სახსოვარი დიდოსტატის კარმიდამოდან

კარმიდამო ჩემი

სახსოვარი დიდოსტატის კარმიდამოდან

2016 აგვ 25 16:02:06

სულიკო ლომჯარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში ცხოვრობს. მრავალმხრივი ნიჭის მქონე ქალბატონს არაერთხელ მიენიჭა ხალხური რეწვის ოსტატის წოდება. მის კარმიდამოსა და საოჯახო სივრცეს ფლორის უნიკალური ნიმუშები და მაღალი გემოვნებით შესრულებული სხვადასხვა ნაქარგობები ამშვენებს, თუმცა, ამბავი, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, ეხება გასული საუკუნის 90-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკის გადაწვის ისტორიას.

როცა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა და კოლხური კოშკი "დიდმა" ქართველებმა ცეცხლს მისცეს, სულიკო ლომჯარია და სხვა ასობით მამულიშვილი ამ ცეცხლს აქრობდა, ცდილობდნენ, რაღაც მაინც გადაერჩინათ. რის გადარჩენაც ვერ მოხერხდა, ნახევრად დამწვარი და დანახშირებული გამოჰქონდათ გარეთ.

ქალბატონმა სულიკომ ზოგი ნივთი ნამწვავების სახით წამოიღო, გაასუფთავა, ფორმა მისცა, სულიც ჩაბერა და ასე შექმნა კომპოზიციები კონსტანტინე გამსახურდიას სავარძლის დანახშირებული სახელურის თუ ნახანძრალი ხალიჩის ნარჩენებისგან.

ქაქუთში, სულიკო ლომჯარიას ეზოს ჭიშკრის შეღებისთანავე დაინახავს კოლხური კოშკის ეზოდან წამოღებული ფოთლოვანი სუროს დეკორატიულ თაღს, სპეციალურად გაკრეჭილ-გალამაზებულს. აქ ყველამ იცის, რომ ეს "თაღი", როგორც თვითონ უწოდებს, დიდოსტატი მწერლის კარმიდამოდანაა.

_ არაერთი დღე მახსოვს იმ ძმათამკვლელი ომის საშინელებიდან. როცა ცეცხლს მიცემული კოლხური კოშკის ეზოში შევდიოდით, ვცდილობდით, რაღაც მაინც გადაგვერჩინა. მე, თენგიზ კიკაჩეიშვილი, ციცი ბუქურაული... მოგვიანებით, ციცი ბუქურაული იზა ორჯონიკიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ კოლხურ კოშკს სტუმრობდა და ცეცხლში გახვეული არქივის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო... თუმცა, ახლა ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობთ. დიდოსტატის ეზოში კვამლში გახვეული ორი ძირი თეთრი ბალი მახსოვს _ ტოტებგარუჯული და დამსხვრეული. რატომღაც ნაწამებ ადამიანებს მოგაგონებდა. ქონგურებს შუა ქრისტესისხლას გარუჯული ღეროები ეკიდა, რომელიც ფრთხილად მოვთხარე; ასევე, ფრთხილად ამოვიღე ნახევრად მოგლეჯილი ფოთლოვანი სურო და დღემდე ჩემს კარმიდამოში მაქვს დარგული. სუროს ხშირად ვუცვლი დეკორაციას, ყველამ იცის, რომ ეს მცენარეები ჩემს ეზოში დიდოსტატ კონსტანტინეს კარმიდამოდანაა, არაერთს უთხოვია და მიჩუქებია კიდეც სანერგედ პატარა ტოტი. ისიც ვიცი, რომ ვისაც ვაჩუქე, ყველგან გაიხარა. ქრისტესისხლა უკვე ჩახმა, ადრე გაზაფხულზე კი მუდამ ადრე იღვიძებს და ჩემს კარმიდამოს საკუთარ მზისფერს აწვდის, _ გვეუბნება ქალბატონი სულიკო.

