საადრეო კარტოფილის მოყვანისას ჯიში გადამწყვეტია

კარმიდამო ჩემი

საადრეო კარტოფილის მოყვანისას ჯიში გადამწყვეტია

1970 იან 1 04:00:00
ჩვენი რეგიონის დაბლობში, ბოლო წლებში, ფერმერებმა ინტენსიურად დაიწყეს კარტოფილის მოვლა-მოყვანა, მაგრამ დაბალი მოსავლიანობის გამო, მასზე საოჯახო მოთხოვნილებასაც კი ვერ იკმაყოფილებენ.
კარტოფილის დაბალი მოსავლიანობის მთავარი მიზეზი ჩვენი აგროკლიმატური პირობებისთვის შესაბამისი ჯიშის კონდიციური თესლის უქონლობაა. ფერმერისთვის უცნობია აგრარულ ბაზარზე შემთხვევითი გამყიდველისგან ნაყიდი თესლის ჯიშობრივი მახასიათებლები და რეპროდუქცია _ მასზე პასუხისმგებელიც არავინ არის.
კარტოფილი სითბოს ზომიერად მოყვარული მცენარეა. მისი ზრდისა და ტუბერწარმოქმნის საუკეთესო ტემპერატურად ითვლება +16 გრადუსი, მცენარის განვითარებისთვის საუკეთესოა ზომიერად თბილი დღე (+15+20 გრადუსი) და გრილი ღამე (+8 +12 გრადუსი). მაღალი ტემპერატურის (+25 +30 გრადუსი) დროს ტუბერი ცუდად იზრდება და გადაგვარებას განიცდის. ამით აიხსნება, რომ მთიან რაიონებში და ჩრდილოეთში, სადაც ჰავა კონტინენტურია და ჰაერის ტემპერატურის სადღეღამისო მერყეობა მეტია, კარტოფილის განვითარებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, მოსავლიანობა მაღალია და დაავადებების ნაკლები გავრცელების გამო, მოსავალიც უფრო ხარისხიანი მიიღება.
რეგიონის დაბლობ ზონაში კარტოფილზე დამაკნინებლად მოქმედებს მაის-ივნისის სიცხეები, რომელსაც მცენარე ტუბერების ტექნიკურ სიმწიფეში უნდა შეხვდეს, რაც რამდენიმე გზით ან მათი კომბინაციით მიიღწევა:
1. სათესლე კარტოფილის სუპერსაადრეო ან საადრეო ჯიშების შერჩევით; 2. სათესლე მასალის იაროვიზაციით (წინასწარ დარგვამდე გაღივება, რაც აჩქარებს ვეგეტაციას); 3. შეძლებისდაგვარად ადრეული თესვით (ზღვის დონიდან 700 მ-მდე კარტოფილის საგაზაფხულო თესვის საუკეთესო პერიოდია 20 თებერვლიდან 10 მარტამდე, დაღმავალი მთვარის დროს).
ამ ვარიანტებს ის უპირატესობაც აქვთ, რომ კარტოფილის ყველაზე საშიში მავნებლის _ კოლორადოს ხოჭოს მასიურ გამრავლებას მცენარე უკვე მოძლიერებული ხვდება, რაც ამცირებს მოსავლის დანაკარგს და დანახარჯებს მათ წინააღმდეგ ბრძოლისას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ბაზრებზე ძირითადად შემოთავაზებული საქართველოს მთიან რეგიონებში გავრცელებული საშუალო-საგვიანო და საგვიანო ჯიშები სრულიად გამოუსადეგარია დაბლობ ზონაში საგაზაფხულო თესთვისთვის.
ფერმერმა აუცილებელია იცოდეს, რომ სასოფლო-სამეურნეო ჯიშებს ხანგრძლივი მოხმარებისას, გენეტიკური, აგრონომიული და სხვა მიზეზების გამო, უქვეითდებათ მათთვის დამახასიათებელი პირვანდელი ბიოსამეურნეო მაჩვენებლები: მოსავლიანობა, ხარისხი, გამძლეობა დაავადებების და მავნებლების მიმართ და ა.შ. ფერმერები, უპირატესად, სათესლედ იყენებენ საკუთარ თესლს ანუ სასაქონლო პროდუქციიდან აღებულ ნაწილს, რომელიც, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, დაბალ და არასტაბილურ მოსავალს იძლევა. კარტოფილის სათესლე (სარგავი) მასალა ადვილად ავადდება ვირუსული დაავადებებით, რაც მის მოსავლიანობას 5-7-ჯერ ამცირებს. ამ უარყოფითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებმა პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, უნდა შეცვალონ თავისი თესლი იმავე ჯიშის ელიტური თესლით. ამ უკანასკნელის წარმოება ძვირი ჯდება და შესაბამისად, ფასიც მაღალი აქვს. ამიტომ, მისი შეძენის შესაძლებლობაც ფერმერთა უმრავლესობას არ გააჩნია. ეს განსაკუთრებით ეხება დიდი ნორმით სათეს კულტურებს, მათ შორის კარტოფილს. ამიტომ, მიზანშეწონილია თესლის განახლება ფერმერმა დაიწყოს ელიტური თესლის შეძენით არა მთელი სათესი ნაკვეთისთვის, არამედ მის ნაწილზე დასარგავად, რათა მეორე წელს მას ჰქონდეს I რეპროდუქციის თესლი უკვე მთელი ფართობისთვის, რომელიც კიდევ 2-3 წელს გამოადგება. ამის შემდეგ ისევ უნდა შეიძინოს ელიტური თესლი.
