როგორ მოვაწყოთ ძროხის სადგომი

კარმიდამო ჩემი

როგორ მოვაწყოთ ძროხის სადგომი

2012 იან 3 07:17:40
ძროხის სადგომის ზომები (ერთ სულზე) უნდა იყოს, დაახლოებით, 2X3 მ, მაგრამ ყველაზე მოხერხებულია 3X3 მ, სადგომის სიმაღლე კი მინიმუმ 2,5 მ. ერთ ძროხაზე და ერთ ხბოზე ბოსლის ფართი უნდა იყოს 10 კვმ, გასასვლელის სიგანე მომსახურებისთვის 1,2-1,5 მ, უშუალოდ ძროხის სადგომის ზომები კი ასეთია: სიგანე _ 1,1 მ, სიგრძე _ 1,7 მ.

საკვებური არ უნდა იყოს მიბჯენილი კედელზე. სუნთქვის დროს ცხოველები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ტენს, რომელსაც ისრუტავს კედლები, შემდეგ წარმოიქმნება კონდენსატი, რაც იწვევს შენობაში სინესტეს. ამიტომ, საკვებურთან აუცილებლად აწყობენ მისადგომ გასასვლელს 1 მ სიგანით (ძროხების ერთრიგად შენახვისას).

სამშენებლო მასალად შეიძლება იყოს გამოყენებული აგური, ხე, ბლოკი. სადგომის იატაკი მიწიდან უფრო მაღლა უნდა იყოს. კარები მოაწყვეთ აღმოსავლეთის ან სამხრეთის მხარეს, იმისათვის, რომ შენობა დროდადრო შრებოდეს. ძროხებს არ უყვართ სიბნელე, ამიტომ, ორი ან სამი ფანჯარა (0,5 მ X 0,7 მ) უნდა იყოს ძროხის თვალის სიმაღლეზე, ანუ მანძილი იატაკიდან ფანჯრის ქვედა მხარემდე _ 1,2-1,3 მ. ფანჯრის ფართი უნდა შეადგენდეს იატაკის ფართის ერთ მეათედს.

იმისთვის, რომ სადგომში იყოს კარგი ბუნებრივი განათება, მას აშენებენ სიგრძეზე დასავლეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ფანჯრები უნდა იყოს სამხრეთის და აღმოსავლეთის მხრიდან. ასეთი განლაგება ხელს უწყობს კარგ დღის განათებას და იცავს ცხოველებს სიცივისგან. ფანჯრები პერიოდულად უნდა იწმინდებოდეს.

ჭერი უმჯობესია სქელი ფიცრებისაგან იყოს გაკეთებული.

ტრავმების თავიდან ასაცილებლად, საკვებური მაქსიმალურად გლუვი ხის მასალიდან უნდა იყოს დამზადებული 30-35 სმ სიმაღლისა და 45 სმ სიგანის, სიგრძით _ 1 მ და მეტი. საპირისპირო მხარეს, იატაკზე მოაწყეთ ღარი ნაკელისთვის (სიღრმე 10-12 სმ, სიგანე 22-25 სმ). იატაკი უნდა იყოს დახრილი 2-3 გრადუსით.

სადგომში ყოველთვის უნდა იყოს სისუფთავე, რადგან დაბინძურებული გარემო უარყოფითად მოქმედებს პროდუქტიულობაზე.

საფენად გამოიყენეთ ნამჯა, ნახერხი ან ტორფი. თუ ბოსელი გათვალისწინებულია ძროხების უცვლელ საფენზე შენახვაზე, მაშინ ბოსლის სიმაღლე 3 მ მაინც უნდა იყოს, იატაკი კი თიხაბეტონით ან/და წვრილი ქვაფენილით მოწყობილი. საფენი მუდმივად მშრალი უნდა იყოს! სველი და ჭუჭყიანი საფენი 20-30%-ით ამცირებს ყოველდღიურ ნამატს და ამდენადვე იზრდება საკვების დანახარჯი.

