მწყერი შინ და მწყერი _ გარეთ


კარმიდამო ჩემი

მწყერი შინ და მწყერი _ გარეთ

1 ივნ. 2015, 14:26:25

წავიდა ის დრო, როცა გურიაში მწყერზე ნადირობის სეზონს აგვისტოდან მოუთმენლად ელოდნენ და ეგონათ, რომ მხოლოდ ამ პერიოდში შეეძლოთ  მიერთვათ ქათმისებრთა ოჯახის ამ ყველაზე მცირე ფრინველის უგემრიელესი ხორცი. ახლა გურულები ცდილობენ,  შინაური მწყერის ღუღუნი ოჯახშიც ისმოდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში როლანდ ქიმუცაძემ მიწის მწყრის მოშენება გადაწყვიტა. ეს პატარა, ქათმისებრი ფრინველი, რომელიც დღეს პოპულარული გახდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, ცნობილია, რომ  ხორცის გარდა, კვერცხსაც იძლევა, რომელიც დელიკატესად არის მიჩნეული.

_ მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი საქმიანობის დაწყება. თუმცა, ეს ჩემი შვილის, ოთარის  წამოწყებაა. გავიგე, რომ მწყერზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და მცირე ბიზნესის დაწყება გადავწყვიტე, თუმცა, არ ვიცი, როგორ შედეგს მივიღებ. რაც მთავარია, მცდელობას არ დავაკლებ, _ გვეუბნება ბატონი როლანდი.

აღსანიშნავია, რომ როლანდ ქიმუცაძე ინოვაციური წიაღსვლებით გამოირჩევა _ ერთი წლის წინ ის ჩვენი გაზეთის სტუმარი იყო. მის ოჯახში კალმახა სოკო მოიყვანეს და ამ საქმიანობას დღესაც აგრძელებენ.

როგორც ჩვენი მასპინძელი ამბობს, მწყერი მოყვანისთანავე ისეთივე ტიპის გალიაში მოათავსა, როგორშიც ქათმის წიწილებს ზრდის. ეს არის თვითნაკეთი, მოხერხებული სამწყერე, როგორც თვითონ ამბობს. გალია დადგმულია სახლთან  მოშორებით, მყუდრო ადგილზე.

როლან ქიმუცაძის თქმით, მწყერი ვერ იტანს ზედმეტ ხმაურს და ასევე ზედმეტად მაღალ ან დაბალ ტემპერატურას _ ძირითადად, 20 გრადუს სითბოში გრძნობს თავს კარგად. ამიტომ, სწორედ ეს ფაქტორი უნდა აკონტროლოს. ასევე  მნიშვნელოვანია საკვები. მწყერი, ისევე როგორც ქათმის წიწილა, კარგად მიირთმევს დაღერღილი სიმინდისა და პურის მარცვალს, ასევე _ ბალახსაც.

მოყვარული მეურნე  იარუსებიანი გალიის გაკეთებას ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან 30 მწყერი ჰყავს და ამ ეტაპზე დაკვირვებას ახდენს, რას იზამს მწყერი, როგორ შეეგუება გარემოს და შემდგომში რაოდენობის გაორმაგებაზე იზრუნებს. შვილი, ოთარი ამბობს, რომ მალე 100 ფრთის მოყვანას აპირებს, თუმცა, მამა ფრთხილობს, ვაითუ არ გაამართლოსო.

_ ყველაფერი გამოცდილებაა. რთული არ იქნება მწყერის მოვლა, მით უფრო, ქათმები ბლომად მყავს და მოვლის მხრივ თითქმის იგივე მზრუნველობა სჭირდება. როცა მუღამს გავუგებ, ვეცდები გავაფართოვო ჩემი საქმიანობა, _ გეგმავს ბიზნეს-მომავალს ჩვენი მასპინძელი და სულმოუთქმელად ელის, როდის ეყოლება  კრუხი მწყერი, რომელიც მერე პატარა ლაპებს დაჩეკავს და გამრავლების საქმეც წინ წაიწევს.

წარმატებას ვუსურვებთ ქიმუცაძეებს და ვიმედოვნებთ, სამომავლოდ მათი გამოცდილება ბევრ დაინტერესებულ მეურნეს გამოადგება.




