"დარჩენილი ჩაის პლანტაციების ამოძირკვა და გადაწვა უნდა შეწყდეს"

კარმიდამო ჩემი

"დარჩენილი ჩაის პლანტაციების ამოძირკვა და გადაწვა უნდა შეწყდეს"

2014 ნოე 30 14:44:53

გურიაში აჩეხილი, გადამწვარი და ამოძირკვული ჩაი ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. გადამწვარ პლანტაციებს, წელიწადის ყოველ დროს ასდის კვამლი. წლების მანძილზე, ჩაის კულტურის განადგურების პარალელურად, არაერთხელ საუბრობდნენ ჩაის რეაბილიტაციაზე, თუმცა, უშედეგოდ.

ამჯერად, ჩაის კულტურის აღდგენისა და მისი საშუალებით გურიის, კონკრეტულად კი ოზურგეთის ეკონომიკური ყოფის წამოწევაზე, სერიოზული განაცხადია ჩაის რეაბილიტაციის სამწლიანი პროექტი : "მეჩაიეობის დარგის რეაბილიტაცია", რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურმა წარადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

აღნიშნული სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია, სულ ცოტა, 2 000 ჰექტარ ფართობზე მდებარე ჩაის კულტურის აღდგენა და გადარჩენა, ოღონდ ხალხმა, დღეიდან მაინც უნდა შეწყვიტოს ჩაის ამოძირკვა:

_ ჩვენ ამჯერად წარვადგინეთ 1 000 ჰექტარი ფართობის სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომისიამ განიხილა, მოიწონეს და ახლა წარედგინა მთავრობას. დიდი ალბათობით, იანვრიდან ეს პროექტი ძალაში შევა მთავრობის ძალისხმევით.

_ ბატონო გიგა, გლეხები, ყოფილი მეჩაიეები, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალუძთ მუშაობა, არაერთხელ გვისვამენ კითხვებს, მოხდება თუ არა ჩაის რეაბილიტაცია, რატომ გვპირდებიან და მერე რატომ ქრება ყველა დაპირებაო. ამჯერად უნდა გენდონ?

_ ნამდვილად ძალიან კარგი ამბის მომსწრე გავხდებით ძალიან მალე. სერიოზული მუშაობა დაიწყება ჩაის კულტურის სარეაბილიტაციოდ. ეს თითქმის გადაწყვეტილია.

_ რა რაოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი?

_ სერიოზულ თანხაზეა საუბარი, თუმცა, რაოდენობის დასახელებსგან ამჯერად თავს შევიკავებ.

_ იმის თქმა თუ შეგიძლიათ, გლეხი აგროტექნიკური ღონისძიების გასატარებლად სრულ დაფინანსებას მიიღებს თუ ნაწილობრივს?

_ რა თქმა უნდა, სრულს. უნდა ჩატარდეს მძიმე გასხვლა, მიწის დაბარვა-დამუშავება, შემოღობვა. ეს ასევე იქნება უდიდესი სოციალური პროგრამაც _ სამი ათასი ადამიანი მაინც დასაქმდება.

_ ბატონო გიგა, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ჩაის რეალიზაცია შეუფერხებლად მოხდება ან რა ანაზღაურებას მიიღებს მეჩაიე?

_ გლეხი სრულ დაფინანსებას მიიღებს გაველურებული პლანტაციის სარეაბილიტაციოდ. მას შესაძლებლობა ექნება სრულად აღადგინოს კუთვნილი პლანტაცია. მოკრეფილ კილოგრამ ჩაიში მას გადაუხდიან, მინიმუმ, 2,5 ლარს. ნამდვილად გარანტირებული იქნება მოკრეფილი ფოთლის მიღება. უახლოეს დღეებში ფირმა "გეოპლანტი" ჩაის დამფასოებელი ფაბრიკის მშენებლობას იწყებს ოზურგეთში, რაც მალე დასრულდება.

_ რამდენწლიანია ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტი და დანახარჯი თანხის ამოღებას როდის ელოდებით?

_ ეს არის სამწლიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაველურებული პლანტაციების შემოღობვას, მძიმე გასხვლას, ნიადაგის დამუშავებას. ყოველივე ამის შემდეგ, სრული გარანტია არსებობს, რომ დანახარჯს სამი წლის შემდეგ ამოვიღებთ. რაც მთავარია, გლეხი იქნება ყოველნაირად უზრუნველყოფილი _ მას ნახევრად კი არ დაეხმარებიან, სრულად და გარანტირებულად.

_ ბატონო გიგა, ჩვენი მეურნეები ამ სასიხარულო ამბავს ჩვენივე გაზეთიდან გაიგებენ. რას ეტყოდით, უფრო სწორად, რას შეპირდებით მათ?

_მათ დაეხმარებიან ისე, როგორც არასდროს. ვეტყოდი იმას, რომ კარგია ყველა კულტურის გაშენება, მაგრამ ამიერიდან მაინც შეწყვიტონ ჩაის კულტურის ამოძირკვა, გადაწვა. დამდეგი წლიდან მათ ნამდვილად ელოდებათ წარმატებული საქმიანობისთვის იდეალური თუ არა, კარგი პირობები.




 ახალი ამბები
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...
  • დუისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) კონსულტაციებს და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებენ. ბენეფიციარებს ასევე, უფასოდ დაურიგდებათ ფართო სპექტრის მედიკამენტები. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: სოფელი დუისი, ამბულატორიის შენობა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საერთაშორისო ასოციაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა;ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...
ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...