ექვსასი მილიონი წლის ჭიაყელა _ ყველაზე მომგებიანი "შინაური ცხოველი"

კარმიდამო ჩემი

ექვსასი მილიონი წლის ჭიაყელა _ ყველაზე მომგებიანი "შინაური ცხოველი"

2012 აპრ 6 05:00:32
ბევრ ადამიანს რომ ჰკითხო, რა არის ჭიაყელა, ზოგი ამრეზით დაიმანჭება და შეიძლება, ხალხური ანდაზაც შემოგაშველოს _ "ჭიაყელამ გაიწია და გაწყდაო". მეურნე ადამიანმა კი იცის, რომ ჭიაყელა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს აკეთილშობილებს, თუმცა, მის ფენომენზე დღეს განსაკუთრებით ვრცლად ვისაუბრებთ.

ჭიაყელა (წვიმის ჭია) დედამიწაზე, თურმე, 600 მილიონი წლის წინ გაჩნდა და წარმატებით გადაიტანა დინოზავრების გადაშენების პერიოდიც კი. ის არის ყველაზე უძველესი და სიცოცხლისადმი შემგუებელი არსება. ამავე დროს, როგორც ფერმერები ამტკიცებენ, მსოფლიო მასშტაბით, არც ისე დიდი ხანია, რაც ყველაზე მომგებიანი "შინაური ცხოველი" გახდა. ვიდრე გურიის, კერძოდ, ოზურგეთის სინამდვილეში "ჭიაყელასთან შეჭიდების" ახალდაწყებულ "ილეთებსა" და მათ ავტორზე გესაუბრებოდეთ, მცირეოდენი ექსკურსს შემოგთავაზებთ ამ ცხოველის გაკულტურების შესახებ, რასაც სხვადასხვა წყაროები გვიამბობენ: ჭიაყელას "მოშინაურება" პირველად, გასული საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკელ ექიმ თომას ბარეტს მოუვიდა აზრად. იგი დააკვირდა და შეამჩნია, რომ ნაკელი, რომელიც გადამუშავებული და გაფხვიერებული იყო ჭიაყელების მიერ და ჰუმუსად შეჰქონდა ნაყოფიერი ხეების ქვეშ, ძალიან ზრდიდა მოსავლიანობას. ამის შემდეგ, მას ჭიები სპეციალურად გამოჰყავდა ყუთებში, რომელსაც ავსებდა მიწით და ნაკელით. რამდენიმე წლის შემდეგ, ეს წამოწყება აიტაცეს ადგილობრივმა ფერმერებმა. მალე მათი დაკვეთით ბიოლოგებმა გამოიყვანეს ჭიაყელას ახალი ჯიში _ "კალიფორნიის წითელი ჭიაყელა", რომელიც ახლა ფართოდაა გავრცელებული რუსეთში. საბჭოთა კავშირში კალიფორნიის ჭიაყელა გამოჩნდა 25 წლის წინ, როცა ის შემოიტანეს აღმოსავლეთ ევროპიდან უკრაინაში, მაგრამ მალე "პერესტროიკა" დაიწყო და ჭიაყელებისთვის არავის ცხელოდა.

მაინც როგორია შინაურ პირობებში ჰუმუსის წარმოების გამოცდილება, რომელსაც ჭიაყელასთან "დასაქმების" შემდეგ იღებ? _ ჰუმუსი, ეს არის ის, რაც რჩება მატლების (ჭიაყელების) ნიადაგში "გადავლის" შედეგად. ჰუმუსის მნიშვნელობა ვერ შეფასდება _ რა არის ამ მიწაზე უკეთესი? აქ არის ყველაფერი, რაც სჭირდება მცენარეს ზრდისა და ნაყოფის მოცემისთვის. ნერგი, შეიძლება, პირდაპირ ჩავრგოთ მასში, თანაც ერთი თვით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ ვრგავთ. ოღონდ ეს ძვირი სიამოვნებაა, რადგან ბევრი დასჭირდება, ამიტომ სჯობს, მცენარის ძირს შემოვუყაროთ ირგვლივ. მერე კი, როცა გავძლიერდებით, ღმერთია მოწყალე, ყველაფერი ხომ, მაინც მისი ნებით გვაქვს? _ მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი, ოზურგეთელი კოტე სარიშვილი.

