კვალ-სათბურები გვალვის ჯიბრზე ხასხასებენ

კარმიდამო ჩემი

კვალ-სათბურები გვალვის ჯიბრზე ხასხასებენ

9 ივნ. 2012, 06:46:12
ეს სიახლე მათ არავისგან უსწავლიათ _ საკუთარი მრავალწლიანი შრომითა და დაკვირვებით, მთვარის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძინეს. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ მცენარის ენა უკეთ იციან, ვიდრე ადამიანის.

მზია და ლევან ჯაფარიძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში, ვარდების სიწითლით აელვარებულ კარ-მიდამოში შრომობენ, რომლის სამხრეთით ნაირგვარი ჩითილებით სავსე კვალ-სათბურების მწვანე ოაზისია. დღე-ღამეს ასწორებენ და ტიტანური შრომის ფასად მხოლოდ ლუკმა-პურის ფულს მოიპოვებენ, თუმცა, მართალი და გამრჯე კაცი ამითაც კმაყოფილია, საკუთარი მარჯვენით მოწეულის ნეტარება შინაგანად ავსებს და ყოველ სისხამს დამკლავებული და წელგამართული ეგებება, რათა წუთიც არ ჩაუვარდეს უშედეგოდ.

წელს, ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, სათბურებიდან ნერგების გამოტანა-გაყიდვაც დაგვიანდა. ხალხში ხშირად ისმოდა, გაზაფხული არ გაგვიგია, პირდაპირ ზაფხულში გადავედით, სუსხის შემდეგ უცბად დაცხაო. თუმცა, როგორც ქალბატონი მზია ამბობს, მიუხედავად იმისა, რაც სასათბურე მეურნეობას ხელი მიჰყო, ასეთი მკაცრი და გრძელი ზამთარი არ ახსოვს, არც ასეთი კარგი და ხარისხიანი ნერგები ჰქონია. ამის "მიზეზი" კი ისევ ხანგრძლივი ზამთარი და მერე ერთბაშად დათბობა გახდა, რადგან ჩითილებს შესანიშნავი ვეგეტაციის პერიოდი დაუდგა: _ თუ ადრე სათბურში გამოყვანილი ნერგი ღია გრუნტში ჩარგვისას, ჰაერის შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო, ზრდას ანელებდა და ფოთლებიც შეუყვითლდებოდა ხოლმე, წელს სათბურიდან გამოტანილ ნერგს გარეთაც იგივე პირობები დახვდა და ზრდა-განვითარება წამითაც არ შეუნელებია. ამიტომაცაა ყველა ჩითილი ერთნაირი, ძლიერი და ადაპტაციაც არ უგრძვნია სათბურიდან გამოსვლის შემდეგ, _ ამბობს დიდი სათბურის დიასახლისი.

მისივე რჩევით, რაც შეიძლება ზოგ მეურნეს გამართლებულად არც მოეჩვენოს, გვალვაში ან უბრალოდ, მზიან ამინდში ჩითილის დარგვა უკეთესია, თუმცა, უმთავრესია ერთი _ წყალი შეუფერხებლად უნდა გქონდეს. როგორც გვიხსნის, მას ამის თქმის უფლებას მრავალგზის გამოცდილება აძლევს, რაც შემდეგში მდგომარეობს:

_ საერთოდ, მიჩნეულია ჩითილების წვიმის შემდეგ გადარგვა, თუმცა, თუ წყლის გამართული სისტემა გაქვთ და ამ მხრივ ხელი არასოდეს გეშლებათ, მშრალ ამინდში, თუნდაც, გვალვაში გადარგვა სჯობს. ასეთ დროს ნერგი ფრთხილად ირწყვება დღეში ერთხელ, თუ საჭიროა, ორჯერაც, გვალვის სიმძიმეს გააჩნია. როცა მცენარეს სითბო და წყალი უხვად აქვს, ის უნაკლოდ და სწრაფად ვითარდება. წვიმა კი, განსაკუთრებით, კოკისპირული, რაც გაზაფხულს ხშირად ახასიათებს, ჩითილს საკმაოდ ურყევს ფესვებს. წვიმას არც თუ იშვიათად ახლავს ქარი, რომელიც ისევ ჩითილს აზიანებს სინორჩის გამო. თუმცა, ადამიანი მუდამ იოლ გზას ეძებს და ელოდება მაინცდამაინც წვიმას, რომ დარგვა ერთი ამოსუნთქვით დაამთავროს. ბევრგან წყალიც არ აქვთ სამყოფი და ბუნებრივია, ასეთ ადგილებში წვიმის ლოდინში არიან, _ ამბობს ქალბატონი მზია.

