"გურიაში ფუტკარი ყველას უნდა ჰყავდეს"

კარმიდამო ჩემი

"გურიაში ფუტკარი ყველას უნდა ჰყავდეს"

2012 იან 1 04:00:00

ათასობით მწერიდან ადამიანი სოფლის მეურნეობაში აბრეშუმის ჭიას და ფუტკარს იყენებს, მაგრამ დღეისთვის ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად მაინც მეფუტკრეობა რჩება. ჩვენი ნომრის სტუმარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის მკვიდრი, მეფუტკრე გოჩა კეკელიძეა, რომელიც უკვე 20 წელია, ამ საქმიანობითაა დაკავებული და სიამოვნებით დაგვთანხმდა, თავისი გამოცდილებიდან ცოტა რამ ჩვენთვისაც გაეზიარებინა.

_ 20 წელია, ამ საქმიანობას ვეწევი, ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავალიც მეფუტკრეობიდან შემოსული თანხაა. თავიდან ორი ოჯახით დავიწყე, მერე 100-150 ოჯახზეც ავედი. ამ ბოლოს, სამწუხაროდ, რამდენიმე ოჯახი დავკარგე, მაგრამ ისევ შევუდექი აღდგენას.

_ რა სამუშაოები ტარდება ამ პერიოდში მეფუტკრეობაში?

_ საგაზაფხულო სამუშაოების დროა. ამ პერიოდში უნდა გავწმინდოთ და დავასუფთაოთ სკა. მართალია, ამას ფუტკარიც აკეთებს, მაგრამ არ უნდა გავაწვალოთ. შემდეგ საჭიროა, ერთი-ერთზე დამზადებული სიროფის მიწოდება (ყანდი). სიროფს ადრე არ ვაძლევდით, მაგრამ კლიმატი შეიცვალა და ახლა სჭირდება. თუ ძლიერია ფუტკრის ოჯახი, აკაციის ყვავილობის დაწყებასთან ერთად, უნდა მივაწოდოთ ფიჭა. ფიჭასაც დაკვირვება უნდა _ ხელოვნური ფიჭის შემადგენლობაში 85% ნატურალური სანთელია და 15% პარაფინი. თუ ფიჭის შემცველობაში პარაფინის რაოდენობა მეტია, ფუტკარი სუნს გრძნობს და მისთვის ეს სუნი გამაღიზიანებელია. ასე რომ, ფიჭის ნატურალურობას დიდი ყურადღება ექცევა. როცა ფუტკარი დაფარავს ფიჭის ყველა უჯრას, ახალ-ახალი ფიჭა უნდა ვაძლიოთ. ამით ბუდეც ახლდება. ბუდის გაახლება მთავარია, რადგან, როცა ფიჭა ძველდება, უჯრები ჭუჭყით ივსება, ვიწროვდება. შესაბამისად, კვერცხი ვეღარ ვითარდება კარგად და ფუტკრის ზომაც იკლებს.

_ რა წამლობა უტარდება ფუტკარს?

_ ფუტკარს სჭირდება ჩაკირულ ბარტყზე მკურნალობა (პრეპარატი ასკოვარი), ტკიპაზე (აკაროზი, ეკოსტოპი) და ტილზე მკურნალობას (ვაროკომი, ვაროსტოპი). ტილის სამკურნალო პრეპარატი ოჯახს სიძლიერის მიხედვით ეძლევა. თოვლის გადნობის შემდეგ, უნდა მიეცეს ბაქტოციდი, ბაქტოპოლი. არის ასევე ფუტკრის დაავადება _ სიდამპლე, რომელიც რთული დაავადებაა და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენთან ეს დაავადება იშვიათია. ამბობენ, თითქოს მსგავსი დაავადება შეამჩნიეს, მაგრამ ასე არ არის _ ეს დაავადება კი არა, კვერცხის გადაციებაა, როცა ფუტკარმა ვერ მოუარა კვერცხს და გაფუჭდა.

