სამონადირეო ტურიზმი მხოლოდ გართობა როდია

კარმიდამო ჩემი

სამონადირეო ტურიზმი მხოლოდ გართობა როდია

3 იან. 2012, 07:13:01

"დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის ნებართვის დაშვება სულაც არ მიმაჩნია საძრახის საქმედ, მაგრამ "კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა", ამასთანავე, კარგი შემსრულებელიც, რომელიც მხოლოდ მოვალეობისთვის კი არ იმოქმედებს, არამედ ბუნებისა და მისი შვილების გულშემატკივარი იქნება", _ ამბობს ენვერ (ერმოგენ) კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის" დამფუძნებელი. იგი ძველი მონადირეა და საქართველოს მთა-ბარი ფეხდაფეხ აქვს მოვლილი. განსაკუთრებით, გურიის ფლორისა და ფაუნის ქომაგია და ათეული წლების წინ, საქართველოში პირველმა ჩამოაყალიბა აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, "ფრთები კარგად ვერ გაშალა", ზოგიერთებმა კარგი იდეებიც კი გამოსტყუეს და მერე თვითონ გამოიყენეს.

ენვერ კომახიძეს არა ერთ მტკივნეულ პრობლემაზეც ვესაუბრეთ, რომელიც დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემასა და იქ ნადირობის ნებართვას უკავშირდება. მან აღნიშნა, რომ საუკუნეების წინ, ჩვენს მთასა და ბარში, არა ერთი იშვიათი ჯიშის ცხოველი თუ ფრინველი ბინადრობდა, რომელსაც თავდადებით უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ ჩვენი წინაპრები, თუმცა, ბოლო ათწლეულებმა ძალიან გაანელა ხალხის ინტერესი ამ კუთხით და ამ საქმეს ცალკეული გულშემატკივრებიღა შემორჩნენ ქომაგად. მათ შორის, ენვერ კომახიძე საკუთარ თავსაც გულისხმობს. ზოგიერთ კითხვას მან, ჩვენი აზრით, პარადოქსული პასუხიც გასცა, თუმცა, ამას ახსნაც მოუძებნა.

_ ბატონო ენვერ, თქვენ, როგორც ძველ მონადირეს, პირველ რიგში, მსურს გკითხოთ, ეთანხმებით თუ არა კანონპროექტს, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის დაშვების შესახებ?

_ საერთოდ, ნადირობა დასაშვებად მიმაჩნია გამოხშირვის მიზნით. ინგლისში, ოთხ წელიწადში ერთხელ, აკეთებენ გამოხშირვას. სამონადირეო ტურიზმი გულისხმობს იმას, რომ ტურისტი ერთ დღეს ნადირობს, მეორე დღეს ბუნების საოცრებებს ათვალიერებს, მესამე დღეს თევზაობს, მეოთხე დღეს ფოტორეპორტიორად გვევლინება და ასე შემდეგ. ფანტაზია ამოუწურავია. გააჩნია, ტურისტი წელიწადის რომელ დროს ჩამოვა. ამ ყველაფერს თავისი მეთვალყურე და კანონის ჩარჩოში მომქცევი უნდა ჰყავდეს. თორემ ყველამ ყოველდღე რომ ინადიროს, ხომ ამოწყდა ნადირ-ფრინველი?! ამას არც არავინ დაუშვებს. გარდა ამისა, "კეკიობის" ჟამს ყოვლად დაუშვებელია სანადიროდ გასვლა. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის ნებართვის დაშვებას, თქვენ წარმოიდგინეთ, ვეთანხმები და მსურს, ვთქვა ერთი რამ: თუ ნადირობა სურს ადამიანს, მას, პირველ რიგში, მოეთხოვება ეს სანადირო გარემო თვითონვე შექმნას. ამასთანავე, იქნება რაღაც დამცავი მექანიზმი, რომელიც შეზღუდვებს დააწესებს. გადასახადი კი კარგი ხელმძღვანელის ხელში, კარგ საქმეს მოხმარდება. ხმები, ეჭვები და ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ვიღაც სადღაც წაიღებს ამ ფულს და კარგ საქმეს არ მოხმარდება, ნაკლებ სარწმუნოა, რადგან ასე თუ ვიფიქრეთ, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ საქმის გაკეთება გულით და პატიოსნად სურს ადამიანს, აუცილებლად გამოვა.

