"ეს არის ჩემი სისხლი..."

კარმიდამო ჩემი

"ეს არის ჩემი სისხლი..."

1970 იან 1 04:00:00
ღვინისა და კაცობრიობის ისტორია განუყოფელია. ღვინო _ ნაყოფი ვაზისა და ადამიანის შრომისა, არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც მხოლოდ მათრობელა სასმელი. ათასწლეულების მანძილზე იგი გვერდით მოჰყვება ადამიანს და მუდამ აქვს ორი ჰიპოსტასი: წმინდა და ვულგარული. იგი იყო ცივილიზაციის საზომი და ცხოვრების ხარისხის კრიტერიუმი. იგი კულტურის მონაპოვარია და საზოგადო ცხოვრების ფაქტორი.

ღვინის წარმოშობის ისტორია დროის უძირო სიღრმეებში უნდა ვეძიოთ. უძველესი ტექსტებითა და არქეოლოგიური გათხრების მონაცემებით, შეიძლება გავიგოთ, როდის და როგორ სვამდნენ ღვინოს სხვადასხვა ეპოქის ცივილიზაციებში; სად და როგორ ვითარდებოდა ღვინის კულტურა.

ფიქრობენ, რომ ღვინის საწყისი კავკასიაში (კავკასიის დიდი ქედის სამხრეთ რაიონში) და ინდოეთშია. ინდოეთის ველებიდან ღვინო (სიტყვიდან "ვენა", რაც სანკრისტულად ნიშნავს "საყვარულს") თანდათან გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, სადაც გახდა კიდეც ობიექტი ღვთაებრივი ტრილოგიისა: ოსირისი _ დიონისე _ ბახუსი.

პირველი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აუზში, სადაც დაიწყეს ყურძნის მოშენება, იყო ეგვიპტე. ყურძენი და ვაზი გათხრებისას ნაპოვნ უამრავ ბარელიეფზეა აღბეჭდილი. თუმცა, ერთდროულად იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი საკრალური თვისებების გამო, ღვინის მოხმარება შეზღუდული იყო. მას ძირითადად იყენებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე, სვამდნენ მხოლოდ რელიგიური და პოლიტიკური ჩინები. მაგალითად, ფარაონი სვამდა ღვინოს, მაგრამ მაინც ლუდი ერჩია _ თავისი ქვეშევრდომების სასმელი.

განსხვავებულად მოიხმარდნენ ღვინოს ბერძენები: მათი პირველი საუზმე გაუზავებელ ღვინოში ჩამბალი ქერის პური იყო; ვახშამი იწყებოდა ადრე და იყოფოდა ეტაპებად. პირველად მოჰქონდათ აპერიტივი. სტუმრები სურვილის მიხედვით სვამდნენ არომატიზირებულ ღვინოს საერთო ჯამიდან, რომელიც წრეზე გადაეცემოდა. შემდეგ მიირთმევდნენ ხორცს და სხვა ცილოვან პროდუქტებს, რომელსაც აყოლებდნენ წყალს; სიმპოზიუმში (რაც აღნიშნავს "თანაწამოწოლას" _ "წამოვწვეთ, ძმებო, რადგან მხოლოდ ბარბაროსები სხედან ჭამის დროს"), რომელიც იყო ვახშმის დასასრული, მონაწილეობდნენ მხოლოდ მამაკაცები. ამ დროს ჭამდნენ ხმელ ხილსა და ცოტა პურს, მაგრამ შეუზღუდავად სვამდნენ ღვინოს. იმართებოდა სჯა-ბაასი შემოთავაზებულ თემაზე.

ბერძნები მრავალნაირად აყენებდნენ ღვინოს: თაფლით, დარიჩინით, პიტნით და სხვა. მათ შეეძლოთ ღვინის მიღება ყურძნის თერმული დამუშავების შედეგად. თუ ღვინო ზღვით გადაჰქონდათ, მას ასხამდნენ ამფორებში. ხმელეთზე ტრანსპორირებისთვის თიხის ჭურჭელი ძალიან მძიმე იყო. ამიტომ ღვინოს ასხამდნენ წინასწარ დამუშავებულ თხის ტყავის ტიკებში. ზოგიერთი ღვინო მრავალ წელს ინახებოდა. "ოდისეაში" ნათქვამია, რომ პილოსის მეფე ნესტორი 11 წლის ღვინოს სვამდა.

რომაელებმა უფრო დახვეწეს ღვინის წარმოების ტექნიკა. მათ შეეძლოთ ღვინოს დაძველება 26-ლიტრიან ამფორებში. ისინი ყოველ ამფორას ჩასხმის თარიღს და ღვინის წარმომავლობას აწერდნენ. ჰორაციუსი საუბრობდა 60 წლის ღვინოზე, ხოლო პლინიუს უფროსი ამტკიცებდა, რომ მან ერთხელ ორი საუკუნის დაძველების ღვინო დალია.

