"მზე შინა" _ ენერგოეფექტურობის სიკეთე და მასწავლებლის ოცნება

კარმიდამო ჩემი

"მზე შინა" _ ენერგოეფექტურობის სიკეთე და მასწავლებლის ოცნება

2016 დეკ 8 18:13:57

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი _ გელა თამაზაშვილი და ირმა ჯინჭარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათში ცხოვრობენ. ისინი მშრომელი, გულღია ადამიანები არიან და მიაჩნიათ, სადაც ცხოვრობენ, იმ გარემოს შესატყვისად უნდა იმოქმედონ და ისე მიჰყვნენ ცხოვრებას.

მათ კუთვნილ ერთ ჰექტრამდე საკარმიდამო მიწის ფართობზე ძირითადად მანდარინის პლანტაცია აქვთ გაშენებული და სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. ოთხი წლის წინ გადაწყვიტეს, რაკი სოფელში ჯერ კიდევ არ იყო ბუნებრივი აირის შემოყვანაზე საუბარი, მზის ენერგიით ესარგებლათ და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის მზის კოლექტორი დაედგათ.

_ მზის ენერგიის თბურ ენერგიად მოქცევა ჩვენი ხალხის ზეპირსიტყვიერებაშიც კი უხსოვარი დროიდანაა ასახული _ "მზე შინა", "შენს მზეს ვფიცავ"... ეს ყველაფერი მუდამ შთამაგონებლად მოქმედებს ჩემზე! ენერგოეფექტურობაზე, ანუ ნაკლები ენერგიის მოხმარებით იგივე პირობების შექმნაზე, დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩვენც ვცადეთ. გადავწყვიტეთ, მზე შინ შემოგვეპატიჟებინა მეტი ენერგიით და გამოგვივიდა, _ ღიმილით გვეუბნება ოჯახის დიასახლისი, პროფესიით პედაგოგი ირმა ჯინჭარაძე, _ თურმე, სულაც არ ყოფილა ძნელი, გქონდეს განცდა, თითქოს, სულ ახლოს, შენი სახლის სახურავზე მზე ზის და არის შენი ოჯახის სითბოსა და მყუდროების საიმედო გარანტი.

თამაზაშვილების ოჯახმა მზის კოლექტორი, რომელიც უკრაინული წარმოებისაა, ქალაქ ბათუმში შეიძინა, 1 000 ლარი გადაიხადეს და სახლის სახურავზე ხელოსანს დაამონტაჟებინეს. ის ბრტყელი სახისაა, ადვილად მოსარგები და მარტივი. სისტემის მონტაჟი ძირითადად აგებულია ავზში შემავალი ცივი წყლის მილის და ავზიდან გამომავალი ცხელი წყლის მილის სისტემასთან მიერთებით. ძალიან დიდი არც წყლის ავზია _ 360 ლიტრს იტევს. თუმცა, ოჯახს ყოფნის _ზაფხულში განსაკუთრებით უზრუნველყოფილნი არიან ცხელი წყლით და აქედან გამომდინარე, უფასო ენერგიით.

 _ ზაფხულის განმავლობაში, ავზში წყალი დღეში სამჯერ მაინც ასწრებს დუღილის ტემპერატურამდე მისვლას. ეს არის სრული კომფორტი, რაც ოჯახში წყლის საჭიროებას უკავშირდება, _ ამბობს გელა თამაზაშვილი და ყველაზე ბედნიერად თავს იმიტომ გრძნობს, რომ შვილები _ 10 წლის მართა და 12 წლის გიორგი უზომოდ ბედნიერები არიან, რადგან ეზოში საკუთარი აუზი აქვთ და ზაფხულობით ნებივრობენ.

_ როცა მზის ენერგიის გამოყენება გადავწყვიტეთ და საქმეს შევუდექით, პირველ რიგში იმაზე ვიზრუნეთ, სად და როგორ მოგვეთავსებინა ღია ცის ქვეშ პატარა აუზი, რომ ბავშვებისთვის მზე და ზღვა, რა თქმა უნდა პირობითად, შინ ყოფილიყო. სახლის გვერდით, ავტოფარეხთან მოვათავსეთ და მათ ბედნიერებას დღემდე საზღვარი არ აქვს, _ ამბობს შვილებზე მზრუნველი მამა.

