ღვინო _ კვების პროდუქტი

კარმიდამო ჩემი

ღვინო _ კვების პროდუქტი

2012 თებ 24 04:00:00

კვების პროდუქტი _ ესაა კვებისთვის განკუთვნილი ნივთიერება, რომელიც შეიცავს იმ მაკრო და მიკროელემენტებს, რომლებიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ მხრივ ღვინო უდავოდ უნდა ჩაითვალოს კვების პროდუქტად, რადგან შეიცავს ენერგიის წყაროს, ნახშირწყლებს, ზოგიერთ პროტეინს, მინერალურ მარილებს, მინერალურ მჟავებს, ვიტამინებს.

ღვინო _ უძველესი სამკურნალო საშუალებაა. მედიცინის ისტორია თვლის, რომ ღვინო უძველესი დროიდან იყო ჩართული სამკურნალო თერაპიულ საშუალებებში. ჯერ კიდევ ანტიკურ ბერძნულ-რომაულ სამყაროში, შემდეგ კი აღორძინების ხანაში, ღვინო იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალება. ამ საპატიო ადგილს ის იკავებდა მანამ, სანამ თანამედროვე მეცნიერებამ არ შეცვალა იგი მედიკამენტებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღვინის ღირსებებს შესამჩნევი ჩრდილი მიაყენა პურიტანულმა ანტიალკოჰოლურმა მოძრაობამ, რომელმაც, თუმცა, მთლად ვერ გაასამართლა, მაგრამ მოახერხა ღვინის საეჭვო სასმელად მიჩნევა. 25 წლის განმავლობაში მრავალი ცნობილი ექიმი, მათ შორის პროფესორები მასკელე და რენო, დაბეჯითებით ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება იმაში, რომ ღვინოს დაუმსახურებლად ექცეოდნენ, რომ სამეცნიერო გამოკვლევებით დასტურდებოდა ღვინის კეთილისმყოფელი გავლენა ჯანმრთელობაზე.

დროული იყო ამერიკის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გახმაურებული ე.წ. "ფრანგული პარადოქსი" იმის შესახებ, რომ ღვინოს, თავისი განსაკუთრებული თვისებების წყალობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება შეუძლია.

თერაპიულ მკურნალობაში ღვინის გამოყენების შესახებ უძველეს ცნობებად შეიძლება ჩაითვალოს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი წარწერები: ეგვიპტეში პლა-ხოტეპას საფლავზე (4000 წ.ჩვ. ერამდე) და შუმერული ქალაქის ნიპპურის (3000 წ. ჩვ. ერამდე) წარწერები.

ჯანმრთელობის ღმერთის ასკლეპიოსის ტაძრებში ბერძნები თავიდან ჯადოქრულ მედიცინას მისდევდნენ. სამკურნალო საშუალებების გამოჩენისთანავე მათ შორის საპატიო ადგილზე ღვინო აღმოჩნდა. ჰომეროსის ცნობით, ტროას ომის დროს დაჭრილი ფილოკტეტი მომაკვდინებელი წყლულებისგან ასკლეპიოსის შვილის, პოდალირის ღვინომ განკურნა.

თანამედროვე მედიცინის მამის, ჰიპოკრატეს მოღვაწეობის პერიოდში, ღვინომ თერაპიასთან უახლოეს კავშირს მიაღწია. დღევანდელი ექიმები, ჰიპოკრატეს ფიცის დადებისას არ უნდა ივიწყებდნენ მისივე სიტყვებს: ღვინო საოცრად შეესაბამება ადამიანს როგორც ჯანმრთელობის დროს, ისე _ ავადმყოფობისას. ის უნდა დაინიშნოს აუცილებლობის შემთხვევაში და გარკვეული დოზით _ ადამიანის ფიზიკური აგებულების შესაბამისად.