_ ბატონო ენვერ, ნადირობის რა ხნის სტაჟი გაქვთ?

_ რაც ხელში "რაგატკა" ავიღე, მას შემდეგ ვნადირობ. ალბათ, 13 წლის ასაკიდან. ნადირობა მიყვარს, მაგრამ ბუნებას ვაღმერთებ და ბახმაროს ტყეში რომ შემიყვანო, გზას თვალდახუჭული გავიგნებ. თან გამოვიცნობ, რომელი ჩიტი როგორ გალობს. ხეებს რამდენჯერ მოვფერებივარ, ვინ მოთვლის. გომისმთაზე ერთი ადგილია, "მგლის ნაწოლს" ეძახიან. ირგვლივ საოცარი ალვის ხეები იზრდება _ სულ მზისკენ გარბიან! ბუნებას თავისი სასწაულები აქვს. აქაური კაცი რომ გაგიჟდები ამ სილამაზითა და იდუმალებით, სხვას რა მოუვა? ერთხელ ნისლში დავიკარგე. ისეთი ბურუსი იცის იქ, ერთ მეტრში ვერც თოფის ხმას გაიგებ და ვერც _ ადამიანისას. ძროხას წავავლე კუდში ხელი და ასე, საქონელს მიხუტებული გავედი სამშვიდობოს.

_ როგორ ჩამოაყალიბეთ ადრეულ წლებში თქვენი კლუბი, რა გზა გაიარეთ, რას ეცადეთ, რა გამოგივიდათ და რა _ არა?

_ "გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბი" 2000 წელს ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. კანონის სრული დაცვით მოვახდინეთ რეგისტრაცია და შევქმენით წესდება, რომლის მიხედვით ჩვენი საქმიანობის მიზანი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ბუნების ტრფიალისთვის ადვილად შესასრულებელია: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ფლორისა და ფაუნის მოვლა-შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტურიზმის და, მათ შორის, სამონადირეო ტურიზმის განვითარება, ძველი სამონადირეო ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაცია, გადაშენების პირას მისული ფრინველებისა და ცხოველების დაცვა და მათზე ზრუნვა, პროფესიონალ მონადირეთა ხელშეწყობა და დახმარება. ეს ყველაფერი ჩვენ ჯერ კიდევ 11 წლის წინ დავგეგმეთ. მას შემდეგ, ბევრჯერ წამოვაყენეთ ბიზნესწინადადება და ვის აღარ ვთხოვეთ, გურიის რეგიონში ერთადერთი სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის ძირითადი მიზნის _ რეგიონში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებაში თანადგომა, ადრესატს ვუხსნიდით და ვარწმუნებდით, რომ კარგია ხოხბის სანაშენე მეურნეობის შექმნა, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის ე. წ. "რწყავისრტოს" ტყეში შესაძლებელია გარეული ღორის მოშენება. (კომუნისტების დროს, სხვათა შორის, იყო აქ გარეული ღორი მოშენებული და მერე განადგურდა). ეს ტყე ადვილი მისადგომია _ ქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ცენტრალურ საავტომობილო გზამდე მანძილი, სულ რაღაც, 1,5 კილომეტრია. ტყის ფართობი არის 30 ჰექტარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ხელსაყრელი გარემოა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენი კლუბს აქვს დასახული.

_ ბატონო ენვერ, ასე ადვილია გარეული ღორის ტყეში გაშვება? ხალხი შინ ვერ ზრდის იოლად პირუტყვს.

_ სწორედ რომ ადვილია ჩვენთან ამის გაკეთება. ტყეში არის საკმაო საკვები რესურსი იმისთვის, რომ ველურმა ღორმა თავი ირჩინოს. რა თქმა უნდა, ყურადღება სჭირდება, თუმცა, ტიტანურ შრომას არ ითხოვს. მახსოვს, ერთხელ, ეს იყო 70-იან წლებში, ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და ვაკიჯვრის ტყეში გარეული ღორები დაიხოცნენ. რაკი უჩვეულო ზამთარი დადგა, საჭირო გახდა, ტყეში ქატო აეტანათ და ღორებისთვის დაეყარათ. მოგეხსენებათ, ჩვენთან გრძელი ზამთარი არ იცის და არც ისე ძნელი იყო პირუტყვის გადარჩენა, უბრალოდ, ვიღაცას რაღაც დაეზარა და საქმეც წახდა. დავძენ, რომ ასეთი ზამთარი ჩვენში 30-40 წელში ერთხელ შეიძლება დადგეს და ამის გამკლავება არ უნდა გაგვიჭირდეს.

