კოოპერაციული მოძრაობა სოფლის აღორძინებისთვის

კარმიდამო ჩემი

კოოპერაციული მოძრაობა სოფლის აღორძინებისთვის

1970 იან 1 04:00:00
ეს წერილი რამდენიმე წლის წინ დავწერე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ მაშინ არ გამოვაქვეყნე არასათანადო ინტერესებისა და გარემოებების გამო. მას შემდეგ, საკითხის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა. თუმცა, მედია საშუალებებსა და საექსპერტო წრეებში იმატა საუბრებმა ამ საკითხის გარშემო. თემას აქტუალობა არა თუ არ დაუკარგავს, არამედ პირიქით _ ვფიქრობ, ახალი, მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყება, გაჩენილი იმედები და მოლოდინები ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიურ განვითარებასთან დაკავშირებით, მოითხოვს ცხოველი დისკუსიების გამართვას პრობლემათა გადაწყვეტის გზების შესახებ.

ამიტომ, გთავაზობთ წინამდებარე წერილს.

ჩვენი ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა "შეუიარაღებელი" თვალითაც ადვილად ჩანს. დღეს ამ სფეროში საბიუჯეტო სახსრები მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს სექტორის მოთხოვნას გადაუდებელ და სასიცოცხლოდ აუცილებელ ღონისძიებათა დაფინანსებაზე. ეს სახსრებიც უმეტეს შემთხვევაში ან არარაციონალურად გამოიყენება ან კორუფციის საკბილო ხდება.

სასურსათო პოლიტიკის ძირითადი მიზანი სასოფლო-სამეურნეო (ს/ს) პროდუქტების დოვლათის შექმნასთან ერთად ისიც არის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნას მათ, ვინც ამ პროდუქციას აწარმოებს. ორივე ამ მიმართულებით ჩვენში სერიოზული ჩავარდნაა. ს/ს პროდუქტების მწარმოებელი ფერმერი, ფაქტობრივად, მარტო აღმოჩნდა უამრავი დაგროვილი პრობლემის წინაშე.

ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენში ჯერ კიდევ შეუფასებელია გლეხური (ფერმერული) მეურნეობის, როგორც აგროსამრეწველო კომპლექსის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის მნიშვნელობა. ახალი ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შექმნის, კერძო საკუთრების შემოღების შედეგად, გლეხური (ფერმერული) მეურნეობა თავის წარმოების საშუალებებით (მიწა, მრავალწლიანი ნარგავი და ს/ს ცხოველი, შენობა-ნაგებობები, სხვა მატერიალური საშუალებები) და მუშახელით (ოჯახის წევრები და დაქირავებული) მცირე ზომის კომპლექსური და ინტეგრირებული ს/ს სისტემა ხდება, რომელიც პროდუქციას აწარმოებს. იგი ისევე ექვემდებარება საბაზრო ძალების ზემოქმედებას, ისევე ესაჭიროება შემოსავლები კვლავწარმოებისათვის და ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდა, როგორც სხვა ნებისმიერ წარმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრებისა და განადგურებისთვის არის განწირული, რაც, ფაქტობრივად, მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. თუ ხელისუფლებას აინტერესებს აგროსამრეწვლო სექტორის განვითარება, მასში დასაქმებული ოჯახების ბედ-იღბალი და რეალური კეთილდღეობა, მაშინ შესაბამისი მარეგულირებელი და მასტიმულირებელი სისტემის ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენში შეუწყნარებლად ნელი ტემპით მიმდინარეობს.

როცა სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივებზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მან უშუალო მონაწილეობა მიიღოს წარმოების პროცესში _ მან მხოლოდ უნდა შექმნას ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო თავისუფალი მეწარმის ახალი ტიპის ფორმირებისთვის, რომელიც მიწისა და მეურნეობის ნამდვილი ბატონ-პატრონი იქნება _ დამოუკიდებელი პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ პროცესმა უნდა განსაზღვროს ახალი სოციალური ადამიანის, საბაზრო ეკონომიკის სუბიექტის თვისებები და მათი შესაბამისობა ჩვენი ერის ფსიქოლოგიურ და ეთნოკულტურულ მახასიათებლებთან.

სახელმწიფო ს/ს პოლიტიკის არსი მემამულის (გლეხის, ფერმერის) მიმართებაში, ჩვენი აზრით, უნდა გამოიხატებოდეს შემდეგში _ "ვასწავლოთ მემამულეს თუ როგორ დაეხმაროს თავის თავს!" ამიტომაც სახსრები, სახელმწიფო თუ მოზიდული, მიმართული უნდა იყოს, პირველ რიგში, ისეთი ინსტიტუტების ფორმირების და ღონისძიებათა სისტემის დაფინანსებაზე, რომელიც ამ ამოცანის გადაწყვეტას უზრუნველყოფს. მათ უნდა უზრუნველყონ მიწის მფლობელთათვის მეურნეობის გაძღოლის სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზება, სათანადო ადმინისტრაციული ღონისძიებების გარკვევა, რაც ფერმერებს დაეხმარებათ ახალი ს/ს სტრუქტურის შექმნასა და მათში ნებაყოფლობითი გადაჯგუფებისას წარმოშობილი სიძნელეების გადალახვაში.