მიუხედავად იმისა, რომ მას, ისევე როგორც აგრარულ ბაზარში გამოსულ ბევრ მეურნე ქალბატონს, შესანიშნავი ჩითილები ჰქონდათ გასაყიდად გამოტანილი, აღმოჩნდა, რომ კლიენტი ნაკლები იყო; _ შარშან ნერგებს უფრო აქტიურად ყიდულობდა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ წელს სეზონი ათი დღით გვიან დაიწყო და დარგვა მოსასწრებია. ყველა უფულობას უჩივის, _ თქვეს მის შორიახლო მოვაჭრეებმა.

მზია და ლევან ჯაფარიძეებს ბოსტნეულ კულტურებთან შრომის დაწყება და ოჯახის სარჩოს ამ გზით შოვნა 17 წლის წინ მოუწიათ და ახლაც თავდადებით საქმიანობენ. ვარდების დაკალმებაც ხელეწიფებათ და ყიდიან კიდეც, თუმცა, უმთავრესი ბოსტნეული კულტურებია. პომიდორი, კიტრი, რეჰანი, ტკბილი და მწარე წიწაკა, თეთრი ფხალი _ აი, ძირითადი სახეობები, რომელთა გამოყვანა მათთვის უპირველესი საოჯახო საქმეა. კვალ-სათბურები, თითქოს, ერთმანეთის თუ გვალვის ჯიბრზე, ხასხასებენ და არჩევანის უფლებას არ უტოვებენ ყიდვის მოსურნეს.

_ ასე მგონია, მცენარის ენა უკეთ მესმის, ვიდრე ადამიანის. მიწის დიდი ფართობები არ მაქვს, თორემ როგორ დავტოვებდი დაუმუშავებელს? _ ამბობს ცოლ-ქმარი.

ისინი სათხილე და საყანე ნაკვეთების შესახებაც გვიყვებიან, სადაც ოჯახის სამყოფ მოსავალს იწევენ. მათი აქტიური დამხმარე შვილები არიან _ 22 წლის ამირანი და 17 წლის მარიამი ჩვენი სტუმრობისას მშობლებს კარმიდამოში ეხმარებოდნენ.

მთვარის კალენდარს მეგზურად მიიჩნევენ: _ სავსემთვარეობა მიწისზედა მსხმოიარე კულტურებისაა, მილეული კი მიწისქვემოთასი, ანუ კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი... მთვარეზე დაკვირვების გარეშე, მარცვალს არ ჩავაგდებთ მიწაში, _ ამბობენ ისინი.

ჯაფარიძეების ოჯახს დიდი სურვილი აქვს, გამართული სასათბურე მეურნეობა ჰქონდეს, რაც სათბობიან სრულ კომპლექსს გულისხმობს: _ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სოფელში გაზის შემოყვანას. ახლა უკვე გვაქვს და შეგვიძლია, გარემოს გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, _ ამბობს ქალბატონი მზია და "კრედო ბანკიდან" ხელშეწყობაზე საუბრობს, რაც სესხით სარგებლობაში გამოიხატება, თუმცა დიდი რაოდენობით გამოტანას მაინც ვერ რისკავს, მცირე ბიზნესი მაქვს, და რა ვიცი, რამდენად შევძლებ ვალის მართვასო.

ისევე, როგორც "კარმიდამო ჩემის" თითქმის ყველა სტუმარი მეურნე, ისიც დაბალპროცენტიან ან სულაც უპროცენტო გრძელვადიან სესხზე ოცნებობს.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...