გურული პერსონაჟები ახალ წელს ელოდებიან

კარმიდამო ჩემი

გურული პერსონაჟები ახალ წელს ელოდებიან

2014 დეკ 30 16:45:48
ჩვენს ქვეყანაში ხალხური რეწვის უამრავ ოსტატს თუ დიდოსტატს შეხვდებით. ამიტომ, არ გვიკვირს ნიჭიერთა მრავლობა, მათი ხედვის არეალის, სივრცისა და განის უნიკალურობა. ყოველივე ამის მიუხედავად, ოზურგეთელი მერაბ ზაქარიაძე მაინც გამორჩეული ფენომენია _ პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსმა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1979 წელს დაამთავრა და არა ერთ თანამდებობაზე იმუშავა; დიდი იმპერიის დაშლის შემდეგ, როგორც ბევრი სხვა, ისიც უმუშევარი დარჩა. გამრჯე და ნიჭიერი კაცი, სამეურნეო საქმესთან ერთად, დროდადრო ახერხებდა და არაერთ დროებით საზოგადოებრივ სამუშაოზეც საქმდებოდა. ამავე პერიოდში დაინტერესდა ხალხური რეწვითაც.

როგორც თვითონ ამბობს, ხეზე კვეთისა და წვის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მეზობელმა, ვლადიმერ სიხარულიძემ საკუთარი ხელით ნაკეთი კალმების ჩასალაგებელი აჩუქა.

_ ვიფიქრე, ნეტავ, არ გამომი­­ვა- მეთქი? სკოლა ისე დავამ­თავრე, ხატვა, ლექსის წერა და მსგავსი შემოქმედებითი მცდელობა არ მქონია. არც მეგონა, თუ შევძლებდი. არადა, ვცადე და გამომივიდა. ერთ-ერთი პირველი, რაც ხეზე წვით "ამოვასვირინგე" ჩემ მიერვე გაკეთებულ მაგიდაზე, ილიკოს, ილარიონის და ზურიკელას სახეებია _ ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი. მას შემდეგ, ყოველ შობა-ახალ წელს, ამ სუფრაზე ვდებთ ხონჩას საახალწლო ტკბილეულით, სასმელით, ჩიჩილაკით, _ გვეუბნება ბატონი მერაბი და გურული ოდა-სახლის მეორე სართულზე გვეპატიჟება, სადაც საკუთარი ხელით ნაკეთი ორიგინალური კარადა აქვს.

მეორე სართულზე ნანახი მოლოდინს აჭარბებს _ ჭერი და კედლები სხვადასხვა სახის ორნამენტებითაა მორთული. კარადისთვის კი, რომელიც საკუთარი ხელით გააკეთა, მხოლოდ მასალა იყიდა, რაც 120 ლარი დაუჯდა. მზა კარადა კი ბევრად უფრო ღირებულია, თუმცა, მერაბ ზაქარიაძეს საკუთარი ნაკეთობა არასდროს გაუყიდია _ მხოლოდ დასასაჩუქრებლად ვიმეტებდიო, _ ამბობს ზაქარიაძე.

სახლის პირველ სართულზე სხვადასხვა ნამუშევრებია გამოფენილი; ძირითადად, ხეზე წვის ხელოვნებით შესრულებული: "მძინარე ბიჭუნა", "სექტემბრის დილა", "ტურფავ, ტურფავ", "ვეფხვი", "მოლოდინი", "მირაჟი", "გოგონას პორტრეტი", "ტირიფი მთვარიან ღამით" და მრავალი სხვა.

სამზარეულში მრავლად აქვს საკუთარი ხელით ნაკეთი და მოჩუქურთმებული ფინჯნების ჩამოსაკიდი, ბრის დასადები, დანა-ჩანგლის ყუთი, პატარა სამზარეულო მაგიდა თავისი სკამებით. ტელევიზორის მაგიდა ორიგინალური ფეხითა და ზედაპირით.

მასპინძელს, მისაღები ოთახის ერთ კუთხეში, გარდაცვლილი დედის ნაქარგობების კუთხე აქვს მოწყობილი.

_ დედა ძალიან კარგად ქსოვდა და ქარგავდა. ალბათ, რაღაც გენეტიკურია ჩემში, რამაც შედარებით გვიან გაიღვიძა. ამ ნამუშევრებს განსაკუთრებით ვუფრთხილდები. რაც დედა აღარ არის, ეს ნამუშევრები, თითქოს, მაახლოებს მასთან, სევდა და ტკივილი დიდია, თუმცა, რაღაც მემატება ამით, მგონი _ სიმხნევე, ასე დავარქმევდი... _ სევდა აშკარად ემჩნევა ჩვენს მასპინძელს.

მერაბ ზაქარიაძე ამჯერად უმუშევარია. უხარია, რომ მისგან მეზობლების პატარა ბიჭები ხეზე წვის ხელოვნებას სწავლობენ. გარკვეული დროის მანძილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლში ასწავლიდა ხეზე წვის საქმეს. იმ პერიოდს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს: _ მერე იქ იაპონიის საელჩომ რემონტი ჩაატარა. გვითხრეს, რომ ცოტა ხნით შინ წამოვიდოდი და მერე დამიძახებდნენ. თუკი ვინმე ისევ მიმიწვევს, სიამოვნებით წავალ, რადგან მეც უდიდეს მუხტს მანიჭებდა ის სიხარული, რა განწყობითაც ის ბავშვები სწავლობდნენ ხეზე წვის ხელოვნებას, _ ამბობს ბატონი მერაბი.

მერაბ ზაქარიაძე არაერთი მშვენიერი პოეტური სტრიქონის ავტორიცაა. ორიგინალურია მისი "მუხრანისებურად", სადაც ამბობს: "უყვარდეთ თუნდაც მოყვასი ისე, ვით თავი თვისი, _ მართალი რომ ვთქვათ, _ ჩამოსათვლელნი არიან თითზე! ეგოისტები? უჰ, უჰ, უჰ _ ოხრად!"

ჩვენი რესპონდენტის მხატვრული შემოქმედებაც საინტერესო და ვრცელია. სათქმელია ისიც, რომ თუ მერაბ ზაქარიაძეს პოპულარობა აკლია, ეს უსათუოდ მისივე მოკრძალებულობის ბრალია, რასაც იმით ხსნის, რომ მას სურს აკეთოს ისეთი საქმე, რაც თვითონ ანიჭებს ბედნიერებას, ასევე იმ ადამიანებსაც, ვისაც საკუთარ ნამუშევარს საჩუქრად უძღვნის.




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...