სამკურნალო მცენარეების მნიშვნელობა და გამოყენება

კარმიდამო ჩემი

სამკურნალო მცენარეების მნიშვნელობა და გამოყენება

1 იან. 1970, 04:00:00
ბუნებას უდიდესი ღირებულება აქვს, როგორც მატერიალური დოვლათის პირველწყაროს. საარსებოდ ადამიანი ბუნებიდან იღებს ყველაფერს. კაცობრიობის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს, რამდენად გონივრულად მოვიხმართ მის სიმდიდრეს, რამდენად გონივრულად მოვეფერებით და დავიცავთ ბუნებას.

დღევანდელ პირობებში, ტექნიკის, საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ქიმიის მძლავრი განვითარების გამო, ყოველდღიურ ცხოვრებაში მასობრივადაა გამოყენებული ქიმიური საშუალებები, პესტიციდები და შხამქიმიკატები მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, კოსმეტიკური საშუალებები, საღებავები, გამხსნელები, სარეცხი ფხვნილები, დანამატები, ესენციები და ხელოვნური კვების პროდუქტები, უამრავი ახალი სამკურნალო პრეპარატები, რომელთა გამოყენებასაც, დიდ სიკეთესთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შედეგები ახლავს თან. ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების მძლავრი განვითარების გამო, ატმოსფერო მნიშვნელოვნად იწამლება და მასში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება. საკმარისია აღინიშნოს, რომ ოკეანეზე ამერიკიდან ევროპაში გადმოფრენისა და უკან დაბრუნებისას სამგზავრო რეაქტიული თვითმფრინავი ხარჯავს და ანადგურებს იმდენ ჟანგბადს, რამდენიც 1000 კაცს ეყოფოდა ოცი წლის განმავლობაში.

გარემოს დაბინძურებისა და გართულებული ეკოლოგიური პირობების გამო, ბუნებრივია, ადამიანის ორგანიზმში ბიოსფეროს ზემოქმედებით (სასმელი წყალი, საკვები, ჰაერი და სხვა) გარკვეული რაოდენობით ხვდება ტოქსიკური ნივთიერებები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის გაწმენდას, რაც უმეტეს შემთხვევებში ასოცირდება კუჭ-ნაწლავის და სხვა შინაგანი ორგანოებიდან "წიდების" (ტოქსინების) გამოდევნასთან _ მათი არსებობა ორგანიზმში იწვევს ადამიანის საერთო მდგომარეობის გაუარესებას. ამისთვის ყველაზე კარგია სამკურნალო მცენარეების და მათგან მიღებული ნაყენების გამოყენება, რაც ცნობილია უძველესი დროიდან და რეკომენდებულია ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ცნობილია ისიც, რომ სამკურნალო მედიკამენტების ერთი მესამედი მზადდება სამკურნალო მცენარეებისგან. ამასთან, მომხმარებელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული სამკურნალო მცენარეების დიეტური და სამკურნალო თვისებების, მათი მომზადების და მოხმარების სწორი მეთოდების შესახებ. საგულისხმოა, ისიც, რომ სამკურნალო მცენარეები ბუნებრივი წარმოშობის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულია და მათი გამოყენებით პრაქტიკულად გამორიცხულია ტოქსიკური მოქმედება და უარყოფითი გვერდითი ეფექტები.

ორგანიზმის გამწმენდი საშუალების ერთ-ერთი რეცეპტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი ხალხურ მედიცინაში ასეთია: იღებენ ქვემოთ ჩამოთვლილ მასალებს შემდეგი რაოდენობით: 1. ოხრახუში _ 50 გრამი; 2. ნიახური _ 50 გრამი; პრასის ფოთოლი _ 6 ცალი; 4. ასკილის მშრალი ნაყოფი _ ნახევარი ჭიქა (იყიდება აფთიაქში); 5. სიმინდის ულვაშები (ფოჩები) _ პატარა პორცია; 6. ზაფრანის მშრალი ყვავილი (თავი) _ 4 ცალი; 7. ბუშმალის მშრალი ფოთოლი _ 3 ცალი; 8. სტაფილო _ 150 გრამი; 9. ბაბუაწვერას ფოთლები _ 3-5 ცალი. ეს უკანასკნელი აუცილებელი არაა.

ნარევის შემადგენელი კომპონენტების ფოთლოვანი მასა დაიჭრება დანით, საშუალო ზომის ნაწილაკებად, შემდეგ ყველა კომპონენტი თავსდება მომინანქრებულ ჭურჭელში, ემატება ერთი ლიტრი წყალი, იხარშება 15-20 წუთი თავდახურულ ჭურჭელში. გაცივების შემდეგ გაიფილტრება; მიღებული (ნახარში) ერთ ლიტრამდე, თავსდება ერთლიტრიან ბოთლში და ინახება მაცივარში. მიიღება დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე, თითო ჯერზე _ 60-70 გრამი. იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ექსტრატის დამზადებაა ერთდროულად საჭირო, კომპონენტები შეიძლება აღებულ იქნას 2-ჯერ, 3-ჯერ და ა.შ. მეტი რაოდენობით და შესაბამისად, დაემატება გამოსახარში წყალი. მკურნალობის ვადა ერთი თვეა.

