გადავარჩინოთ ქართული მიწა და ეროვნული სოფლის მეურნეობა!

კარმიდამო ჩემი

გადავარჩინოთ ქართული მიწა და ეროვნული სოფლის მეურნეობა!

1970 იან 1 04:00:00

ხელისუფლებაში ე.წ. ნაცრეფორმატორი ახალგაზრდების მოსვლიდან 3 წლის თავზე, ანუ 2006 წლის ოქტომბრიდან, პირველი დონის თვითმართველობების მოსპობით დაიწყო სოფლის და სოფლის მეურნეობის მიზანმიმართული ნგრევა, რაც აგრარული სექტორის ბოლო ექვსწლიან ისტორიაში ასე აისახა:

2007 წელი _ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა ე.წ. აფრიკული ღორის ჭირი, რამაც გამოიწვია ტრადიციული დარგის - მეღორეობის ფაქტობრივი განადგურება. გარდა დიდი მატერიალური ზარალისა, ფერმერებმა მორალური ზარალიც განიცადეს. გავრცელებული ინფორმაციით ეს იყო მაღალჩინოსნების მიერ ხელოვნურად გამოწვეული პრობლემა საკუთარი ბიზნესების სასარგებლოდ, რასაც ჩვეულებრივ ენაზე მავნებლობა ჰქვია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ დღიდან, საქართველოში გაჩნდა გაყინული გოჭიც.

2008 წელი _ კახეთის ისტორიაში ყველაზე მძიმე წელი იყო. რასაც ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში, ცდილობდა მომხდური და ყველაზე პირსისხლიანი მტერი, ყოფილმა ხელისუფლებამ ხელაღებით გააკეთა და აიძულეს გლეხები შვილივით ნალოლიავები ვაზი საკუთარი ხელით აეჩეხათ. ამით კახეთში ვენახების რაოდენობა 30-40%-ით შემცირდა, საუკეთესო ნავენახარი ტერიტორიები დღეს ან გაპარტახებულია, ან ზეთისხილის და მოცვის "სამთავრობო" პლანტაციებით არის დაკავებული.

2008-2009 წლები _ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მინდვრის თაგვის განსხვავებული ჯიშის პოპულაცია მოხდა. ე.წ. პარაშუტის თაგვებმა გაანადგურეს სახნავ-სათესი, საბოსტნე და საძოვრ-სათიბებიც. 2009-2010 წლების ზამთრის პერიოდში, საკვების დეფიციტის გამო, პროცენტულად ყველაზე მეტი საქონელი დაიხოცა, რაც თავისთავად მძიმე მატერიალური დარტყმა იყო ფერმერებისთვის. გაკოტრებულ ფერმერთა უმრავლესობამ ვეღარ შეძლო საგადასახადო დავალიანების და ბანკის კრედიტების დაფარვა. გავრცელებული ინფორმაციით ეს იყო მორიგი მავნებლობა, რათა გაღარიბებულ ფერმერებს უარი ეთქვათ ტრადიციულ საქმიანობაზე და იძულების წესით მიწები ჩალის ფასად გაესხვისებინათ.

2010 წელი _ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას, უცხოელი ე.წ. ინვესტორებისათვის ქართული მიწის თავისუფლად მიყიდვის თაობაზე, მოჰყვა მშვიდობიანი ინტერვენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ამავე წლის 23 დეკემბერს, მთავრობის #394 დადგენილებით და რაიონების საკრებულოების საშუალებით მოხდა სახნავი მიწის და სათიბის გადასახადი გაზრდა 400%-მდე, ხოლო საძოვრის 500%-მდე, რაც დიდი დარტყმა იყო მცირე და საშუალო ფერმერებისთვის.

