მღრღნელები აგროსექტორის წინააღმდეგ

კარმიდამო ჩემი

მღრღნელები აგროსექტორის წინააღმდეგ

1970 იან 1 04:00:00
მას შემდეგ, რაც სამარცვლე ფართობებში სადერატიზაციო სამუშაოები შესუსტდა, მავნებელი მღრღნელები (ვირთაგვები, თაგვები, მემინდვრიები, ზაზუნები და სხვა) მომრავლდნენ. თითოეული მათგანი სანიტარული თვალსაზრისით საშიშნი არიან და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებენ ფერმერულ მეურნეობებს.

მღრღნელები გამოირჩევიან სწრაფი გამრავლების უნარით, განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში (როგორიც წელს არის კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში). წყვილ ვირთაგვას ნამატით, წელიწადში შეუძლია მოგვცეს 800 ნაშიერი, ხოლო თავისი სიცოცხლის სამი წლის განმავლობაში 20 მილიონზე მეტი, დედალი ვირთაგვა წელიწადში 4-6 ჯერ მშობიარობს და ჯერადობაზე შობს 10-12 წრუწუნას, მაკეობა გრძელდება 21-25 დღე. წრუწუნები 3-4 თვის შემდეგ იწყებენ გამრავლებას.

მემინდვრიები მრავლდებიან უფრო სწრაფად, სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ დაბადებიდან 30-ე დღეს. მაკეობა გრძელდება 18-20 დღე, ხოლო წრუწუნების რაოდენობა ბუდეში 8-10-ია, ერთი და იგივე დედალმა მემინდვრიამ შეიძლება ყოველთვიურად მისცეს შთამომავლობა. 4 მემინდვრიას (2 დედალი 2 მამალი) თავიანთი ბუდობებით, კარგი პირობების ზეგავლენით, შეუძლია შთამომავლობა წელიწადში 2 მილიარდამდე გაზარდოს.

ვირთაგვები და თაგვები ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენენ, მეტად საშიშია მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გავრცელებაში, როგორიცაა ჭირი, ციმბირული წყლული, ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ტულარემია, აუესკი, წითელი ქარი, თურქული, ტრიქინელოზი და სხვა დაავადებები.

ზოგიერთი დაავადებებით (ჭირი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და სხვა) მღრღნელები თვითონ ავადდებიან, რითაც ისინი გარემო არეში მიმოაბნევენ ამ დაავადებების აღმძვრელებს. ვირთაგვები და თაგვები წარმოადგენენ მრავალ დაავადებების აღმძვრელთა მუდმივ წყაროსა და რეზერვუარს. ისინი ეპიდემიოლოგიურად და ეპიზოოტიურად ქმნიან საშიშროებას, რაც გამოხატულებას ჰპოვებს მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების მატარებლობასა და გადატანაში.

მღრღნელები მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობას აყენებენ, ანადგურებენ საკვები პროდუქტებისა და ფურაჟის დიდ რაოდენობას, ნათესებს, მოსავალს. ერთი ზრდასრული ვირთაგვა დღეღამეში 50 გრ. მარცვლეულს ჭამს, რაც წელიწადში შესაბამისად, შეადგენს 18 კგ-ს. თაგვი დღეში 4 გრ. მარცვლეულს ჭამს, წელიწადში _ 1,5 კგს. 10 000 ვირთაგვა _ 180 ტ-ს, ხოლო 10 000 თაგვი კი 15 ტონას. თუ გავითვალისწინებთ მათი სიმრავლის შესახებ ზემოთ დასახელებულ მონაცემებს, ადვილად მივხვდებით, თუ რა რაოდენობის მარცვლეულის განადგურება შეუძლია მღრღნელს წელიწადში.

გამანადგურებელი ღონისძიებები მღრღნელების წინააღმდეგ ტარდება ქიმიური, მექანიკური, ბიოლოგიური და კომბინირებული მეთოდებით.

ვფიქრობთ, ამჟამად შედარებით უკეთესი საშუალება არის თანდათან მოქმედი შხამები ანტიკოაგულანტები _ რეთს-ქილერი და რატექსი.

ანტიკოაგულანტებს აქვთ გარკვეული უპირატესობა ძლიერმოქმედ შხამებთან შედარებით. ისინი ისეთი მცირე დოზებით გამოიყენება, რომ, ფაქტობრივად, მათი სწორი გამოყენების შემთხვევაში, შინაური ცხოველების მოწამვლა გამორიცხულია. გარდა ამისა, აღნიშნულ შხამებს აქვთ საკუთარი შხამსაწინააღმდეგო ვიტამინი K.

ანტიკოაგულანტები გამოიყენება, როგორც მზა სახით (რეთს-ქილერი), ასევე, საკვებ მისატყუებელში (რატექსი), წყლიან მისატყუებელში. ძლიერმოქმედი შხამები ასეთი მრავალნაირი გამოყენებით არ ხასიათდებიან.

გარდა ამისა, ძლიერი მოქმედი შხამიანი მისატყუებელი (თუთიის ფოსფიდი) ხშირად მღრღნელების ორგანიზმში იწვევს დამცველობით _ რეფლექსურ რეაქციას, ზოგიერთი ვირთაგვა ნაადრევად უარყოფს მისატყუებელს, ვიდრე მიიღებდეს შხამის სასიკვდილო დოზას. მისატყუებელი ანტიკოაგულანტები ასეთ რეაქციას არ იწვევს, რასაც მივყავართ დერატიზაციის უკეთეს შედეგამდე.

თაგვისნაირი მღრღნელების სრულ ლიკვიდაციას შეიძლება მივაღწიოთ იმ შემთხვევაში, თუ პროფილაქტიკური და გამანადგურებელი ღონისძიებები გატარდება ერთდროულად მღრღნელებით დასახლებულ ყველა ობიექტზე (ფერმები, საწყობები, მინდვრები-მთლიანი ფართით).

დიდი მნიშვნელობა აქვს დამუშავების ტექნოლოგიას.

და ბოლოს, მინდა კიდევ ხაზი გავუსვა იმ ეკონომიკურ ზარალს, რომელიც შეიძლება ოთხი მემინდვრიამ ხორბლისა და სიმინდის ნათესებს ერთ წელიწადში მიაყენოს _ ოთხ წყვილ მემინდვრიას, თავისი ნამატით, წელიწადში შეუძლია გაანადგუროს 8 000 ტონა (2000 _ 4000 ჰა ფართობი) მარცვალი, ხოლო წყვილ ვირთაგვას წელიწადში _ 1 000 ტონა. გარდა ამისა, ისინი თითქმის მთლიანად ანადგურებენ ახლადამოსულ მწვანე ჯეჯილს. არ გავიმეორებთ იმ ეპიდემიოლოგიურ საშიშროებაზე, რომელიც შეუძლია მავნე მღრღნელებმა ადამიანს მოუტანოს.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...
ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...