"ჩხავერის" და "კაბერნე-სოვინიონის" დუელი საყვავისტყეში

კარმიდამო ჩემი

"ჩხავერის" და "კაბერნე-სოვინიონის" დუელი საყვავისტყეში

2011 ოქტ 28 09:11:17
ჩოხატაურელების სიძემ, ზურა თოფურიძემ, თავის ნათლიმამასთან, ჩოხატაურელ დავით ხაბეიშვილთან და აქაურ აგრონომ მევლუდ ცინცაძესთან ერთად, 2003 წელს, გადაწყვიტეს, გურული ვაზის ჯიშების გაშენება და პოპულარიზაცია დაეწყოთ. პირველად ჩხავერის მომრავლება გადაწყვიტეს. მევლუდ ცინცაძის მიერ ერთ ადგილზე დარგულ ვაზის ნერგებს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა:

_ როდესაც კლდოვან მიწაზე დავიწყეთ გურული ვაზის გაშენება, ჩემს მეგობარს, მევლუდ ცინცაძეს, რამდენიმე ადამიანი არასერიოზულად უფასებდა ნამოქმედარს: "რაია, მევლუდია, ჭკვიანი კაცი გვეგონე და შტერ ქალაქელ მეღვინეს როგორ აყევი, მანდ ჩხავერი მოვაო?" ზუსტად სამი წლის შემდეგ, ამ კაცმა ისეთი ჩხავერი მოიყვანა იმ კლდეზე, გაგიხარდებოდა. დაარჭო ხუთი ხუთმეტრიანი ბამბუკის ჭოკი და აიყვანა ჩხავერი, რადგან მთელი დუნიისთვის დაენახვებინა _ რომ დამცინოდით, ხომ ხედავთ, როგორ გავახარეო, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ზურა თოფურიძემ, რომელიც დღევანდელ ნომერში გურული ჯიშების მოყვანის შესახებ გვესაუბრება.

_ მეოცე საუკუნეში, გურიაში დავიწყებას მიეცა გურული ღვინო და გადავიდნენ ისეთYჰიბრიდულ ჯიშზე, როგორიცაა ადესა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი გურული, რომელსაც გული შესტკივა გურულ ღვინოზე, დაინტერესდა, აღედგინა და დაეცვა გურული ჯიშები. საუკუნენახევრის წინ, გურიაში 60 ჯიშზე მეტი იყო. გურია ფაქტობრივად, ლიდერობს საქართველოში ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით. აქედან გამომდინარე, დაიბადა იდეა _ გავაძევოთ ადესა გურიიდან და დავიწყეთ სხვადასხვა ჯიშებზე ფიქრი. სოფელ ბუკისციხეში იყო ჩხავერი, ჯანი და სხილათუბანი, რომელთაგან კეთდებოდა ძალიან კარგი ვარდისფერი ღვინოები.

ახლახან დავიწყეთ მუშაობა თეთრ ჯიშზე, საკმიელაზე, რომელიც ასევე პერსპექტიულია.

ჩვენი მიზანია, ეს ჯიშები გავაშენოთ, გვინდა გვქონდეს მეცხრამეტე საუკუნეში ყველაზე პოპულარული ათი გურული ჯიში, მათგან ვაწარმოოთ ღვინოები და დავიწყოთ ახალი ექსპერიმენტები.

სოფელ საყვავისტყეში, სადაც მიწა ვიყიდე, ადესა იყო გაშენებული და ჩინური კაკლები იდგა. პროფესიით გეოლოგი ვარ და ადვილად მივხვდი, რომ აქ, ბაზალტოვან და კლდოვან ადგილებზე, ძალიან კარგი ჩხავერის ვენახი გაშენდებოდა.

_ რამდენად ძნელი იყო ამ საქმის დაწყება და როგორ მოხდა ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშების მოპოვება?