2011 წელი _ გაზრდილ მიწის გადასახადს დაემატა ე. წ. სამთავრობო პროგრამა _ ჯაგერის ჯიშის ხორბლის და პიონერის ჯიშის სიმინდის ფერმერებზე თავსმოხვევა. სამეურნეო წლის დამთავრებამდე შედეგი სახეზე იყო. სიმინდის პროგრამის ჩავარდნა იმდროინდელმა მთავრობამ მხოლოდ სიტყვიერად აღიარა, მაგრამ ხორბლის პროგრამის ჩავარდნაზე არავინ არაფერს ამბობს. კვლავ დაზარალდა ფერმერი.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ყოველი ახალი სამეურნეო წელი, წინა წელთან შედარებით მძიმეა. მოუსავლიანობას, გაძვირებულ საწვავს, ძვირ, უხარისხო სათესლე მასალას, პესტიციდებს და სხვა პრეპარატებს, ბანკების მაღალპროცენტიან და მოკლევადიან კრედიტებს, ხელოვნურად და ბუნებრივად შექმნილ პრობლემებს, მძიმე მორალურ და მატერიალურ კრიზისს დაემატა მიწის გადასახადის 400-500%-მდე ზრდა, რასაც მოჰყვა ქართული მიწების კატასტროფული სიჩქარით უცხოელებზე მიყიდვა.

2012 წლის დამთავრებამდე, კახეთში გაიყიდა 11 500 ჰა-მდე, იმერეთში 700 ჰა-მდე, შიდა ქართლში 900 ჰა-მდე, სამეგრელო-ზემო სვანეთში 16 000 ჰა-მდე (საიდანაც 12 000 ჰა ტყის მასივია). ეს სრული ინფორმაციის მცირე ნაწილია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ერი და ბერი გავერთიანდეთ ქვეყნისა და ჩვენი მიწის გადასარჩენად.

ახალი ხელისუფლება, რომელსაც დიდი ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ვალდებულია ჩადგეს ხალხის და ქვეყნის სამსახურში, შეასრულოს ის საზოგადოებრივი დაკვეთა, რომელიც არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც დაფიქსირდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კარგად იცის, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია, ამიტომ რეალურად უნდა შეაფასონ სოფლის მეურნეობაში არსებული უმძიმესი სიტუაცია და სასწრაფოდ მოიძებნოს ამ კოლაფსური მდგომარეობიდან გამოსავალი გზები იმისათვის, რომ გადავარჩინოთ სოფელი და სოფლის მეურნეობა,

მილიარდიანი ფონდის შექმნასთან ერთად, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს კანონი თვითმმართველობის შესახებ და უნდა მოხდეს ყოფილი ხელისუფლების მიერ გაუქმებული პირველი დონის თვითმმართველობების აღდგენა. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად სოფლის მეურნეობას და მის რეაბილიტაციას, საჭიროა საქართველოს პარლამენტმა არ მიიღოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი, აგრარული სექტორისათვის ძირგამომთხრელი კანონპროექტი, რითიც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საბაზისო განაკვეთად დგინდება ნაცმოძრაობის მიერ კაბალურად თავსმოხვეული გაზრდილი გადასახადი და ამავე დროს, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება ეძლევა საკუთარი გადაწყვეტილებით გადასახადის განაკვეთი გაზარდოს მაქსიმუმ 150%-ით (204-ე მუხლის 1 ნაწილი).

 

ამიტომ მთავრობისა და ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს შემდეგი საკითხები:

1. მოხდეს მიწის გადასახადის ძველ ნიშნულზე დაყვანა და შესაბამისად მოხდეს 2011 -2012 წლების გადასახადების ხელახალი გადაანგარიშება. ამავე დროს ჩატარდეს მიწის კადასტრი.

2. აუცილებელია ყადაღებისა და ინკასოების გაუქმება, დარიცხული საურავების ჩამოწერა და რეალურად დაანგარიშებული ნარჩენი თანხების ეტაპობრივად, სპეცგრაფიკით გადახდა, რითიც ფერმერებს მიეცემათ რეალური შანსი, რომ თვითონ მიხედონ საკუთარ მიწას.

3. შესწავლილი იქნეს სახელმწიფო საზღვარი, ამ ზოლში მოქცეული მიწებისა და აქ დასაქმებული ფერმერების მდგომარეობა. მოხდეს მათი წახალისება ქართული მიწების დასაცავად.

