"მარწყვის ყანა" და მისი დასტაქარი

კარმიდამო ჩემი

"მარწყვის ყანა" და მისი დასტაქარი

2015 ივნ 25 21:32:58

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში ვახტანგ ჩაბოშვილის მარწყვის პლანტაციას ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ  გლეხიკაცი, მიწა და მზე შეხმატკბილებულან და მარწყვის "ტყეც" საკმაო ფართობზე გადაჭიმულა. მოვლის წესებიც თავისებური აქვს მშრომელ კაცს, თითქოს, სიმინდის ყანას თოხნიდეს, ისეთ რეჟიმში უვლის.

_ ეს არის ჩემი "მარწყვის ყანა" _ ასე ვეძახი. მართლაც ყანის მსგავსად დავიწყე მარწყვის მოშენება ფართობში, რადგან მეტიც არაფერი ვიცოდი მასზე. 74 წლის ვარ და  მანამდე 55 წლის მანძილზე სად არ მიმუშავია, თუმცა, ასაკში შესვლამ მუშაობის შეძლებაც ცოტა დამიტოვა და შედარებით ნაკლებად მძიმე სამუშაო მოვძებნე. თავიდანვე კრასნოდარის ჯიშის მარწყვის მოშენება გადავწყვიტე _ ორმოსავლიანია, საადრეო ჯიშისა.  აქ საყანე ფართობი მქონდა, მწკრივში დავრგე და ისე წავიდა, როგორც სიმინდის ყანა... ზოგს არ სჯერა, როცა ვეუბნები, ზოგმაც სცადა და არ გამოუვიდა. არადა, ისე იხეირა, ლუკმას ამით ვჭამთ, _ გვეუბნება მარწყვის ტრფიალი ვახტანგ ჩაბოშვილი და მრავალსულიან ოჯახსაც გვაცნობს: შვილი და რძალი ბადრი ჩაბოშვილი და  ვიქტორია ბარინოვა ოთხი შვილით შრომის ფერხულში დგანან. უფროსი შვილიშვილი ანა _ გათხოვილია, თუმცა, მარიამთან, მეგისთან და უმცროს ვახოსთან ერთად, ხშირად ეხმარებიან ბებია-ბაბუას და მშობლებს "მარწყვის ყანაში". ბაბუას თქმით, ვახოს მარწყვის ჭამა უფრო უყვარს, მაგრამ საქმესაც ბევრს აკეთებს. ძირითადად, დაკრეფაში ეშველება და ბაზრიდან დაბრუნებულსაც ნაყინის ფულს პირველი თხოვს.

ვახტანგ ჩაბოშვილის მიერ ღია გრუნტში გაშენებული მარწყვის მწკრივები მულჩირების წესითაც არ არის განლაგებული. სარეველებისგან დასაცავად მხოლოდ თოხით მუშაობს, ე. წ. ულვაშების შეწყვეტასაც ხან ხელით, ხან ბარისა თუ თოხის პირით ახერხებს. ერთ ფართობზე განლაგებულ ორ ნაკვეთზე ახალი ჩითილებიცაა, რომლის გადარგვა აგვისტოში ხდება.

ოჯახი სხვა მრავალ კულტურასაც იწევს _ აქვთ სიმინდის ყანა, თხილის პლანტაცია, კარტოფილის ნათესი და ცოლიკაურის ჯიშის ვაზი, თუმცა, მარწყვთან, როგორც ვახტანგ ჩაბოშვილი ამბობს,  მეტი საერთო გამონახა ბოლო წლებში:

_ რაღაცა მარწყვს მეტად შევეჩვიე, ალღო ავუღე, შემოსავალიც მეტი მომცა. თითქოს მისი მკურნალიც ვარ და ადვილად მომყვება, დაავადება არ გასჩენია. ესაა, ბალახს არ ვაკარებ. თუ შევძელი, ძალიან მინდა, სათბური ავაშენო და  მულჩირებული, პოლიეთილენით გადაფარული კვლები გავაკეთო. ამ ყველაფერს თანხა სჭირდება, რაც არ მაქვს. იაფი სესხი სადაა? კი გვპირდებოდნენ, მაგრამ ჯერ ჩემამდე არ მოუღწევია, _ გულდაწყვეტით  ამბობს  ბატონი ვახტანგი და მაინც იმედოვნებს, რომ სამომავლოდ გარკვეული ნაბიჯით მაინც წინ წაიწევს. უფრო მეტად მიწას უმადლის მარწყვის სწრაფად გამრავლებას და უხვ მოსავალს. ამბობს, რომ ადგილიც დალოცვილია, ნოყიერი მიწა და დამრეცი ფერდი მზის გულზე, სადაც მარწყვის ფესურამ გამრავლებისთვის სერიოზული გასაქანი ჰპოვა.

ვახტანგ ჩაბოშვილის ახალგაზრდა რძალი ვიქტორია ბარინოვა ეროვნებით რუსია, თუმცა ქართულ ენაზე გურული დიალექტით ისე საუბრობს, პასპორტში გვარის ნახვის შემდეგ თუ დაიჯერებთ, რომ ეროვნებით ქართველი არაა:

_ ძალიან მინდა, ახლა ეს მარწყვი ჩემს მთავარ საქმიანობად გავიხადო. ქალ ფერმერებზე დღეს საერთაშორისო მოძრაობაც რომ არსებობს, ჩემს ყურამდეც მოაღწია. მე შრომით ოჯახის ეკონომიკის გაზრდის ინტერესი უფრო მაქვს, ვიდრე რაიმე მოძრაობაში ჩაბმისა, მაგრამ ესეც ხომ საჭიროა? ცოტა დახმარებით და თანადგომით ხომ შესაძლებელია, ნორმალური საშუალო ბიზნესი გვქონდეს? _ გვეუბნება ის და იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი ხანია "გურია ნიუსის" მკითხველია, ოჯახს გაზეთი გამოწერილი აქვს და ნომერს წაუკითხავს არ ტოვებს. კოოპერატივის გახსნაზეც ფიქრობს, თუმცა, ჯერ ცდილობს, კარგად გაერკვეს ყველაფერში.

"კარმიდამო ჩემი" წარმატებას უსურვებს შრომისმოყვარე ოჯახს!




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...