_ თქვენ თქვით, რომ ერთხელ იდეაც კი მოგპარეს. თუ საიდუმლო არ არის, გვითხარით, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს?

_ ვწერდით პროექტებს და ვისთანაც კი ჩვენი ძალებით ხმის მიწვდენა შეგვეძლო, დახმარებას ვთხოვდით. ერთხელ, არჩევნების დროს, მრეწველ გოგი თოფაძეს "წავაწყდით" გურიაში. გავაცანით ჩვენი იდეა, ტყეში ველური ღორის მოშენების შესახებ. ძალიან მოეწონა ჩვენი ნააზრევი და თანადგომას შეგვპირდა. მერე გავუგზავნეთ წერილი. შეგვეხმიანა, კაბინეტში მიდევსო. დახმარებას კიდევ ერთხელ შეგვპირდა. მოგვიანებით კი სატელევიზიო ეთერით ვნახეთ, რომ კახეთში, სადღაც შემოღობილში გარეული ღორები თავად გაუშვია!!! ღორს "სეტკაში" რა უნდა? ღორი უნდა გაუშვა ტყეში! სიმართლე გითხრათ, გული დაგვწყდა და მერე აღარც შევხმიანებივართ. გადახედეთ ამხელა ტყეებს, გული მიკვდება _ სადღაც მშიერი ტურა თუ დაიჩხავლებს. სავალდებულო ხომ არ არის, ადამიანმა მხოლოდ ინადიროს? უნდა მოშენდეს ფრინველები, ცხოველები და მერე ნადირობასთან ერთად, ადამიანი ბუნების ცქერითაც დატკბეს, ამ ნადირ-ფრინველთან ერთად.

_ ბატონო ენვერ, თქვენ ხოხობიც ახსენეთ.

_ ძალიან კარგი იქნება ჩვენს ტყეებში ხოხბის გაშვება. იგი სულ შვიდი სახეობისაა. კოლხური რომ გაუშვა, ზღვისკენ წავა და თავს ადვილად ვერ დაიცავს, ამიტომ ნაკლებად შეძლებს გამრავლებას. უნდა შეირჩეს ისეთი ჯიში, რომელიც უფრო ტყისკენ მირბის, სტეპში არ ჩამოდის და სიცივეს უძლებს. იქ თავსაც ადვილად დაიცავს და გამრავლებასაც შეძლებს. ხოხობიც იყო ადრე ვაკიჯვრის ტყეში. რჩენას არ გთხოვს და განსაკუთრებულ ჭაპანწყვეტას. ხოხობი იჩხრიკება და არის. ვიმეორებ, მარტო მონდომება არ არის საკმარისი, უნდა გულიანი ინვესტორი და 4-5 წელიწადში შესანიშნავი შედეგი გვექნება. ტურისტი მარტო ზღვითა და მდინარით კი არ უნდა დააინტერესო, არამედ ეგზოტიკური ტყე-პარკითაც უნდა გააოცო. დღევანდელ მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება ძალზე დიდია. ჩამოყალიბდა ტურიზმის ცალკე სახეობა, რომელსაც ეწოდება "ბიორდვოჩერები", რაც მოთვალთვალეს ნიშნავს ინგლისურად. გადამფრენ ფრინველებს სურათებს უღებენ. ჩვენს ქვეყანაში, ბათუმში არის კიდევ ერთი სამიგრაციო დერეფანი ანუ ძაბრი, რომელიც ასე იქმნება: მას შემდეგ, რაც მტაცებელი ფრინველები გადმოლახავენ დიდი კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს, ეშვებიან კოლხეთის დაბლობზე. ენერგიის დაზოგვის მიზნით, ერიდებიან შავი ზღვის ზედაპირს, ლიხის და მესხეთის ქედებს. ამის გამო, ძალაუნებურად, მათი დიდი ნაწილი თავს იყრის ბათუმის მიდამოებში. შემდეგ, როცა გადალახავენ საქართველოს საზღვარს, თანდათან ისევ დაშორდებიან ერთმანეთს. ეს, სანახაობრივი თვალსაზრისით, საოცრებაა და "ბიორდვოჩერებისთვის" ძალიან "მსუყე ლუკმა". ამ საქმითაც შეიძლება, ბიუჯეტში სერიოზული თანხა შევიდეს. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით _ ერთხელ გადამფრენ ფრინველს, რომლის ნამდვილი სახელი კრაზანიჭამიაა და ჩვენში ირაოს ვეძახით, ფეხზე აღმოვუჩინეთ რგოლი. ფინეთიდან იყო წამოსული. მერე ეს ინფორმაცია აღნიშნულ მისამართზე გავგზავნეთ ინტერნეტით. ძალიან მადლობელი დარჩნენ და გვითხრეს, ეს უკვე 76-ე შემთხვევაა, რაც მაგ ტრასით მიფრინავენო! წარმოიდგინეთ, ჩვენს ზემოთ როგორი ტრასა გაუხსნიათ გადამფრენებს, თან ამ ტრასით შეიძლება, ჩვენ ისე "ვისარგებლოთ", რომ სარგებელი ბიუჯეტში შევიდეს და სამომავლო საქმეს წაადგეს.