ჰიპოკრატე, რომლისთვისაც უცხო არ იყო იუმორი, ამტკიცებდა, რომ მძიმე ხასიათი და ნაღვლიანი განწყობილება ავადმყოფობის მთავარი მიზეზია. იგი ადამიანებას ურჩევდა, დაელიათ ღვინო, რადგან "ის ამხიარულებს და ქმნის კარგ განწყობას", თუმცა, წინდახედულებას იჩენდა და აზუსტებდა "მრავალი რამ შეიძლება იყოს გამაჯანსაღებელი, თუ მას თავის დროზე გამოიყენებთ; ავადმყოფისთვის დროულად მიწოდებული ღვინო წამალია, მაგრამ, პირიქით, უდროოდ და უზომოდ მისი შესმა იწვევს გაღიზიანებას, ცხელებას, სიბრაზეს ანუ იქცევა ავადმყოფობის მიზეზად."

გარდა შინაგანი გამოყენებისა, ჰიპოკრატე წყლულების მოსაშუშებლად და რევმატიული ტკივილისას ღვინით გაჟღენთილ საფენის და ღვინის მალამოს ურჩევდა. მოგვიანებით თეოფასტემ ბალახებისა და სანელებლების დამატებით შექმნა სამკურნალო ღვინო, რომელსაც ჰქონდა საუკეთესო ფიტოთერაპიული თვისებები.

რომშიც კარგად იცნობდნენ ღვინის სამკურნალო თვისებებს. ამის შესახებ არსებობს უძველესი დროის მრავალი ავტორის ცნობა. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიოსკორიდი თავის სამედიცინო ნაშრომში წერდა: "ნატურალური, ოდნავ შემთბარი ღვინო კარგად აითვისება, სასარგებლოა კუჭისთვის; აღვიძებს მადას, აუმჯობესებს ძილს, აძლიერებს და ჯანმრთელ ფერს აძლევს სხეულს."

ნატურალისტი პლინ უფროსი, რომელიც 79 წელს პომპეიში, ვეზუვის ამოფრქვევისას საკუთარი პროფესიული ცნობისმოყვარეობის მსხვერპლი გახდა, თავის ტრაქტატში არა მხოლოდ ღვინის, არამედ, ვენახის ლერწის, ფოთლებისა და წიპწების სამკურნალო დანიშნულებაზეც წერს: "ღვინო არის ტონიკი, აპერიტივი, საძილე, ანუ ეიფორიული საშუალება, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას". ეთანხმებოდა რა ჰიპოკრატეს რჩევებს, იგი ასკვნიდა: "ღვინო _ თავისთავადაა წამალი. ის კვებავს ადამიანის სისხლს, აამებს კუჭს, აქარწყლებს მწუხარებას და ნაღველს."

ცნობილმა რომაელმა მკურნალმა გალენოსმა "გაამხილა", რომ იმპერატორ მარკუს ავრელიუსს კუჭ-ნაწლავის პრობლემები ძალიან მარტივად, დღეში თითო ჭიქა წიწაკიანი ღვინის გამოწერით მოუწესრიგა.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ჰიპოკრატეს შრომები დროებით მიივიწყეს. მხოლოდ ბერები, რომლებიც ამავდროულად იყვნენ ღვინის მწარმოებლებიც (თითქოსდა მხოლოდ საეკლესიო საჭიროებისთვის), ურჩევდნენ პაციენტებს საკუთარ ბაღებში გამოყვანილი სამკურნალო მცენარეებით შეზავებულ ღვინოს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა იტალიაში დაარსდა სალერნოს სამედიცინო სკოლა, ისევ აღიარეს, რომ ბუნებრივი დუღილის შედეგად მიღებული ეს საოცარი სითხე მართლაც საიმედო თერაპიული საშუალებაა. სწორედ მაშინ გაჩნდა ჰოსპიტლის შესასვლელის თაღზე წარწერა: "დალიე ცოტა ღვინო". სამედიცინო ფაკულტეტის სახელმძღვანელოები კი ასეთ კომენტარს აკეთებდნენ: "სუფთა, კარგი ღვინო მოხუცებს მეორე ახალგაზრდობას ანიჭებს; სუფთა ღვინოს აქვს მრავალი ღირსება: ამაღლებს ტონუსს, იცავს ცუდი განწყობისგან, ხელს უწყობს გადავსებული ნაწლავების გათავისუფლებას. ღვინით ეძლევა ჭკუას _ სიხალისე, მზერას _ ნათელი, სმენას _ სიმახვილე: ღვინო იცავს სიმსუქნისგან და ჩუქნის ჯანმრთელობას."

