"სათბურების ქვეყანა"

კარმიდამო ჩემი

"სათბურების ქვეყანა"

2012 აპრ 28 06:31:56
წყალტუბოს რაიონის სოფლები მემწვანილეობითაა განთქმული. თუ კახეთს საქართველოში "პურის ბეღელს" უწოდებენ, იმერეთის სოფლები არამარტო საქართველოს, არამედ მოსაზღვრე ქვეყნებსაც ამარაგებენ მწვანილით.

სოფლის ამორტიზებული ავტობუსით წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში წასვლა გადავწყვიტე იმის შესასწავლად, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მწვანილს. რა თქმა უნდა, ისიც მაინტერესებდა, ყოველდღიურად რა შრომა და ჯაფა უწევთ ფერმერებს. როგორც ცნობილია, მათი მწვანილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე უფრო მაღალ ფასად იყიდება, ვიდრე აქ.

სოფელში მიმავალ ავტობუსში, მოტორის ხმას მგზავრების ყიჟინა მაინც ფარავდა: საუბრის ერთადერთი თემა მათი შემოსავლის წყარო _ მწვანილია. ერთმანეთს უყვებიან, თუ რამდენი კილო გაყიდეს და მყიდველმა რა თანხა გადაუხადა. ზოგი სათბურში დათესვისას უპირატესობას ოხრახუშს ანიჭებს, ზოგი _ ცერეცოს, ერთმა კიდევ ყველას მწვანე ხახვის, წიწმატისა და ქინძის დათესვა ამჯობინა და გვერდით მჯდომ მეზობელსაც ურჩია, რომ აღნიშნული მწვანილები დაეთესა, რადგან ის უფრო მომგებიანი და მოთხოვნადია.

წყალტუბოს რაიონში, პირველი სოფელი, თანაც ყველაზე დიდი, გეგუთია, სწორედ აქ შეჩერდა ავტობუსი და მეც მგზავრებთან ერთად ჩამოვედი.

სადაც კი გაიხედავ, ყველგან, რამდენიმე ათეულ მეტრზე გაჭიმული მინისა და ცელოფნის სათბურებია. "სათბურების ქვეყანა" _ ასე შეიძლება დაარქვა სოფელს, სადაც თითოეული გოჯი მიწა ათვისებულია და ზედ მწვანილი არის დათესილი.

ერთ-ერთ ოჯახში, დაძახებისას, პასუხი სათბურიდან გავიგონე _ ოჯახის ყველა წევრი სათბურში იყო და მწვანილს უვლიდა. სათბურში დაკიდებული თერმომეტრი 38 გრადუს სითბოს აჩვენებდა, თუმცა, გაუსაძლის სიცხეშიც კი მწვანილის კვალში მედგრად იდგნენ. კითხვაზე, რამდენ საათს ატარებენ სათბურში მეურნეები, ბუცხრიკიძეებმა გვიპასუხეს: მთელ დღეს შრომაში ატარებენ, რათა კარგი მოსავალი აიღონ.

გოჩა ბუცხრიკიძეს 3 600 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული რამდენიმე ათეულ მეტრიანი, მინისა და ცელოფნის ექვსი სათბური აქვს. 10 წელია, რაც მემწვანილეობას ხელი მოჰკიდა და როგორც თვითონ ამბობს, ფინანსურადაც ამოისუნთქა. თუმცა, მწვანილის გაყიდვიდან შემოსული თანხით, ჯერჯერობით, მხოლოდ სახლის აშენება შეძლო. ამბობს, რომ ძალზე შრომატევადი საქმეა და თუ ბოლომდე არ დაიხარჯე, არაფერი გამოგივა, პირიქით, ვალებში გადაგაგდებს.

მისი დილა 5 საათზე, მამლის ყივილამდე იწყება. ამბობს, რომ მამლის ყივილს ვერ დაელოდება, რადგან საქმე არ იცდის. გამთენიისას ექვსივე სათბურის კარები და ფანჯრები უნდა გააღოს, რათა სათბურში ჰაერმა იტრიალოს, ამის შემდეგ ცერეცოზე მოკიდებული დილის ცვარი უნდა გადაფერთხოს, რომ მცენარეს ფოთოლი არ დაუზიანდეს. როცა ამ პროცედურებს დაასრულებს, მწვანილის მორწყვის დროა _ სპეციალური მილების გაყვანილობის მეშვეობით, რამდენიმე საათის განმავლობაში სათბურს რწყავს, მორწყვის შემდეგ კი, სპეციალური შხამ-ქიმიკატებით წამლავს. ამასობაში მზე უკვე ჩასვლას იწყებს და ბინდდება.

როგორც ბატონი გოჩა ამბობს, ყოველ ათ დღეში, თითო სათბურში 400 კილოგრამ ცერეცოს კრეფს, რაც ექვსივე სათბურში დაახლოებით 2 500 კილოგრამი გამოდის. მისი ფასი ამჟამად 4 ლარია. ოჯახის წევრები რამდენიმე ასეული კილოგრამის მოკრეფას თავად ვერ ახერხებენ და დამატებით მკრეფავ ქალებს ქირაობენ. თითოეული მათგანი დღეში, საშუალოდ, 50 კილოგრამს კრეფს და 20 ლარს უხდიან.

ბუცხრიკიძეების მსგავსად, იმავე შრომას ეწევიან ლელაძეებიც. ისინი წუხან, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მწვანილის გატანა რუსეთში გართულდა, არადა, წყალტუბოს რაიონის სოფლებში მოკრეფილი ათობით ტონა მწვანილის 85% სწორედ რუსეთის ბაზარზე იყიდებოდა. ახლა მოწეული მწვანილის ლომის წილი უკრაინაში იყიდება, სულ რამდენიმე პროცენტი კი სხვა ქვეყნებში გადის. ამბობენ, რომ წლების წინ, როცა საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი გახსნილი იყო, მწვანილსაც უფრო მაღალი ფასი ჰქონდა, რადგან მოთხოვნა დიდი იყო. ამ სოფლებში, წელიწადის ოთხივე დროს, სათბურში მიწა თავისუფალი არასოდეს არის _ ზამთრის და გაზაფხულის შემდეგ, კიტრსა და პომიდორს რგავენ. როგორც სოფელში ამბობენ, შემოსავლიანი და სარფიანი ეს საქმე იმიტომ არის, რომ ზამთარში მწვანილი საზღვარგარეთ გადის, ზაფხულში მათი კიტრი და პომიდორი ადგილობრივ ბაზრებში იყიდება, თავიანთი ბოსტნეული ქუთაისის ბაზარში მიაქვთ და საბითუმო ფასებში აბარებენ.

გარდა მემწვანილეობისა, წყალტუბოს რაიონის სოფლებში მესაქონლეობას და მევენახეობასაც მისდევენ. აქ რთულია, მოძებნო ოჯახი, რომელსაც რამდენიმე ასეული ლიტრი ღვინო, ფრინველები და პირუტყვი არ ჰყავს.

გეგუთში ერთდღიანი სტუმრობის შემდეგ, საღამოს უკან დავბრუნდი. სამგზავრო ავტობუსში საუბრის თემა არ შეცვლილა: მწვანილი, მწვანილი და მხოლოდ მწვანილი! გეგუთის მოსახლეობას წინ შრომატევადი დღეები ელოდება _ ასეულობით სათბურში პომიდვრისა და კიტრის ნერგებია გადასატანი.




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...