სადგომში აუცილებლად უნდა იყოს ვენტილაცია. ამისათვის ჭერში აკეთებენ შახტას, სადაც ეწყობა სავენტილაციო მილი ფიცრებისაგან. ფიცრების სიგანე 50-60 სმ, ხოლო კვეთაში დაახლოებით _ 15X15 სმ-ზე. მილის ქვემოთა ნაწილში გაყოფილია ჯვარედინად ორი ტიხრით. ასეთი სისტემით ერთდროულად მიმდინარეობს ჰაერაცია. სახურავს მილი უნდა ასცდეს 50-60 სმ-ზე, რომ დაცული იყოს ქარისაგან. ჭერში, მილის ქვეშ, აკეთებენ ფარს, ფართით 2-ჯერ მეტს, ვიდრე მილია, იმისათვის, რომ ჰაერი ერთნაირად განაწილდეს შენობის შიგნით. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჰაერის ნაკადის რეგულირებისას (ანუ ტიხრების გახსნისას) განსაკუთრებით ძლიერი ქარის ან წვიმის დროს _ ძროხები შეიძლება გაცივდნენ.

ცხოველების პროდუქტიულობა დიდად არის დამოკიდებული მოვლა-შენახვის პირობებზე. ხშირად, საკარმიდამო მეურნეობებში, ამ ფაქტორს არ ითვალისწინებენ და არ არის დაცული ელემენტარული ზოოჰიგიენის ნორმები. ასეთ შენობებში არ არის კანალიზაცია და ვენტილაცია, რის გამოც შენობის შიგნით სინესტეა და ჟანგბადის უკმარისობა, ჰაერი დახუთულია და გროვდება მავნე აირები.

ტიპიური სადგომის ფართი ხბოს შენახვის გათვალისწინებით არის 6X4, სიმაღლით 2,5 მ. შენობის შიდა კუბატურა უნდა იყოს არა ნაკლებ 20 კბმ ერთ ძროხაზე, ხოლო ერთ ხბოზე _ 10 კბმ. ბოსლის შიგნით აყენებენ მსუბუქ ტიხარს კარების ადგილზე და უფრო პატარა ნაწილში ინახავენ ხბოს. ბოსელში უნდა იყოს სიმშრალე და სისუფთავე, საკმარისად დღის შუქი და სუფთა ჰაერი. ოპტიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსი. ასეთ ტემპერატურის რეჟიმში ძროხა ნაკლებად ხარჯავს ენერგიას თბორეგულაციაზე და უკეთესად იყენებს საკვებს პროდუქტიულობაზე (რძის წარმოქმნაზე), ხოლო მოზარდი _ წონამატზე. შენობა რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს, მაგრამ უნდა ვერიდოთ ორპირ ქარს.

ცუდი ვენტილაციის დროს, სუნთქვისას ძროხა გამოყოფს დღე-ღამეში 8-12 კგ ორთქლს და შენობის შიგნით სწრაფად გროვდება ტენი. იმავდროულად ძროხა გამოყოფს ნახშირორჟანგის დიდ რაოდენობასაც. ეს უარყოფითად მოქმედებს ცხოველების ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით, ზამთარში და ყველაზე მეტად ავადდებიან ხბოები.

საფენი უნდა იყოს ტენტევადი, ყოველგვარი შხამიანი მცენარეების მინარევებისა და სარეველა ბალახების, ობის გარეშე. ყველაზე საუკეთესოდ ითვლება საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების _ ნამჯის საფენი. იგი კარგად ისრუტავს ტენს, ნაკელი კი საკმაო რაოდენობის რჩება. ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ მშრალი ნახერხი, თუმცა, ნახერხის ნაკლი ის არის, რომ აბინძურებს ცხოველის კანს. საფენი დაბინძურებისთანავე უნდა გამოიცვალოს. თუ თავის დროზე არ გამოვცვლით საფენს, მაშინ შარდის და ნაკელის დაშლის შედეგად წარმოიქმნება მავნე აირები _ ამიაკი და გოგირდწყალბადი, რომლებიც აღიზიანებენ თვალის და სასუნთქი გზების ლორწოს და ხშირად იწვევენ დაავადებებს. ამიტომ, ნაკელი ბოსლიდან დღეში 2 ჯერ უნდა გავიტანოთ (ან ყოველდღე მაინც).