თესლის რეპროდუქცია უმნიშვნელოვანესი მომენტია. მასზე მეტყველებს ფასებიც _ რაც მეტი რეპროდუქციისაა თესლი (ანუ ელიტარული თესლიდან მერამდენე წლის მოსავლიდან არის მიღებული), მით ნაკლებია მასზე ფასი.
საქართველოში კარტოფილის მეთესლეობა არასოდეს ყოფილა საკმარისად განვითარებული და თესლი სხვა რესპუბლიკებიდან შემოდიოდა.
80-90-იან წლებში ქვეყანაში კარტოფილის თესლის უმწვავესი დეფიციტი შეიქმნა _ ათეული წლების მანძილზე, სათესლე მასალა არ შეცვლილა. ჯანსაღი სათესლე მასალის უქონლობამ, აგროტექნიკის უკიდურესად დაბალმა დონემ, მცენარეთა დაცვის მოძველებულმა მეთოდებმა განაპირობეს ინფექციური დაავადებების გავრცელება, რამაც სათესლე მასალის გადაგვარება გამოიწვია.
გაითვალისწინეს რა ეს მდგომარეობა, საქართველოში მოღვაწე უცხოურმა ორგანიზაციებმა შემოიტანეს გერმანული და ჰოლანდიური კარტოფილის ჯიშების სუპერელიტური და ელიტური სარგავი მასალა. სახელმწიფო ჯიშთა გამოცდას გადაეცა 60-მდე ჯიში, მათგან 10-მა ჯიშმა გაიარა ფართო საწარმოო გამოცდა და მაღალი მოსავლიანობა აჩვენეს. მათ გაიარეს სრული ფიტოსანიტარული, თესლისა და სარგავი მასალის სახელმწიფო კონტროლი და ნებადართულია ჩვენს ქვეყანაში გამოსაყენებლად.
ელიტური თესლის გამრავლება ხდება მაღალმთიანი ზონის სპეციალიზირებულ მეურნეობებში (მათ შორის, ფერმერებთან), რომლებიც უზრუნველყოფენ კარტოფილის მოყვანის მაღალ აგროტექნიკურ ფონს და ინფექციებისგან დაცვის თანამედროვე სისტემას. აქ წარმოებული სათესლე მასალა შემდეგ მიეყიდება კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებს.
ჩვენი რეგიონის დაბლობ ზონაში შეუძლებელია კარტოფილის კონდიციური სათესლე მასალის წარმოება. ძნელია, ზაფხულში მიღებული მოსავლიდან თესლის შენახვაც მომავალი წლის გაზაფხულამდე. ყველაზე რაციონალურ გზად გვესახება საქართველოს კარტოფილის მეთესლეობის მთიან ზონაში წარმოებული საადრეო ჯიშების I, II ან III რეპროდუქციის თესლის გავრცელება. 
გაგაცნობთ "ხელხვავის" ქსელში ამჟამად არსებულ კარტოფილის ჯიშებს:
"კოლეტე" _ გერმანული სელექციის, ძალიან საადრეო; მაღალი კულინარული თვისებებით; ტუბერის ფორმა _ მოგრძო ოვალური; ტუბერის ზომა _ მსხვილი, კანი _ ყვითელი, ნაკლებად გლუვი; შიგთავსის ფერი _ მოყვითალო-კრემისფერი; მოსავლიანობა საშუალო (30 ტ/ჰა საწარმოო პირობებში).
"ანუშკა" _ გერმანული სელექციის, ძალიან საადრეო, ტუბერის ფორმა _ მოგრძო ოვალური; ტუბერის ზომა _ მსხვილი; კანი _ გლუვი, ყვითელი; მოსავლიანობა _ მაღალი.
კარტოფილი აღებულია ახალციხისა და ადიგენის რაიონების ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებიდან, რომელიც განლაგებულია მაღალმთიან, სათესლე მასალის საწარმოო-სანიტარულ ზონაში, II რეპროდუქციის სათესლე მასალიდან.
კერძო მეურნეობებში მაღალი აგროტექნიკის ფონზე (სათანადო გამოკვება, მცენარეთა დაცვის სისტემა, მორწყვა, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.) მოსავლიანობა გაცილებით მაღალია საწარმო მაჩვენებლებთან შედარებით.
საადრეო მოსავლის მიღებით მემამულეს საშუალება ეძლევა კარტოფილის პროდუქცია ბაზარზე გაყიდოს მაშინ, როცა მას ყველაზე მაღალი ფასი აქვს, ამოიღოს გაწეული დანახარჯები  და მიიღოს მაღალი მოგება. საზრიანი მეურნე ადვილად შეაფასებს ასეთი თესლის უპირატესობას.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?