ქვევრის ტიპები და მათი სახელები ძველ საქართველოში

კარმიდამო ჩემი

ქვევრის ტიპები და მათი სახელები ძველ საქართველოში

2012 იან 19 07:14:07

საქართველოში არსებობდა თიხის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ღვინის შესანახი ჭურჭელი, რომელთაც თავ-თავიანთი სახელები ერქვათ მათი ფორმისა და დანიშნულების შესაბამისად. ჩვენში გავრცელებულ ქვევრ-ჭურებს ხშირად მეტად განსხვავებული ფორმა და ზომა აქვთ. ქვევრებისა და ქოცოების ერთობ განსხვავებულ ფორმებს ვხვდებით, მაგალითად, ქართლის სოფლებში, ახალქალაქსა (კასპის რაიონი) და ცხავატში (ქსნის ხეობა). შეიძლება ითქვას, რომ ცხავატში დამზადებულ ქოცოს მთელს საქართველოში ანალოგი არა ჰყავს. თუმცა კი საქართველოს ყველა სოფელს, სადაც მექვევრეობა იყო განვითარებული, აქვთ ერთმანეთთან რაღაც საერთო, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველი კუთხე თუ სოფელი გამოირჩევა და ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით ამ სფეროში და აქვთ თავ-თავიანთი დამახასიათებელი ნიშნები, რის მიხედვითაც დღეს შეიძლება ამა თუ იმ ქვევრის წარმომავლობაზე საუბარი. ცხადია, ყველა ფორმისა და ზომის ქვევრს ერთი საერთო სახელი არ ექნებოდა ისე, როგორც დღეს, არამედ ყველა ჭურჭელს თავისი შესაბამისი სახელები ერქმეოდა. ამ მხრივ ძალზე საინტერესო ცნობებს ვხვდებით სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონაში": "... ხოლო ესე ჭური, საცავი ტყბილისა, განიყოფებიან, რამეთუ დიდთა ეწოდებიან ქვევრი და მისსა შედეგსა _ ყვიბარი და მისსა უმცროსსა _ ქოცო, არამედ ყოველივე ჭური არს"...

ცოტა ქვემოთ კი ვკითხულობთ: "... ჭური არს კეცთაგან ჭურჭელი: ქვევრი, ყვიბარი, ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგჳნი, ლაგჳნარი და მისთანანი...".

საგულისხმოა, რომ "ლაგჳნი" და "ჭური" ბიბლიის ძველ ქართულ ხელნაწერებშიც მოიხსენიება მცხეთურ ხელნაწერში, იერემიას წინასწარმეტყველების 35.5-ში ვკითხულობთ: "და დავდგი წინაშე პირსა მათსა ძეთა სახლისა რაქაბითასა ლაგჳნები სავსეები ღჳნითა და სასუმლები, და ვთქუ მათდამი: ესრეთ იტყჳს უფალი: სუთ ღჳნოჲ."

ასევე, ესაიას წინასწარმეტყველებაში 5.10, ვკითხულობთ: "რამეთუ სადა იქმოდის ათი უღელი _ართაჲ, ქმნას ლაგგნი ერთი, და მთესველმან სათუელისა ექუსისამან ქმნას საწყაული სამი".

ქვევრების ტიპების, ზომებისა და სახელების შესახებ ასევე საინტერესო ცნობებს გვაძლევს აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი:

"გურიასა და სამეგრელოშიც ორ-ორი სახელი არსებობს და აქაც ორივე განსხვავებული სიდიდის ჭურჭლის აღმნიშვნელია. სახელდობრ, დიდი და საშუალო ტანის ჭურჭელს გურიაში ჭური, ოდიშში ლაგვანი ეწოდებოდა; ხოლო მომცროს, რომელიც 5 ვედრომდე ტკბილს, ანუ ღვინოს ჩაიტევდა, გურიაში ქვიბარი, ოდიშში ლახუტი ერქვა.

