მიწა ავადაა! ვუმკურნალოთ ნიადაგს!

კარმიდამო ჩემი

მიწა ავადაა! ვუმკურნალოთ ნიადაგს!

2012 აპრ 26 06:23:24
გაზაფხული წელიწადის განსაკუთრებული და სპეციფიკური დროა მცენარის სიცოცხლისა და მომავალი სიძლიერისთვის _ ახლა სჭირდება ნიადაგს სპეციალური მოვლა და განოყიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე საუკეთესო ნერგის დარგვაც კი, ფუჭი და ამაო შრომაა.

უკანასკნელ წლებში ფერმერები და ზოგადად, მეურნეები ხშირად უჩივიან ერთწლიანი თუ მრავალწლიანი მცენარეების დაჩიავებას, ხმობას, ღრობას. მიმართავენ სხვადასხვა ხერხს: ანოყიერებენ ნიადაგს, შეაქვთ სხვადასხვა შხამქიმიკატი, მაგრამ შედეგი უმნიშვნელოა. რაშია საქმე? ეს კითხვა ხშირად ისმის, მაგრამ მეურნეთა მხრიდან პასუხის საფუძვლიანი მოკვლევა არ ხდება. სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ გამართულ სემინარებზეც ამბობენ, რომ ჩვენში ნიადაგს სერიოზული გამოკვლევა და აქედან გამომდინარე, მკურნალობა სჭირდება.

მაინც რა სჭირს "გურულ მიწას"? მისი უმძიმესი დაავადება, საქართველოს დანარჩენი რეგიონების ნიადაგებთან შედარებით, მაღალი მჟავიანობაა და თუ სერიოზული მოკვლევა და მკურნალობა არ ჩაუტარდა, ზღაპრული მცენარეც რომ დარგო, შედეგი უმნიშვნელო იქნება. ჩვენი გაზეთის მკითხველთაგან ბევრი გაიკვირვებს, როგორ, გურიაში ყველაზე გამოფიტული და უვარგისი ნიადაგიაო? ამასობაში კი, ოზურგეთში, დაბა ანასეულის მსოფლიო დონის ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ძირითადად უცხოელ ინვესტორთა შემოტევაა _ მათ მოაქვთ ნიმუშები და საკუთარი მიწის სრული ანალიზის საფუძველზე იწყებენ მომავალ საქმიანობას. "ისინი სამეურნეო ტერიტორიის მცირე ნაწილზეც კი არაფერს დათესავენ და დარგავენ, თუ საფუძვლიანად არ აქვთ გამოკვლეული, რა სახის ნიადაგთან აქვთ საქმე", _ ამბობს ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი რუსუდან ტაკიძე.

"აგროქიმიური სამსახურის და ნიადაგის ნაყოფიერების ანასეულის ცენტრი" შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 100%-იანი სახელმწიფო წილით, უნიკალური სამეცნიერო დანადგარებით, რომელიც ავბედით დროს სასწაულებრივად გადაურჩა. ეს, ძირითადად, პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთა თავდადებით მოხდა.

აგროქიმიური სამსახურის და ნიადაგის ნაყოფიერების ანასეულის ცენტრი იკვლევს და ადგენს ნიადაგში გაცვლითი მჟავიანობის მიხედვით, მელიორანტის გამოყენების ნორმას; ძირითადად კი ემსახურება ნიადაგის სასუქების, აგროქიმიკატების და სურსათის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას და რეკომენდაციების გაცემას, _ ამბობს რუსუდან ტაკიძე, _ დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში, ძირითადად, გავრცელებულია მჟავე ნიადაგები, რომლებიც ცუდი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, წყალბადიანების, ალუმინის და რკინის ჟანგეულების სიჭარბით და მცენარისთვის საჭირო ძირითადი საკვები ელემენტების სიმცირით გამოირჩევა.

