მოვემზადოთ თხილის ნარგავების გამოკვებისთვის

კარმიდამო ჩემი

მოვემზადოთ თხილის ნარგავების გამოკვებისთვის

2011 ნოე 24 06:16:00

თხილის ნარგავის ნორმალური ზრდა-განვითარება, საექსპლოატაციო პერიოდის გახანგრძლივება, მოსავლიანობის ამაღლება და მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგისა და მცენარის მოვლის ღონისძიებათა სრული კომპლექსის ჩატარებით. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სასუქების გამოყენებას.

ცნობილია, რომ თხილი კარგად ხარობს სხვადასხვა ნიადაგებზე და არ არის განსაკუთრებულად მომთხოვნი ნიადაგური პირობების მიმართ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთია ყველა ნიადაგი _ პირიქით, სტაბილურად უხვი მოსავლის მისაღებად აუცილებელია უკეთესი ფიზიკური თვისებების და საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგების არსებობა. ასეთები კი ჩვენში ნაკლებადაა, რაზეც სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებენ. მაგ: აქ მოსული უხვი ნალექები იწვევენ ნიადაგების დარეცხვასა და მათგან საკვები ელემენტების გამოტანას და ა.შ.

თხილი ინტენსიური ტიპის კულტურაა, გამოირჩევა ნაზარდების წარმოქმნის მაღალი უნარით, რომელზეც ძირითადად არის დამოკიდებული მოსავალი. თხილის მხოლოდ ერთწლიან ნაზარდებს გამოაქვს ნიადაგიდან 18 კგ აზოტი, 9 კგ ფოსფორის ანჰიდრიდი, 12,3 კგ კალიუმის ნახშირორჟანგი და 16 კგ კალციუმის ოქსიდი. შესაბამისად, ამ პროცესს სჭირდება საკვები ელემენტების ინტენსიური მიწოდება და როცა ნიადაგიდან მათზე მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება, აუცილებელი ხდება ორგანული და მინერალური სასუქების დამატებით შეტანა.

თხილის მცენარე სასუქებზე სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებს _ იზრდება მოსავლიანობა (საშუალოდ 45-65%) ვითარდება ფესვთა სისტემა, უმჯობესდება ნაყოფის ხარისხი _ იზრდება ზომა და მასში ცხიმების (8-10%-ით) და ცილების (4-6%-ით) შემცველობა.

ჩვენში თხილის პლანტაციებში სასუქების გამოყენების უკიდურესად დაბალი კულტურაა. სასუქების არგამოყენების არგუმენტებად ხშირად გაიგონებთ თხილის მწარმოებელი ფერმერებიდან მოსაზრებებს, თითქოს, მცენარე "მიეჩვევა" სასუქებს, გამოფიტავს ნიადაგს, შემდეგ მოსავალს არ მოგვცემს და ა.შ.

სამეცნიერო კვლევები და წარმატებულ პრაქტიკოსთა გამოცდილება კი საპირისპიროს ამტკიცებს _ ზემოთ მოტანილი ციფრები მიუთითებენ, რომ მხოლოდ ერთი აგროტექნიკური ღონისძიების _ სასუქების ჩართვით მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაში თხილის პროდუქტულობის ზრდის საკმაო რეზერვი არსებობს. მისი გამოუყენებლობა და აუთვისებლობა ჩვენში თხილს დაბალი მოსავლიანობის ერთ-ერთ მთავარი მიზეზია.

სასუქების რაციონალურ გამოყენებისთვის მათი დოზები, ფორმები, შეტანის ხერხები და ვადები უნდა შეესაბამებოდეს თხილის მცენარისა და ნიადაგურ-კლიმატური პირობების მოთხოვნებს.

ახალგაზრდა პლანტაციებში (6 წლამდე ასაკის) სასუქები შეტანილი უნდა იქნას ბუჩქების ძირის ირგვლივ, ხოლო რიგებს შორის სათოხნი კულტურების ან სიდერატების წარმოებისას, სასუქები მთელ ფართობზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. სრულმსხმოიარე პლანტაციებში სასუქები უნდა განაწილდეს თხილის ბუჩქების ირგვლივ ფესვთა სისტემის გავრცელების არეში.

ორგანული და მინერალური სასუქების შესატანი რაოდენობის დადგენისას მხედველობაშია მისაღები: ნიადაგში მცენარისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების შემცველობა, ნარგაობის ასაკი (ხნოვანება), კვების არე, ნაკვეთის მდებარეობა _ რელიეფი, ნიადაგის დამუშავების წესი, სასუქებში არსებული სუფთა (მოქმედი) ნივთიერებების პრონცენტული რაოდენობა.

ორგანული სასუქები (ნაკელი, კომპოსტი და სხვა) შეიტანება, უპირველეს ყოვლისა, დარეცხილ და ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებში, მათი ყოველწლიური დოზა განისაზღვრება 10-15 კგ/მცენარეზე (1-4 წლის ნარგაობაში), 15-20 კგ/მცენარეზე (4-6 წლისა) და 20-30 კგ/მცენარეზე (6-8 წლისა).

ორგანული სასუქები შეიძლება შევიტანოთ 2-3 წელიწადში ერთხელ შესაბამისად ნორმის გაზრდით. მათი თხილის ბაღებში შეტანა საჭიროა ფოსფოროვან და კალიუმიან მინერალურ სასუქებთან ერთად ნიადაგის ზამთარ-გაზაფხულის დამუშავებისას, ნიადაგში ჩაკეთებით _ მსუბუქი შებარვით, ჩათოხნით, აჩეჩვით _ 10 სმ სიღრმეზე.