წელიწადში ერთი ძროხიდან 10 ტ-მდე ნაკელს ვიღებთ, რომელიც ძვირფასი ორგანული სასუქია. საკარმიდამო მეურნეობისთვის საკმარისი იქნება სანაკელე ორმოს მოწყობა ზომებით 2,5 მX2,5 მ, სიღრმე _ 0,5 მ. ნაკელის შესანახი ორმო უნდა იყოს საძროხის კედელთან ახლოს. ორმოს ზემოდან უნდა ჰქონდეს ფარდული. კედლებს აპირკეთებენ ქვით ცემენტის ხსნარზე. ნაკელს აგროვებენ ფენა-ფენა 1-2 მ სიმაღლით, შემდეგ აფარებენ მას 10-15 სმ სისქის ტორფს ან წვრილად დაჭრილ ნამჯას და პერიოდულად ასხამენ წუნწუხს ან წყალს. თუ გრუნტის წყლები მიწის ზედაპირთან ახლოსაა, მაშინ უფრო ნაკლები სიღრმის ორმო უნდა გაკეთდეს, თუ მიწა ქვიშიანია, ფსკერი 20-30 სმ თიხის ფენით უნდა იყოს ამოლესილი და დახრილი საწუნწუხე ორმოსკენ. სანაკელე ორმოდან კეთდება მილი, რითიც წუნწუხი მიედინება საწუნწუხე ორმოში.

სანაკელე ორმოსთან ახლოს აწყობენ 1 მ დიამეტრის და ასეთივე სიღრმის საწუნწუხე ჭას. კედლებს და ფსკერს უსვამენ თიხის ფენას. საძროხის კედლის ქვეშ ამ საწუნწუხე ორმოში უნდა ჩამონტაჟდეს მილი ისეთ სიღრმეზე, რომ ზამთარში არ გაიყინოს. ამ მილით საძროხიდან შარდი და წუნწუხი ჩაედინება საწუნწუხე ჭაში. ასეთივე მილი კეთდება სანაკელე ორმოდან ჭაში ჩასადინებლად.

ნაკელი ბოსლიდან გააქვთ ცალკე გამოყოფილ ადგილზე, ბოსელთან ახლოს და აწყობენ ფენა-ფენა. ნაკელის შენახვას თავისი წესები აქვს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა კარგი დატკეპნა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკელი იწყებს წვას. იმისათვის, რომ შევზღუდოთ ჰაერის შეღწევა ნაკელის ფენაში, უმჯობესია, შევინახოთ ეს "გროვა" ნამიან მდგომარეობაში (ვასხათ წუნწუხი ან წყალი). ასეთი შენახვის დროს, აზოტი და ორგანული ნივთიერებები ინახება ნაკელში. დაუშვებელია ნაკელის დაუტკეპნელად და გაფანტულად დაყრა, რადგან მაშინ ის გადაიქცევა გარემოს დაბინძურების და ინფექციის გავრცელების წყაროდ.

ბოსლის წინ უნდა იყოს მოწყობილი სასეირნო ადგილი ძროხებისთვის 15-20 კვმ ფართით. ასეთ ადგილზე უნდა მოეწყოს ძროხის და ხბოს შესანახად ღრმა საფენი, რომელსაც დიდ ხანს არ ცვლიან და მხოლოდ ამატებენ ზედა ფენაზე ნამჯას, რომ იგი სულ მშრალი იყოს.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...
ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...