ვაზის წამლობის სქემა

კარმიდამო ჩემი

ვაზის წამლობის სქემა

1970 იან 1 04:00:00

საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია დაფიქსირებული. ვაზის მოვლას ქართველი კაცი უძველესი დროიდანვე მისდევს და შესაბამისად, მევენახეობა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის თავმჯდომარე, ანდრო ხეთერელი მიიჩნევს, რომ ვენახის მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში, მათი გამოყენების გარეშე, მხოლოდ ხელსაყრელი კლიმატური პირობები ვერ უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი და კონკურეტუნარიანი პროდუქციის წარმოებას: _ ვეგატაციის პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ვაზი საჭიროებს, როგორც ნიადაგის განოყიერების, ასევე, წამლობების ოპტიმალურ სქემებს, _ გვითხრა ხეთერელმა და ჩვენი მკითხველისთვის ვაზის წამლობების სქემა გადმოგვცა, რომელიც ვაზს მავნებლებისაგან და სხვადასხვა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისაგან დაიცავს.

პირველი წამლობა

პირველი წამლობა ტარდება კვირტების დაბერვისას ვაზის ნაცრისა და ტკიპების წინააღმდეგ სპილენძშემცველი პრეპარატით. 300 გრ სულფოლაკი იხსნება 100ლ. წყალში და ხდება შესხურება. ჰექტარზე საჭიროა დაიხარჯოს 3 კგ სულფოლაკი.

მეორე წამლობა

მეორე წამლობა ტარდება ფოთლების გაშლისას ტკიპების წინააღმდეგ. წამლობისას საჭიროა ვენახში შეტანილ იქნეს აკარიციდი, ინსექტოაკარიციდი ან ენვიდორი. 20 გრ ენვიდორი იხსნება 100 ლ წყალში და ხდება შესხურება. ჰექტარზე საჭიროა დაიხარჯოს 200 გრ ენვიდორი.

მესამე წამლობა

მესამე წამლობა ტარდება 3-4 ფოთლის ფაზაში ჭრაქის და შავი ლაქიანობის წინააღმდეგ. წამლობა საჭიროა ჩატარდეს კონტაქტური ფუნგიციდით. კარგ შედეგს იძლევა ფუნგიციდ ანტრაკოლით შეწამვლა. 200 გრ ანტრაკოლი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე საჭიროა დაიხარჯოს 2კგ ანტრაკოლი.

მეოთხე წამლობა

მეოთხე წამლობა ტარდება 7-8 ფოთლის ფაზაში. განვითარების მოცემულ ეტაპზე საჭიროა მცენარემ ჭრაქის და ნაცრის საწინააღმდეგო წამლობასთან ერთად, მიიღოს ფოთლოვანი კვება. ამიტომ ერთ-ერთ ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს მცენარის შეწამვლა ანტრაკოლით, რომელიც მას ჭრაქისაგან დაიცავს, ბაილეტონით (იცავს მცენარეს ნაცრისაგან) და ვუქსალ ბორონით. წამლობა ტარდება შემდეგნაირად: ერთმანეთში ირევა 250 გრ. ანტრაკოლი, 30 გრ. ბაილეტონი და 200 გრ. ვუქსალ ბორონი. ნარევი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 2.5 კგ ანტრაკოლი, 300 გრ. ბაილეტონი და 2 ლ ვუქსალ ბორონი.

მეხუთე წამლობა

მეხუთა წამლობა საჭიროა ჩატარდეს ყვავილობის დასაწყისში ჭრაქის ნაცრისა და ყურძნის ჭიის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა მიკალის, ნატივოსა და დეცის პროვიფის კომბინაცია. მიკალი გამოიყენება ჭრაქის წინააღმდეგ, ნატივო _ ნაცრის წინააღმდეგ და დეცის პროფი _ ყურძნის ჭიას წინააღმდეგ. შეწამვლა ტარდება შემდეგი პრინციპით: 300 გრ. მიკალი, 16 გრ. ნატივო და 5 გრ. დეცის პროფი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა დაიხარჯოს 3 კგ. მიკალი, 160 გრ. ნატივო და 50 გრ. დეცის პროფი.