გურიაში ღვინის პატარა ჭურისათვის მიღებული სახელი _ ქვიბარი ერთი მხრით, ქვევრს გვაგონებს, მაგრამ მეორე მხრით, უფრო მეტად ყვიბარს. სულხან საბა ორბელიანის განმარტებითაც ხომ "ყვიბარი მომცრო ჭური" იყო".

ამრიგად, საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებულ სახელთაგან, რომლითაც ღვინის შესანახ, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელს მოიხსენიებდნენ, ჩვენთვის ცნობილია შემდეგი სახელები: ქვევრი, ჭური, დერგი, ლაგვინი, ლაგვინარი, ყვიბარი, ქვიბარი, ლახუტი, ჩასავალი, ხალანი და ქოცო. შესაძლოა, შორეულ წარსულში სხვა სახელებიც არსებობდა, რომლითაც ღვინის შესანახი ჭურჭელი იყო სახელდებული, მაგრამ ამის შესახებ ცნობები ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.

ქვევრის ღვინო

როდესაც ჩვენ ქვევრებზე და მათ წარმომავლობაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს თავად ის, თუ რას ემსახურება ქვევრი. რა თქმა უნდა, ეს არის ღვინო. ხოლო, როდესაც ქვევრის ღვინოს განვიხილავთ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თუმცა, ქვევრები მთელს საქართველოს მთასა თუ ბარში გვხვდება, მაგრამ ღვინის დაყენების ტექნოლოგია თითქმის ყველა კუთხეში, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, განსხვავებულია. ძველად არსებობდა ქვევრებში ღვინის დაყენების კახური, ქართლის, იმერული და მესხური წესები. ყველა ის წესები, რომლებსაც მიმართავდნენ ამა თუ იმ კუთხეში, როგორც ითქვა, რიგი ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იყო ადგილობრივი ნიადაგების ტიპები, კლიმატური პირობები, ადათ-წესები და სხვა გარე თუ შიდა ფაქტორები. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში გათვალისწინებული იყო თავად ყურძნის მოსავლის წელი და მისი ქიმიური შედგენილობა. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ, მაგალითად, კახეთში, ქვევრებში ყურძენს, მთლიანი ჭაჭიანად ათავსებდნენ დასადუღებლად, ხოლო იმერული ღვინის შემთხვევაში, ალკოჰოლურ დუღილში მონაწილეობდა ჭაჭის მხოლოდ ერთი მესამედი და ასე შემდეგ. როგორც უკვე ითქვა, ამ ყოველივეს ასევე ის ადგილიც განაპირობებს, სადაც ამა თუ იმ მხარის ჯიშის ყურძენია მოწეული. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ რითია გამორჩეული ქვევრებში დაყენებული ღვინო სხვა ღვინისაგან? ამ შემთხვევაში, ჩვენს მიზანს სულაც არ წარმოადგენს, ვისაუბროთ და განვიხილოთ სხვა ღვინოების ნაკლოვანებები ქვევრის ღვინოსთან შედარებით, რაც ნამდვილად არასწორი იქნებოდა, არამედ ყურადღებას გავამახვილებთ ქვევრის ღვინის იმ სიკეთეზე, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. მოკლედ შევეხებით, ასევე, ქვევრში ღვინის დაყენების სხვადასხვა წესებს, როგორიცაა იმერული, კახური და სხვა.

პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი წესი ქვევრებში ღვინის დაყენებისა არის ქვევრში ღვინის დაყოვნება თავისსავე ჭაჭაზე, როგორც დუღილის დროს, ისე მის შემდგომ პერიოდშიც. ამ შემთხვევაში ძალზე საინტერესოა ღვინის დაყენების ძველი კახური წესი, რომელსაც დღეს-დღეობით, სამწუხაროდ, ძალზე ცოტა მიმდევარი დარჩა. ქვევრებში თეთრი ღვინის კახური წესით დაყენება გულისხმობს, მაგალითად, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ქვევრებში მთელი ჭაჭიანად ჩაწურვას, ან თავდაპირველად საწნახელში დაწურვას და შემდგომად ჭაჭის ქვევრებში დამატებას. ორივე შემთხვევაში, ალკოჰოლური დუღილი ჭაჭის მთლიან რაოდენობაზე მიმდინარეობს. დუღილის დასრულების შემდეგ, მაშინ, როდესაც ქვევრის თავზე მომდგარი ჭაჭა ღვინოში ჩაიძირება, ქვევრი უნდა შეივსოს იგივე ხასიათის ღვინით და დაიხუფოს სარქველით. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რამდენი ხანი უნდა დაყოვნდეს დასავარგებლად კახური ღვინო თავისსავე ჭაჭაზე. წითელი ღვინო ქვევრებში თავისივე ჭაჭაზე მხოლოდ ალკოჰოლური დუღილის პერიოდი ჩერდება. ეს პერიოდი შესაძლოა იყოს 7-10 დღე, მაქსიმუმ, ორი კვირა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჭაჭაზე დაყოვნების პერიოდის განსასაზღვრად დიდი მნიშვნელობა აქვს ყურძნის ჯიშს, დუღილის ხანგრძლივობას, გარემო პირობებს და სხვა. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, წითელი ღვინის ჭაჭაზე დაყოვნების დრო ცვალებადია და მერყეობს, როგორც უკვე ითქვა 7-დან 10-14 დღემდე. რაც შეეხება თეთრ ღვინოს, ძველი კახური წესი გულისხმობდა ჭაჭაზე ღვინის ადრე გაზაფხულამდე (მარტის დასაწყისი) დავარგებას. აღნიშნულ პერიოდში ღვინო იძენს კახური ღვინისათვის დამახასიათებელ ტიპიურობას, რომელიც განაპირობებს ამ ღვინის უნიკალურობას. ხალხში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს, ჭაჭაზე დიდხანს დავარგებული ღვინო ზედმეტად უხეში გამოდის, უსაფუძვლოა. უხეში და, აქედან გამომდინარე, უხარისხო ღვინო არა ჭაჭაზე დიდხანს დაყოვნებით, არამედ რიგი წესების დაუცველობითა და ტექნოლოგიური პროცესების დარღვევით მიიღება.

ჭაჭაზე ასე დიდი ხნით დაყოვნებული ღვინო იძენს მუქ ჩალისფერ ან ოქროსფერ შეფერილობას, იგი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და კრიალა, ხასიათდება ხილის ტონებითა და ტანინების ზომიერი შემცველობით და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, არის ბუნებრივად სტაბილური. ამგვარ ღვინოს აღარ ახასიათებს შემღვრევა, არის უფრო მეტად სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე, მაგალითად, ევროპული ღვინო, რადგან ალკოჰოლს ქვევრის ღვინოში დიდი ხნით დაყოვნებული ყურძნის ჭაჭიდან მაქსიმალურად გამოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლო ნივთიერებები. ასეთი ღვინო პირდაპირ ბოთლებშიც რომ ჩამოისხას გაუფილტრავად და დაუმუშავებლად, იგი გარკვეული დროის განმავლობაში შესანიშნავად გაძლებს და შეინახება. თავისთავად ცხადია, ღვინის ზემოთჩამოთვლილ სიკეთეებზე გავლენას ახდენს არა ერთი, არამედ რამოდენიმე ფაქტორი, როგორებიცაა თავად ქვევრი, დუღილისა და ჭაჭაზე შემდგომი დავარგების ტემპერატურა, ყურძნის ჯიში, ვენახის ადგილმდებარეობა, ყურძნის სიმწიფე და მისი ქიმიური შემადგენლობა, ჭაჭაზე დაყოვნების პერიოდი, მარანი და მისი ჰიგიენა და სხვა. აქედან გამომდინარე, თუკი ღვინო ქვევრებში თავისსავე ჭაჭაზე, ჭაჭის ერთ ნაწილზე ან სულაც უჭაჭოდ მხოლოდ მცირე ხნით იმყოფებოდა, მაგალითად რამოდენიმე დღე ან სულაც ერთი-ორი კვირა, მაშინ ყურძნის ჭაჭიდან ღვინო, მითუმეტეს ბოლომდე დაუდუღებელი, ვერ მოასწრებს შეიძინოს და მიიღოს ყველა ზემოთჩამოთვლილი სასარგებლო თვისება და თავისთავად ცხადია, ვერც ქვევრი მოასწრებს დადებითად იმოქმედოს ღვინოზე ასეთ მცირე დროში.

