მასწავლებლობა და სამეურნეო საქმიანობა, თანაზომიერი წარმატებით, ქალაქშიც შესაძლებელია

კარმიდამო ჩემი

მასწავლებლობა და სამეურნეო საქმიანობა, თანაზომიერი წარმატებით, ქალაქშიც შესაძლებელია

2015 ნოე 27 13:24:34

ჩვენი სტატიის გმირი, ოზურგეთელი მასწავლებელი, მეცნიერი ანგული სარჯველაძე შუა ქალაქში ცხოვრობს, საგანმანათლებლო საქმიანობას შესანიშნავად უთავსებს სამეურნეო მუშაობას და ფერმერის ამპლუაშიც თანაზომიერი წარმატებით გვევლინება. თვითონ მიიჩნევს, რომ გასაკვირი არაფერია იმაში, ერთდროულად იყოს მომავალი თაობის ღირსეული აღმზრდელი და შრომაშიც ტოლი არ დაუდოს ნაცად ფერმერებს. პასუხი ცალსახა აქვს _ ასე გამზარდეს, ვცხოვრობდი გარემოში, სადაც შრომას და განათლებას თანაბარი ფასი ჰქონდა და დღესაც იგივეს მოვითხოვ ყველასგან, ადამიანის ნებისმიერი სახის გარჯას ღირსების შესატყვისი ფასი უნდა ედოსო.

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ბიოლიგიის მასწავლებელი იხსენებს თავის პირველ ნაბიჯებს პედაგოგიურ სარბიელზე, საიდანაც მის პიროვნებაში სამეცნიერო განათლებისა და ფერმერული შრომის სურვილი სასიცოცხლო მოთხოვნილებად იქცა:

_ 45 წლის წინ, როცა ინსტიტუტი დავამთავრე, ახალბედა მასწავლებელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში გამანაწილეს. სოფლის ავტობუსში დავინახე, შუახნის ქალბატონი წამოდგა და დაბრძანდითო, ადგილი შემომთავაზა. თან იქ მყოფთ გადაულაპარაკა_ "აგი ბაღვი ჩვენი სკოლის მასწავლებელიაო." პასუხიც ხუმრობანარევი და თბილი გაისმა: "ასე წვიტი მასწავლებელი რაფერ იქნება, დაჯექი, შვილოო". როგორ დავჯდებოდი, როცა ქალი ფეხზე იდგა? ისე მივედით სოფელში, არც ის დაჯდა, არც მე, ადგილი ცარიელი იყო. ამ ყველაფერმა შემაყვარა მასწავლებლობა, განათლება, მეცნიერება. პატივს სცემდნენ პედაგოგს და ამავე დროს უსაზღვროდ შრომობდნენ. გარემომ შეადუღაბა ჩემში განათლების და სამეურნეო შრომის სიყვარული. შინ კი, მეცნიერი მშობლების გარემოცვაში, იგივე სურათი მხვდებოდა, ინტელიგენტი დედ-მამა, სამეურნეო საქმეშიც თავდავიწყებით იყო ჩაფლული.

ანგული სარჯველაძის კარმიდამოში ზემოდან და არხეინად მხოლოდ ტალავერზე გამოკიდული გოგრები იცქირება. დაბლა კი, დიდი ოჯახში, სადღეღამისო ფუსფუსია. დღეისთვის სარჯველაძეების უმთავრესი სამეურნეო საქმიანობა ღორების ფერმაზეა ასახული. მათ ხუთი მაკე დედა ღორი და 12 მოზარდი ჰყავთ. სულ ცოტა, ას ფრთა ქათამს, იხვებსა და კურდღლებს ბატონი ანგულის მეუღლე ნანი კაცაძე უვლის.

_სათქმელად და შესახედად ადვილია, როგორი შრომა სჭირდება "საყოლს", ჯერ კვება და მერე დანარჩენი კუთხით მოვლა ტიტანურ ჯაფას ითხოვს, თუმცა, მაინც მივიჩნევ, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია, _ ამბობს ბატონი ანგული და ყველა მეურნეს, ვისაც ღორები ჰყავს, ურჩევს, უდანაკარგოდ გამოიყენოს ღორის ნაკელი _ დეტრიტები, რომელიც საუკეთესო სასუქია ბაღ-ბოსტნების გასანოყიერებლად, ზოგი კი აბსოლუტურად უსარგებლოდ და საზიანოდაც კი მიიჩნევს: _  ყოველდღიურად, სადგომების გასუფთავების შემდეგ, ურიკით გამაქვს ფართობში და ზემოდან 2-3 სმ მიწას ვაყრი. ერთ თვეში ის იშლება და ნოყიერდება, არც დაავადება ვრცელდება, შემდეგ გავშლი მიწის ზედაპირზე და ჩავბარავ. არასწორია გავრცელებული აზრი, თითქოს, მხოლოდ ძროხის ნაკელია გამოსადეგი. პირიქით, მის დაშლას და სრული ვარგისიანობის კონდიციამდე მისვლას, თითქმის წელიწადი სჭირდება, _ დეტალურად გვიყვება საკუთარი საქმიანობის შესახებ.

