მწვერვალებთან მოსრიალე კალმახის მადლით გაძლიერებული საქართველო

კარმიდამო ჩემი

მწვერვალებთან მოსრიალე კალმახის მადლით გაძლიერებული საქართველო

29 აპრ. 2016, 13:10:01

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურაში ვართ, ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე, ბახმაროს სიახლოვეს. აქ, თოვლიან მწვერვალებში, როგორც ჩვენი მასპინძელი ოთარ გიორგაძე გვეუბნება, ღმერთთან ახლოს ცხოვრობს; ყინულოვან ჩქერალებში მოსრიალე კალმახებს დარაჯობს დიდი ოჯახის პატრონი. მთების ფერდობებზე მომდინარე ყინულ-წყაროები და ასეთივე ღელეები ათ აუზსა და 17 სალიფსიტეს ამარაგებს. მასპინძელს ახლა კოტეჯის მშენებლობაც წამოუწყია საოჯახო სასტუმროსთვის და ტურიზმის გაძლიერების საფუძვლად ბიოპროდუქციას და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მიიჩნევს. ათეული წლის წინ კი, როცა მცირე ბიზნესისთვის მოზრდილი ნაბიჯები დიდი გულით გადადგა, მხოლოდ მას სჯეროდა, რომ წარმატება მოვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორმეტრიან თოვლში, მარხილზე მოთავსებული თევზით, თან თოვლს მიიკვლევდა, თან სამასკილოიან ტვირთს მიათრევდა და ჩადიოდა ბარში, მომხმარებელთან. ოთარ გიორგაძეს, ხუმრობითა და მოფერებით, "უგრძნობი" შეარქვეს მეგობრებმა, რომლებიც მერე მასთან კოოპერატივში გართიანდნენ.

_ "უგრძნობია", აბა, რა? ერთი "სინკარი" (რკინა-ბეტონის ფილა), რომელიც ოთხ ტონამდე იწონის, აქამდე "ურალს" ამოატანინა, მერე კი თვითონ ჩადო ღელის კიდეში! _ გვეუბნებიან ახლა უკვე კოოპერაციის ოჯახის წევრები: მამუკა ქათამაძე, დავით ირემაძე, ენვერ და ზურაბ გიორგაძეები, _ ესაა ჩვენი "მატორიც" და ბენზინიც, ლიდერიც და პატრონიც, სასწაულს შეგაძლებინებს, თუ საქმეს ხელი მოჰკიდა!

მეგობრების საუბარს ოთარ გიორგაძე აგრძელებს:

_ ეს "სინკარი" ორხიდიანი "ურალით" ამოვიტანე აქამდე. მერე 10 მეტრ მანძილზე "დანგრატით" ვაჩოჩე, ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან _ როგორც იქნა, პატარა მდინარის კიდეში ჩავდე, მერე აუზი მოვაწესრიგე, ფორმა მივეცი, წყალი დავაგუბე და კი ხედავთ, ახლა კალმახები ყირაზე გადადიან!

სასწაულის შემძლე კაცს, რომელიც ათი წლის მანძილზე ენით უთქმელ შრომას ეწეოდა და მთიდან მარხილით უკავშირდებოდა სამყაროს, გასულ წელს ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა "ენპარდის" დახმარებით, როგორც თვითონ ამბობს, წელში გასწორდა, ხუთკაციანი კოოპერატივი ჩამოაყალიბა და თუ წლების განმავლობაში 2-3 ტონა თევზს აწვდიდა მომხმარებელს, ახლა 15 ტონას აწარმოებს.