_ ფუტკარი კვერცხის დებას როდის იწყებს?

_ კვერცხის დებას, თუ ძლიერი ყინვები არ არის, 15 იანვრიდან იწყებს და დღეში 1 500-მდე კვერცხს დებს. ფუტკრისთვის ზამთარი თოვლიანი ჯობს, იმიტომ, რომ როცა ზამთარში კარგი ამინდებია, ტყუვდება ფუტკარი და გარეთ გამოდის, რის გამოც იღუპება. ამ დროს კანდის მიცემა არ შეიძლება, უფრო რომ არ გაღიზიანდეს. საერთოდ, როცა ფუტკარი არ მუშაობს, 3-4 თვეს ძლებს და მუშაობის პერიოდში მხოლოდ 30 დღე ცოცხლობს. აქტიურ გამოსვლას იწყებს, როგორც კი კარგი ამინდები დაიწყება და ფერდობებზე ყვავილები გამოჩნდება. ამ დროს ისინი კვერცხის გამოსაკვებად "ჭეოს" ეზიდებიან. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, ფიჭის უჯრებში ჩადებული კვერცხი ჯანმრთელია თუ არა, საჭიროა, დავაკვირდეთ, ჩაზნექილი არ ჰქონდეს თავები.

_ ოჯახების გაყოფა როდის ხდება?

_ ერთი ოჯახიდან შესაძლოა, ოთხი ოჯახი გამოვიდეს. დამწყები მეფუტკრეები ზოგჯერ ცდილობენ, რაც შეიძლება, სწრაფად გაჰყონ და გაამრავლონ ოჯახები, მაგრამ ჯობია, 10 ოჯახი გყავდეს და ძლიერი, ვიდრე _ 100 და სუსტი. ოჯახების გაყოფის დროს, მთავარია, დედა ფუტკარი. მასზეა დამოკიდებული, რამდენად ჯანმრთელ კვერცხს დადებს. შესაბამისად, ფუტკარიც ჯანმრთელი და უფრო შრომისუნარიანი იქნება. ამიტომ, ხშირად, დედა ფუტკარი გამოგვყავს და მას "ნამყენი დედა" ეწოდება. ბუნებაში, უმეტესად მამრი ფუტკარი იჩეკება. ადამიანმა ხელოვნურ ფიჭაზე ისე უნდა ამუშაოს ფუტკარი, რომ რაც შეიძლება, მეტი მუშა ფუტკარი გამოვიდეს. მამრი ფუტკრები, როცა აღარ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვსპობთ. ამიტომ ხელოვნური ფიჭის გამოგონებამ და ადამიანის ჩარევამ წინ წასწია მეფუტკრეობის საქმე.

_ თუ აქვს მნიშვნელობა, რა მასალისგან იქნება დამზადებული სკა?

_ რა თქმა უნდა! მასალა უნდა იყოს უსუნო, მსუბუქი, ძირითადად ნაძვის ან წაბლის. ვისაც შეუძლია, სახლში ამზადებს, მაგრამ უფრო მეტად ვყიდულობთ.

_ ზამთარში როგორ უნდა შევინარჩუნოთ შესაბამისი ტემპერატურა სკაში?

_ სხვადასხვა წიგნებში წერია, რომ საჭიროა, ზამთარში შევფუთოთ სკა, დავათბუნოთ ბალიშებით და ა.შ. დასავლეთ საქართველოში ყინვები არ იცის და დათბუნება, შეფუთვა, საჭირო არ არის. უნდა ჰქონდეს მუდმივი ვენტილაცია და არც ჭუჭყი დაგროვდება შიგ. ჩვენში ნესტი უფრო იცის და როცა შევფუთე, სკა დაინესტა და საერთოდ გაფუჭდა. ახლა მხოლოდ ტომრები მაქვს გადაფარებული. ბალიშები უფრო კარგი ზაფხულშია, თუ მზის გულზე დგას სკები, რადგან ბამბა სიცხეს არ ატარებს. საერთოდ, ჯობს, სკები ისეთ ადგილას განვალაგოთ, სადაც მზეც და ჩრდილიც ერთნაირად ხვდება.

