რა შეუძლია მამა-შვილის მარჯვენას

კარმიდამო ჩემი

რა შეუძლია მამა-შვილის მარჯვენას

2011 ნოე 1 08:10:11
თუ გინდათ, რომ დაუჯერებელი დაიჯეროთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მამა-შვილს კუკური და კოტე თავაძეებს შრომის პროცესში უნდა წაადგეთ თავს და რატომ ეძახიან მათ თანასოფლელები ხუმრობით "უგრძნობებს", პირველივე შეხვედრით დარწმუნდებით. მათი ოჯახის ტრადიცია შრომისადმი თავდავიწყებულ მიდრეკილებას უკავშირდება, თუმცა, წინაპართა თავგამოდება მამა-შვილმა რეკორდულად დაჩრდილა და ახლა 10 ჰექტარი მიწის ფართობზე გაჩაღებული საქმიანობის მნახველები მხრებს იჩეჩავენ მხოლოდ: _ აქ ორი კაცი შრომობს თუ მთელი ბრიგადა?

თხილის პლანტაცია, რიგთაშორის კი "გალანტუს ვორონოვის" (ჩვენთან თეთრი ენძელას) ბოლქვების ნათესების მწკრივები, გვერდით ახალმოშენებული იაპონური ხურმის ("ხაშია") ნარგავები, მოშორებით სათიბი ფართობი, სადაც სპეციალურ "რაიგრასს" თესავენ და ყოველ თვეში 30 ტონამდე თივას ცელავენ. იქვე სიმინდის ყანა და სპეციალური, საგანგებოდ მომზადებული ნალია, რომელიც 40 ტონა სიმინდს იტევს. სიგრძივ შენობაში _ მარცხნივ ძროხების სადგომი, მარჯვნივ _ უკვე ასამუშავებლად გამზადებული თხილის სატეხი მიკრო-ქარხანა _ ასეთი განლაგება აქვს კუკური და კოტე თავაძეების შრომით შექმნილ ვრცელ ფართობზე გადაჭიმულს ეზო-გარემოს.

ძირითადად აქ კოტე თავაძე შრომობს. "უგრძნობს" "კარმიდამო ჩემი" დილაადრიან სამუშაო ფართობში ეწვია, რადგან მისი მოხელთება თავისუფალ დროს, რომელიც მას არც გააჩნია, ძალიან ძნელია.

_ კოტე, ჯერ შენ მხოლოდ საოჯახო ძალებით მოქმედებ და ვიდრე ადამიანი საკუთარი თვალით არ ნახავს შენს შრომას, დაუჯერებელია, რომ მამა-შვილი "მთებს აბრუნებთ", რას ისახავ საბოლოო მიზნად?

_ აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ მიზანმიმართული საქმე, რასაც ბიზნესი ჰქვია. უნდა დავასაქმოთ ხალხი, მინიმუმ 10 კაცი მუდმივად, სეზონურად _ უფრო მეტი, თუმცა, ჯერ წინა სამუშაო სამზადისი მაქვს. ისე, სამი ოჯახიდან თითო კაცი აქ დროდადრო დასაქმებული მყავს _ მეხმარებიან ცელვაში, პირუტყვის მოვლაში, მე კი აქ მიღამდება და აქ მითენდება.

_ ეს არის წინასამუშაო სამზადისი? თხილის პლანტაციები, თხილის მიკრო-ქარხანა უკვე მზადაა, გყავს პირუტყვი, აქვე თივის ფართობი გაქვს...

_ დიახ, სულ აქ 10 ჰექტარი მიწის ფართობია. თავდაპირველად თხილის პლანტაცია გავაშენე. აგრეთვე, თხილის რიგებს შორის დავთესე "გალანტუს ვორონოვის" ბოლქვები, იცით, ალბათ, გურიაში ადრე გაზაფხულზე ხშირად ტყეებშიც თხრიან და აბარებენ ამ ყვავილის ბოლქვებს. საზღვარგარეთ მიაქვთ, უფრო ჰოლანდიაში. აგვისტოს ომის დროს 15 ტონამდე ვიზარალე, ვერ გავიტანეთ. აქვე მაქვს თივისთვის განკუთვნილი ფართობი, სადაც ვთესავ "რაიგრასს".