მან "ჭიაყელების საამქროს" შექმნა პირველად გასულ წელს სცადა, როგორც თვითონ ამბობს, პრიმიტიული, მარტივი ფორმით და მიიღო შედეგი, რომლითაც გაკვირვებული დარჩა. ახლა კი ნახაზებში და სხვადასხვა ლიტერატურასა თუ საძიებლებშია ჩართული, რათა სხვაც გააკვირვოს და რა თქმა უნდა, დაასაქმოს. რაც მთავარია, ცივილური ფორმით ჭიაყელას ჰუმუსის მიღების საქმეში, ის პიონერი უნდა იყოს არათუ რეგიონში, არამედ საქართველოშიც. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რა სიახლე ჰუმუსია, ეს ხომ იგივე ნაკელია, ერთმანეთში არეულ-დარეული ნეშომპალა და მისთანები, რასაც ბუნება თავად გამოიმუშავებსო, მაგრამ ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ბატონი კოტე ახლა იმ ფორმით მუშაობას აპირებს, რომ აამოქმედოს "ფაბრიკა-სამზარეულო" ჰუმუსის საწარმოებლად, სადაც ერთწლიანი ლოდინის ნაცვლად, მრავალი ჭიაყელას მეშვეობით და მათი კიდევ უფრო მოშინაურებით, ორიოდე თვეში მივიღებთ უნიკალურ ჰუმუსს, ისეთს, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანს ხელს ააღებინებს ნიადაგში შხამიანი, არაორგანული ნაერთების შეტანაზე და მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ხილსა და ბოსტნეულს დადებს საკუთარ სუფრაზე.

კოტე სარიშვილი: _ ჭიაყელა რასაც მიირთმევს და მერე გამოყოფს, არის ყველანაირად დადებითი და სასარგებლო ნივთიერება, მცენარისთვის ყველაზე კარგად დაბალანსებული, ბუნებრივი ანტიბიოტიკებით გაჯერებული. როცა ირგვლივ უყრი მცენარის ძირს, ფესვს უმაგრებს და იმუნიტეტსაც იმდენად უძლიერებს, რომ მას უკვე დაავადებები ნაკლებად უჩნდება. ჩვეულებრივი 100 გრამი აზოტოვანი სასუქი რომ ავიღოთ რაოდენობით და შემადგენლობით და დავაყაროთ რაიმეს, ჭიაყელასგან გამომუშავებული 20 გრამი ჰუმუსი უტოლდება მას, გაცილებით უკეთესია და ბუნებრივიც. აი, ეს არის უდიდესი უპირატესობა.

_ ბატონო კოტე, დააკონკრეტეთ, როგორ უნდა მივცეთ მცენარეს ჰუმუსი?

_ ჩვეულებრივად, ძირთან მუჭით შემოვაყრით.

_ თუ ქვეშ უვარგისი მიწა აქვს მცენარეს?

_ თავის როლს მაინც შეასრულებს და მთლიანად თუ შიგ ჩავრგავთ, ამას რა სჯობს? თუმცა, ეს ძვირი სიამოვნებაა, რადგან ჯერ არ გვაქვს ასეთი რაოდენობით, რომ ყველას და ყველაფერს ეყოს. ხალხს მაინც ის ურჩევნია, ამ გაჭირვების ჟამს, გადაიხადოს ძვირი აზოტში და მოწამლოს ნიადაგი და თან თავიც მოიწამლოს.

_ როგორ დაიწყეთ მუშაობა, რა ეტაპზე ხართ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენ ამ საქმის პიონერი გახდებით, გურიაში მაინც?