_ ძირითადად, რომელი მცენარეების ყვავილზე მუშაობს ჩვენთან ფუტკარი?

_ ჩვენში აკაცია ჭარბობს. ერთი ჰექტარი აკაციის ფართობიდან ფუტკარი ტონანახევრამდე თაფლს იძლევა. არის წაბლი, ნახევარი ტონა თაფლი ჰექტარზე და კიდევ ცაცხვი, რომელიც ასევე მაღალპროდუქტიულია, მაგრამ ჩვენთან იშვიათია. საერთოდ, ამ ბოლო დროს, რაც სატელეფონო ანძები დაიდგა, ფუტკრის მუშაობამ იკლო. ფუტკარი პირველი რადიაციის მიმღებია, მაგრამ თანდათან ეჩვევა გარემო პირობებს და მათი მუშაობაც იმატებს.

_ თაფლის დაწურვა რამდენჯერ ხდება წელიწადში?

_ ადრე ერთიანად ვიღებდი წაბლის ყვავილობის დასრულების შემდეგ, მაგრამ ახლა თურქეთში იყიდება კარგად წაბლის თაფლი და ამიტომ აკაციის თაფლს ცალკე ვიღებთ, წაბლისას _ ცალკე.

_ ფუტკრის მოვლა ჩვენ პირობებში რთულია?

_ ჩვენს პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგებს შორის, ფუტკრის მოვლა ყველაზე ადვილი და ნაკლებად შრომატევადი საქმეა. მთავარი ცოდნაა, რომ ზუსტად და თავის დროზე მივაწოდოთ ფუტკარს საჭირო მასალა. მაგალითად, ზოგიერთი მეფუტკრე დღეში რამდენჯერმე ხდის თავს სკას, რაც არ შეიძლება _ ყოველ თავის ახდაზე იკარგება ფუტკრის სხეულის ტემპერატურა. ზამთარში კი საერთოდ არ უნდა შევაწუხოთ. ჩემი აზრით, გურიაში ყველა ოჯახს უნდა ჰყავდეს ერთი-ორი ოჯახი მაინც. იმიტომ, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა საფუტკრედ ძალიან კარგია. საქართველოში ყოველდღე იმდენი კილოგრამი თაფლი იღვრება და იკარგება, შეიძლება, სიმინდის მოსავალი ვერ ავიღოთ ამდენი.




