ქალბატონი, რომელიც "კანას" ფესტივალს სამოთხის სახესხვაობად მიიჩნევს

კარმიდამო ჩემი

ქალბატონი, რომელიც "კანას" ფესტივალს სამოთხის სახესხვაობად მიიჩნევს

2015 აგვ 10 18:55:15

მაია ნაკაიძე პროფესიით გეოგრაფია _ საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიური გეოგრაფიის სპეციალისტი. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დაამთავრა, მოგზაურობისა და ყვავილების სიყვარულით სულდგმულობს და ერთი გამხელილი ოცნება აქვს _ ყველა ოჯახის კარმიდამოში, განსაკუთრებით, მშობლიურ გურიაში, "კანას" ფესტივალი ჩატარდეს, შემდეგ კი ერთ ყვავილების დიდ დღესასწაულზე გამარჯვებულის გამოვლენა მოხდეს, რომელიც საუცხოო ყვავილების ნერგებით თუ სათესლე მასალით დაჯილდოვდება.

რატომ მაინც და მაინც კანა? ეს ულამაზესი ყვავილი, რომლის არაერთი სახეობა ჩვენში ოდითგან ხარობს და უმეტესად ნოტიო ნიადაგი უყვარს, გაზაფხულიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, თითქმის ხუთი თვის მანძილზე ყვავის და როგორც მაია ნაკაიძე ამბობს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიწაზე იდეალური განწყობის შემქმნელი ცისარტყელას ფერების ბუმია. ფოთლებიან-ყვავილებიანად ჭრელი და ნაირფერი კანას სახეობა მეგობრებმა შვედეთიდან გამოუგზავნეს. ადგილობრივი ჯიშები ადრეც ჰქონდა. ასე თანდათან შეავსო კანას ბაღი, რომელსაც სამოთხის სახესხვაობას უწოდებს.

_ ბუნებით ესთეტი ვარ, სილამაზის მოტრფიალე. თუ მთელი წლის მანძილზე ყვავილებს არ ვუცქერ, ჟანგბადი მაკლია, _ გვეუბნება ის და ოთახიდან იშვიათი სპათიუმი ("ქალთა ბედნიერება") გამოაქვს, რომელიც მისი ოთახის ყვავილების ჩამონათვალში ლიდერობს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ იშვიათ სახეობებს, რომლებიც ზამთარშიც ჰყვავის და გაზაფხულის მოსვლამდე ასულდგმულებს. ვარდს ყვავილთა სამყაროს უცვლელ ლიდერად მიიჩნევს, არაერთი სახეობაც აქვს, თუმცა, რაკი ყვავილობას ადრე ამთავრებს, ძირითად აქცენტს მათზე არ აკეთებს.

_ კანას უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა, გამორჩეულია ორიგინალური, ფოთლებიან-ყვავილებიანად ნაირფერი ჯიში, როცა ერთ საძირეზე ზოლებიანი მწვანე და იისფერი ფოთლების მქონე, რამდენიმე ფერის  ყვავილს იკეთებს, გეგონება, რომ ერთ ორმოში რამდენიმე ჯიშის ბოლქვია ჩარგული. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი სახეობა, რომელიც თითქმის ხუთი თვის მანძილზე ყვავის და გარემოში საზეიმო განწყობას, თითქოს, იძულების წესითაც ამკვიდრებს, _ გვეუბნება ქალბატონი მაია და აღარც იცის, აყვავებული ბუჩქების რომელ ჯგუფს მოეფეროს...

 მაია ნაკაიძე იხსენებს, რომ ერთმა ახლო მეგობარმა,  მას "კანას" ფესტივალის ინიციატორი უწოდა. თუმცა, აქვს მხოლოდ იდეა, რომ კანას თუ სხვა ხანგრძლივი ყვავილობის პერიოდის მქონე მცენარეების ფესტივალი დამკვიდრდეს ჩვენში. ორგანიზატორი, ალბათ, მუნიციპალიტეტის კულტურის ან  გარემოს დაცვის სამსახური უნდა იყოსო, _ ამბობს.