ირმა ჯინჭარაძე ბობოყვათის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია და ამბობს, რომ მოსწავლეებთან, გარდა საგაკვეთილო თემებისა, თავისუფალ დროს, მზის ენერგიის, ზოგადად, მზის, როგორც ქართველთა უძველესი ღვთაების შესახებ საუბრობს: _ მზის ფუნქცია ხომ სიცოცხლის არსებობის საფუძველია და რა გასაკვირია, ადამიანი ხშირად რომანტიკული იყოს? _ ამბობს ის და კვლავ მზის გამათბობელზე საუბრობს, _ გერმანული წარმოების მზის კოლექტორი ბევრად უკეთესია და ფასიც მაღალი აქვს _ სამი ათას დოლარამდე. გვინდა, გამოვნახოთ საშუალება და სამომავლოდ ვიფიქროთ გაუმჯობესებაზე. ყოველივე ამას მაშინ შევძლებთ, როცა ეკონომიკურად უფრო მოვძლიერდებით. ისე კი მაქვს ერთი ნატვრა თუ სურვილი _ კარგი იქნება, ხელისუფლებამ იფიქროს ენერგოპოლიტიკის ისე გატარებაზე, რომ ხალხმა შეძლოს მზის კოლექტორების დამონტაჟება. განა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ასე კარგად რაიმე იმუშავებს? _ გვეუბნება გონიერი პედაგოგი და მშობელი, რომლის საფიქრალი მხოლოდ საკუთარ კარმიდამოს არ მოიცავს და ტრიალებს ქვეყნისა მომავლის გარშემო.

სოფელ ბობოყვათში გაზის ცენტრალური მილის გაყვანის სამუშაოები ახლა სრულდება. მალე თამაზაშვილების ოჯახშიც აინთება ცისფერი ალი, თუმცა, ისინი მზის ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სწორედ იმიტომ გადაწყვიტეს მზის კოლექტორის დამონტაჟება, სოფელში გაზი რომ არ იყო და მის შესაძენად, სპეციალური ბალონებით, ქობულეთში დადიოდნენ, პარალელურად კი შეშის ძებნა უხდებოდათ.

_ ყველას უნდა მზის კოლექტორის დადგმა, მაგრამ საკმარისი ფული არ აქვთ. მინდა, ყველა ოჯახში იყოს ეს სითბო და სიხარული. მოდიან, ნახულობენ და მოსწონთ. არც ისე დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ჩვენს პირობებში მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს ათასი და მეტი ლარი, მზის კოლექტორი რომ შეიძინოს. ხან ვფიქრობ, ნეტავ, შემეძლოს, ისე დავეხმარო ადამიანებს, ყველა ოჯახში მეტი აქტიურობით და ეფექტურობით შევიდეს მზე. იქნებ, ჩემი ხმა მიწვდეს მათ, ვისაც შეუძლია, სახელმწიფოში ენერგოპოლიტიკის გატარება. იმედი მაქვს, რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება, _ ასე გადმოგვცემს თავის ნატვრას და ოცნებას ირმა ჯინჭარაძე.

 ქალბატონმა ირმამ ენერგოეფექტურობის მოხდენა საკუთარ კარმიდამოში ასეთი ფორმითაც გადაწყვიტა _ სახლის წინ, გაზონების გასწვრივ, ვარვარა ნათურის ნაცვლად, ფლუროსცენტრული ნათურა-ლამპიონი დაამონტაჟა, რომელიც მზის ენერგიით საზრდოობს _ შექმნა მთვარის ნათების იმიტაცია. მას ძალიან უყვარს კარმიდამოში სხვადასხვა დეკორაციების მოწყობა, ყვავილების გაზონების გემოვნებით განლაგება. გადაწყვიტა, მზის ენერგია აქაც მოეთავსებინა და ასეთი ფორმით მოახერხა.