4. დაუყოვნებლივ შესწავლილ იქნეს, თუ რამდენად კანონიერად მოხდა უცხოელებზე ქართული მიწების მიყიდვა და შემუშავდეს სტრატეგია გასხვისებული მიწების უკან დასაბრუნებლად.

5. საჭიროა ფიზიკური და იურიდიული პირის სტატუსის მქონე ფერმერების დიფერენცირება, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარებისა და ხელშეწყობის სპეციალური პროგრამების გახორციელება.

6. მოხდეს სახელმწიფო მიწების პრივატიზების დაჩქარება-შეჩერებისთვის კანონში შეტანილი ხელისშემშლელი ცვლილებებისა და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მიერ გამოცემული კანონთან შეუსასაბამო აქტების შესწავლა და გაუქმება.

7. სახელმწიფომ იზრუნოს გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემაზე 3-5 წლიანი საშეღავათო პერიოდით.

8. ფერმერებს მიეწოდოთ სპეციალურად დაბალი ფასით საწვავი, დაიშვას სუბსიდია სოფლის მეურნეობაში.

9. რაიონებში შეიქმნას სოფლის მეურნეობის მომსახურების ისეთი ტიპის ცენტრები, რომლებიც იქნება ფერმერთა საინფორმაციო, საკონსულტაციო, სასწავლო და საკვალიფიკაციო ადგილი ყველა მსურველისთვის.

10. აღდგეს რაიონებში საცდელი სადგურები და ვეტერინარული სამსახურები, ხოლო სოფლად ვეტუბნები და ვეტპუნქტები.

11. გამოიყოს დაფინანსება საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ხელოვნური სათიბების მოსაწყობად და ბუნებრივი საძოვრების გაკულტურებისათვის.

12. წინა პლანზე წამოიწიოს ენდემური და ადგილობრივად გამოყვანილი ჯიშების გამრავლებამ და პოპულარიზაციამ, ბიოპროდუქტების წარმოებამ და მოხდეს იმ ფერმერების ხელშეწყობა, რომლებიც ამ საქმიანობაში ჩაებმებიან.

13. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას, სამომავლოდ ადგილებზე ღვინის მინიქარხნების მოწყობას.

15. 14. მოხდეს საჩვენებელი მექანიზაციის ცენტრებიდან ტექნიკის იმ მცირე და საშუალო ფერმერებზე მიმაგრება, რომლებიც სამუშაოებს დაქირავებული ტექნიკის საშუალებით ახორციელებენ.

16. შემცირდეს სარწყავი წყლის მოხმარების გადასახადი. მოეწყოს ახალი სარწყავები. მოხდეს სადრენაჟო და სარწყავი სისტემების აღდგენა - რეაბილიტაცია.

17. აღდგეს ცხვრის გადასარეკი ტრასები და შემცირდეს ცხვრის ტრასაზე გადარეკვის გადასახადი.

18. ჩატარდეს პირუტყვის პასპორტიზაცია, მათი აღწერა და გადარჩევა შერჩევის მიზნით.

19. სახელმწიფოს ხარჯზე ჩატარდეს სავალდებულო აცრები. აიკრძალოს აუცრელი საქონლის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე.

20. გამკაცრდეს კონტროლი უხარისხო, ვადაგასული ვაქცინების, პრეპარატების, პესტიციდებისა და სასუქების იმპორტზე.

მივმართავთ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე საქართველოს ახალ მთავრობას და პარლამენტს, - ბატონებო, გავერთიანდეთ ქართული მიწისა და სოფლის გადასარჩენად, მივაღწიოთ კონსენსუსს, რათა შესრულდეს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები.

ვფიქრობთ, მხოლოდ ასეთი თანხმობით და ერთობლივი მუშაობით არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება სასურველი შედეგის მიღწევას და შევძლებთ ხელოვნურად შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გამოსწორებას.

შემოგვიერთდით!

სახალხო მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის საკონტაქტო ტელეფონები: 599105177, 557683454, 551585846, 595955201, 597172482




 ახალი ამბები
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...
  • 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“. პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ. მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე. ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“. სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“. მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული. მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია. ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. - წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...