მემამულემ კარგად უნდა გაიგოს თავისი ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის და სოციალური ყოფის პრობლემები, გასცეს პასუხი კითხვებზე _ "რატომ?", "რისთვის?", "როგორ?", საკუთარი პრობლემების დასახვასა და გადაწყვეტილების გზების ძიებაში კი მას დახმარება და თანადგომა სჭირდება.

ხელისუფლების ინერტულობას "ზემოდან" უნდა დაუპირისპირდეს აქტიურობა "ქვემოდან", რაც გულისხმობს მოძრაობის დაწყებას სოფლის გაჯანსაღებისა და მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებისთვის საკუთარი პოტენციალის გამონახვითა და ამოქმედებით. ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მომენტია ს/ს მწარმოებელთა ნებაყოფლობითი, თვითმართვადი, მოქნილი ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომლებიც სწრაფად მოახდენენ რეაგირებას მათ მოთხოვნებზე, გამოხატავენ და დაიცავენ მათ ინტერესებს, განავითარებენ მათ შესაძლებლობებს, დაამყარებენ პირდაპირ კავშირურთიერთობებს უცხოურ, ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორში სწორი პოლიტიკის წარმართვისთვის მიმდინარე პროცესებს მსოფლიო გამოცდილებისა და ჩვენი პირობების გათვალისწინებით ღრმა ანალიზი და პროგნოზირება სჭირდება.

ფერმერთა სასოფლო-მწარმოებელთა გაერთიანებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ფორმას სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია წარმოადგენს. "კოოპერაცია" "თანამშრომლობას" ნიშნავს, მისი, როგორც სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, განისაზღვრება საქართველოს კანონით "მეწარმეობის შესახებ", უპირველეს ყოვლისა, სწორედ სოფლის მეურნეობაში. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან კოოპერატივის წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება."

ს/ს კოოპერატივებს შეუძლია თავის წევრები უზრუნველყონ ს/ს საშუალებებით, საწარმოო მომსახურებით, გაუწიოს კონსულტაცია მეურნეობის გაძღოლისთვის საჭირო სხვა საკითხებზე, დაეხმაროს ს/ს პროდუქციის გასაღებაში და გადამუშავებაში, საჭირო ინფორმაციისა და კრედიტის მიღებაში.

კოოპერაციის ისტორია წინა საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება _ ვინმე რობერტ ოუენი, მრეწველი, აკვირდებოდა რა მშრომელი ადამიანების ცხოვრებას, ფიქრობდა, რომ მათ მეგობრული, ერთობლივი ძალისხმევითYუნდა მიეხმარონ ერთმანეთს ცხოვრებაში და დააფუძნონ რა განსაკუთრებული საზოგადოებები, ერთდროულად მოაწყონ თავის სამეწარმეო ცხოვრება. მისი იდეები, თეორიული მოსაზრებები დაედო საფუძვლად მომავალში კოოპერაციული მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.

რა განაპირობა კოოპერატივების წარმოშობა

სხვადასხვა ქვეყნებში ს/ს კოოპერაციის წარმოშობის თავისებურებების მიუხედავად, გამოვყოფთ საერთო, ძირითად წინაპირობებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც მისაღებია: მატერიალურად და ფინანსურად სუსტ, წვრილ და საშუალო მეურნეებს არ ძალუძთ, დამოუკიდებლად გავიდნენ და ეფექტური, თავისთვის სასარგებლო კავშირები დაამყარონ ბაზართან (ს/ს საშუალებების, პროდუქციის, მომსახურებისა და კრედიტის ბაზართან). წარმოების და მეცნიერების მიღწევების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია კონკურენტულ ბრძოლაში, მხოლოდ მსხვილ ს/ს მეურნეობებს შეუძლიათ, წვრილი ფერმერები კი იძულებულნი ხდებიან ა) ან დატოვონ ეს სფერო და სხვა საქმიანობას მიყონ ხელი, ბ) ან შეუერთდნენ აგრობიზნესში ქალაქიდან შემოჭრილ მსხვილ სამრეწველო, სავაჭრო და საბანკო კაპიტალს (რომელთა მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, რაც ხშირად უპირისპირდება ფერმერთა ინტერესებს. გლეხი, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი, ფაქტობრივად, ამ კაპიტალის დაქირავებული ხდება), გ) ან "დამოკიდებული, თავისუფალი მეწარმის" სტატუსისა და მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, გააერთიანონ თავის ფინანსური, მატერიალური, ადამიანური და სხვა რესურსები და დაუკავშირდნენ ერთმანეთს ინტერესთა დასაცავად.