_ მე შარშან გავაკეთე ნიმუში, მაგრამ ახლა მინდა, გავაფართოვო და მივიღო მეტი ჰუმუსი. შედეგი ის იყო, რომ ერთ დღეს, შუადღით, როცა შევხედე ამოწვერილ ნათესს, ჯერ სარეველა მეგონა, დავასხი წყალი და მეორე დღეს 3-4 სმ სიმაღლის იყო უკვე. თვალებს არ დავუჯერე. ამ მეთოდით დროში და ხარისხში მოვიგებთ, თან ძალიან საგრძნობლად.

_ როგორ ააგეთ ჭიაყელას "პირველი საამქრო" და რა დრო დასჭირდა, რომ მიგეღოთ ამ საამქროდან პირველი ჰუმუსი?

_ ახლა მწყდება გული, თავიდან სურათები რატომ არ გადავუღე ამ ყველაფერს. თუმცა, მაინც ცდის დონეზე ვმუშაობდი და შედეგზე ვიყავი ორიენტირებული, ამიტომ სხვა არაფერზე ვფიქრობდი. თუმცა, უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს საინტერესო სახეს მივცემ და მოგიწვევთ კიდეც. ახლა გიამბობთ, როგორ გავაკეთე ეს ყველაფერი: ერთი დიდი ყუთი ოთხ თანაბარ ნაწილად გავყავი, ზომით 70X70X30. ერთ ნაწილში ვყრით მიწას და ზემოდან დავსვამთ ჭიაყელებს, მოფანტულად. სულ სჭირდება 300 ცალი ჭიაყელა. ბევრი არ გეგონოთ, ერთი ასანთის ყუთია სულ. მერე დაქუცმაცებული, სველი ნეშომპალათი მოვფარავთ. სისველე არ უნდა გადავაჭარბოთ _ ეს მასა ღრუბელივით გასაწური არ უნდა იყოს, საშუალო სისველე სჭირდება. კიტრის თუ კარტოფილის დაკეპილი ნათალიც შეიძლება. ორი კვირის შემდეგ, მეორე განყოფილებაში ჩავყარე მიწა, რადგან პირველში რომ უთავდებათ საკვები ნეშომპალა, ჭიები მეორე განყოფილებაში გადმოდიან _ ყუთებს შორის, გამყოფებში გაკეთებულია ხვრელები, 10 სმ დიამეტრით. კიდევ ორი კვირის შემდეგ, გადავა მომდევნო ნაწილში. თავიდან მიწას არ ვყრი ყველა ყუთში, თანდათან ვავსებ. აქა-იქ რჩება ზარმაცი ჭიები, რომლებიც უნდა ამოვიყვანოთ და გადავსვათ მომდევნო ყუთში, იმის მიხედვით, როდის დაამთავრებენ ჭიები მუშაობას. მომდევნო ყუთს ვავსებთ მიწით და სველი ნეშომპალათი, როგორც პირველ შემთხვევაში. 2-3 კვირაში დასრულდება ეს ყველაფერი და ბოლოს, გავათავისუფლებთ ყველა ყუთს. მიღებული მასა არის სწორედ ესოდენ საჭირო ჰუმუსი, რომელსაც ასე მოკლე დროში გვიმზადებენ ჭიაყელები.

_ რა არის მთავარი, რომ მუშაობა ეფექტური და პროდუქტიული იყოს?

_ აუცილებელი პირობებია, სითბო _ 20 გრადუსი და ტენიანობა _ 85%! ეს უნდა იქნეს კარგად დაცული! ჭიაყელაც ბევრი უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი შეჭამოს. ყუთები სიბნელეში უნდა გვქონდეს მოთავსებული, იქ, სადაც მზის სხივი არ აღწევს. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკაში 1 კვ. მ-ზე, 60 სმ სიმაღლის მიწაში, 25 000 ჭიაყელა უნდა იყოს. აი, მაშინ არის მიწა კარგი. სასუქი კლავს ჭიაყელას, ასევე სპობს ცეცხლის წაკიდებაც, საერთოდ, მიწაში სიცოცხლე კვდება აზოტითა და ცეცხლის დანთებით. ფოთლების დაწვა არ შეიძლება! ეს უნდა შეიგნოს მოსახლეობამ. ეს თუ ყველამ იცის, მაშინ გაიხედეთ გაზაფხულზე, რა ხდება კარმიდამოებში. აი, ამ საშინელებისგან უნდა დავიცვათ თქვენთვის და ჩვენთვის ასე საყვარელი კარ-მიდამო და მერე ვიფუსფუსოთ შიგ. წელს სერიოზულად ვაპირებ ჭიების ფერმის გაკეთებას და სიმართლე გითხრათ, ვოცნებობ, ძალიან კარგი შედეგი მივიღო.