_ რა მცენარეა ეს, რამდენს თესავ და რა რაოდენობის თივას იწევთ?

_ 40 კილოგრამი შევიძინე ჩაქვში, ერთ-ერთ მაღაზიაში. ბერძნების შემოტანილია. დავთესე და გაზაფხულზე, მაისიდან დეკემბრის ბოლომდე, ყოველ თვეში 30 ტონა სათივე მასალას ვცელავ. ძალიან მალე ამოდის, მესამე დღეს უკვე საგრძნობლად წამოზრდილია. გაკეთებული მაქვს სპეციალური არხი, მდინარე ჩოლოქიდან გამოყვანილი, რომელიც წრეს არტყამს სათივე ფართობს სამი მხრიდან, შიგადაშიგ კალაპოტს რამდენიმე ადგილზე ჩავკეტავ ხოლმე და ასე მთლიანად ირწყვება. წყლის გარეშე ამ მცენარეს არ შეუძლია იხაროს.

_ რამდენი ძროხა გყავს ამჟამად?

_ ჯერჯერობით, 10 სულია. მომავალში კი ჰოლანდიური ჯიშის ძროხის მოყვანას ვგეგმავ. ახლახან ძროხა მომპარეს და მისი შვილი "ობოლაც" აქ მყავს, განსაკუთრებით ვუვლი.

_ თხილის მიკრო-ქარხანაც უკვე მზად გაქვს. რა წარმადობისაა და როდის აამუშავებთ?

_ ძალიან დიდი არ არის, 5-ტონიანი წარმადობისაა. საკუთარი ხელით დავასხი ცემენტი დაბლა. ყველა საქმე, რაც ხელოსანს, დურგალს თუ ელექტრიკოსს შეუძლია, თავად ვაკეთებ. აბა, იმდენი ფული სად მაქვს, ხელოსანი ვიქირავო? ოქტომბერში მუშაობას ვიწყებ. ალბათ, 10 ადამიანს დავასაქმებ, თანასოფლელებს.

_ თხილის პლანტაციის პარალელურად კიდევ ვხედავთ ნარგავებს.

_ დიახ, ეს იაპონური ხურმაა, ჩვენთან რომ "ხაშიას" ეძახიან. მესამე წელია, რაც დავრგე. სასუქს ვაძლევ, როგორც თხილს, ნაკელსაც ვუყრი.

_ შენ თქვი, რომ ჰოლანდიური ძროხების მოშენებას გეგმავ. შეძლებ მოვლას?

_ ერთ ძროხას 120 კგ. ბალახი სჭირდება. ვიცი, სამეგრელოში უკვე ჰყავთ. მე მაქვს "რაიგრასის" ფართობი და არ მეშინია. შენობასაც ვამზადებ, სადაც 28 სული პირუტყვი უნდა დაეტიოს. ცალკე სათავსოს ვამზადებ ხბოებისთვის, ახლა მუშაობის პროცესში ვარ, რომ სადგომში წყალი და შუქი შევიყვანო.

_ მარტო ძლევ ამდენ საქმეს? უცნაური გამძლეობისა და ამტანობის გამო, ხუმრობით "უგრძნობსაც" გეძახიან.

_ შრომა შემიძლია და რაც უფრო ვმუშაობ, გაჩერება მიჭირს. როგორ არ ვიღლები, მაგრამ ვუძლებ. მერე ენერგია მოდის და რა ვიცი... ღმერთს დიდება და მადლობა!

_ ამ ყველაფერს, რასაც აკეთებ, საკმაო თანხა სჭირდება.