სულიკო ლომჯარიამ კონსტანტინე გამსახურდიას სავარძლის თუ სკამების ნამწვავებისგან ულამაზესი კომპოზიციები შექმნა, რომლებიც მის კოლექციას ამშვენებს, თუმცა, დღემდე არ მოუხდენია ამის აფიშირება. არაერთი თხოვნის შემდეგ დაგვთანხმდა, გადაგვეღო, მკითხველისთვის მოგვეთხრო და გვეჩვენებინა, რა სახსოვარი წამოიღო მან დიდოსტატის კარმიდამოდან.

ერთ-ერთი კომპოზიცია, რომელშიც ზვიად გამსახურდიას ფოტოა მოთავსებული, გაკეთებულია კონსტანტინეს სავარძლის სახელურის დანახშირებული ნაწილისგან და მასზე გადაკრული ხავერდის ნაჭრისგან. კომპოზიციის ყველა დეტალს დღესაც ცეცხლის კვალი ატყვია. თუმცა, მნახველი უცებ მოჰყავს აღტაცებაში, როგორც ნიჭიერი ხელოვანის ნამუშევარს. ასევე, ნამწვავებისგან არის შესრულებული სანთლის კომპოზიცია, რომლის ერთი ნაწილი მეწამულისფერია და უნებლიედ სისხლთან ასოცირდება. როგორც ქალბატონი სულიკო ამბობს, სავარძლის ხავერდს სწორედ ასეთი ფერი ჰქონდა და მიუხედავად ცეცხლის კვალისა, ნაწილობრივ მაინც შენარჩუნებულია შინდისფერის სიხასხასე.

არაერთი ორიგინალური ნამუშევარი, რომლის ავტორიც ქალბატონი სულიკო ლომჯარიაა, ძირითადად, ჯვრის კომპოზიციებითაა გამოსახული. მრავალი გამოფენის მონაწილე ქალბატონის კოლექციიდან, დღეს პირველად ვსაუბრობთ მისი შემოქმედების იმ ნაწილზე, რომელიც გადამწვარი კოლხური კოშკის ისტორიას ეხება.

იხსენებს იმ დღეებს, როცა კონსტანტინე გამსახურდიას არქივი იწვოდა და წიგნები, რომლის ნაწილის ცეცხლისგან გამოტაცება მოახერხეს, იქვე, სპორტულ დარბაზში გადაიტანეს. ახლაც ნერვიულობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა ქართველების ზოგი ვანდალური ჯგუფი და აგურ-აგურ იპარავდა, რასაც მოახერხებდა.

_ ახლა ის მიხარია, რომ ხალხი ცოტა აზრზე მოვიდა, განვლილმა დრომ სასიკეთოდ იმუშავა ერზე. ცოტათი მაინც დარწმუნდა ყველა, რომ არ შეიძლება სახელმწიფოს წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის აღმართვა, ძმათამკვლელი ომის გაჩაღება. თუმცა, მაინც არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც უფლება რომ მისცე და გასაქანი ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ მოაწყობენ ბართლომეს ღამეს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, და მხოლოდ იმის გამო, რომ იმ სხვას სხვა აზრი აქვს რაღაცაზე... _ ამბობს ხელოვანი ქალბატონი.

მის ერთ-ერთ ოთახში უძველესი ქართული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენაცაა. ამ სპეციფიური გატაცებით, მასზე კოლექციონერის სტატუსიც მორგებულია.

გარეთ, კარმიდამოში კი, ზამთარ-ზაფხულ მუდმივად ხასხასებს ფოთლოვანი სუროს დეკორატიული თაღი. ამბობს, რომ ყველაფერზე ძალიან ამ სუროს და კიდევ ქრისტესისხლას უვლის. არაერთხელ უამბობს ყველას, რომ ეს სურო დიდოსტატის კარმიდამოდანაა და კიდევ არაერთ კარმიდამოში დაიდებს ბინას.