ღვინის დაყენების იმერული წესი გულისხმობს საწნახელიდან ან ყურძნის წნეხიდან ქვევრებში ჩასხმულ ტკბილს დაემატოს, არა როგორც კახური წესის შემთხვევაში, ჭაჭის მთლიანი რაოდენობა, არამედ მისი მხოლოდ ერთი მესამედი ნაწილი. რა თქმა უნდა, აქაც თეთრყურძნიანი ჯიშები იგულისხმება. ისე, როგორც ღვინის კახური წესით დაყენების შემთხვევაში, იმერეთშიც მერყეობს სადუღრად დასამატებელი ჭაჭის რაოდენობა და ღვინის ჭაჭაზე დავარგების დრო.

ქართლისა და მესხეთ-ჯავახეთის შემთხვევაში, თუმცაღა ზუსტი გადმოცემა არ არსებობს აქაური ღვინის დაყენების წესისა, მაგრამ აქაც, ისე, როგორც ეს კახეთსა და იმერეთში იყო მიღებული, ქვევრებში მიმდინარეობდა არა მხოლოდ ყურძნის ტკბილის, არამედ მისი ჭაჭის ერთ ნაწილთან ერთად დუღილი და მასზე შემდგომი დავარგება გარკვეული დროით. უნდა აღინიშნოს, რომ არც ღვინის "უდედოდ" დაყენება ყოფილა უცხო საქართველოში. უდედოდ, ანუ თანამედროვე გაგებით, ევროპული წესით ღვინის დაყენებას ძველთაგანვე იცნობდნენ ჩვენში, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უდედოდ დაყენებულ ღვინოზე რაიმე ცნობებს ქართულ წყაროებში უფრო იშვიათად ვხვდებით, ვიდრე ღვინის ქართულად დაყენების შესახებ. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ასევე ძველთაგანვე სცოდნიათ რამოდენიმე ჯიშის ყურძნისა და ტკბილის გარკვეული დოზებით ერთმანეთში შერევა და მათი ქვევრებში დადუღება. მაგალითად, ქართლში, ქალაქ გორთან მდებარე სოფელ ხიდისთავში, იცოდნენ ქართლის ყურძნის ჯიშების: ჩინურის, თავკვერისა და გორული მწვანეს ერთმანეთში შერევით, ძველ დროში თითქმის მთელს აღმოსავლეთ საქართველოში განთქმული ღვინის, "ხიდისთაურის" დაყენება. ასევე, რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯერეთულის ერთად დადუღებით, მიიღებდნენ მთელს საქართველოში ცნობილ ღვინოს "ხვანჭკარას" სახელწოდებით და სხვა.

დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის ქართულად დაყენება გულისხმობს ყურძნის ტკბილის, გარკვეული რაოდენობის ჭაჭასთან ერთად დადუღებას, დაღვინებასა და შემდგომ დავარგებას და მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ევროპულად ანუ ღვინის უდედოდ დაყენება ჩვენთვის უცხო ძველ დროშიც კი არ ყოფილა და ამგვარი ღვინო საუკუნეების განმავლობაში მზადდებოდა ჩვენში, ქართულ ღვინოდ მოიაზრება არა ეს უკანასკნელი, არამედ სწორედ ზემოთ ხსენებული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვევრის ღვინოდ ითვლება ის ღვინო, რომელმაც, არა მხოლოდ დადუღდა ქვევრებში, არამედ მოხდა მისი ქვევრებშივე გარკვეული დროით დავარგება. შესაძლოა, ქვევრებში ღვინის თავისსავე ჭაჭაზე დავარგება არ მოხდეს, არამედ მოხდეს ღვინისა და ჭაჭის განცალკევება, მაგალითად, ალკოჰოლური დუღილის შემდეგ ან სულაც წინ, მაგრამ ჭაჭიდან მოხსნილი ღვინო უნდა დაუბრუნდეს ქვევრებს და არა სხვა ჭურჭელს (იგულისხმება: კასრი, ცისტერნა და სხვ.). მართალია, ჯერჯერობით, ქართული კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ ქვევრის ღვინის ტექნოლოგიაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ჩვენი აზრით, ქვევრის ღვინოდ უნდა ჩაითვალოს ისეთი ღვინო, რომელმაც ქვევრებში, დადუღებიდან მოყოლებული, თავის ჭაჭიანად თუ უჭაჭოდ მინიმუმ სამი-ხუთი თვე დაჰყო.

ორი სიტყვით შევეხოთ ქვევრებში ღვინის შენახვის ხანგრძლივობის საკითხსაც. დღეს-დღეობით, სადავო საკითხია ის, თუ რა პერიოდითაა შესაძლებელი ღვინის ქვევრებში შენახვა. არსებობს მოსახლეობაში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ, თითქოს, ღვინო ქვევრებში ერთ წლამდე ინახებოდეს და ამის შემდეგ ქვევრი ღვინოს ვეღარ ინახავს. ეს აზრი მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში, თუკი ქვევრებში ღვინო ხანგრძლივად არ ინახება, ეს არის არა ქვევრის, არამედ იმის ბრალი, რომ მეღვინეს მიერ დარღვეულია ქვევრის ჰიგიენისა და ღვინის შენახვის ტექნიკური თუ ტექნოლოგიური საკითხები. ქვევრებში ღვინო, თუკი დაცულია ღვინის შენახვისა, მარნის მოწყობისა და ქვევრების ჰიგიენის ყველა პირობა, შესაძლოა, შენახულ იქნას საკმაოდ ხანგრძლივად, ყოველი შემთხვევისთვის, ძველი წყაროებიდან ცხადი ხდება, რომ ძველად, ღვინოს ქვევრებში ათწლეულობითაც კი ინახავდნენ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არ გამოირიცხება ღვინის ხარისხისა და მდგომარეობის გარკვეული პერიოდულობით გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩარევა. რიგი წესების დაცვით დამზადებული, გარეცხილი ქვევრი და მოწყობილი მარანი წინაპირობებია იმისა, რომ ღვინო შენახულ იქნას ხანგრძლივად და ხარისხიანად.

თუკი ღვინის ხანგრძლივად შენახვა შესაძლებელია მუხის კასრებში ან ღვინის ცისტერნებში, ჩვენი აზრით, ქვევრებში, მითუმეტეს შესაძლებელია ღვინის წლობით შენახვა. ზოგადად, თუკი ღვინო, თუნდაც ორი წლით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეინახა ქვევრში, ეს უკვე ნიშნავს, რომ ღვინის შენახვა ქვევრებში უფრო ხანგრძლივი დროითაცაა შესაძლებელი.

(გაგრძელება იქნება)




 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი წუხელ თბილისში ... ...
  • პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს,  სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია - ზურაბიშვილი პანკისზეპოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. "მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მცირე ჰესების პროექტის გახორციელება პანკისის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყებამ შსს-ს თავად მიმართა. თურნავას უწყების განცხადებაში ძირითადად იმ სარგებელზეა საუბარი რომელიც მათი განცხადებით, ჰესებს მოაქვს “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების - „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურებისექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ... ...
  • პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება BBC-ის ობიექტივშიპანკისის ხეობაში  განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ. როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს. პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ. რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი  მეთაურების სამშობლო. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...
ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...