"ჯერსისა" და "შვიცის" ჯიშის პატარა ნაშიერებმა სამზეო იხილეს

კარმიდამო ჩემი

"ჯერსისა" და "შვიცის" ჯიშის პატარა ნაშიერებმა სამზეო იხილეს

2012 თებ 1 06:18:21
"კარმიდამო ჩემმა" უკვე აუწყა მკითხველს, რომ გურიაში, ოზურგეთში აღდგა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურად დათესვის სამსახური. ამ სამსახურის მიერ, დღეის მდგომარეობით, დათესილია 130 მსხვილფეხა პირუტყვი, როგორც ოზურგეთის ტერიტორიაზე, ისე ჩოხატაურში, ლანჩხუთში და ქობულეთის სოფლებში. წლის ბოლომდე განსაზღვრულია 130 ნამატის მიღება.

იმის გასაგებად, რამდენი ნამატია დღეისთვის დაბადებული ხელოვნური განაყოფიერებით, რათა გახორციელდეს ადგილობრივი ჯიშის საქონლის ჯიშთა ცვლა მაღალპროდუქტიული საქონლით და წარმატებით დასრულდა თუ არა რამდენიმე ხელოვნური განაყოფიერება სხვადასხვა ადგილას, კვლავ ვეწვიეთ ძველ რესპონდენტებს.

დღეისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ერთი წლის მანძილზე, დაბადებულია 20-მდე "ჯერსისა" და "შვიცის" ჯიშის ხბოები, რომელთა ჩასახვა ხელოვნური განაყოფიერებით მოხდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გურამ ბერძენიშვილი ამბობს, ჯიშთა ცვლის ხელოვნური მეთოდი საბჭოთა სივრცეშიც არსებობდა და ახლაც წარმატებით ვითარდება.

გამოცდილი ვეტექიმი თამაზ კილაძე ენთუზიაზმითა და დიდი ინტერესით შეუდგა ინგლისური "ჯერსისა" და ამერიკული "შვიცის" ჯიშის დანერგვას გურიაში. გასული წლის თებერვალში დანერგვა მოხდა ქალაქ ოზურგეთში გორგასლიძის ოჯახში, ასევე სოფლებში _ მაკვანეთსა და დვაბზუში.

როგორც ბატონი თამაზი ამბობს, გასული წლის თებერვალში გახორციელებული ხელოვნური დათესვა წარმატებით განვითარდა და დეკემბერში შედეგიც შესანიშნავი დადგა. სოფელ მაკვანეთში თემურ საჯაიას ოჯახში "ჯერსის" ჯიშის ხბო დაიბადა. ასევე წარმატებული აღმოჩნდა სოფელ დვაბზუში მცხოვრებ კახა წიტაიშვილის "ჯერსი" და ვახტანგ სკამკოჩაიშვილის "შვიცი" _ ამ ორ ოჯახში ორი უნაკლო ბოჩოლა დაიბადა. ქალაქ ოზურგეთის მკვიდრს, ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებ მერაბ გორგასლიძის ოჯახსაც "ჯერსის" ნაშიერი შეეძინა. დღეისთვის, ერთი თვის ასაკში, ყველა ხბო თავს კარგად გრძნობს.

"კარმიდამო ჩემი" ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატს გურამ ბერძენიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო გურამ, რაში გამოიხატება სანაშენე საქმიანობის მთავარი პრინციპი?

_ მთავარი პრინციპია განსაზღვრული გარკვეული პერიოდის, დაახლოებით, 20-22 თვის შემდეგ, მიღებული ნამატის ხელოვნური განაყოფიერება მოხდეს, რათა გახორციელდეს ადგილობრივი ჯიშის საქონლის ჯიშთა ცვლა, მაღალპროდუქტიული საქონლით. პარალელურად, განსაზღვრულია, დათესვის სამსახურთან ერთად, შეიქმნას კლინიკური მომსახურების ცენტრი, რომელშიც მოხდება საქონლის წინასწარი გამოკვლევა დაავადებებზე, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის წარმართვა და ხელოვნური განაყოფიერება. ეს, ძირითადად, ბრუცელოზს შეეხება. ასევე ვეტერინარული კონსულტაციის გაწევა ცხოველთა მკურნალობის და კვებითი რეჟიმის საკითხებში.

_ მას შემდეგ, რაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩასახული ხბო დაიბადება, კონტროლს თუ უწევს შესაბამისი სამსახური და ფასიანია თუ არა ეს მომსახურება?

_ ახალდაბადებული ნაყოფის კონტროლი-გადამოწმება, მხოლოდ მეპატრონის თხოვნის საფუძველზე ხორციელდება. პირველ თვეს კონსულტაციები უფასოდ წარმოებს. აღვნიშნავ, რომ დღეისთვის ყველა ასეთი გზით დაბადებული ხბო ჯანმრთელია, რადგან მეპატრონეთა მხრიდან სადგურში საჩივარი ან პრეტენზია არ შემოსულა. პირიქით, ყველა კმაყოფილია.

_ ბატონო გურამ, სქესის განსაზღვრა თუ შეიძლება თავიდანვე? ბუნებრივია, შესანიშნავი ჯიშის ძროხებისგან, გამრავლების მიზნით, ყველას მდედრობითი სქესის ხბო აინტერესებს.

_ ეს, როგორც ვიცი, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ არ გვიცდია და ექსპერიმენტის ჩატარებას აწი ვაპირებთ.