_ "კონსტანტინეს სურო" ისე ეკვრის და ეხვევა ირგვლივ ყველაფერს, როგორც დიდოსტატს უყვარდა თავისი სამშობლო და ხალხი, _ გვეუბნება ქალბატონი სულიკო ლომჯარია. დამშვიდობებისას კი მეგობრულად გვთხოვს, ჩემმა საახლობლომ ეს ყველაფერი იცის. თუმცა, 25 წელია, ეს კონკრეტული ისტორია ოფიციალურად არავისთვის მიამბია, რაიმე ზედმეტი არ თქვათ, ვინმემ პოპულიზმი არ დამწამოსო...




 ახალი ამბები
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...
  • შესაძლებელია თუ არა სიგარეტზე ფასების მატებით მწეველების რაოდენობის შემცირებასიგარეტებზე ფასები ყოველწლიურად 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც იმატებს, 2016 წლის შემდეგ თამაბქოზე ფასები გაორმაგებულია, მაგალითად, 2016 წელს, ერთი კოლოფი „მალბორო“ თუ ღირდა 3 ლარი, დღეს მისი ფასი 6 ლარს შეადგენს, „პარლამენტის“ კი 4.30 ლარიდან 6.80 ლარამდე გაიზარდ. გაორმაგდა თუთუნის ფასიც. ეს გამოწვეულია, მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, რომლის თანახმად, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა,  ხოლო, უფილტრო(თუთუნი) აქციზის გადასახადმა მოიმატა. მთავრობის განცხადებით,  სიგარეტებზე ფასების მატება მიზნად ისახავს მოსახლეობაში მწეველების შემცირებას, თუმცა ამ ინიციატივას მოწინააღმდეგებიც გამოუჩნდა, საზოგადოების ნაწილის და ექსპერტების  განცხადებით, მწეველების შემცირება ამ რეგულაციებით ვერ მოხერხდება, პირიქით ეს  შედეგი, მხოლოდ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.  როგორც, კომპანია ,,ბრითიშ-ამერიკან-ტობაკოში“ აცხადებენ, დაუსაბუთებელია  ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს და ხაზს უსვანე იმ ფაქტს,  რომ სიგარეტით ვაჭრობამ “შავ ბაზარზე” გადაინაცვლა. მათი თქმით,  მწეველთა შემცირება,  შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევით. აღნიშნულმა რეგულაციამ კი ქვეყნაში არარეგალური სიგარეტის შემოდინება გამოიწვია.  “საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, მოწევას ამცირებს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევა. თუ ვინმე იტყვის, რომ სიგარეტს თავს დაანებებს საშინელი რეგულაციებით და აქციზის ზრდით, ეს არის სიცრუე. რაც შეეხება გაყიდვების შემცირებას, ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ არალეგალური პროდუქტის ხარჯზე. არალეგალური  სიგარეტის შემოდინება გაიზარდა. საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევები ამაზე მეტყველებს. არალეგალური სიგარეტის ორი შემოდინება იქნება რადიკალური ორი მიმართულებიდან: ერთი- რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და მეორე - სომხეთიდან. სულ მალე 500-კოლოფიანი შეფუთვის ფასს შორის განსხვავება სომხეთსა და საქართველოს შორის 500 დოლარი იქნება. ასე რომ, არალეგალური სიგარეტის შემოტანის ცდუნება არის დიდი და ამის ხარჯზე მოხდება ჩვენი გაყიდვების შემცირება, თუმცა მწეველთა რაოდენობა იგივე დარჩება”,_  აცხადებენ კომპანიაში. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რამდენად შესაძლებელია სიგარეტზე ფასების ზრდით, ადამიანებმა თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებონ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი   ფსიქიატრს,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,  პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილს  ესაუბრა. მისი განცხადებით, სიგარეტზე თავის დანებება ძალიან რთულია, რადგან  ადამიანისთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით  მძიმე გამოწვევაა, ასევე აღნიშნავს, რომ თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი   მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ  ახდენს. _ ქალბატონო ნინო, რამდენად რთულია მწეველმა  თამბაქოს მოწევას თავი  დაანებოს? _თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება მარტივი არ არის - არც ემოციური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის მძიმე გამოწვევა ადამიანისთვის, მისი სხეულისთვის, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიეჩვია იმ „ქიმიურ“ სიმშვიდესა და სიამოვნებას, რაც ნიკოტინის მიერ ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვას და თავის ტვინში დოფამინური სისტემის აქტივაციას მოჰყვება. ანუ მოწევის შეწყვეტა დამოკიდეულების ციკლის გახლეჩას გულისხმობს... მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მოტივაცია ბევრ ადამიანს აქვს, მხოლოდ 4-დან 7 პროცენტამდე თამბაქოს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთბაშად,  მკვეთრად შეწყვიტოს მოხმარება. ეს, ერთი მხრივ, ძლიერი ნებისყოფის  საკითხია. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება თავად თავის დანებებისას გამოვლენილ ე.წ. აღკვეთის მძიმე   სიმპტომებს, როგორიცაა   გაღიზიანებადობა,  შფოთვა, მოუსვენრობა, უგუნებობა, მომატებული მადა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის სირთულე, კოშმარები ან ძილის პრობლემები... და ადამიანი, სწორედ ამ სიმპტომების გამო, კვლავ  სიგარეტის მოწევას იწყებს. _ თამბაქოზე ფასების მატება, ხელს თუ შეუწყობს მწეველების შემცირებას? _ დღეს არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია. როგორც კვლევები აჩვენებს, თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მაგალითად, 100%-ით სიგარეტის ფასის გაზრდა მხოლოდ 5%-ით ამცირებს მოზრდილ პოპულაციაში მის მოხმარებას. იაპონიაში 7 წლიანი დაკვირვებით ნაჩვენებია, რომ სიგარეტის 40%-ით გაძვირების შემდეგ შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც თავის დანებების შემდეგ კვლავ დაიწყეს მოწევა, მცირედ  შემცირდა აქტიურ  მწეველთა რაოდენობა, მაგრამ მოხდა სხვა, “ნაკლებად საყვარელი გემოს“ ანუ უფრო იაფიან მოსაწევზე გადანაცვლება. _ თუ ფასების მატების მიუხედავად ადამიანები, ვერ შეძლებენ   მოწევის დანებებას, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის კუთხით თუ  შეექმნებათ  რაიმე სახის პრობლემა, როცა მოთხოვნილების  დააკმაყოფილებას ვერ ახერხებენ? _ დროთა განმავლობაში, ჯანმრთელობას უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, თუ ადამიანი მოწევას გააგრძელებს.  ადამიანი, რომელიც სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებას წინასწარ დაგეგმავს, შემცირებს იმ სიტუაციებს (ე.წ. ტრიგერებს), რაც აცხოველებს სიგარეტის მიმართ მოთხოვნას -  უფრო თანმიმდევრულად და ნაკლები პრობლემებით შეძლებს მოწევისტვის თავის დანებებას.  მინდა ყველამ იცოდეს, რომ კარგი შედეგები უკვე ერთი საათის შემდეგ იწყება... 1 დღის შემდეგ გულის შეტევის განვითარების რისკი შემცირებას იწყებს, 2 დღის შემდეგ მცირედით აღდგება ყნოსვისა და გემოვნებითი შეგრძნებები; 5 წელიწადში - პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის სიმსივნის რისკი ნახევრდება და მკვეთრად მცირდება ინსულტის განვითარების რისკიც. 10 წელში - ფილტვის და პანრეასის კიბოთი სიკვდილის შემთხვევები ნახევრდება. ამიტომაც ყოველი დღე - უსიგარეტოდ გატარებული, აღქმული უნდა იყოს, როგორც წარმატება და ნებისმიერი ჩავარდნა - დამარცხებად არ უნდა აღიქვათ. როგორც ცნობილია, ფასების მატება 2024 წლამდე ისევ ... ...
  • ყაჩაღობა თბილისში-დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქემ  თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღაბის მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...