30-ლარიანი ვაუჩერის ეფექტი

კარმიდამო ჩემი

30-ლარიანი ვაუჩერის ეფექტი

1 იან. 1970, 04:00:00
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ განცხადება დეკემბრის დასაწყისში გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა.

რაში გამოიყენებენ გლეხები და რამდენად წადგება თითქმის არაფრის გარეშე დარჩენილ სოფელს 30-ლარიანი ვაუჩერი? ამის გარკვევას "კარმიდამო ჩემი" თავად მოსახლეობასთან შეეცადა.

როგორც აბაშის მკვიდრი დაზმირ მიქაძე გვეუბნება, 30 ლარი მათ საჭიროებებს, მარტივად რომ ვთქვათ, მინიმალურადაც ვერ შველის, რადგან დიზელის საწვავზე და სასუქზე მაღალი ფასები ისევ უცვლელია. გარდა ამისა, დაზმირ მიქაძის თქმით, სამეურნეო ტექნიკის დაქირავება იმდენად ძვირი ჯდება, რომ ეს თანხა, შეიძლება, მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთის დახვნის ხარჯზე იყოს საკმარისი.

მიქაძისგან განსხვავებით, ამ ვაუჩერს სახელმწიფოს მხრიდან "საარჩევნო წყალობად" მიიჩნევს სენაკის მკვიდრი, ნოდარ ბერაია: "ესეც კარგია, ნეტა სულ არჩევნები იყოს! ისე მაინც არავის ვახსოვართ. საარჩევნო წყალობაა, მეტი რა დავარქვა, აბა? 30 ლარად განვითარებული საოჯახო მეურნეობა ვინმეს უნახავს? სანამ ესენი რამეს მოიფიქრებენ, გლეხი აღარ დარჩება და მერე გინდა განავითარონ სოფლის მეურნეობა და გინდა _ არა. რასაც მომცემენ, ყველაფერს ავიღებ, მაგრამ, სამარცხვინო ის არის, რომ ეს მარტო არჩევნების დროს ხდება," _ გვეუბნება ნოდარ ბერაია.

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას "24 000 000 ლარის წყალში გადაყრად" აფასებს "კარმიდამო ჩემთან" საუბარში: "არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვაფიქსირებ, რომ ერთჯერადი, კამპანიური ხასიათის ღონისძიებები შედეგს არ მოგვცემს, მითუმეტეს, სოფლის მეურნეობაში. წინა წლებშიც იყო 20 ლიტრი დიზელის და 20 კგ სასუქის დარიგების კამპანიები, მაგრამ არც ის იყო ეფექტური, რადგან ზოგი იმ სასუქს და დიზელს ყიდდა. შედეგად სოფლის მეურნეობის სფეროში არანაირი წინსვლა ასეთი სახის კამპანიებით არ მიგვიღია. ანალოგიური ეფექტი ექნება 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას. ვფიქრობ, ამ კამპანიისთვის გამოყოფილი თანხა, ჯამში _ 24 მლნ ლარი, წყალში გადაყრილი ფულია თუნდაც იმიტომ, რომ 30 ლარი გლეხს რომელიმე ერთი სასოფლო-სამეურნეო ღონისძიების გასახორციელებლადაც არ ეყოფა. მაგალითად, 50 კგ სასუქის ღირებულება შარშან ოფიციალურად 36 ლარი იყო, თუმცა, რეალურად სასუქის შეძენა მხოლოდ 40-45 ლარად იყო შესაძლებელი. ამასთან, პირველ ჯერზე ერთი ჰექტარი მიწის გამოსაკვებად 150 კილოგრამი სასუქია საჭირო, მეორე ჯერზე კი _ 250 კილოგრამი. ამასთან, დასავლეთ საქართველოში, სასუქის გარდა, ფოსფორი და კალიუმიცაა საჭირო, რაც, ბუნებრივია, დამატებით ხარჯებთანაა დამოკიდებული. ამდენად, ეს 30 ლარი ძალიან მიზერულია და შედეგის ვერმომტანი დახმარებაა", _ აცხადებს ექსპერტი და იქვე დასძენს, რომ "უკეთესი იქნებოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ 24 მლნ ლარით აგრო-საკრედიტო სისტემის ფორმირებაზე ეზრუნა".

"იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ძირეული ცვლილებები გახორციელდეს, უმჯობესი იქნება, ვაუჩერების დარიგების სანაცვლოდ, სახელმწიფო სათავეში აგრო-საკრედიტო სისტემის ფორმირებას ჩაუდგეს და ეს თანხა ბანკში ჩაიდოს, გლეხები კი მას შემდეგ გარკვეულ კაპიტალს მიამატებდნენ. შედეგად ეს ბანკი სხვა კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შევიდოდა, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში კრედიტების ხელმისაწვდომობას გაზრდიდა", _ აღნიშნა კოღუაშვილმა და დასძინა, რომ "ქვეყანაში აგრარული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებაა აუცილებელი".

ამასთან, ექსპერტი ეჭვობს, რომ მთავრობა განსაკუთრებით "გულუხვი" პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გახდა, თუმცა, გარკვეული შენიშვნები თავად ივანიშვილის მიმართაც აქვს: "აღნიშნული ღონისძიებები ტარდება იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ქველმოქმედებით ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ამით ხელისუფლებას უნდა, ხალხს დაანახოს, თითქოს ისიც გულმოწყალე და ქველმოქმედია. მე არც ვიცოდი, რომ წლების წინ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადასცა სახელმწიფოს 400-მდე ტრაქტორი, მაგრამ ისიც უფრო წინდახედულად უნდა მოქცეულიყო და გარკვეული მონიტორინგი გაეწია, სად მიდიოდა ქველმოქმედების სახელით გაცემული თანხები", _ აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა.

ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის ან სასუქის შესაძენად, ისევე, როგორც სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში. მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერით მიღებული შეღავათი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის მცირედი დახმარება იქნება.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...