მსოფლიოში დღეს ძალიან პოპულარულია გადამფრენ ფრინველებზე, ზოგადად ფრინველებზე, დაკვირვება. ეკოლოგიური ტურიზმის ფარგლებში სპეციალური ტურები ეწყობა, რომლის დროსაც ტურისტებს საშუალება აქვთ, ფრინველებს უშუალოდ ბუნებაში დააკვირდნენ, გადაუღონ ფოტოები, ჩაიწერონ მათი გალობა. ბოლოდროინდელი მონაცემებით, ამერიკაში ამ ტურებიდან შემოსული თანხა ბეისბოლიდან შემოსულს უსწრებს და 5,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. შემოსავლის დიდი ნაწილი ისევ ფრინველთა დაცვას ხმარდება. იზრდება დაცული ტერიტორიების პერსონალი. ამიტომაც არის დაფიქრება საჭირო, რომ საქართველოშიც შეიქმნას მსგავსი ინფრასტრუქტურა. ეს ჩემი ოცნებაა.

_ ამ ეტაპზე თქვენ მაინც ენთუზიაზმის ამარა ხართ და ჯიუტად გჯერათ, რომ კეთილი ინვესტორი გამოჩნდება.

_ ინვესტორთან, თუ ის გამოჩნდება, დაჯდომა და სერიოზული საუბარია საჭირო. მაქვს იდეა, რომელსაც დიდი ხანია, ველოლიავები. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ თუ რამე გაკეთდება, არ მინდა, ფულთან შეხება მქონდეს. უბრალოდ, ინვესტორისთვის მე ვიქნები დასაყრდენი ჩვენს მხარეში. პრეტენზია ნამდვილად მაქვს გურიის ფლორისა და ფაუნის სიღრმისეულ ცოდნასა და დიდ სიყვარულზე. ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს, საქართველოს თუ არა, გურიის ისტორიაში მაინც შევა. ადვილიც არ იქნება ეს ყველაფერი რომ აკეთო. კონტროლი, დევნა და სირბილი უნდა და, რაც მთავარია, ისეთი სიყვარული, რომელიც ბუნების გარეშე ვერ გაგაძლებინებს. აი, მაშინ საქმე გამოვა.

_ "ჩაშვების ინსტიტუტი" ახსენეთ. ვინმე ვინმემ, როდის და რატომ ან რანაირად უნდა "ჩაუშვას"?