ქალბატონი რუსუდანის თქმით, ამ ლაბორატორიას ფერმერთათვის საფუძვლიანი დახმარება შეუძლია, რათა საკუთარი ნიადაგის შესახებ ყველას მიაწოდოს ხარისხობრივი მაჩვენებლები და გაუწიოს სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურება.

_ ეს ნიშნავს იმას, რომ ნიადაგის და მცენარეული ანალიზების საფუძველზე გავცეთ დასკვნა, რა შეიძლება გაშენდეს და როგორ შეიძლება გაშენდეს სასურველ ფართობზე. ასეთი მიმართულების დამკვეთები, ძირითადად, ამბობენ, რომ ნიადაგი დაბალნაყოფიერია და არ მოდის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ის რაოდენობა, რამდენიც არსებული ფართობის მიხედვით უნდა მოდიოდეს. უნდა დაიდოს დასკვნა, რატომ ხდება ეს.

_ ქალბატონო რუსუდან, გურიის ნიადაგების შესახებ ხშირად ისმის, რომ მასში მჟავიანობა მაღალია, გამოფიტული და "სიკვდილის პირას მისულია", კონკრეტულად, რისი ბრალია ეს?

_ ჩვენში, ძირითადად, წითელმიწა გაეწრებული ნიადაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ შთანთქმით კომპლექსში, ძირითადად, გაჯერებულია წყალბადისა და ალუმინის იონებით. წითელმიწა ნიშნავს ნიადაგის ზედა ფენაში რკინისა და ალუმინის ერთნახევარი ჟანგეულების დაგროვებას. რკინის ასეთ ჟანგეულს აქვს შეფერილობა. ამასთანავე, რკინა და ალუმინი წყალბადიონებია, რომელთა კონცენტრაცია სიმჟავეს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნიადაგები, რასაკვირველია, არის მჟავე ნიადაგები. ამასთანავე, მას აქვს სხვა უფრო უკეთესი ფიზიკური თვისებები მაშინ, როცა შეგაქვს შიგ მელიორანტი. ამას ვუწოდებთ ჩვენ განეიტრალებას. მელიორანტის შეტანის შემდეგ, მასზე ხარობს ნებისმიერი კულტურა _ თხილი, ჩაი, სიმინდი, მოცვი მჟავე ნიადაგების მოყვარული მცენარეებია. დანარჩენი კულტურები არ მოდის კარგად, მაგრამ თუ ჩვენ შევქმნით იმ ფორმებს, რაც ზემოთ ვთქვი, შეიძლება, ყველა კულტურა განვითარდეს. მთავარია, ნიადაგს ჩაუტარდეს ანალიზი. ჩვენი მიწა, თითქმის, მთლიანად სამკურნალოა.

_ სულ რამდენი მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს თქვენს ლაბორატორიაში?

_ აქ მუშაობს 4 აკადემიური დოქტორი, დანარჩენები არიან უმაღლესი განათლების და დიდი გამოცდილების მქონე ქიმიკოსები, მცენარეთა დამცველები, ნიადაგმცოდნეები.

_ თქვენ თქვით, რომ გურიაში მიწა გამოფიტულია. ფერმერებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ნიადაგი ავადაა. როგორ ახდენთ ანალიზის ჩატარებას და მოსახლეობა თუ აქტიურობს ამ კუთხით?

_ რომ გითხრათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურია, სწორი არ იქნება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, მძიმე სოციალური ყოფაცაა _ რადგან ჩვენთან მომსახურება ფასიანია, ხალხს არ აქვს გადახდის საშუალება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გაცილებით ბევრი დამკვეთი მოდის, ვიდრე გურიიდან. ანალიზს დამკვეთის სურვილის მიხედვით ვატარებთ _ ან ადგილზე მისვლით (ამ შემთხვევაში გადასახადი მეტია), ან პირიქით _ აქ მოაქვთ ნიმუში. ყველაზე უკეთესი ვარიანტი ადგილზე მისვლაა, სადაც ანალიზის აღება ხდება. ამას ემატება ყველა მონაცემი და მომსახურების ღირებულება შეადგენს 122 ლარს. თუ ადგილზე მოაქვთ ნიმუში, მაშინ საფასური 85 ლარია.

