სამეურნეო საქმიანობასა და ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩაძირული "გურიის თურმანიძე"

კარმიდამო ჩემი

სამეურნეო საქმიანობასა და ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩაძირული "გურიის თურმანიძე"

8 სექ. 2015, 19:53:31

აპოლონ წულაძე თავის ცნობილ წიგნში _ "ეთნოგრაფიული გურია", ჩვენი სტატიის პერსონის _ სერგო არობელიძის წინაპრებს "გურიის თურმანიძეებს" უწოდებს. "ისინი საუკეთესო სახალხო მკურნალები იყვნენ. განსაკუთრებით განთქმული იყო მათი "შავი" და "ყვითელი" მალამო მოტეხილობის და ჭრილობის საწინააღმდეგოდ. მათ 147 რეცეპტი ეკუთვნით. არობელიძეები თავის ცოდნას საიდუმლოდ, ოჯახის ფარგლებში ინახავდნენ და ასე გადასცემდნენ შთამომავლობას".

სერგო არობელიძეს აქვს როგორც საინჟინრო, ისე პედაგოგიური განათლება. ადრეულ წლებში, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ახლა მრავალმხრივი მეურნეა, განსაკუთრებით უყვარს ფუტკარი და აგრარული კულტურები. გურულ ოდაში კი ერთი ოთახი ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველ ნივთებს ეთმობა. ჩვენთან საუბარს მაინც სახელოვანი წინაპრების შესახებ იწყებს:

_ ჩემი ბაბუის ბაბუა _ გაბრიელ არობელიძე 1878 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, ჯარს ექიმ-ქირურგად ახლდა და არა ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. ეს ცნობილი ფაქტია. გვაქვს სამკურნალო-საოჯახო კარაბადინი, რომელიც ჩემმა უახლოესმა ნათესავმა, ექიმმა შეადგინა. თუმცა აქ წამლის შემადგენლობის შესახებ არ წერია. ამას დელიკატურად, საიდუმლოდ ვინახავთ, _ გვეუბნება და საკუთარ კარმიდამოში ჯერ საფუტკრისკენ მიგვიძღვება. 15 ოჯახი დიდ რაოდენობად არ მიაჩნია _ ისეთი მეფუტკრეები გვყავს, მე რა სახსენებელი ვარო.

 გასულ წლებში მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, რამაც ჯანმრთელობა დროებით შეურყია და სამეურნეო საქმიანობასაც დაეტყო შეფერხება. თუმცა დღეს მხნეობას იკრებს და გადატანილის შემდეგ ახალი ენერგიით აპირებს საქმის გაგრძელებას.

წლევანდელი ზაფხული გურიაში ზომაზე მეტად წვიმიანი იყო, შემდეგ კი გვალვით გაგრძელდა. განსაკუთრებით დაზიანდა აგრარული კულტურები. პომიდვრის ნარგავები დაჭკნა, გაშავდა და მოსახლეობამ მოთხარა. სერგო არობელიძეს საგანგებოდ მოწყობილ საპომიდვრე ნაკვეთზე მივყავართ. გვალვიანი ზაფხულის შემდეგ, აქ სულ სხვა სურათია. პომიდვრის თითოეული ძირი ოაზისში ნამყოფს ჰგავს, ნაყოფით დახუნძლულია და შეყვითლებულ ერთ ფოთოლსაც ვერსად მოჰკრავთ თვალს. ღია სივრცეში, მწველი მზის ქვეშ ასეთი სურათის ნახვა ადამიანს უცნაურად გეჩვენება.

_ მეზობელ სოფელში მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა მიამბო ადრე, რომ ყოველი წვიმის შემდეგ პომიდვრის თითოეულ ძირს საგანგებოდ "რეცხავდა" ჭის წყლით. ტუმბოს ჩართავდა და პოლიეთილენის მილით წყალს მიუშვებდა. ასე სუფთავდებოდა მცენარე წვიმისგან თუ სხვადასხვა ატმოსფერული მტვრისა და ნალექისგან. მუდამ ვერ შევძელი ეს. წვალებაა, მაგრამ თუ გინდა გულით საქმის გაკეთება, უნდა იწვალო კიდეც . ამბობენ, რომ პომიდვრის გადასარჩენად ჭრის ეს მეთოდი, _ გვეუბნება ბატონი სერგო და აღნიშნავს, რომ სამეურნეო საქმიანობა მისი მამოძრავებელი ძალაა. ჰყავს ძროხები, ღორები, ქათმები. სეზონზე სამ ტონამდე მარტო ხურმის მოსავალს იღებს. ასევე აქვს თხილის პლანტაცია.