_ მართალია, ნათება სუსტი აქვს, მაგრამ მხოლოდ ღამით ინთება და ეზოში მთვარის განათების იმიტაციას ქმნის, ადამიანს დაინახავ, არ წაიქცევი და რაც მთავარია, იდილიურ განწყობას ქმნის. სულ შრომაში ვართ და საღამოს რომ შენს ეზოში, მეგობრებთან ერთად ასეთ გარემოში ჩამოჯდები, სახვალიოდ კარგ განწყობას ქმნი, იმედიანი ხდები, სულ ესაა, _ ამბობს ქალბატონი ირმა.

ჩვენი მასპინძლები მზის ენერგიას წელიწადის, სულ ცოტა, ექვსი თვის განმავლობაში მოიხმარენ. მართალია, ზაფხულის სამი თვე უფრო ეფექტურია ამ მხრივ, თუმცა, როგორც მზია ჯინჭარაძე ამბობს, ზამთრის პერიოდშიც კი, თუ ძალიან არ წვიმს, წყალი 25-30 გრადუსამდე თბება და საყოფაცხოვრებო პირობებს მაინც აუმჯობესებს:

_ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ძვირი ღირს, უკეთესს ვერაფერს იზამს კაცი. სამაგიეროდ ეს არის უდიდესი ეკონომია და დანაზოგი ოჯახისთვის, რადგან ერთჯერადი ხარჯის შემდეგ, მუდმივად კომფორტში რჩები და არ გიწევს არანაირი გადასახადის გადახდა. დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო ენერგოპოლიტიკის გატარებას ამ კუთხით დაიწყებს, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება იმ გლობალური დათბობის წინააღმდეგ, რაზეც ახლა უკვე შეშფოთებული საუბრობს მთელი მსოფლიო, _ ამბობს ის.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ირმა ჯინჭარაძის მოსწავლეებმა ბობოყვათის საჯარო სკოლიდან, ახლახან აჭარის მასშტაბით გამართულ მათემატიკის კონკურსში პირველი ტური წარმატებით გადალახეს და ახლა შედეგის გამოცხადებას ელიან.

_ სულმოუთქმელად ველით კონკურსის შედეგებს, ძლიერი მოსწავლეები მყავს. შარშანაც წარმატებით გამოვედით. მინდა წელს უკეთესი შედეგი გვქონდეს, _ ამბობს ნიჭიერი მასწავლებელი.

წარმატებას ვუსურვებთ ირმა ჯინჭარაძეს _ ოჯახის ღირსეულ დედას, წარმატებულ მასწავლებელსა და ქვეყნის გულშემატკივარ ქალბატონს.




 ახალი ამბები
  • ვის მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დასახმარებლადსაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, თუ ვის მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დახმარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს : გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთოს თავმჯდომარეს - მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაეროს წარმომადგენელს - ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთოს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს - რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს - მიშელ ბაშელეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - დუნია მიატოვიჩს. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ... ...
  • კონსტანტინე შარაშენიძე: “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ დღეს თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ დაინტერესდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მოსაზრებით.  ეთანხმება თუ არა დამოუკიდებელი მერი ოპოზიციის მოთხოვნებს - ამ კითხვაზე კონსტანტინე შარაშენიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ _ მხოლოდ ეს გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ოზურგეთის ... ...
  • დედაქალაქში აქციისთვის ემზადებიან _ ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდანამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რუსტაველის ... ...
  • "მობილიზებულია საპოლიციო ძალები" _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ ... ...
  • "შეასრულონ დაპირებები ან დანიშნონ ვადამდელი არჩევნები" _ ლევან მგელაძე "ის რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი", _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მგელაძის თქმით ის ამ ეტაპზე არ წასულა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, იზიარებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელისუფლების მიმართ აქვს ოპოზიციას. "ის, რაც დღეს ხდება,  არის ყოვლად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს. ან შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ, ან გადადგნენ და დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?