_ როგორ ხდება ნიმუშის აღება? ვთქვათ ნიადაგის შემადგენლობა ჭრელია.

_ თუ შერეულ ნიადაგთან გვაქვს საქმე, ერთ დიაგონალზე ვიღებთ 10 ნიმუშს, მეორე დიაგონალზეც _ 10-ს. შემდეგ აირევა და ამ შერეული ნიმუშის საფუძველზე ხდება სრული სურათის დადგენა. შემდეგ ადგილზე ვახდენთ ლაბორატორიულ გამოკვლევას. ეს ასე ხდება _ ჯერ ირკვევა მექანიკური შემადგენლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნიადაგი არის თუ არა მძიმე თიხნარი. ხომ არ უჭირს ფესვთა სისტემას თუ ადვილად ვითარდება. ვიკვლევთ, მჟავეა თუ არა, შთანთქმით კომპლექსში მაგნიუმს რა რაოდენობით შეიცავს. ამის შემდეგ ვიკვლევთ, როგორია შიგ პოტენციური და აქტუალური ნაყოფიერება.

_ ნიადაგის სულ რამდენი სახის ანალიზს ატარებთ და როგორი ფორმით აძლევთ დასკვნას დამკვეთს?

_ ჩვენ 20 სახის ანალიზს სრულად ვატარებთ და როცა ყველა მონაცემის პასუხს მივიღებთ, ვწერთ დასკვნას, რომ გაშენდეს თუ არა ამ ნიადაგზე ესა თუ ის კულტურა, რომელი უფრო მიზანშეწონილია. ეს არის ოთხწლიანი რეკომენდაცია, რომელშიც მითითებულია სპეციალისტთა რჩევები, დასკვნები და პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ვინც ნიადაგის ანალიზი ჩაატარა.

_ ნიადაგის შემოწმება წელიწადის რომელ დროს არის უკეთესი?

_ რა თქმა უნდა, გაზაფხულზეა უკეთესი, შემოდგომაზეც კარგია.

_ საშუალოდ, მოსახლეობის რა რაოდენობა მოგმართავთ და დამკვეთთა შორის, რამდენი უცხოელია?

_ რომ გითხრათ, რომ ოზურგეთის რაიონი ძალიან აქტიურია ამ მხრივ, არ ვიქნები მართალი. ცალკეული ფაქტებია მხოლოდ. ეს მაშინ, როცა გურიაში ყველაზე მწირი ნიადაგებია და სერიოზულ გამოკვლევას მოითხოვს. ძალიან აქტიურია აჭარა, სამეგრელო, იმერეთი. ძირითადად და სამწუხაროდ, უფრო მეტად უცხოელ ინვესტორებს ვემსახურებით. ესენი არიან ფრანგები, იტალიელები, ჩინელები. ისინი ერთ ჰექტარ ფართობსაც არ გააშენებენ, თუ არ აქვთ ნიადაგის ზუსტი ანალიზი.

_ პოპულარობა თქვენს ლაბორატორიას თანამშრომელთა მაღალმა პროფესიონალიზმმა მოუპოვა?

_ ჩვენ ძალიან ბევრ საერთაშორისო პროექტში გვაქვს მონაწილეობა მიღებული _ სამეცნიერო ეროვნული ბანკი, მსოფლიო ბანკი, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს. იყო გერმანულ-ქართული პროგრამა, რომლის ფარგლებში გაკეთდა ნიადაგების ატლასი და გერმანელები რომ ჩამოვიდნენ, ჩვენს ლაბორატორიაზე შეაჩერეს ყურადღება. მაშინ ჩვენ მათ 2 000 ნიმუში გავუკეთეთ. დიდია ხელისუფლების წვლილი. მათგან სრული მხარდაჭერა იყო. გარდა ამისა, ოდითგან, ანასეული მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო უძლიერესი კადრებით, მოქმედებდა სტრუქტურა, რომელიც უმაღლეს დონეზე გახლდათ გამართული. დღემდე შემორჩა პროფესიონალთა გუნდი.