როგორც ვხედავთ, კოოპერაციის მამოძრავებელი მოტივია მრავალრიცხოვან წვრილ მწარმოებელთა გათიშულობისა და დაცალკევების გადალახვის მცდელობა მსხვილი საქალაქო კაპიტალის წინაშე, რათა უკეთ გაითვალისწინონ ბაზრის სხვადასხვა პირობები, ცვლილებები და სწრაფად შეეგუონ მათ. კოოპერაცია მათი გადარჩენის ფორმა და ბუნებრივი რეაქციაა.

აერთიანებენ რა პრაქტიკულად ყველა ფერმერს, კოოპერატივები იქმნებიან ფერმერთა ინტერესებიდან გამომდინარე მრავალი მიმართულებით.

თავიდან კოოპერატივები სუსტები იყვნენ, მოგების კვლავწარმოების გაფართოებისთვის გამოყენებისა და წევრთა რაოდენობის გაზრდის შედეგად, თანდათან გაძლიერდნენ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე და ამჟამად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დასავლეთის ქვეყნების აგროსამრეწველო კომპლექსებში, სახელმწიფო ახდენს მათზე ზოგიერთი დარგისა და ქვედარგის მართვის ფუნქციების დელეგირებასაც კი და მათი მეშვეობით ახორციელებს სოციალურ პროგრამებს.

რით არის ხელსაყრელი და რა უპირატესობას აძლევს კოოპერატივში გაწევრიანება მემამულეს დამოუკიდებელ საქმიანობასთან შედარებით

კოოპერატივებში შესაძლებელი იქნება წევრთა მოთხოვნის სრულად შესწავლა და გათვალისწინება მეურნეობის გაძღოლისთვის საჭირო ს/ს საშუალებებზე, კრედიტზე და სერვისზე (ვის რა, რამდენი, როგორ, როდის, რა პირობებში ჭირდება?) მოთხოვნის გაერთიანების შედეგად,

კოოპერატივი ისარგებლებს ბითუმი მყიდველის უფლებით რაც მას საშუალებას მისცემს, იაფად იყიდოს და თავის წევრებზე ასევე შეღავათებით გასცეს ეს საშუალებები, მათ შორის, კრედიტიც; წევრისათვის ნებისმიერი ფორმით ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციისა და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება მისთვის საჭირო საკითხებზე, კვალიფიკაციის ამაღლება სწავლების სხვადასხვა პროგრამებისა და ფორმების გამოყენებით, მეცნიერების, წარმოებათა და ტექნიკის მიღწევები და მათი დანერგვის ხელშეწყობა; იაფი და თანამედროვე ს/ს საშუალებები და კვალიფიციური სპეციალისტები უზრუნველყოფენ წევრთა საწარმოო მომსახურების მაღალ დონეს, სიიაფეს, ხარისხს და თავისდროულობას; სოფლად წევრთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ს/ს საშუალებების მიტანა და ს/ს პროდუქტის შესყიდვა უშუალოდ ფერმერის მამულში, შემდგომში მისი ქალაქში კოოპერატივის სავაჭრო ცენტრში ან სხვა მიმართულებით რეალიზაციის მიზნით. თანდათან კი მომსახურების ახალი ფორმები დაინერგება და ხარისხი გაუმჯობესდება; წევრებს ექნებათ წარმოებული ს/ს პროდუქციის რეალიზაციის (მათ შორის გადამუშავების მეშვეობით) გარანტია, ბაზარზე ცვლილებებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების, სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის წარმოებისა და რეკლამის შესაძლებლობა. ორგანიზაცია დაიცავს წევრის ინტერესებს სახელმწიფო თუ სხვა ინსტანციაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დღეს; კოოპერატივის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სოციალური პროგრამების განხორციელება: წევრები წლის ბოლო მიიღებენ მოგების კუთვნილ წილს.

ყოველივე ამის შედეგად მიიღწევა სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომია, ზარალისა და დანაკარგების თავიდან აცილება, მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა, შემოსავლების და კეთილდღეობის ზრდა.

P.S. როცა ზემოთ ვწერდი პროცესების "ქვევიდან" დაწყების საჭიროებაზე, აქ გადამწყვეტი იყო ჩვენი საზოგადოების თვითმობილიზაციისა და თვითორგანიზების უნარი, რაც დრომ გვიჩვენა, რომ, სამწუხაროდ, ძალზე სუსტია.

სოფლად კოოპერაციული მოძრაობის სწრაფი განვითარების და მისი დარგის, ადგილობრივი თემებსა და საზოგადოების მდგომარეობაზე პოზიტიური ზემოქმედების წინაპირობად უნდა იქცეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების პროგრამის შემუშავება. იგი გულისხმობს საკანონმდებლოს ინიციატივების პაკეტის მომზადებასა და მთელი რიგი ღონისძიებათა დაგეგმვას, რომელმაც სუნთქვა უნდა გაუხსნას და ხორცი შეასხას ამ იდეის რეალიზაციას. მისი აღსრულება კი ხელისუფლების ნებაზე იქნება დამოკიდებული.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" სამხილებლად ემზადებიანამ წუთებში ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ჩოხატაურის ბაზარში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის მხილებას ... ...
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...