ბერძნებიცა და რომაელებიც მონებსა და ჯარისკაცებს უფლებას აძლევდნენ, დაელიათ მხოლოდ ნარევი, რომელიც შეიცავდა უვარგის ღვინოს, ძმარს და წყალს (ჯვარცმულ ქრისტეს ცენტურიონმა რომაელ ჯარისკაცთა ჩვეულებრივი სასმელი _ ძმრიანი ნარევი მიაწოდა). შეძლებული რომაელები სვამდნენ ბევრ არომატულ ღვინოს, რაც დასტურდება ცნობილი კულინარის _ აპიციას რეცეპტებითაც.

რაც შეეხება სმის მანერას, რომაელები ბერძნებს ბაძავდნენ _ სქელ ღვინოს ყოველთვის წყლითYაზავებდნენ, რადგან სუფთა სახით მისი მიღება, ვირგილიუსის აზრით, "ბარბაროსობად" ითვლებოდა.

რომის დაარსებიდან ახლო პერიოდში ღვინის დალევის უფლება მხოლოდ 30 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ჰქონდათ. დიდხანს გაგრძელდა ქალებისთვის ღვინის აკრძალვა. კატონი ბრძანებდა: "ნახავ, რომ ცოლი სვამს ღვინოს, მოკალი იგი." არსებობდა ყოველდღიური რიტუალი, რომლის დროსაც ოჯახის მამა ტუჩებში ჰკოცნიდა თავის სახლში მცხოვრებ ყველა ქალს, რომ გაეგო, ხომ არ დალია რომელიმემ ღვინო.

საფრანგეთში, მარსელისა და ნიცის რეგიონებში, პირველი ვენახის ბაღები ჩვენ ერამდე 600 წელს გაშენებულა. გალებმა სწრაფად შეაფასეს ღვინის გემო; იმდენად სწრაფად, რომ იულიუს ცეზარის თანამედროვის, დიოდორე სიცილიელის მიხედვით, "მზად იყვნენ მონა გაეცვალათ ამფორა ღვინოზე".

ძვ. წ. 110-დან 60 წლამდე, გალიაში ყოველწლიურად შედიოდა 15 ჰექტოლიტრი ღვინო. ღვინის წარმოება თანდათან აყვავდა დანგედოკში, პროვანსში, ოქროს სანაპიროზე და აკვიტანიაში, მოგვიანებით _ ბურგუნდიაში, ლიუტეციასა და მდინარე მოზელის ხეობაში. დიდი დრო გავიდა, სანამ ვენახის ბაღები გაშენდებოდა შამპანში, ლუარის დაბლობსა და იურას ოლქში.

ისტორიულად, მორწმუნეთა ზიარება პურითა და ღვინით ხდებოდა. მტერთა მრავალრიცხოვანი შემოსევებისას ნადგურდებოდა ვაზიც. განსაკუთრებით ცრურწმენის გამო ცდილობდა მტერი ვაზის მოსპობას. ისინი ვენახის მოშენების უნარს ეკლესიის წარმომადგენელთა მაგიურ ძალებს მიაწერდნენ (ვიკინგების თავდასხმა IX ს-ში).

XIV ს-ში ღვინომ ეკლესიისთვის ისეთი მნიშვნელობა შეიძინა, რომ პეტრარკას გადმოცემით, წმინდა მამებმა ის მეხუთე სასიცოცხლო ელემენტად აღიარეს ჰაერის, წყლის, ცეცხლისა და ლითონია გვერდით.

ამგვარად, საუკუნეების განმავლობაში საეკლესიო პირები იყვნენ ღვინის მთავარი პროპაგანდისტები და გამავრცელებლები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბერები ღვინოს სამედიცინო მიზნებისთვისაც იყენებდნენ _ ის შედიოდა მრავალ სამკურნალო საშუალებათა ნაკრებში.

XV-XVII ს-ში ღვინომ ხარისხის სრულყოფის კიდევ ერთი ეტაპი გაიარა. გაჩნდა ენოლოგია _ მეცნიერება ღვინის შესახებ, რომელიც სერიოზული პროგრესის საწინდარი იყო ღვინის დაყენებისა და შენახვის საქმეში; დაიწყეს კასრების სტერილიზაცია და გოგირდით დაბოლება; ათვისებული იქნა დუღილის შეჩერების ტექნოლოგია, რამაც შესაძლო გახადა ღვინის ტრანსპორტირება.

XIX ს-დან ყურძნისა და ღვინის ხარისხზე სასიკეთოდ იმოქმედა ვაზის ჯიშების სელექციის მეთოდმა.