ანგული და ნანი სარჯველაძეებს საყანე ფართობიც აქვთ, თუმცა, მოზრდილი ფერმის გამოსაკვებად მარცვლეულის ყიდვა მაინც უხდებათ.

ქალბატონი ნანი კაცაძე, რომელიც მეუღლის მხარდამხარ შრომაში დღე-ღამეს ასწორებს, წუხს, რომ შუა ქალაქში მეცნიერისა და მასწავლებლის საგანმანათლებლო და ფერმერული საქმიანობა ისე, რომ ორივე მიმართულებით წარმატებული იყო, არაადამიანურ შრომას მოითხოვს. მით უფრო, როცა საკმაოდ ცუდია გასაღების ბაზარი. სარჯველაძეები ამბობენ, რომ ღორის ხორცი ძვირია, თუმცა, ბოლო პერიოდში სხვა რეგიონებიდან შემოჰყავთ ჰორმონალური ნივთიერებით გასუქებული გოჭები, რაც შედარებით იაფი ღირს, მაგრამ ნაკლებად გემრიელია, ადვილად არ იწვება და რაც მთავარია, არავინ იცის, რამდენად უვნებელია ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება აგრარულ მეურნეობას, ანგული სარჯველაძე ამბობს, რომ ოჯახისთვის სამყოფ ლობიოს, კიტრს თუ სხვა ბოსტნეულს ბაზარში არასდროს ყიდულობს, თუმცა, ახლა სურს, აგრარული მეურნეობის დასახვეწად სათბური გააშენოს. ბიოპროდუქციის წარმოების დიდი ინტერესი აქვს და საგაზაფხულოდ ამ კუთხით შრომის წარმატებულ შედეგს ელოდება.

ბატონი ანგული ბიოლოგიური მეცნიერების დარგში წარმატებული მოღვაწეა, მრავალი შრომის ავტორი და მცენარის ფიზიოლოგიის მკვლევარი ოცნებობს, საქართველოში კვლავ ადრინდელი დიდებით აღდგეს მეაბრეშუმეობის დარგი. განსაკუთრებული სურვილი აქვს, თუთა გააშენოს.

_ მეღორეობისა და მეფრინველეობის საქმეს კარგად ვუძღვები, მაქვს სტანდარტული ნაგებობები, ანალოგიური მინდა გავაკეთო კურდღლებისთვის. ახლა სათბურის მშენებლობას იმიტომ ვიწყებ, მინდა ზამთარშიც მქონდეს აგრარული ბიოპროდუქცია. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, თუთა გავაშენო. შემოდგომის ბოლოს ვაპირებ, შერჩეულ ფართობზე დავრგო და ყველას მოვუწოდებ, თუ ხეივანს ვერ გააშენებს, ორი-სამი ძირი დარგოს და ახაროს. მერე საქმე თავისას გვიკარნახებს. გვახსოვდეს, სხვა თუ არაფერი, ვიცი, რომ პარაშუტი მხოლოდ ბუნებრივი აბრეშუმით მზადდება. საშვილიშვილო საქმეში თუნდაც ერთი ნაბიჯით წინ წაწევა, ხალხს და ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილ შუა ქალაქშიც შესაძლებელია, _ ღიმილიანი გახუმრებით ასრულებს ჩვენთან საუბარს "ორ ფრონტზე" მოღვაწე და მეომარი მეცნიერი, რომელმაც დღემდე თავაუღებელი თავმდაბლობით იცხოვრა.

მთავარი კი ისაა, რომ 68 წლის ასაკში ანგული სარჯველაძე კვლავ ფენომენალური უნარით იღვწის, რომ შუა ქალაქში სიცოცხლის მძლავრი მუხტი ღვიოდეს.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...