არაბი ექიმი ავიცენა (980-1037) აღიარებდა ღვინის ღირსებებს და მას "ბრძენთა საუკეთესო მეგობრად" მიიჩნევდა.

შუა საუკუნეების ეპოქის დასასრულს, დიდი ზეიმით იქნა გახსნილი მონპელიეს სამედიცინო ფაკულტეტი. სტუდენტები განსაკუთრებული გულმოდგინებით სწავლობდნენ უძველეს სამედიცინო ტრაქტატებს, რომელთა უმრავლესობაში ღვინო ერთ-ერთ სამკურნალო კომპონენტად მოიხსენებოდა.

ცნობილი სამხედრო ქირურგის, ანრი დე მონდევილის (1260-1320) რეკომენდაციით, დაჭრილებს ოპერაციის მეორე დღიდან აძლევდნენ ღვინოს: _ მაგრამ ღვინო, _ ამბობდა იგი, _ უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო, როგორ შეიძლება მოიძებნოს: მსუბუქი, არომატული, სასიამოვნო გემოთი. ავადმყოფს უნდა მიეცეს 500 მლ. საუზმის და 250 მლ საღამოს, სადილის შემდეგ.

სწავლულ არნოს (1240-1320) განსაკუთრებული მოსაზრება გააჩნდა თეთრი ღვინის შესახებ: "ოდნავ შემთბარი თეთრი ღვინო, ძალიან ცოტა საჭმელთან ერთად, ნაკლებად ვნებს ტვინს და ხელს უწყობს დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფას. ეს სასმელი მშვიდობიანია. არ აფორიაქებს გონებას. თეთრი ღვინო იმათაც არგებს, ვისი გონებაც გადაღლილია ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ან შემთხვევითი მოვლენებით."

რაც შეეხება ჯოვანი ბოკაჩოს (1313-1375), იგი გვიყვება, რომ ზომიერი დოზებით რეგულარულად მიღებული ღვინით გადაურჩა შავი ჭირის ეპიდემიას.

აღორძინების ეპოქაში ჰიპოკრატესა და გალიოსის სამედიცინო თეორიები კვლავ ძალაში დარჩა. ჰარვეისა და პეკის გამოკვლევებმა სისხლის ცირკულაციის შესახებ ვერ ჰპოვა აღიარება თანამედროვეთა შორის. ამ პერიოდის ფარმაკოთერაპიაში წამყვანი ადგილი მცენარეებს ეჭირა. თუმცა, დაგროვილი ცოდნა და სამეცნიერო აღმოჩენები, რომლითაც ცნობილი იყო აღორძინების ეპოქა, ასევე მეცნიერების მჭიდრო კავშირი ანტიკური სამყაროს მიღწევებთან, თანდათან განამტკიცებდა ღვინის სამკურნალო თვისებებისადმი რწმენას.

ღვინის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი იყო ფრანსუა რაბლე. თავის დროზე ის იყო მონპელიეს სამედიცინო ფაკულტეტის საპატიო ექიმი, რომელიც ყველას გასაგონად ამტკიცებდა, რომ "ყურძნის წვენი ნათელს ჰფენს გონებას, ფანტავს ნაღველს, ჩუქნის სიხარულს და კარგ განწყობას." თავის ერთ რეცეპტში ის ურჩევდა დაქუცმაცებულ კრაზანას ყვავილებს ღვინის ნაყენში, როგორც დელიკატურ ადგილებში ტკივილის მომხსნელ უებარ საშუალებას. იმ პერიოდში სამკურნალო მცენარეები, რომლებიც დაყენებული იყო ღვინოზე, გამოიყენებოდა როგორც ანტისეპტიკური საშუალება. ასეთ ნაყენს იყენებდნენ ცხვირსახის ინფექციური დაავადების, ძლიერი ხველის, რძის გაქრობის, სიყვითლის შემთხვევაში. მასვე ასმევდნენ როგორც აღმგზნებ საშუალებას, "სიყვარულის ხანძრის დასანთებად." სამაგიეროდ, ღვინისა და ნაყენების მიღება კატეგორიულად ეკრძალებოდათ ნიკრისის ქარის შეტევის დროს.