_ ჩვენს კლუბს ადრე გამოუყვეს 54 ჰექტარი ტყე, ვაკიჯვრიდან ბახმარომდე, მაგრამ სწორედ ინვესტორის არყოლის გამო ჩამოგვართვეს. ან რად გვინდოდა? ვერ მივხედეთ. თუ ბედი გაგვიღიმებს და მოხდება ისე, რომ საქმეს შევუდგებით, ერთობლივი გადაწყვეტილება ყველასთვის კანონი უნდა იყოს. ამიტომ, როცა ტყეში თოფის ხმას გაიგებ, ვგულისხმობ იმ ტყეს, სადაც უკვე პროექტი გახორციელდება, ყველამ უნდა გაარკვიოს, უნდა გამოიძიოს, ვის წასძლია სულმა, ენადირა. გარკვეული ფორმით ის უნდა დაისაჯოს უპასუხისმგებლობისა და სულწასულობისთვის. თუ ნადირობაა, ან ერთად უნდა ინადირონ ან შეთანხმებით. ამას გინდ "ჩაშვება" დაარქვით და გინდ, გაშვება. ასეთი ადამიანი უნდა ჩამოშორდეს "ტყის ძმებს". სხვანაირად შედეგი არ დადგება _ მონადირე და ნადირობა მეტად ფაქიზი ცნებებია.

_ რას მიიჩნევთ ბრაკონიერობად?

_ წყლის მოწამვლა და დინამიტით სარგებლობა ნამდვილად ბრაკონიერობაა და ეს არ უნდა დავუშვათ. სინათლით, ანუ ფანარით ნადირობა კი სპორტული სახეა და აკრძალვას არ ექვემდებარება.

_ ბატონო ენვერ, თუ გაგიგიათ ან წაგიკითხავთ, ძველად, საქართველოში, რა პრინციპით უდგებოდნენ ისეთ ან მსგავს საკითხებს, როგორზეც ახლა ვისაუბრეთ?

_ გადასახადის ამბავი არ ახალია. წამიკითხავს ისტორიკოს ქველი ჩხატარაშვილის გამოკვლევა ნაფაცხვარი-გომისმთის შესახებ. ძველ საქართველოში, მხარეთა შორის, საზღვრები გადიოდა, მაგალითად, გურიასა და აჭარას შორის. მდინარე აჭარისწყლის აუზის კალთები აჭარას ეკუთვნოდა, შავ ზღვაზე ჩამდინარე წყლების სათავეები კი _ გურიას. გურია-აჭარის ქედზე სამი მთავარი "საბალახო მთა" იყო, რომლის მიდამოებზე გაზაფხულ-ზაფხულობით აჭარიდან გადმოსული მესაქონლეები ერისთავებს ყოველწლიურად "ბალახის ბაჟს" ანუ "საბალახეს" უხდიდნენ: ყოველ მეწველ ძროხასა და კამეჩზე თითო ყველს, მეწველ თხებსა და ცხვრებზე კი მათ "ათიათავს", ანუ მეათედს. გურიელსა და შემოქმედის მონასტერს ეკუთვნოდა მთაგინურას საძოვრები. მეფის რუსეთის ხელისუფლებისთვის 1829 წელს წარდგენილ მოხსენებაში ოზურგეთისა და შემოქმედის მოურავი, თავადი ლაზარე ნაკაშიძე აღნიშნავდა, რომ შემოქმედის მონასტერს ეკუთვნოდა გოგიეთის, გომისა და ვაკიჯვრის ტყეები, საიდანაც მონასტერს ათი ოყა სანთელი შემოდიოდა. მონასტერსვე ეკუთვნოდა "ნადირობის ბაჟი" _ ამ ტყეებში მოკლული ირმის და ღორის ფელიკი. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ამით იმის თქმა მინდა, რომ საქმეს სჭირდება ორგანიზებული მიდგომა. გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი ჩვენი უზადო ბუნების სახით, რომლის მიზანმიმართულად და სიყვარულით ათვისება ჩემთვის და ყველასთვის ნანატრი ოცნების ახდენასთან მიგვიყვანს.




 ახალი ამბები
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...
  • გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის- პროკურატურა„საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ. თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ. დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ. გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები. ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ. გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყოგიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი ... ...
  • "თანხა წაღებულია, ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი"- კახეთში ეკლესია გაძარცვესგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის თქმით, მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. „მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან ჩამტვრეულია, მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი“, _ ამბობს სტიქაროსანი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო ... ...
  • თურნავა: გვაქვს რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე დანარჩენ საქართველოშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს. „კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა თურნავამ. თურნავას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს. საუბარია, სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...