ლურჯი მოცვი _ პერსპექტული კენკროვანი კულტურა

კარმიდამო ჩემი

ლურჯი მოცვი _ პერსპექტული კენკროვანი კულტურა

2012 მაი 5 06:49:07
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, მეხილეობის ექსპერტი ზვიად ბობოკაშვილი ლურჯი მოცვის შესახებ გვესაუბრება:

_ ლურჯი მოცვი ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების გამო, იგი ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. კენკრის ორიგინალური, მომჟავო-მოტკბო გემო კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას.

ლურჯი მოცვი საზაფხულო მოხმარების კენკრაა და იკრიფება მაისის დასასრულიდან აგვისტომდე. ხასიათდება მკვრივი ნაყოფით, ვიდრე სხვა ნებისმიერი კენკროვანი კულტურა. ლურჯი მოცვის დარგვა შეიძლება, როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზეც.

ლურჯი მოცვი მიეკუთვნება Vaccinium -ის გვარს, რომელშიც ასევე აერთიანებს საქართველოში გავრცელებულ მოცვს. ჩრდილო ამერიკაში წარმოშობილი ეს კენკრა, კარგად არის ადაპტირებული განსხვავებულ კლიმატურ პირობებთან. განასხვავებენ ლურჯი მოცვის რამდენიმე სახეობას: ჩრდილოეთ მაღალბუჩქოვანი (Vaccinium corymbosum L.), სამხრეთ მაღალბუჩქოვანი, ნახევრად მაღალბუჩქოვანი, "კურდღლისთვალა" და სხვა.

ლურჯი მოცვი გაშენებისთვის მოითხოვს ტენიან, მსუბუქ და კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკურ ნიადაგს _ იგი კარგად ხარობს მხოლოდ მჟავე ნიადაგებზე, ანუ იმ ნიადაგებზე, რომელიც რეკომენდებულია ჩაის გასაშენებლად.

რადგან ჩაიც ვახსენეთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩაი საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთ-ერთი წამყვანი კულტურა იყო საქართველოსათვის და განსაკუთრებით გურიის რეგიონისთვის, სადაც ზოგადად გავრცელებულია მჟავე ნიადაგები, რომელიც შესაფერისია ჩაისთვის. სამწუხაროდ. ბაზრის დაკარგვის შემდეგ, ჩაის აღნიშნული პლანტაციები გაველურდა და მოუსავლიანი გახდა.

ჩაის კულტურის ჩანაცვლების ერთ-ერთ პერსპექტულ კულტურას კულტურული მოცვი ანუ ლურჯი მოცვი წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებში.

პირველად, იდეა აღნიშნულ კულტურის გამოცდასთან დაკავშირებით, 2004 წელს ერთ-ერთ სემინარზე გამართულ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დისკუსიის დროს წარმოიშვა. ამის შემდეგ შემუშავებული იქნა მოცემული კულტურის გამოცდა-გავრცელების სამოქმედო გეგმა USAID-ის მხარდაჭერით.

2006 წელს ლურჯი მოცვის ნერგები აშშ-დან ჩამოიტანეს და საცდელი მიზნით პირველად დარგეს იმერეთში, სოფელ სიმონეთში, ფერმერ ალფაიძის ნაკვეთში. შემდეგ, 2007-2008 წლებში, მოცვის ნერგები გაშენდა იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.

მოცვის პირველი მოსავალი 2009 წელს უკვე ოზურგეთის რაიონში მიიღეს და შედეგებმა დაადასტურა, რომ გურიის ეკოლოგიური პირობები სრულად არის შესაფერისი ამ კულტურის წარმოებისთვის. საქართველოში, 2011 წელს, დამატებით გაშენდა ოთხი ნაკვეთი.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ლურჯი მოცვი შედარებით ახალი მაღალშემოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა საქართველოსთვის, რომლის დანერგვა თავის პოზიტიურ როლს შეასრულებს ადგილობრივი ფერმერების წარმოების და შემოსავლების გაზრდის კუთხით. თუმცა, ჯერ, ეს ყველაფერი საცდელ ეტაპზეა.