ამ სასუქებისგან განსხვავებით, აზოტოვანი სასუქები შეიტანება 2-ჯერ: მთლიანი დოზის 2/3 ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე, ხოლო დოზის 1/3 _ მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ ნახევარში.

ეს სქემა რაციონალური და მისაღებია თხილის მცენარის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე. კერძოდ, თხილს ახასიათებს ადრეული ყვავილობა, ერთ ბუჩქზე მდედრობითი და მამრობითი ყვავილების არაერთდროული წარმოქმნა და ყვავილობა. ჩვენში გავრცელებული თხილის ჯიშების მამრობითი ყვავილების _ მჭადას ყვავილობა იწყება დეკემბრის შუა რიცხვებიდანაც კი (გრძელდება მომავალი წლის თებერვალ-მარტში), რომელსაც მოსდევს მდედრობითი ყვავილების წარმოქმნა. ყვავილწარმოქნის (ანუ მცენარის "დატვირთვის") ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა მცენარის მომზადება, გაძლიერება და გამოკვება, ამიტომ, ნოემბრის ბოლო-დეკემბერი საუკეთესო პერიოდია ორგანული, ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქების შესატანად.

თუ კი ამ პერიოდში სასუქების შეტანა მიზეზთა გამო ვერ ხერხდება, მაშინ ისინი უკვე აზოტოვან სასუქებთან ერთად უნდა შევიტანოთ თხილის ნარგავებში ადრე გაზაფხულზე. ამით თხილის მცენარეს ვამზადებთ უკვე ვეგეტაციისთვის (ანუ მორიგი დატვირთვის), რომელიც იწყება თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. ამ დროს ვიყენებთ, როგორც ზემოთ ვთქვით, აზოტის დოზას 2/3, ხოლო შემდგომში, მაისს-ივნისში, როცა იწყება თხილის ნაყოფწარმოქმნისა და მიმდინარე წლის ნაზარდებზე მომავალ წლისთვის საყვავილე კვირტების ჩასახვის (ანუ საფუძველი ეყრება მომავალი წლის მოსავალს!) პროცესი, მცენარეს დამატებითი გამოკვების სახით ვაძლევთ აზოტის დოზის 1/3-ს.

თხილი არის ხანგრძლივი სავეგატაციო პერიოდის მცენარე და ეფექტურად იყენებს სასუქების მომეტებულ დოზებს.

სრულმსხმოიარე თხილის ნარგავებში საჭიროა შევიდეს მინერალური სასუქები შემდეგი დოზებით (სუფთა ნივთიერებებზე გადაანგარიშებით): აზოტი _ 120 კგ/ჰა საშუალო ნაყოფიერების ნიადაგებისთვის, ხოლო დამატებითი გამოკვების სახით 60 კგ/ჰა, ფოსფორი _ 120 კგ/ჰა, კალიუმი 60 კგ/ჰა. ახალგაზრდა პლანტაციებში (5-6 წლამდე ასაკის) სასუქების დოზები ნახევრდება. ყოველი კონკრეტული ბაღისთვის საჭიროა დოზების დაზუსტება ზემოთ მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით და კარტოგრამებზე დაყრდნობით.

თხილის ერთ ძირზე საჭირო სასუქების რაოდენობას მივიღებთ საჰექტარო დოზებიდან გამომდინარე.

როცა ვიცით მინერალური სასუქების დოზები სუფთა ნივთიერებებზე გადაანგარიშებით, მარტივად შეგიძლია გამოვთვალოთ ამა თუ იმ სასუქის საჭირო რაოდენობა ფიზიკური წონებით. მაგ, თუ გვაქვს ამონიუმის გვარჯილა (აზოტის-N-შემცვლელობა 33%), მარტივი სუპერფოსფატი (ფოსფორი P2O5-18-20%) და კალიუმის მარილი (კალიუმი _K2O- 30-40%), თხილის ერთი ჰექტარი ბაღისთვის საჭირო იქნება 360 კგ ამონიუმის გვარჯილას, 600-660 კგ მარტივი სუპერფოსფატის და 150-200 კგ კალიუმის მარილის სასუქები.

ამ ბოლო დროს, თხილის კულტურაში პოპულარობა მოიპოვა კომპლექსურმა სასუქებმა, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე საკვებ ელემენტს. მათ გამოყენებას მთელი რიგი უპირატესობა აქვთ მარტივ სასუქებთან შედარებით (ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით "კარმიდამო ჩემის" წინა ნომრებში). ჩვენს მიერ რამდენიმე სადემონსტრაციო ნაკვეთზე გამოცდილმა თანამედროვე კომბინირებულმა სასუქებმა გვიჩვენეს მათი მაღალეფექტურობა და რენტაბელობა თხილის ნარგავებში.

სასუქებში დანახარჯებს ძალზე დიდი უკუგება აქვს _ მოსავლიანობის ზრდა 1 კგ სასუქზე შეადგენს 3-5 კგ, სრულფასოვანი და კომპლექსური გამოკვებისას კი ეს მაჩვენებელი 2-ჯერ იზრდება.

ფერმერთა მომსახურების ცენტრებში მიიღებთ დამატებით ინფორმაციას თხილის ნარგავებში სასუქების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით და აქვე შეიძენთ საჭირო საშუალებებს.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...