"კარმიდამო ჩემი" ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ გერასიმე გოლიაძის ოჯახს ესტუმრა, სადაც ახლახან ხელოვნური განაყოფიერების გზით ჩასახული ხბო დაიბადა, რომელიც მამრობითი სქესისა აღმოჩნდა. როგორც ოჯახის უფროსმა გვითხრა, ის ძალიან გახარებულია: _ მართალია, მინდოდა, დეკეული გამეზარდა, მაგრამ მოზვერს გავზრდი, ოჯახისთვის ზედმეტი არაფერია. "ჯერსის" მოჯიშებაზე ფიქრს კი ვერ შეველევი და უახლოეს მომავალში იმდენჯერ მოვიწვევ სპეციალური სადგურიდან სპეციალისტს, სანამ მდედრობითი სქესის პატარა "ჯერსი" არ შემეძინება, _ ღიმილით "დაიქადნა" ბატონმა გერასიმემ.

 

 

 

 




 ახალი ამბები
  • „ქიბარ ხალვაში საერთოდ არ მაინტერესებს" _ ნიკა გვარამია„ქიბარ ხალვაშის განცხადება ამ წუთში საერთოდ არ მაინტერესებს, - ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.  „ქიბარ ხალვაშის განცხადება ამ წუთში საერთოდ არ მაინტერესებს... ლონდონის არბიტრაჟი ხომ აგიხსენით რაც არის, ბერკეტი ამაზე უკეთესი არ არსებობს, ჯერ უნდა მოხდეს ჩემი დაკმაყოფილება და მერე არის შესაძლებელი განთავისუფლება. საჯარო რეესტრმა უნდა უთხრას უარი, იმიტომ, რომ მას აქვს ეს კონტრაქტი და ეს კიდევ მორიგი კანონდარღვევა იქნება დანაშაულებრივი გზით. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და უკავშირდება არა მხოლოდ მედიას, როგორც კომპანიას, არამედ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას. თუ თეა წულუკიანი გადაწყვეტს, რომ ერთ შემთხვევაშიც დაარღვიოს პირდაპირ და ღიად მედიის უფლებები და შესაბამისად, შეარყიოს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, მეორე შემთხვევაშიც გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს კომპანიის უფლება და უკვე პირდაპირ დაარტყას სარედაქციო პოლიტიკის გარანტიად მოცემულ კონტრაქტს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ორჯერ ჩადენილი დანაშაულია... ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით, არ არის არავინ, მისი რეგისტრაცია არ მომხდარა და ვერც მოხდება, გადაწყვეტილების თანახმად, ჯერ არის სამთვიანი ვადა გასაჩივრების, მერე გასაჩივრება და იმედი გვაქვს, რომ მერე განხილვა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.  ... ...
  • შემთხვევით არ მაცვია კამუფლიაჟი... ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ" _ ნიკა გვარამიაომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი ამას სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები ჩათვლიან საჭიროდ. მანამდე, ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს დატოვოს კომპანია და ის ბიძინა ივანიშვილს გადასცეს. „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა უნდა განსაზღვრონ მთავარი. მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას იმგვარს, რომ მე ჯობია რომ წავიდე, დავემორჩილები, სხვაგვარად, ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია ამ ეტაპზე. მარგამ მათ გადაწყვეტილებას, ადამიანურს, აუცილებლად დავემორჩილები, თუ ესე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდრე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არც ვიცით რა გადაწყვეტილება მიიღეს და ალბათ იტყვიან, მე მათ მაგივრად ვერაფერს ვერ გეტყვით, მანამდე მე არ ვაპირებ "რუსთავი 2"-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად, "რუსთავი 2-"ის მოწინააღმდეგე, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის დასავლურ ფასეულობებზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში, არ ვაპირებ. არც შემთხვევით არ მაცვია კამფულიაჟი, პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ... ...
  • "ეს იყო ქონებრივი დავა, თქვენ შეგიძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთოთ"- აკაკი ზოიძე რ2-ის საქმეზესტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე უმრავლესობის წევრების შეფასებები მოყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი, აკაკი ზოიძე დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2"-ში გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. მისი თქმით, ეს იყო ქონებრივი დავა. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთონ. „უხერხულია, როდესაც ვმსჯელობთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება. მით უმეტეს, თქვენი, შეიძლება, ასევე, ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოთ იგივე. დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, რომელსაც არაფერი გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მას სურს, რომ "რუსთავი 2" კრიტიკულ მედიად დარჩეს. "რუსთავი 2" ჩემთვის მიუღებელი არასოდეს ყოფილა, _ განაცხადა ... ...
  • „ამ გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა" - გვარამია„ამ გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა" - ეს განცხადება, "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. „ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ციტატებად ხალხში დაბნეული ყველაზე ნათელი და სკანდალური ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულ საქმეზე, მაგალითად, დედა ოჯახის წევრი არ არის, ურთმელიძეზე, სასამართლომ მიკერძოების ნიშნები ვერ იპოვა, კიდევ კარგი დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ იუსტიცის მინისტრს მივმართავ, ჩაატარეთ ღია ადმინისტრაციული წარმოება და მერე ამას მოჰყვება ყველა სხვა სამართლებრივი გზა. მარტო თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და მით მეტეს არასწორს, დაარღვევთ საქართვლოს კანონმდებლობას და ჩაიდენთ თანამდებობრივ დანაშაულს,“ - აღნიშნა ... ...
  • "არ იქნას გადაფორმებული ხალვაშზე „რუსთავი 2“ _ გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ მოვითხოვთ, არ იქნას ჩადენილი დანაშაული, არ იქნას გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე „რუსთავი 2“ კანონის დარღვევებით. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და „რუსთავი 2“-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება. ამ უფლების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას. ამ უფლების გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ არის კანონდარღვევა და თანამდებობრივ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,“ - განაცხადა ნიკა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...