მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში _ მოკლე მიმოხილვა

კარმიდამო ჩემი

მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში _ მოკლე მიმოხილვა

2016 მაი 31 12:35:15

"კარმიდამო ჩემის" საშუალებით გვინდა, მევენახეობა-მეღვინეობის მხრივ ერთი საინტერესო რეგიონის, გურიის შესახებ მოგაწოდოთ მცირეოდენი ცნობები. ჩვენს ძირითად საყრდენ წყაროს წარმოადგენს წიგნები: "საქართველოს ამპელოგრაფია". თბილისი, 1960 წ. (ნიკო კეცხოველის რედაქცია) და "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები". მ. რამიშვილი. თბილისი, 1948 წ. თავშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივ ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნების მხრივ გურია მეტად საინტერესო რეგიონია.

თავდაპირველად შემოგთავაზებთ აქაურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალსა და მათ შეფერილობებს:

ათინაური (თეთრი), აკიდო (წითელი), ალადსტური (წ), ბადაგი (მუქი ვარდისფერი), ბახვის ყურძენი (წ), ბერძულა (წ), დონდღო (თ), ვაციწვერა (თ), ვორონა (წ), ზენათური (თ), თეთრი ყურძენი (თ), თქვლაფა (თ), კაკნატელა (თ), კამური შავი (წ), კამური თეთრი (თ), კაპისტონი წიწილიანი (თ), კატური (თ), კეშელავას თეთრი (თ), კიკაჩა შავი (წ), კორძალა (წ), კოცხანა (წ), კუმუშა (წ), მაგანაკური (წ), მაისა (თ), მანდიკოური (წ), მაური თეთრი (თ), მახათური (წ), მტევანდიდი (წ), მტრედისფეხა (წ), მცვივანი გურული (წ), ნაშენება (წ), ოფოურა (წ), ოჯალეში გურიის (წ), რცხილი (წ), საკმიელა (თ), საკნატურა (თ), სამარხი (თ), სამჩხავერა (წ), საფერავი გურიის (წ), სხილათუბანი (წ), ქაქუთურა (თ), შავჩხავერა (წ), ჩეპეში (წ), ჩხავერი (წ), ჩხინკილოური (თ), ცანაფითა (წ), ცივჩხავერა (წ), ცივჩხავერა ვარდისფერი (ვარდ.), ცისფერულა (რუხი), წითლანი (ვარდ.), ჭაჭიეთის თეთრა (თ), ჭუმუტა (წ), ხემხუ (წ), ხუშია თეთრი (თ), ხუშია შავი (წ), ჯანი (წ), ჯანი ნაკაშიძის (წ), ჯანი ციხური (წ).

 ამ მონაცემთა მიხედვით ვიგებთ, რომ გურიაში, მინიმუმ, 58 ვაზის ადგილობრივი ჯიში ყოფილა, საიდანაც ერთი - "კორძალა" გურია-აჭარის საერო ჯიშადაა დასახელებული. ჩამოთვლილთაგან 20 ჯიში თეთრყურძნიანია; 34 ჯიში _ წითელყურძნიანია; 3 _ ვარდისფერყურძნიანი და 1 _ რუხი შეფერილობისა. რაც შეეხება ყურძნის დანიშნულებებს, უნდა ითქვას, რომ გურიის ვაზის ჯიშთა აბსოლუტური უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა. სასუფრე მიმართულების ჯიში, მ. რამიშვილის ზემოთ ხსენებული წიგნის მიხედვით, მხოლოდ თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში _ სამარხია, რომლიდანაც ამავდროულად მაღალხარისხიანი ღვინოც დგება.

ჯიშები: ალადასტური და მტრედისფეხა კი ერთდროულად სასუფრე და საღვინე მიმართულების ჯიშებად ითვლება. გურიის ვაზის ჯიშებში ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები მხოლოდ ორ ჯიშს აქვს, ესენია _ მაური თეთრი და ოფოურა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. რამიშვილის წიგნში _ "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები" (თბილისი, 1948 წ.), აჭარის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში _ "კლარჯული" გურულ ჯიშადაა მიჩნეული, ხოლო ამავე წიგნში გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ვორონა მოიხსენიება, როგორც ორონა. აქვე გვხვდება ჯიში "ხუშია"; არადა, გურულ ვაზის ჯიშთა სრულ ჩამონათვალში ვხვდებით ჯიშებს: ხუშია თეთრი და ხუშია შავი...

 როგორც ვხედავთ, გურია ვაზის ჯიშების თვალსაზრისით, საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სადაც ახლო წარსულში მევენახეობა-მეღვინეობა ძლიერად იყო ფესვგადგმული. მიზეზთა გამო, დღეს-დღეობით გურიაში ვაზისა და ღვინის კულტურა საკმაოდ დაბალ დონეზე დგას. არადა, კუთხე, რომელიც სხვა უნიკალურ ვაზის ჯიშებთან ერთად ჩხავერის პატრონია, "ადესის" ანაბარა ნამდვილად არ უნდა იყოს დარჩენილი. ამ საკითხს აქვს კიდევაც თავისი მიზეზი, შესაძლოა, არა ერთიც. თუმცა, ეს ყოველივე ადგილობრივების სურვილზეც დიდადაა დამოკიდებული. სამწუხაროდ გურიაში ასევე თითქმის შეწყვეტილია ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების საქმეც, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს.

ახლო წარსულში ეს მხარე და კონკრეტულად კი სოფლები – აცანა და აკეთი განთქმული იყო მექვევრეობის დარგითა და თავად მექვევრეების სიმრავლითაც. ამ სოფლებში დამზადებული ქვევრები ცნობილი იყო თავისი მაღალი ხარისხით. გურულ ქვევრებს ვხვდებოდით ასევე, მეზობელ აჭარაშიც. ამ დროისათვის კი მთელს გურიაში მხოლოდ ერთი მექვევრეღა შემორჩა...

ძალზე სამწუხაროა, რომ გურიის მევენახეობა-მეღვინეობაზე რაიმე გამოცემა ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება და ამ მხრივ ძალზე დიდი ხანია, რაც არაფერი გაკეთებულა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დიდი პრობლემა ახლო მომავალში გადაიჭრება. ეს კი დიდადაა დამოკიდებული რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებაზე.

წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ამ ულამაზესი მხარის, გურიის მკვიდრთ და ჩვენს მცირე მიმოხილვას მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გურული მღვდლის მიერ ღვინის სასმისზე გაკეთებული წარწერით დავასრულებთ, რომელიც ერთგვარი შეგონებაცაა:

"ღმერთო ყურძნისა ნაყოფი

დღეყოველ მოგვეც საყოფი,

ზომიერ მსმელო _ იხარებ,

უზომო მსმელო _ ინანებ".

გიორგი ბარისაშვილი




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...