_ განა არ შეიძლება,  "ყვავილების ქვეყანა" საკარმიდამოების შეჯიბრით გავახალისოთ? ამას არ სჭირდება დიდი თანხები და უსაზღვრო შრომა, რომელიც სხვა საქმეში ხელს შეგვიშლის... თითქოს, ყველას გვიყვარს ყვავილები, მაგრამ აბა, გადახედეთ, მოიარეთ ქვეყანა, რამდენ კარმიდამოს ნახავთ ყვავილების გარეშე, ან ცუდად მოვლილი ერთი-ორი ძირი ვარდით თუ პრასაყვავილათი "დამშვენებულს". ყვავილების ფესტივალმა უნდა გამოავლინოს სამოთხისებური სილამაზის მქონე კარმიდამო, ქუჩა, სკვერი, ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის ცენტრი... მთავარია, ენთუზიაზმი გაჩნდეს, რაც მერე ძნელად ჩაცხრება, _ გატაცებით საუბრობს ყვავილების ტრფიალი და მოულოდნელად აგავისკენ გვახედებს, რომელიც ერთადერთი ყოფილა კაქტუსოვანებიდან,  მისი ინტერესის საგანი რომ გამხდარა.

_ იცით, რატომ მიყვარს აგავა? რაღაც ძალიან ძლიერი და მიწიერია მასში. თითქოს, იმავე მიწასთან ჩემი "მიმაგრების ფუნქციას" ასრულებს, რომ უთვალავი ფერების ორომტრიალში და კიდევ ახალი სახეობების ძებნაში სადღაც მზისკენ არ "გავფრინდე," _ ასე გადმოგვცემს საკუთარი შინაგანი სამყაროს განწყობას ჩვენი მშვენიერი ქალბატონი და ძნელი დასაჯერებელია, რომ მან დღემდე ვერ იპოვა გულისსწორი _ პირად თემაზე მოკლედ და გულღიად საუბრობს: _ ჩემი პრინცი ჯერ არ გამოჩენილა. მგონია, რომ ამ ყვავილთა სამყაროში ვიღაცას ვეძებ თუ ვიღაც მეძებს. მთავარია, რომ ყოველთვის ვპოულობ სილამაზის ახალ გამოვლინებას, მაგალითად "ჟატიანი" გლადიოლუსი და წინწკლებიანი კანა გინახავთ? მე მაქვს, _ მოულოდნელად იცინის და თითქოს კმაყოფილია იმით, რომ მისგან სულ სხვა რაღაცის თქმას ელოდი და კვლავ ორიგინალურ ყვავილთა სამყაროში დაგაბრუნა. მიიჩნევს, რომ ამ სილამაზის შექმნით ჯერ  საკუთარ "მეს" ჩუქნის მაცოცხლებელ ბედნიერებას, შემდეგ კი დაუნანებლად ემეტება მეგობრებისთვის. უყვარს ხელსაქმეც და ქარგვასთან მიმართებაშიც საკუთარი მიდგომა აქვს _ ძირითადად, მხოლოდ ყვავილები გადააქვს ტილოზე, უმეტესად ზამთარში, გრძელი ღამეების პერიოდში ქარგავს. მისი ოთახის კედლებს არაერთი ასეთი ნამუშევარი ამშვენებს და "კანას" ფესტივალზე მეოცნებეს, არც კალას მოქარგვაზე უთქვამს უარი, რომელსაც მალე დაასრულებს და შემდეგ "სპათიუმის" ტილოზე გადატანაზეც იზრუნებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ქალაქ ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები _ ნატალია ხომერიკი და მარინა ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ "კანას" ფესტივალზე და, ზოგადად, ყვავილების ფესტივალზე მეოცნებე ქალბატონის ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელი და მისაღებია:

_ ერთი შეხედვით, თითქოს ყველას გვიყვარს ყვავილები. არც ერთ ქალბატონს ძალით არ უნდა სჭირდებოდეს ყვავილებისკენ ძალით მიბრუნება.  "ყვავილების ფესტივალი" ჩვენს ყოფას, თითოეულ სოფელს, ქუჩას, სკვერს თუ მთლიანად ქალაქს და რეგიონს მეტ ესთეტიურ და გამორჩეულ ელფერს მიანიჭებს, რაც არასდროს არ იქნება მოჭარბებული და მოსაწყენი, ეს სადავო არ უნდა იყოს. ამასთანავე, ამ საქმის ორგანიზებას დიდი თანხები და კოლოსალური შრომა მართლაც არ დასჭირდება. ჩვენ უკვე გვაქვს, უფრო სწორად ამ ქალბატონმა გაგვიჩინა  სურვილი, მომავალი გაზაფხული ყვავილების დღესასწაულის საწყისი ეტაპი გახდეს. პირობითად ვიტყვით _  ჩვენ ირგვლივ რომ გარემო სამოთხედ ვაქციოთ, ამისთვის დიდი შრომა და ნერვები ნაკლებად საჭიროა, სიყვარულით და ესთეტიკით ნასაზრდოები განწყობაა საჭირო, _ ამბობენ ისინი.




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...