XX ს-ში ღვინის წარმოებას გარკვეული საფრთხე შეუქმნა კოკა-კოლასა და სხვა დატკბილული ალკოჰოლური სასმელების გამოჩენამ. საოცარია, მაგრამ საფრანგეთში ორჯერ შემცირდა ერთ ადამიანზე მოხმარებული ღვინის რაოდენობა (124-დან 62 ლიტრამდე წელიწადში), თუმცა, ღვინისადმი ინტერესის დაქვეითება არაა სუფთა ფრანგული ფენომენი. იგივე ხდება იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში. სამაგიეროდ: დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და გერმანიაში უფრო გაიზარდა ღვინისადმი ინტერესი.

კატეგორიის მიხედვით, ღვინო არის კუპაჟური და ჯიშობრივი. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯიშის ყურძნისგან, კუპაჟურს _ სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ნარევისგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.




 ახალი ამბები
  • "ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იპოვნის გზებს"- კიდევ ერთი წერილი გახარიასსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამჯერად წერილი კონგრესმენ ბრაიან ბაბინისგან მიიღო. წერილი ბაბინმა სოციალურ ქსელ თვითერში გაასაჯაროვა. კონგრესმენი სოციალურ ქსელში აღნიშნავს,რომ წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეფერხებული რეფორმების და ამერიკის ინვესტიციების შემცირების გამო გამოუგზავნა. კონგრესმენი წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს,რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს იპოვოს გზა აშშ-ს კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და ასევე აღმოფხვრის ნიშნებს, რომელიც დემოკრატას ქვეყანაში საფრთხეს უქმნის. „გწერთ, რომ მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე. ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც კონგრესში საქართველოს, კავკასიის ჯგუფს წარმოადგენენ, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და თავმდჯომარე გერი კონოლის, თავიანთ ბოლოდროინდელ, 2019 წლის 13 დეკემბრის წერილში თქვენ მიმართ, რომელიც წინ წამოწევდა შეშფოთებას შეპირებული დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო, ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ძალადობის ცნობების გამო. ამას გარდა, ასევე მაქვს სურვილი, შევუერთდე ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მაკუაინ მალინს და იმ შეტყობინებას, რომელიც მან გადმოგცათ თავის 2020 წლის 13 იანვრის წერილში. როგორც იცით, 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრი წლის განმავლობაში. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, რომელიც ამჟამად აშშ-ს სენატში იმყოფება განსახილველად. ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც პირველ რიგში იყო წინ წამოწეული ამ აქტის ტექსტში, შემდეგია: აშშ-ს პოლიტიკაა, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს, ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე,  გწერთ, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი მზარდი ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა. ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, რადგან აშშ-სა ევროპული ბისნეს ინტერესები შევიწროვების, კონტრაქტის გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ამის ცნობილი მაგალითია ზეთისა და გაზის კომპანია Houston, Texas,  Frontera Resources. ასევე, შემაშფოთებელი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურმა მედია კომპანიამ, ფეისბუქმა, ახლახანს გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ, „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული, და აღმოჩენილი იქნა,რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტი-დასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის ორ აქტს თანხის გამოყოფის შესახებ, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკთრებით არის საუბარი იმ შეშფოთების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ მზარდად ანტაგონისტურ ქმედებებს უკავშირდება. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე, ამერიკის მთავრობის ასიგნებებთან მიმართებაში. იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე და ცვლილების წახალისების მცდელობით, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება. კონგრესის წევრების ამ მზარდ რიცხვს შევუერთდი, რომლებიც მხარს უჭერენ რეფორმებს „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ მხარდაჭერით. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ბევრი მომავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევები“. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა  იპოვის გზებს, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები აშშ-ს კომპანიებისა და საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რომ აღმოფხვრას მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და თავისუფლებისთვის, იმისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთის მიერ მიცემული უფლებაა ყველა ქართველი ადამიანისთვის“, - წერია ... ...
  • კონგრესმენი:საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებსრესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი ტვიტერში სშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილს აზიარებს და წერს, რომ საქართველოს კორუმპირებული მთავრობა დემოკრატიულ ღირებულებებს თავს ესხმის. „ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! ” - წერს ოლსონი ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქციაკახეთში, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია. ადგილზე ამ დროისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახური იმყოფება და ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.   ცნობისთვის, ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე 2 იანვარს  დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე შეიძინა და  იმავე ადგილზე ... ...
  • გამყრელიძე: ყველაფერი კეთდება, რომ ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდესდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს. „პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის. შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...

სუპერმოდელი ჰადიდი პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი...

ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

ჯონ კორტახარენა რედრუელო -  1985...

ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა გამოაქვეყნა...

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...