_ პირველი კვირტები ჩვენ ავიღეთ ბუკისციხიდან, დავით შარაშიძის ოჯახიდან, სადაც ვაზის უამრავი ჯიშებია გაშენებული. ეს იყო 2003 წელს. თუმცა, კვირტებთან დაკავშირებით გურიაში პრობლემაა, ამიტომ ვაპირებთ, საგურამოდან, სადაც შეიქმნა "ვაზის ჯიშების ფონდი", წამოვიღოთ რამდენიმე გურული ჯიში. ამ ფონდის პრეზიდენტია გურული ლევან უჯმაჯურიძე. მან, ფაქტობრივად, ყველა ქართული ჯიში შეკრიბა და უვლის. გვინდა ვითანამშრომლო მასთან.

_ ახლა რამდენი ჯიში გაქვთ?

_ ჩხავერი, ჯანი, ცოლიკაური, ალადასტური, სხილათუბანი, ციცქა. ციცქა და ცოლიკაური იმერული ჯიშებია, თუმცა, ჩოხატაურის რაიონში და მთლიანად გურიაში ძალიან პოპულარული გახდა ბოლო საუკუნეში _ აქ ის კარგად ხარობს.

_ რატომ მოხდა ძველი გურული ჯიშების გადაშენება?

_ 19 საუკუნეში, გაძლიერდა დაავადები: ჭრაქი და ნაცარი. იმის გამო, რომ აქ ნესტიანი ჰავაა, უფრო ძნელი გახდა ამ დაავადებებთან ბრძოლა, ვიდრე, მაგალითად, კახეთში. თან ამ დროს შემოვიდა პროვოკატორი ჯიში _ ადესა. როცა გურულმა კაცმა ნახა, რომ ეს ვაზი ადის ხეზე, არ სჭირდება შეწამვლა და ღვინოც არ არის, ერთი შეხედვით, ურიგო, ადესას გაშენებას მიჰყო ხელი.

_ ჩხავერის რეალიზაციას თუ ახდენთ?

_ ჯერ ექსპერიმენტულად ჩამოვასხით ჩხავერი ბოთლებში, რომელიც 28 ოჯახში შევკრიბეთ. მთლიანად გამოგვივიდა 1 200 ბოთლი, რომელიც რამდენიმე მაღაზიაში უკვე შევიტანეთ. გურული ჩხავერი ჩოხატაურის რაიონის რამდენიმე სოფელში მოდის _ საჭამიასერი, საყვავისტყე, ბუკისციხე, დაბლაციხე და შეიძლება, ერკეთიც ჩავთვალოთ. ამ ხუთ სოფელში ჩხავერი კარგად მწიფდება.

_ ამ ხუთივე სოფელში აპირებთ გურული ჯიშების გაშენებას?

_ ჯერჯერობით, საყვავისტყეში გვაქვს მიწის ნაკვეთი. თუ მარკეტინგულად ჩვენმა საქმემ გაამართლა, მაშინ სხვა სოფლებიდანაც ვიყიდით ჩხავერს. ჩხავერი გაშენებული გვაქვს, დაახლოებით, ერთ ჰექტარზე. ამავე ზომის ფართობზე გვაქვს დარგული დანარჩენი ჯიშები _ 200-მდე ძირი. გვინდა გამოვცადოთ ფრანგული ჯიში "კაბერნე-სოვინიონი". კახეთში კარგად გაიხარა და ვნახოთ, აქ რა შედეგს მოგვიტანს.

ეს წამოწყება არის ჩვენ ჰობი და ასე იქნება, სანამ კარგად არ გავმართავთ მეურნეობას, სანამ ამ ფერდობებზე ოთხი ან ხუთი საუკეთესო ჯიშის ღვინო არ დადგება, რომელსაც თავისუფლად შეგვეძლება დავარქვათ გურული ღვინო.

საუბრის დასასრულს, ზურა თოფურიძემ სასიამოვნო ინფორმაცია მოგვაწოდა: წელს, ბათუმში ღვინის ფესტივალზე, მათ მიერ დამზადებულმა გურულმა ჩხავერმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

"კარმიდამო ჩემო" შემდგომ წარმატებებს უსურვებს გურულ ღვინოს და მის გულშემატკივრებს!




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...