_ ჭიაყელას ჰუმუსი რა რაოდენობით უნდა გქონდეს, რომ ერთ ოჯახს მთლიანად ეყოს საკუთარ სამეურნეო საქმეში?

_ ეს ჩემი პრაქტიკაა _ 1 კვმ მიწას გასანოყიერებლად ჰყოფნის 1 ლიტრიანი ქილა ჰუმუსი. ეს უნდა მოვაყაროთ. მარტივად ასე გადავიანგარიშებთ, რამდენი კვმ ფართობიც გაქვთ, იმდენი ლიტრი მასა უნდა მოვაყაროთ წლის განმავლობაში.

_ სიმინდისთვის შეიძლება გამოვიყენოთ?

_ დიახ, ბრწყინვალეა. ჩვენთან, ჯერჯერობით, აზოტით წამლავენ ამ მცენარეს. ევროპაში სპეციალური მანქანებით ყრიან ფართობებში. წარმოიდგინეთ, ჩვენთან როგორც მარილს ყრიან გზებზე, ისე აყრიან ჰუმუსს ყანებში.

_ სამყოფად რომ მივცეთ სიმინდის ყანას, შეიძლება აზოტის ყიდვას ავცდეთ?

_ რა თქმა უნდა. საქართველო თუ ამ გზით წავა, რა სჯობს? ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ეს გავაკეთოთ _ ყველაფერი გაგვაჩნია საამისოდ. სასუქს თუ ნაკლებად გამოვიყენებთ, ამაზე კარგი რა არის? კონკურენტული თუ გინდა გახდე, ხარისხიანი პროდუქცია უნდა გქონდეს. ათას პესტიციდებს ხმარობენ და ჩვენი მიწები გამოფიტულიაო, ამბობენ. აბა როგორ იქნება _ იმდენი სასუქი შეჰქონდათ და ახლაც შეაქვთ. ჭიაყელას გარდაქმნილი ნივთიერება მცენარეს ღმერთმა დაუწესა, იგი აუცილებელია ნიადაგის მოსამზადებლად, რადგან ადვილად ასათვისებელი გახდეს ადამიანისთვის.

ყველაზე კარგ საჭმელად ჭიაყელასთვის ითვლება ორი წილი ნაკელი და ერთი წილი მწვანე მასა, რომელსაც ერთმანეთში ურევენ. ერთ დღეს ხდება ფერმენტირება, რის დროსაც ხდება ტემპერატურის აწევა 70 გრადუსამდე. ამ დროს ყველანაირი მიკრობი კვდება აღნიშნულ მასაში. საერთოდ, მრავალნაირი მეთოდი არსებობს ჭიაყელას ჰუმუსის მისაღებად, თუმცა, ყველა ერთმანეთს ჰგავს და ყველაზე პრაქტიკული და ეკონომიური რომელიც იქნება, იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, ეს არის შესანიშნავი საშუალება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად.

_ თქვენთვის თუ არის ცნობილი, რა ღირს ასეთი ჰუმუსი ევროპის ქვეყნებში?

_ 1 კბმ (ასე ყიდიან, ძირითადად) 150 ევრო ღირს. დაფასოებულიც იყიდება.

_ ერთი აბსტრაქტული კითხვაც _ ჭიაყელას რომ შუქი არ უყვარს?