 ახალი ამბები
  • “მთავარია, გვწამდეს!“ _ მართლმადიდებელი მასწავლებლის და მუსლიმი მოსწავლის გულწრფელი ცრემლებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლს შორის შერიგებით დასრულდა. 15 იანვარს, ბუკნარის მოვლენების არა ერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო პედაგოგის და ყოფილი მოსწავლის ფოტოები. მასწავლებელი ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა ხელაძეა, ყოფილი მოსწავლე _ თემურ ირემაძე. მარიკა მართლმადიდებელია, თემური _ მუსლიმი. მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა დღემდე გრძელდა. მარიკა ხელაძე: „1988 წლიდან ვასწავლი სოფელ ბუკნარში. სოფელში არის სიმშვიდე და სხვა ვითარება არც უნდა იყოს აქ. მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის ერთი დაპირისპირებაც არ ყოფილა ამ ხნის მანძილზე. არ მომწონს ფრაზა „შერიგება“ _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობთ, ერთმანეთის სიხარული გვახარებს და მწუხრს ვიზიარებთ. მე თავიდან მივმართე ჩემს მოსწავლეებს, რომ არ პროვოკაციებს არ ავყოლოდით. მაგრამ, იმდენად კარგად შეფუთული იყო ეს პროვოკაცია, ვერ ავცდით განვითარებულ მოვლენებს. მე გაზრდილი ვარ იმ უბანში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩადრიანი ქალების მუხლებზე გამიტარებია დიდი დრო. ლექსებს ვამბობდი და ეს ძალიან მოსწონდა ყველა. ამ ურთიერთობას ვერავინ ვერ გაანადგურებს, რადგან ერთმანეთის მიმართ  გვაქვს სიყვარული და პატივისცემა. თემურ ირემაძე იყო ჩემი მოსწავლე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. თემური, როდესაც სტუდენტი იყო, არდადეგების დროს, სოფელში დაბრუნებისას, ავტობუსს გააჩერებდა და პირველ რიგში, ჩემთან მოვიდოდა. მოვიკითხავდით ერთმანეთს და შემდეგ ფეხით მიდიოდა სახლში. ერთად სწავლობდნენ და ახლაც სწავლობს მართლმადიდებელი და მუსლიმი აღმსარებლობის ბავშვები. მათ აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ამ ურთიერთობას შეწყვეტა არ უწერია“. თემურ ირემაძე: „გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მე ახლა ქალაქ ბათუმში ვიმყოფები, მაგრამ მაქვს კონტაქტი სოფელთან და ვიცი, რომ იქ მშვიდი ვითარებაა. რაღაც ბზარი კი გაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმ დამოკიდებულებამ, რომელიც გვქონდა ამ წლების განმავლობაში და გაიმარჯვა ღმრთის სიყვარულმა. მთავარია, გვწამდეს, ვილოცოთ და ვიკითხოთ იქ, სადაც ჩვენი სალოცავია“. “გურია ნიუსმა“ თემურ ირემაძეს ჰკითხა, რომ გაეხსენებინა ისეთი ამბავი, რომელიც მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის მეგობრობას ასახავდა: “როდესაც, სოფელ ბუკნარის ცენტრში ეკლესია შენდებოდა, ჩემი ოჯახიდან მამაჩემმა თბილისიდან რამდენჯერ ჩამოიტანა სამშენებლო მასალა ამ ეკლესიისთვის. იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს სალოცავი ჰქონოდათ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ სოფელში ყველას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდა მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი“, _ გვითხრა თემურ ირემაძემ. მან სკოლაში სწავლის პერიოდზეც ისაუბრა: “33 ბავშვი ვიყავით ერთ კლასში და დღემდე გვაქვს საოცარი, სამაგალითო, მეგობრული ურთიერთობა. მუსლიმ და მართმადიდებელ ბავშვებს საოცარი დამოკიდებულება გვქონდა. ეს დამოკიდებულება, ეს მოგონებები, ბავშვობის წლები როგორ დამავიწყდება?! მასწავლებლებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და დღესაც გვაქვს“. იამზე ვაჩეიშვილის ... ...
  • ახმეტაში 22 წლის კაცმა სიცოცლხე თვითმკვლელობით დაასრულაახმეტაში,სოფელ მატანში 22 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით,მამაკაცი გარდაცვლილი დღეს დილით,საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდაპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი  ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს დატოვა და პოლიტიკიდან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....