ადამიანი ამ ნახარშის მიღების პირველივე დღიდან იგრძნობს სიმსუბუქეს და კარგ განწყობილებას. პირადი პრაქტიკული გამოცდილებით შეიძლება ვთქვა, რომ იგი უებარი საშუალებაა ყველა თაობის ადამიანის შრომისუნარიანობის და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ი. ჭოლაძე, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, მებოსტენობა-მებაღეობის მოყვარული




 ახალი ამბები
  • გაიცანით გოგონა ჩოხატაურიდან, რომელმაც ქართულში 70-დან 70 ქულა მიიღოქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა. როგორც ნინიმ გვითხრა, ყველაზე მეტად ქართულის გამოცდაზე ღელავდა. "მეოთხე ვარიანტი ვწერე. ქართულზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო. ახლა ისტორიის და უცხო ენის ქულებს ველოდები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე", _ გვითხრა ნინიმ. "გურია ნიუსი" წარმატებას უსურვებს ნინის და ყველა  ... ...
  • თბილისში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია გაძარცვესთბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელებია წაღებული. მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • როდემდე გაუხანგრძლივდათ 1-ელ მაისამდე საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“,_ ნათქვამია ... ...
  • „დაჯექი! ორიანი!“ _ ოზურგეთის საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატმა „ნაციონალ“ მჟავანაძეს „დვოიკა“ დაუწერა5 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, პირველ საკითხად,   მერიის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი:  "გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“  _ განიხილეს. საკითხის ირგვლივ იკამათეს დეპუტატებმა. კერძოდ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ პრინციპულად მოითხოვა, გარე ვაჭრობის წესში კონკრეტულად იქნეს მითითებული, ქალაქის რომელ ადგილზე არ შეიძლება გარევაჭრობა და არა მხოლოდ ის, სად იქნება ვაჭრობა  დაშვებული. _ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიფიქრებთ, რომ აქ რაღაც სხვა მიზანი დევს, _ განაცხადა ბიგვავამ. გარევაჭრობის წესთან დაკავშირებით,  თავისი პოზიცია გამოხატეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.  განსაკუთრებით  აქტიურობდა  „ნაციონალი“ დეპუტატი დავით მჟავანაძე. მან კორუმპირებული უწოდა ოზურგეთის მერს,  კონსტანტინე შარაშენიძეს, რომელიც, მისი განმარტებით, წინა მერს, სიორიძეს  დაემსგავსა ამ საქმეში და ცდილობს, არ ჩამორჩეს. _ მოგესალმებით. მე პატარა შეფასებასავით გავაკეთებ... კრიმინალური საკითხია ცოტა. ოზურგეთის მერმა გამოისყიდა გურიის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი. მერე ნათესავზე გადააფორმა. გამოყარეს იქედან ადამიანები. ადამიანებს არ მიეცით ვაჭრობის  საშუალება, დაულპეთ ათასობით ლარის პროდუქცია. თქვენთვის  ეს არაფერს არ ნიშნავს! მერი კორუმპირებულია. ვინ აგებს პასუხს? _ არ ცხრებოდა მჟავანაძე. _ გვაცალეთ, დავით, ჩვენ და მოვიყვანთ უკეთესს, _ უთხრა მჟავანაძეს   „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აროშიძემ. _თქვენმა მოყვანილმა მერმა არაფერი არ დატოვა ოზურგეთში.  ცენტრალური სკვერებიდან  შეისყიდა ყველაფერი.  მუზეუმის კიბე და ტუალეტიც გაყიდულია. ჩვენ ეს მოვიყვანეთ, მაგრამ დაემსგავსა მას და უნდა, გაასწროს _ ერთმანეთს ეჯიბრებიან, _ განაცხადა მჟავანაძემ სიორიძის და შარაშენიძის შედარებითი დახასიათებისას. _დაჯექი! ორიანი! _მიმართა მჟავანაძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, რასაც დეპუტატების მხრიდან სიცილი მოჰყვა: „ახლა უწერს „დვოიკას“ შარაშენიძეს და არჩევნებზე თავგანწირული უჭერდა მხარს“, _ ხუმრობდნენ ... ...
  • "საუკეთესო გზები თვითმკვლელობის" _ რა იპოვა შსს-მ ბაჩალეიშვილის კომპიუტერშიშსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაციას ავრცელებს. უწყრბის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...