_ ათეული წლების მანძილზე რა შრომა ჩავდე ამ საქმეში, ვინ იცის?! პირფერი კაცი არ ვარ, მიცნობენ და არ შემიძლია, მადლობა არ ვთქვა ამ ხელისუფლების, ევროკავშირის მიმართ, გინდ დაწერეთ, გინდ _ არა, მე მაინც ყველგან ვიტყვი! რამდენ ხანს მარხილით დავათრევდი თევზს, ნადირისგან თავდასხმაც იყო მოსალოდნელი, პრობლემებს რა დალევს, მაგრამ ყველაფერი ერთად არ იქნება, _ გვეუბნება საკალმახეთზე მზრუნველი კაცი და უპირველეს საწუხარზე, თევზის გაძვირებულ საკვებზე საუბრობს, რომელიც ჩვენში არ იწარმოება. ევროპულ გრანულ-საკვებს ევროზე ყიდულობს და დაბრკოლება, ფასების ზრდის გამო, ბევრჯერ ექმნება.

"ენპარდის "რეგიონული განვითარების ასოციაციის მობილიზატორი მარინა სუნგულია ფერმერის პრობლემის ირგვლივ საუბრობს:

_ აუცილებელია, ვიღაც დაინტერესდეს საქართველოში და ადგილზე მოხდეს საწარმოს გახსნა, სადაც არა თუ თევზის, საქონლის, ქათმის ხარისხიან საკვებს დაამზადებენ. ასე გაიაფდება საკვები, აქედან გამომდინარე _ პროდუქციაც, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მოსახლეობის წარმატებულ ეკონომიკურ ყოფაზე აისახება.

დღეისთვის ოთარ გიორგაძეს და მის მეგობრებს ათ აუზში ამერიკული სახეობის, დეკორატიული და ცისარტყელას ჯიშის კალმახი ჰყავთ, სხვადასხვა ასაკის, რომლითაც წლის ნებისმიერ დროს ამარაგებენ ბაზარს.

აქ კალმახი ზრდასრული 7-8 თვეში ხდება, რადგან ყინულივით ცივ წყალში ნელა იზრდება, ხორცი მკვრივია და რაც მთავარია, ბიოლოგიურად სუფთა. ამ სისუფთავის გარანტი ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეა, ფაქტობრივად, აუზები ყინულ-ბინულების სათავეშია მოთავსებული. წყალი, რომელიც დასახლებულ პუნქტში შესვლამდე აუზში ჩაედინება, უნიკალურ პირობებს ქმნის ბიოპროდუქციის საწარმოებლად.

ჩვენი "უგრძნობი" მასპინძელი კრინტს არ ძრავს უმთავრეს პრობლემაზე. არც ისე მოწესრიგებული გზა, რომლის, სულ ცოტა, კილომეტრიანი მონაკვეთი ციცაბოებზეა გაფენილი, მასზე მიმავალს შიშისგან თვალს დაგახუჭინებს. ამ გზაზე კი, უფსკრულებს ზემოთ, ჩვენი მასპინძელი დღეში არაერთხელ დადის.

_ ყველაფერი ერთად არ იქნება, უარესზეც ვიარე, ადამიანი უმადური არ უნდა იყო, მერიდება, კიდევ მოთხოვნა დავიწყო. მჯერა, რომ აქ საუკეთესო გზასაც გააკეთებენ, _ ამბობს ომარ გიორგაძე.

ოთარ გიორგაძე საშუალო ტანის, თხელი აღნაგობის კაცია, უზომოდ ფართო და ძარღვიანი ხელის მტევნებით, მშობლიური მწვერვალების თოვლის, ცისა და წყლის სისუფთავით და ამ მიუვალ მთებში ჩამაგრებული პატარა საქართველოს სიმბოლურ და რეალურ სახედ ქცეულა! თვითონ არ ამბობს, მაგრამ ჩვენ გვინდა, ვთქვათ ქვეყნის გასაგონად: გზა უნდა გაკეთდეს ჩხაკაურის ზემო ნაწილში! ეს დაეხმარება ეროვნულ საქმეს _ რომ აქაური ქართველობა აქ სამუდამოდ დარჩეს და ქვეყანაში გამეფებულმა ურბანიზაციამ ქალაქისკენ არ გაიყოლოს! მით უფრო, როცა ამ უსაზღვროდ მშრომელ ადამიანებს უდიდესი პოტენციალი გაუჩნდათ ბიოპროდუქციის საწარმოებლად, აგრო და საოჯახო ტურიზმის განსავითარებლად.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...