 ახალი ამბები
  • კახა გოგოლაშვილი : ,,ასოცირების დოკუმენტის ჩავრდნა ძალიან ცუდი პრეცედენტია, რაც არ გვაწყობს“13 თებერვალს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, ასოცირების ერთობლივ დეოკუმენტზე ვერ შეთანხმების გამო,  რეზოლუცია ჩავარდა. რომლის მხარდასაჭერად ორივე მხარის, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის ხმები იყო საჭირო. ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტს "უპრეცენდენტო კრახს" უწოდებს, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას თქმით, ეს არის ევროკავშირიდან, საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ სიგნალი თუ რას ნიშნავს ასოცირების დოკუმენტი, მისი ჩავრდნა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროსზე, ,,გურია ნიუსი“ აღნიშნულ თემასთან  დაკავშირებით, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა ბატონო კახა, რა დოკუმენტი იყო, რომელის მიღება ასოცირების კომიტეტზე ვერ მოხერხდა? ერთობლივი დოკუმენტი ყოველ წელს მიიღება, სადაც საქართველოს და ევროპარლამენტის დელეგაცია ერთმანეთს წელიწადში ერთხელ ხვდებიან. დოკუმენტში მიმოიხილავენ, ხოლმე ძირითად  საკითხებს, რომელიც ეხება შეთანხმების განხორციელებას, იმპლემენტაციას. არის, ასევე ხოლმე რამოდენიმე ნაწილი: პოლიტიკური ნაწილი, თუ როგორ გატარდა  რეფორმები და რა შეფასებებს იძლევიან, ეკონომიკური ნაწილი, სურსათის უვნებლობაბაში გატრარებული რეფორმები და სხვა, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. დოკუმენტის ფარგლებში, ასევე განიხილება და აღნიშნავენ   სხვადასხვა სახის თანამშრომლობას  სხვადასხვა მიმართულებით. მაგ: უსაფრთხოების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში, თუ რა მნიშვნელოვანი რეფორმები კეთდება ამ მიმართულებით. წინასწარ განსაზღვრა, დეკლარაციაში თუ რა ეწერებოდა  შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დოკუმენტში მიმოხილულია ქვეყანაში არსებული  პოლიტიკური მოვლენები. წლევანდელი რეზოლუცია გარკვეული პუნქტების გამო ჩავარდა, რადგან  ევროპარლამენტარებს უნდოდათ, რომ კრიტიკა ყოფილიყო, ეს ეხებოდა საქართველოში დაკავებებს, სასამართლო რეფორმის საკითხბს და პროპორციული არჩევნების დაპირების არ შესრულებას. მათ გარკვეული კრიტიკა ქონდათ  მომზადებული, რომელსაც ქართული მხარე არ დაეთანხმა, ესენი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, რომელთან თანხმობის გარეშე დეკლარაციას ვერ მიიღებდნენ. დოკუმენტის ჩაგდება აღმოსავლეთის პარტნიორობაზე ნეგატიურად ხომ არ აისახება? არა, ამას გავლენა არ ექნება, მაგრამ   არ არის სასიამოვნო ფაქტი, რადგან საქართველო ითვლება ლიდერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ამას კი ექნება ცუდი რეზონასი, რათა იტყვიან, რომ ასოცირების დოკუმენტი ვერ მიიღეს, იმიტომ, რომ დოკუმენტში კრიტიკის საფუძვლები იყო. ოპოზიცია ამბობს, რომ უპრეცედენტო შემთხვევაა,  ასევე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვს თქმით  ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის რათქმაუნდა, ეს სიგნალია საქართველოს ხელისუფლებისთვის, ეს არის ცუდი სიგნალი, რადგან ჩვენ გეზი გვაქვს აღებული ევროკავშირში ინტეგრაციზე, ესეიგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა შესაძლებლობის გამოყენება და წინ სვლა, ესეთი ექსესების შემდეგ   პროგრესი შეიძლება შეჩერდეს. ის რომ, ვთქვათ ევროკავშირთან  ურთიერთობები შეწყდბა ან დამოკიდებულება  შეიცვლება, არა ესე არ იქნება, მაგრამ პრესპექტივა ნაკლებად დარჩება  იმისა, რომ ჩვენ რაღაც ახალი მივიღოთ ევროკავშირიდან. ძალიან ცუდი პრეცედენტია, რაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს. მსგავსი ფაქტი  თუ ყოფილა სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით? ასოცირებული ქვეყნები საქართველოსთან ერთად არის მოლდოვა და უკრაინა და მე არ მახსენდება მსგავსი ფაქტი. რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებას, მანდ რათქმაუნდა მომხდარა, რუსეთან, რომელთანაც   საერთოდ შეაჩეერეს შეთახნმება. მორიგი შეხვდრა როდის გაიმართება და თუა შესაძლებელი ხელახლა წარდგენა? წელიწადში ერთხელ არის შეხვდრა, ამ დოკუმენტს ან იღებენ, ან არა. მეტი შეხვდრა წელს არ იქნება. ასოცირების კომიტეტის შეხვდრა ქმნის რამოდენიმე ორგანოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ერთია ასოცირების საბჭო, ეს არის ორგანო სადაც იკრიბება მთავრობები, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხვდება ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლებს, მინისტრების დონეზე. მეორეა ასოცირების კომიტეტი, აქ კი მაღალი რანგის თანამდებობის პირების შეხვდრაა, რომელიც ასევე აღმასრულებელ ხელსიუფლებას ეხება, ევრკოვაშირიდან კი ევროკომისიას და ასევე, არის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი, სადაც პარლამენტის დელეგაციები იკრიბება, ეს არის იმისთვის, რომ ყოველ წელიწადში ერთხელ განიხილონ ასოცირების შეთანხმებაში მიღწეული პროგრესი ან ნაკლოვანებები და მიღონ შესაბამისი გადაწვეტილებები. ესეთი კრიტიკული დეკლარაციები მიუღიათ და ორივე მხარე დათანხმებულა, უბრალოდ დასანანია, რომ წელს ვერ მოხდა კომპრომისული ვარიანტის მიღება, იმიტომ, რომ როგორც წესი დელიკატურად მიუთითებენ ხოლმე შენიშვნას ამას კი  საბოლოო ჯამში იღებენ, ამ შემთხვევაში  კი საკმაოდ პირდაპირი შენიშვნა იყო მითითებული რომელიც უმრავლესობამ მიიღო და საბოლოო ჯამში ... ...
  • სკოლაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყოხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაილურის სკოლაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით  შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით,  მომხადარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადანადგურებას გულისხმობს. სკოლაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა, თუმცა, შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამავე თემაზე: ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა დაიწვა _ სად გააგრძელებენ სწავლას ... ...
  • ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა დაიწვა _ სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვებიხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ განუცხადა, ხანძარმა სკოლის შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღიც, რომელის სკოლის მიმდებარედ მდებარეობდა. „შენობა თითქმის ბოლომდეა დაზიანებული. მიუხედავად იმისა, რომ 9 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ვერ მოხერხდა შენობის გადარჩენა. საბედნიეროდ, დროულად მოხდა ევაკუაცია და არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ბოლომდე ლიკვიდიცია“,_ გვითხრა ჯურხაძემ. შეკითხვაზე თუ სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მათ მეზობელ სოფელ დედალაურში გადაიყვანენ. „ბავშვები სწავლას მეზობელ სოფელ დედალაურში გააგრძელებენ. საბავშვო ბაღში 8 ბავშვი დადის და 54 სკოლაში. ამათ გადავიყვანთ მიმდებარე სოფელში და ტრანსპორტით უზრუნველყოფას მერია გაუწევს,“_ გვითხრა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა. ... ...
  • მამამთილმა რძალი იატაკის საწმენდი ჯოხით და ცოცხით სცემაწარსულში ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ნასამართლევმა რ.ტ-მ რძალი სცემა. საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. "რ.ტ-მ რძალს - მ--- ჯ------ს კისერზე დაარტყა ტელეფონის აპარატი, ზურგზე - იატაკის საწმენდი ჯოხი და ცოცხი - თავსა და ზურგზე, რის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი", _ ირკვევა საქმის მასალებიდან. აღნიშნული შემთხვევიდან მეორე დღეს, ბრალდებული რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. რ.ტ-მ დანაშაული აღიარა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წყარო: ... ...
  • ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვესოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოწმება ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. „ორი აფთიაქის შემოწმებისას ქართული წარწერებით აღმოჩნდა და მილიციამ აფთიაქებს ჩამოართვა „ვალტარენი“, „ფლუკოლდი“, „კრესტორი“, „ჰემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პუსი“ და სხვა მედიკამენტები, რომელსაც ქართული წარწერები აქვს“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში. სააგენტო, „კომინფი“ წერს, რომ სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება ე.წ. მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად. წყარო: ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...