როგორც უმრავლესობა ჩვენი რესპონდენტებისა, სერგო არობელიძეც უკმაყოფილებას გამოთქვამს იაფი კრედიტის გაცემის მხრივ შეზღუდვების გამო: _ რომ იძახიან, მოგცემთ სამპროცენტიან სესხს, ოღონდ ნახევარი შენი უნდა გქონდესო... თუ ნახევარი ჩემი მაქვს, მისი ნახევარი რად მინდა? ისედაც მოვახერხებ თანხის საქმეში ჩადებას. წვრილი ფერმერებისთვის სერიოზულ დახმარებას ჯერ ვერ ვხედავ და თუ მომავალში ვინმე დამანახებს, ღმერთმა ჰქნას, _ გულწრფელად საყვედურს გამოთქვამს ის და ღიად ამბობს, რომ იაფი კრედიტის აღება საფუტკრე მეურნეობის გასაძლიერებლად სურს.

"გურიის თურმანიძეების" _ არობელიძეების ოჯახში სერიოზული მიდგომითა და სიყვარულით მოწყობილი პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმია, სადაც ჩვენი მასპინძელი კარმიდამოს შემოვლის შემდეგ შეგვიძღვა. ნავთის ფარანი, სპილენძის ნაირ-ნაირი თუნგები, შუაცეცხლის საკიდარი ჯაჭვი და ე.წ. "ჩახანა", არა ერთი გიდელი, კალათა, ფანდური თუ ჩონგური საგანგებოდ მიჩნეულ ადგილზე თავმომწონედ გამოიყურება. ყოველივე ამის შემოქმედი სერგო არობელიძის მეუღლე, პედაგოგი ნაზი არობელიძეა.

ბატონი სერგო მიიჩნევს, რომ მთავარი შრომაა, რომელიც ყოველგვარი კეთილი თუ კულტურული ნაბიჯის სტიმულია. ამბობს, ყოველ ოჯახში, სადაც ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ, შესაძლებელია 80 %-ით მაინც საკუთარი კარმიდამოდან ირჩინონ თავი, თუ ამის სურვილი და განწყობა იქნებაო: _ ხელი თუ არ გაანძრიე, ვერც მთავრობა გიშველის და ვერც ღმერთი... ფუტკრის სკა ყველა ოჯახში უნდა იდგეს, მეწველი ძროხა ყველა ოჯახში უნდა ებას, ცოტა სიზარმაცეც აქვს შემოპარული ჩვენს ხალხს, _ ამბობს ბატონი სერგო. მოკრძალებული მასპინძელი დაჟინებით გვეკითხება, ვინ მოგასწავლათ ჩემი სახლის გზა, უამრავი ჩემზე უკეთესი ფერმერი ცხოვრობს ჩვენში და მათზე დაწერეთო...

პასუხს არც ჩვენ ვაყოვნებთ, _ არც შემცდარან, რომ სამეურნეო საქმიანობასა და ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩაძირული "გურული თურმანიძის" ოჯახისკენ მიგვითითეს.

ვემშვიდობებით მასპინძელს და ჭიშკართან მდგარი უზარმაზარი კაკლის ძირას ეთნოგრაფიული ყოფის კიდევ ერთ დეტალს ვამჩნევ _ პატარა ქვევრი, ხელადა და კოკა ჩეროში და-ძმებივით წამოწოლილან.

_ ჩვენი წინაპრები ამ პატარა ჭურში ხეჭეჭურს ინახავდნენ ზამთრისთვის, ახლა კი ჩვენ "დავასვენეთ", _ გვეუბნება ღიმილიანი მასპინძელი.

"დასვენებული" კოკა თუ ხელადა ამჯერად უფუნქციოდ მაინც არ დგას _ "თვალს ალევინებს წყალს".




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...