_ ძირითადად, "პროკრედიტ ბანკის" სესხით ვმუშაობ. მაქვს თხილისა თუ მანდარინის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რასაც ძირითადად აქაურობას ვახმარ. ძალიან მინდა, კარგი საქმე გამომივიდეს. რამდენიმე სამუშაოს ვასრულებ, თუმცა, ყველა ერთმანეთთან კავშირშია. სისტემა ავაწყვე და უფრო და უფრო უნდა განვავითარო ყველაფერი. გადასახადს პატიოსნად და დროულად ვიხდი, არ მინდა სადმე ვინმე უკმაყოფილო მყავდეს.

მამა-შვილ თავაძეებს სალაპარაკოდ არ სცალიათ და რამდენიმე სატელეფონო ზარით და პირადი თხოვნით, ძლივს დავითანხმეთ, რომ ვსტუმრებოდით.

თუმცა, ამ თავშეკავების მიზეზი გულწრფელად გვითხრეს _ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მერე გვესტუმრეთ, გადაგვიღეთ და დაწერეთ, საკადრისადაც გაგიმასპინძლდებით, გურულები კი ვართ, მარა, ასე ნაუცბათევი სტუმრობა ჩვენში სად გაგიგიათ, ფართობში რომ გვეწვიეთ, სახლში არ უნდა წამობრძანდეთო?

პატიჟის საშუალება ამჯერად ჩვენ აღარ მივეცით მამა-შვილ თავაძეებს, ძალ-ღონე ვუსურვეთ და მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობეთ.

 

 

 




 ახალი ამბები
  • თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლადდედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან. „ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია). ... ...
  • კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადებააჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“. ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის გამოწვევა. დღეს, გადაცემა „მთავარში“, ახალარჩეულ დირექტორს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ პირდაპირ ეთერში ჰკითხა, აპირებს თუ არა ნათია ზოიძესთან თანამშრომლობას. გიორგი კოხრეიძემ ამ კითხვის პასუხად თქვა – „როგორ არ ვაპირებ, მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის…“ თუმცა იქვე დასძინა: „თუ ვიღაცას არ შეუძლია და მას აქვს სხვა დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან ასეთი ადამიანები, მე ამას დავუსაბუთებ… თვითონვე უნდა გადაწყვიტონ… ან დარჩებიან იმ პოზიციაზე, ან იქნებიან გუნდის  წევრები იმიტომ, რომ მე მჭირდება ისეთი გუნდი, სადაც ყველა ეცდება გააკეთოს ის, რაც გვექნება დასახული“. გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეზე დღეს სხვა ეთერებშიც ისაუბრა და დასვა რიტორიკული კითხვა – „შეიძლება ჩვენი მუშაობა ერთად? მე მინდა, რომ ვიმუშავოთ ერთად. მაგიტომ ვამბობ – ნათია ზოიძის სათქმელია დღეს და გადასადგემლი ნაბიჯია, რომელსაც მე დაველოდები“. ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ გიორგი კოხრეიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რას ელის ნათია ზოიძისგან. „მე პასუხს ველოდები, იმ ტალახზე, რაც მან ისროლა – მე ვყოფილვარ მატყუარა და ცრუ, ეს ერთი. ნახეთ მისი პოსტები. თქვენ წახვალთ ბრძოლაში, როდესაც იცით, რომ ვიღაცამ შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყათ? გუნდის წევრი თუ უნდა ადამიანს, უნდა იყოს გუნდის წევრი და მაგიტომ ვამბობ, ნათია ზოიძემ უნდა მითხრას, რა იყო ამის საფუძველი, იქნებ ჩემთვის გასაგებია და მისაღებია“ – განაცხადა კოხრეიძემ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის შესახებ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ დღეს, 22 ნოემბრს ისაუბრა. მაუწყებლის ჟურნალისტების ერთი ნაწილი გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია. საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე. ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი. მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები.  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით”. ... ...
  • არჩილ თალაკვაძემ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი არ ანახაპარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს. ამ დოკუმენტში იქნება ასახული დატოვა თუ არა მან საქართველო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელ ქვეყანაში ჩავიდა. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა. "ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს. "რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე. გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა ფოტომასალა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და არჩილ თალაკვაძე არიან გადაღებული. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა. წყარო: ... ...
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?