რჩევები მოცვის კულტურის გავრცელებით დაინტერესებულ პირებს:

_ ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება ხდება შემდეგი კვების არით: 3,0 - 3,2 მეტრი X 0,9 - 1,2 მეტრზე. საშუალოდ, ერთი ჰექტრის გასაშენებლად საჭიროა 2 800 _ 3 300 ნერგი;

_ ნიადაგის რეაქციის ოპტიმალური PH მაჩვენებელი უნდა იყოს 4.0-დან _ 5.5-მდე;

_ დარგვის წინ, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება ნიადაგის ზედაფენაში ნახერხის, კომპოსტის ან ტორფის შერევით;

_ ახლად დარგული მცენარე აუცილებლად უნდა დაიმულჩოს ორგანული ან სხვა სახის მულჩის 25-40 სმ სიგანის 10-15 სმ სისქის ფენით. მულჩის შეტანა ხდება რიგებში, მცენარის გარშემო, 30-60 სმ სიგანის ზოლებად. მულჩირების სისტემა საგრძნობლად აძლიერებს მცენარის ზრდას, მცენარეს ფესვებს იცავს სარეველებისა და ტემპერატურული გადახურებისგან, ინარჩუნებს ტენიანობას და ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით;

_ თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგია ლურჯი მოცვის გაშენებისთვის აუცილებლად ითვალისწინებს მცენარეების დარგვას შემაღლებულ ბაზო-კვლებზე.

შემაღლებული ბაზო-კვლების უპირატესობებია:

_ ფესვების გაუმჯობესებული უზრუნველყოფა ჰაერით;

_ ტენის უკეთესი რეგულაცია;

_ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება;

_ ჭარბი ტენის მოცილება ფესვებიდან;

_ რეკომენდებულია შემდეგი პარამეტრების შემაღლებული ბაზო კვალის მოწყობა: სიგანე 60-90 სმ, სიმაღლე 18-25 სმ.




 ახალი ამბები
  • ბანკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა დღეიდან ბანკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. კერძოდ, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 28%-მდე გაეზრდებათ. აღნიშნული ცვლილება ეროვნულმა ბანკმა 13 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა აპრილსა და მაისში ეტაპობრივად, ჯერ 3%-ით და შემდეგ 2%-ით 25%დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5%-ზე ნარჩუნდება.ცნობისათვის, ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები უკანასკნელად 2016 წლის 16 ივნისს ... ...
  • საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შევიდა საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა. კ​ანონპროექტს ერთ-ერთი მუხლი დაემატა, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით მოსამართლისთვის დადგენილ საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ დამატებით პირობას: არის მოქმედი მოსამართლე; არის ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; არის პირი, რომლის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. რაც შეეხება კიდევ ერთ შესწორებას, კორექტირებული ვერსიით, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე, არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას. პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აპირებს. ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 ... ...
  • "დაიკიდე ყ...ე" _ პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე ბილწსიტყვაობას უარყოფსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს მან პარლამენტის სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა. "მსგავსი რამე მე არ მითქვამს, არის აბსოლუტური ტყუილი ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია... ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებს თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • ე.წ. პიჯაკების საქმე - ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ოთარ ქველიძის დაკითხვა გადაიდოე.წ პიჯაკების საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ოთარ ქველიძეს გამოკითხვა იყო დაგეგმილი. ქველიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თემურ ჯანაშიას დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. მისი დაკითხვა 16 მაისს, 11:00 საათზე მოხდება. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს თემურ ჯანაშიას უფლებადამცველებმაც. ბექა ბასილაიას განცხადებით, წერილი, რომელიც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ადასტურებს, რომ 2013 წლიდან, ისევე როგორც მანამდე, პრეზიდენტისთვის გარკვეული თანხები იხარჯებოდა და ის გრიფით საიდუმლოა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ გაითვალისწინა. „პროკურატურა ამბობს, რომ ფარული ხარჯები უკანონოდ იყო ფარულიო. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ 2019 წელსაც კი მსჯელობენ ფარული უდნა ყოფილიყო, თუ არ უნდა ყოფილიყო და დღემდე ფარულია. ეს ადასტურებს ორ გარემოებას:  ერთი, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მიმდინარეობს შერჩევითი მართლმსაჯულება, მეორე -  საპრეზიდენტო ხარჯები გაიწეოდა და გაიწევა დღესაც მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფება ხელისუფლებაში", _ აცხადებს ... ...
  • 19 აპრილს შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართებასოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - worknet.gov.ge. ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...
ზაფრანი

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...

„რაინდი მანდილოსნები“

გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი...

ხორცი _ დამამშვიდებელი საშუალება

„მადის მომგვრელი ხორცის ნაჭერი დამამშვიდებლად...