მეექვსე წამლობა

მეექვსე წამლობა უნდა ჩატარდეს ყვავილობის დასასრულს ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ. გარდა ამისა, აუცილებელია წამლობებთან ერთად, კომბინაციაში ფოთლოვანი კვების ჩართვაც. ამიტომ მეექვსე წამლობა შესაძლებელია ჩატარდეს მელოდი დუოს, ნეტივოსა და ვუქსალ ბორონის შემდეგი სახის კომბინაციით: 250 გრ. მელოდი დუო, 18 გრ. ნატივო და 200 გრ. ვუქსალ ბორონი გაიხსნას 100 ლ. წყალში და შესხურდეს. ერთ ჰა-ზე საჭიროა 2.5 კგ. მელოდი დუო, 180 გრ. ნატივოდა 200 გრ. ვუქსალ ბორონი.

მეშვიდე წამლობა

მეშვიდე წამლობა ტარდება მტევნის ფორმირებისას. პროფესიონალურ ენაზე განვითარების ამ ეტაპს მტევნის გამოხორბვლა ეწოდება. მოცემულ ეტაპზე მცენარეს ემუქრება ჭრაქი, ნაცარი და ყურძნის ჭია, ამიტომ მისი შეწამვლა შესაძლებელია მიკალის, ფალკონისა და დეცის პროფის კომბინაციით. 400 გრ. მიკალი, 30 გრ. ფალკონი და 5 გრ. დეცის პროფი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე იხარჯება 4 კგ. მიკალი 300 გრ. ფალკონი და 50 გრ. დეცის პროფი.

მერვე წამლობა

მერვე წამლობა ტარდება მაშინ, როდესაც მტევნის მარცვლები ბარდის ზომისა გახდება. ამ დროს საჭიროა ფოთლოვანი კვება, ჭრაქის და ნაცრის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, შედეგიანი იქნება ვუქსალ კალციუმის, კუპერტინ სუპერისა და ფალკონის კომბინაცია _ 300 გრ. ვუქსალ კალციუმი, 400 გრ. კუპერტინ სუპერი და 30 გრ. ფალკონი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე საჭიროა 3 ლ. ვუქსალ კალციუმი, 4 კგ. კუპერტინ სუპერი და 300 გრ. ფალკონი.

მეცხრე წამლობა

მეცხრე წამლობა ტარდება მეშვიდე წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ, ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ. ასევე, საჭიროა ფოთლოვანი კვებაც. ამიტომ, კარგ შედეგებს იძლევა ანტრაკოლის ფალკონისა და ვუქსალ კალციუმის კომბინაცია. წამლობა ხდება შემდეგნაირად: 250 გრ. ანტრაკოლი, 30 გრ. ფალკონი და 300 გრ. ვუქსალ კალციუმი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე საჭიროა დაიხარჯოს 2.5 კგ. ანტრაკოლი, 300 გრ. ფალკონი და 3 ლ. ვუქსალ კალციუმი.

მეათე წამლობა

მეათე წამლობა ტარდება მეცხრე წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ, ჭრაქის და ნაცრის წინააღმდეგ. მეათე წამლობის ჩატარება შესაძლებელია კუპერვალისა და სულფოლაკის კომბინაციით, ანუ 1 კგ. კუპერვალი და 500 გრ. სულფოლაკი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება ჰექტარზე საჭიროა დაიხარჯოს 10 კგ. კუპერვალი და 5 კგ. სულფოლაკი.

მეთერთმეტე წამლობა

მეთერთმეტე წამლობა ტარდება მეათე წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ და ანალოგიურია მეათე წამლობისა.

მეთორმეტე წამლობა

მეთორმეტე წამლობა საჭიროა ჩატარდეს სიმწიფის დასაწყისში, ნაცრისფერი სიდამპლისა და ყურძნის ჭიის წინააღმდეგ. ამ დროს კარგ შედეგს იძლევა ტელდორისა და დეცისპროფის კომბინაცია _ 100 გრ. ტელდორი და 5 გრ. დეცის პროფი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე საჭიროა დაიხარჯოს 1 კგ. ტელდორი და 50 გრ. დეცის პროფი.

მოამზადა ნათია დოლიძემ




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...