ფრანსუა რაბლეს თანამედროვე მიშელ დე მონტენი იყო არა მხოლოდ ლიტერატორი და მორალისტი, არამედ ბორდოელი ღვინის მეწარმეც. საკუთარ სხეულში საშარდე გზების კენჭოვან დაავადებას იგი თეთრი, მშრალი ღვინით ებრძოდა, მერე კი სხვებს უამბობდა ამ მეთოდის ეფექტიანობის შესახებ. ეს მოუღლელი მოგზაური, კულტურული და ინტელექტუალური საგანძურის მუდმივი მაძიებელი საგანგებოდ ეწვია ლემანის ტბის სანაპიროს, რათა იქაური, საყოველთაოდ ცნობილი თეთრი შარმდენი ღვინით ემკურნალა.

რაც შეეხება ვალუას კარის ქირურგს, ამბრუაზა პარეს, იგი ბრძოლის ველზე დაჭრილებს წითელი ღვინის საფენებით მკურნალობდა. წითელი ღვინო სამკურნალო პრაქტიკაში განსაკუთრებით მას შემდეგ აღიარეს, რაც დამტკიცებული იქნა მისი ანტიბიოტიკური თვისებები.

ქიმიკოსი ფურკუა თვლიდა, რომ "ღვინო ნამდვილი წამალია მისთვის, ვინც სისტემატიურად არ სვამს მას. იგია სასიცოცხლო ძალების მატონიზებელი და ძალიან ძლიერი საგულე საშუალება."

იმ დროს, როცა სამედიცინო კორპორაციების უმრავლესობა როგორც საფრანგეთში, ასევე დანარჩენ სამყაროში აღიარებდა ღვინის სამკურნალო თვისებებს, მოწინააღმდეგეთა პოზიციებზე იდგა ანგლოსაქსონური ქვეყნები. დიდ ბრიტანეთში აყვავებული ღვინის წარმოება "მორალის სიწმინდის" სახელით სასწრაფოდ განადგურდა. თავად ინგლისელები კი ფრანგული, უფრო მეტად ბორდოს ღვინის მომხმარებლად იქცნენ. თუმცა, გარკვეულ გარემოებათა გამო, ისინი ნაკლებად სვამდნენ ღვინოს, მაგრამ არასოდეს შეუწყვეტიათ სამკურნალო დანიშნულებით მისი გამოყენება.

საუკუნეებთან ერთად, ღვინის, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალების გამოყენება, თანდათან დაინერგა მედიცინაში. ხოლო, როდესაც ინგლისელმა მეცნიერმა ტოლმა შექმნა ეთილოთერაპიის მეთოდი, ღვინო დიზენტერიასა და ქოლერასთან ბრძოლის ოფიციალურ საშუალებად იქნა მიჩნეული.

1930 წელს პროფესორ პეროს და ექიმ კიუვეს ერთობლივი შრომით მიღწეული იქნა, ვაზი შეეტანათ სამკურნალო მცენარეთა სიაში.

1931 წელს პოლიტიკურმა მოღვაწემ ანდრე ტარდიემ შექმნა ღვინის პროპაგანდის კომიტეტი, რომელიც ავრცელებდა სასწავლო მიზნებისთვის განკუთვნილ ინფორმაციას. გადავხედოთ ერთ-ერთს: "ერთი ლიტრი სუფთა ღვინო სრულფასოვნად ცვლის 900 მლ. რძეს, 370 გრ. პურს ან 5 ცალ კვერცხს."




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...
ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...