 21 გოჭი მოიგო. გავრცელებულმა ინფორმაციამ მეურნე ადამიანების დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან აფრიკული ცხელების გავრცელების შემდეგ, მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილს ჰყავს ღორი და ასეთი ჯიში _ კიდევ უფრო ნაკლებად.

"კარმიდამო ჩემი" კოპლატაძეებს შინ ეწვია. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა რაიონში ცნობილი ვეტექიმი თამაზ კილაძე. როცა ადგილზე მივედით, ზაზა კოპლატაძე გოჭებს თავს დასტრიალებდა.

_ დედა ღორი საბალახოდაა. გოჭებს ერთი წუთით არ ვტოვებ _ 21 მოიგო, თუმცა, სამწუხაროდ, ხუთი დაგვეღუპა. ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო. ვცადეთ, ვეტაფთიაქში მიღებული რჩევით მოგვეხდინა კვება, მაგრამ რაღაც შეცდომა დავუშვით და... _ გვეუბნება ზაზა კოპლატაძე, _ ლანდრასის ჯიშია, დედა ღორი, დაშვებული ყურებით და მასიური წონით, სულ ცოტა, 200 კილოგრამ იქნება, გასულ წელს 20 გოჭი მოიგო, სულ პირველად კი _ 12.

_ ბატონო ზაზა, არა ერთი მეურნე დაინტერესდა ამ ჯიშით. აინტერესებთ ისიც, როგორ ახერხებთ, დაიცვათ ის ფიზიკური განადგურებისგან, გავრცელებული ჭირის შემდეგ...

_ რაიმე განსაკუთრებული ზომა არ მიმიღია. სოფლის განაპირა, ტყიან უბანში ვცხოვრობთ, ბევრი ადამიანი არ შემოდის, ღორიც არ ჰყავს ბევრს. ალბათ, ასე გადარჩა. რაც შეეხება დაინტერესებას, შევიძინე მეზობლისგან, რომელმაც ადრე კახეთიდან ჩამოიყვანა ღორი. მას შემდეგ მყავს, უკვე მეოთხე გოჭობაა. კიდევ მყავს ერთი, რომელიც მაკედაა და მალე კვლავ გოჭიანობა გვექნება, ოღონდ რამდენი იქნება, არ ვიცი. ისე, ჭირზე უფრო, ქურდი და ნადირი გვაწუხებს...

_ განსაკუთრებული კვების რეჟიმი თუ სჭირდება და გოჭების ზრდის ტემპი როგორია?

_ ჩვეულებრივად ვკვებავთ _ სიმინდი, ანადუღარი ქატო, ხილი და სხვადასხვა საკვების ნარჩენი, აქვე ტყეა და იქ ბალახობენ. ტყეში არის წაბლი, პანტა. ისე კი, მობალახე ჯიშია. რაც შეეხება გოჭებს, შარშან, ერთი თვის ასაკში, როცა ძუძუს წოვა მივატოვებინე და ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე, თითოეული 11-12 კილოგრამს იწონიდა! საუკეთესო ჯიშია. ბევრია შეძენის მსურველი, თუმცა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა ინტერესდებოდეს ასეთი ჯიშის მომრავლებით _ მომგებიანია, მეხორცული ჯიშია, გოჭებს ცალკე გაყიდი... სოფელში თუ ცხოვრობ, უნდა იშრომო. ჭირის გამოა ხალხი შეშინებული და ორჭოფობენ, რომ ვიყიდო, ვაითუ, დაგვეხოცოსო, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?

_ბატონო ზაზა, ყიდვის მსურველი მაინც ბევრია, რა რჩევა-დარიგებას აძლევთ მათ?

_ კი, ბევრია და მე ამდენი სად მყავს? ამიტომ ვამბობ, სოფელში მცხოვრებმა ყველამ უნდა სცადოს, გაზარდოს ასეთი ღორი. ჩემი რჩევა ისაა, რომ სანამ კარგად არ მოიზრდებიან, ეზოს გარეთ არ გაუშვან. შინაური ხალხური საშუალებებით ვმკურნალობ, ზაფხულში კარგია ყოველი ჭამის დროს, მომზადებულ საჭმელში დაჩეჩქვილი ნიორი დავუმატოთ.

საუბარში ერთვება ვეტექიმი თამაზ კილაძე:

_ ლანდრასის ჯიში საუკეთესოა იმით, რომ გამორჩეულად მეხორცულია. ყველა ღორს არ ჰგავს, ქონისა და მჭლეს ფენა-ფენა განლაგება აქვს, ე. წ. ბეკონი და არა ისე, როგორც არა ერთი ჯიშის ღორს, როცა გამოყოფილია ქონი მჭლისგან. აფრიკული ცხელება, ძირითადად, ფეხით მოსიარულის მიერ გადადის. რაც უფრო განცალკევებულია სადგომი, მით ნაკლებია საფრთხე.

გვაქვს დიდი სურვილი, მალე დავიწყოთ ღორის ხელოვნური განაყოფიერება და შედეგი ისეთივე დადგეს, როგორ წარმატებასაც მივაღწიეთ საქონლის შემთხვევაში. ამიტომ, ასეთი ჯიშის გამრავლება შესანიშნავი ნაბიჯი იქნება _ ამ გზით მთლიანად ავიცილებთ ყველანაირ ჭირს, რადგან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებულ თაობას, ვერანაირი ჭირი ვერ ვნებს.




 ახალი ამბები
  • თბილისში ტრანსგენდერი ქალების ცემის ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...