_ დიახ, ამიტომაც სჭირდება სიბნელე და ტენი მის საამქროს. თუმცა, ზოგი ლიტერატურა იმასაც ამბობს, რომ შუქზე უნდა დასვა და თანდათან ჩავა მიწაში.

_ მსოფლიოში როგორი პრაქტიკა აქვთ ამ მხრივ?

_ დიდია ასეთი პრაქტიკა მექსიკაში, ტაილანდში, ინდოეთში, ვიეტნამში, რუსეთში, უკრაინაში. ამ ქვეყნებში შექმნილია ჭიაყელას უზარმაზარი ფერმები. ჭიაყელა ცალკე იყიდება და სასუქი _ ცალკე. უხვად გამოიყენებენ მეთევზეობაში, მექათმეობაში, მეღორეობაში. აგრეთვე, ჭიაყელების აბებს აკეთებენ კულტურისტებისთვის _ ეს აბები კუნთებს ზრდის, თურმე.

_ ბატონო კოტე, თქვენ ხართ "პირველი მერცხალი" ამ საქმეში საქართველოში, მართალია ჯერ დამწყები, მაგრამ _ თავდაჯერებული. თქვენს გამოცდილებას მომავალში სხვებს გაუზიარებთ?

_ ვისაც სურს სწავლა, ყველას ვასწავლი. ორმა ფერმერმა _ ამერიკელმა და ავსტრიელმა, მთელი ტექნოლოგიები გამომიგზავნა. სრულიად საქართველოს რომ ასწავლო, გგონიათ, ბევრი გააკეთებს? ნეტა, ისე მოხდეს, რომ ყველა დაინტერესდეს.

_ რა არის თქვენი საბოლოო მიზანი, ამ საქმით დიდ ბიზნესში თუ აპირებთ შებიჯებას და რას ურჩევთ აღნიშნული საქმიანობის საწყის ეტაპზე დაინტერესებულ ფერმერს, ზოგადად, ჩვენს მკითხველს?

_ ბევრი კარგი მიზანი მაქვს, მათ შორის, წარმატებულ ბიზნესში ფეხის შედგმასაც ვაპირებ. ფერმერებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ ჭიაყელების მინი-საამქროს გაკეთებას მაინც, ერთ რამეს ვურჩევდი: გააკეთონ მიწის ამაღლებული კვლები. ამას ქართულად ბაზო ჰქვია. თურმე, ასეთ ბაზოებს კოლხი მედეაც აკეთებდა და სამკურნალო მცენარეები მოჰყავდა. ღია გრუნტში ავამაღლოთ ერთი სიგრძივი კვალი. მცენარის ფესვი მიწაში როცა ღრმად ჩადის, იქედან მხოლოდ წყალი ამოაქვს. ამაღლებული ფენა თავისთავად ჰუმუსოვანი ფენაა. მის გვერდით, ბარის პირით კიდევ ავიღოთ სხვა ჰუმუსოვანი ფენა, ანუ ნიადაგის ზედაპირის ნაწილი და ამაღლებულ კვალს კვლავ დავამატოთ. კვალის გასწვრივ კეთდება ჩადაბლებული ადგილი, რაშიც წვიმის დროს წყალიც მოგროვდება და კვალს წაადგება. ასევე, კვალის გასწვრივ შეიძლება დავყარო თივის, ნამჯის თუ სხვადასხვა მწვანე მასის ნარჩენები. ბაზოში ჭიაყელები გაცილებით ბევრიც იქნება და აქტიურადაც იმუშავებენ. კვალზე დათესილი თუ დარგული მცენარე ბევრად საღი, მოსავლიანი და იმუნიტეტის მქონე იქნება.

რაც შეეხება "ჭიების საამქროს", ყუთში ჩასმის პრინციპით, ჩემს ოჯახშიც დავიწყეთ მისი გაკეთება. დიდია ინტერესი, რა მოხდება 1-2 თვეში. ამ თემას ჩვენ, ალბათ, არა ერთხელ მივუბრუნდებით.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...