_ თქვენი ლაბორატორია კარგად არის აღჭურვილი?

_ ამ მხრივ გაგვიმართლა, თან... არ გაგვიმართლა. გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ შენობა აგებულია 1991 წელს, როცა ჯერ კიდევ არ იყო ნგრევა დაწყებული. ლაბორატორიული ნაწილი მერე დავხურეთ. მაშინ ჩამოიტანეს უნიკალური უნგრული და გერმანული ხელსაწყო აპარატურა, რითაც ჩვენი ლაბორატორია დაკომპლექტდა. ახლა ამ მხრივ წელგამართული ვართ და საქმე კარგადაა.

_ როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, ჩვენი ნიადაგების უმთავრესი ავადობის მიზეზი მაღალი მჟავიანობაა. მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამოსავალი რა არის, რას ურჩევთ ფერმერებს?

_ ნიადაგების მჟავიანობის შესამცირებლად და ნაყოფიერების ასამაღლებლად საჭირო ქიმიური მელიორანტები თვით დასავლეთ საქართველოში მოიპოვება, ადგილობრივი აგრომადნების სახით, რომელთა გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი და შედარებით იაფია. მაგალითად, მერგელები (ტკილები) რბილ ქანებს მიეკუთვნება, რომელსაც დაფქვა და სპეციალური გამოწვა არ სჭირდება. მისი საბადოები არის წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუში. ეს აგრომადნები კირთან და მაგნიუმთან ერთად შეიცავს ფოსფორს, გოგირდს, ორგანულ მინარევებს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ნიადაგის თვისებებზე და სასიკეთოდ ცვლის. ჩვენი ლაბორატორია ანალიზის საფუძველზე საზღვრავს მელიორანტის გამოყენების ნორმას ჰექტარზე, ნიადაგში გაცვლითი მჟავიანობის დონის მიხედვით. ადგილობრივი და ხელმისაწვდომი სასუქია ტორფ-დოლომიტიანი კომპოსტი (მზადდება დაბლობის ან გარდამავალი ტიპის კოლხეთის დაბლობის ტორფებისა და დოლომიტის ფქვილისგან) და ტორფ-ნაკელიანი კომპოსტი (მზადდება დაბალი ხარისხის მქონე დაბლობისა და გარდამავალი ტორფისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელისგან). მე ვურჩევდი ფერმერებს, დაინტერესებულ მეურნეებს, რომ როგორმე უნდა მოახერხონ ნიადაგის ანალიზი. ჩვენი ხელშეწყობით და თანადგომით უნდა მოხდეს ეს. ვიცით, რომ ხალხის სოციალური ყოფა მძიმეა, მაგრამ რაღაც ხელშეწყობა უნდა მოვახერხოთ. ნუ მიენდობიან ფიქრს, რომ ყველაფერი თვითონ იციან. ნიადაგი უპირველესია. სანამ რაიმეს გააშენებ, როგორმე უნდა გაიჭირვო და ნიადაგი შეამოწმო. სოფლის მეურნეობა უკვე მეცნიერულ საფუძველზე და მეცნიერული კონსულტაციით თუ არ წავიდა, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.

_ გაგვაცანით თქვენი გუნდის წევრები.

_ ესენია: სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი ფრიდონ ჭანუყვაძე, მთავარი სპეციალისტები ლილი ფასიეშვილი, ნუნუ სიხარულიძე, ლამზირა კონტრიძე, რუსიკო მჟავანაძე, დოდო თავაძე, ნინო მამეიშვილი, ლია კეჭაყმაძე, მედეა კვირკველია, მედეა გოლიაძე...




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...