ლენტისებური გადაბარვიდან მიკროტექნიკის საჭიროებამდე

კარმიდამო ჩემი

ლენტისებური გადაბარვიდან მიკროტექნიკის საჭიროებამდე

1970 იან 1 04:00:00
ახლა ზამთარია _ მიწასთან მუშაობის პასიური დრო, თუმცა, გარკვეული მოსამზადებელი ფაზა მაინც უდგას ხალხის მამა-მარჩენალს და სწორედ ახლა, იანვარში მიგვიხმობს თავისთან. გარდა ამისა, მიხედვა სჭირდება მრავალწლიან კულტურებსაც, რომელთა გასხვლისთვის სულაც არ არის საჭირო, გაზაფხულს დაველოდოთ, თუკი კარგი ამინდია.

ამ თემაზე სასაუბროდ ცნობილ მეურნეს კაკო ღლონტს მივმართეთ. გაზაფხული ახლოვდება და ჩვენი მეურნეებისთვის არაერთი რჩევა, ზოგჯერ უმნიშვნელოც კი, საყურადღებო, სარგებლის მომტანი და აუცილებელიცაა.

_ ბატონო კაკო, ახლა ზამთარია, მალე გაზაფხული მოვა. რა სახის სამუშაო შეიძლება ჩაუტარდეს ახლა მიწას?

_ ნიადაგს ყურადღება წელიწადის ყოველ დროს სჭირდება. ახლა მოსამზადებელი პერიოდია და დროა, საქმეს შევუდგეთ. შევნიშნავ, რომ ზოგ კარგ მეურნესაც მიაჩნია, რაკი ზამთარია, მიწასთან მუშაობა ჯერ ადრეა. ასე სულაც არ არის. საქმეს თუ მაშინ შევუდგებით, როცა გარეთ ნაკლები სამუშაოა, ამით მოვიგებთ ძალიან ძვირფას კაპიტალს _ დროს. დავიწყოთ იმით, რომ თუ დარია და კლიმატი გარეთ გასვლის საშუალებას გვაძლევს, იანვრის შუა რიცხვებიდან, მრავალწლოვანი კულტურების ბაღებში უნდა შევიტანოთ ორგანული სასუქი, მდინარის შლამი, ოჯახში მომზადებული ნეშომპალის კომპოსტი. სასურველია ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქების შეტანა აგროწესების დაცვით _ ნიტროფოსკა, ამოფოსკა, სუპერაგრო. შეიძლება სხვა სახეობის სასუქების შეტანაც. ამის მრავალსახეობა არსებობს და კარგ მეურნეს მისი შერჩევა არ გაუჭირდება. შეტანის წინ უნდა იყოს კარგი ამინდი, ორი-სამი დღის გამოდარებული მაინც. სასუქის შეტანა შეიძლება როგორც ხეხილის ირგვლივ, ასევე მისი მულჩებად დატოვებაც სასურველია ფართობის ყველა წერტილში. შეგიძლიათ, მწკრივებადაც განალაგოთ. შემდეგ კი შევუდგეთ ჩაბარვას. ზოგი მეურნე მულჩებადაც ტოვებს ნაკელს. არც ესაა პრობლემა. შედეგი ასეც მოაქვს.

_ პირადად თქვენ როგორი წესით ახდენთ წელიწადის ამ დროს მიწის დამუშავებას _ მთლიანად ბარავთ ფართობს თუ მხოლოდ მრავალწლიანი კულტურის ირგვლივ ატარებთ სამუშაოს? ზოგადად, ხეხილის ფართობის რამდენჯერ გადაბარვაა საჭირო წელიწადში?

_ თუ მამაპაპურ წესებს დავიცავთ და საქმეს ზერელედ არ მივუდგებით, საკმარისია ოთხ წელიწადში ერთხელ ლენტისებური გადაბარვა. რას გულისხმობს ეს? წარმოვიდგინოთ ფართობი, რომელიც ერთი მიმართულებით გადავბარეთ, ჯერ ერთი ზოლი, ორი მეტრი სიგანით, მერე დავტოვოთ იგივე სიგანის ზოლი დაუბარავი. ასე მონაცვლეობით გავიმეოროთ, ვიდრე არ დავასრულებთ სამუშაოს. ვნახავთ, რომ თითქოს, მიწა დავხაზეთ პარალელური მიმართულებით, სადაც ზოლებადაა განლაგებული დაბარული და დაუბარავი მწკრივები. სამუშაოს შესრულებისას დაუბარავ ე.წ. ბილიკებზე ვიმოძრავებთ, დაბარულ ნაწილში კი დაუბარავი ზოლებისთვის სასარგებლო პროცესების მსვლელობაც ხდება. ძველი დროის ტრადიციაა ლენტისებური გადაბარვა და ჩემი შეხედულებით, ყველაზე გამართლებული.

_ ბატონო კაკო, თქვენი თქმით, ყოველ წელს გადაბარვა არ შეიძლება. რატომ? ამას რაიმე უკუეფექტი აქვს?

_ გადაბარვის ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ ნიადაგის ზედაფენაში არსებული მინერალური და ორგანული სასუქები მოექცეს მცენარისთვის შესათვისებელ აქტიურ ზონაში. ამავე დროს ღრმა ფენებში მოექცევა სარეველა მცენარეების თესლები, რომლებსაც ექმნება არასასურველი პირობები. უმჯობესდება წყლისმიერი და ჰაერისმიერი ქმედებები ფესვთა სისტემის ირგვლივ. ნიადაგში ირღვევა კაპილარული ფორიანობა, რომელიც გვალვიან პერიოდში ხელს უშლის ნიადაგის ღრმა ფენიდან ოსმოსური (მკვრივი მასების მიერ წყლის შეწოვა) წნევით ამოწოვილი წყლის შეკავებას მცენარისთვის სასურველ ზონაში. რაც შეეხება ყოველ წელს შებარვის უკუეფექტს, მდგომარეობს იმაში, რომ ნიადაგში არსებული სასარგებლო ორგანიზმები გარკვეულ ფენებში თხოულობენ სასურველ მიკროკლიმატს. ყოველ წელს გადაბარვით კი შევუქმნით არასასურველ პირობებს. კერძოდ, ვარღვევთ საარსებო რეჟიმს. მუდმივი გადაბარვა ფესვთა სისტემის დაზიანებას ახდენს. გავიხსენებ ერთ ფაქტს, რომელიც ადრეულ პერიოდს ეხება. კომუნისტების დროს ჩაის ფართობს წელიწადში ოთხჯერ ბარავდნენ. ეს სასაცილოა _ იგი ემსახურებოდა მხოლოდ მუშახელის შენარჩუნებას, სხვაგან რომ არ წასულიყო ხალხი სამუშაოდ. ჩაის არ უნდა მოეძალოს გვიმრა და ბალახი. არანაირად არ სჭირდებოდა ოთხჯერ გადაბარვა წელიწადში. ერთხელაც საკმარისია. ვიმეორებ, ლენტისებური გადაბარვა ყველაზე ეფექტიანია. ამის გამოცდილება, ათეულობით წელია, მაქვს.

_ იანვარში ხეხილის გასხვლა თუ შეიძლება?

_ შეიძლება კი არა, ზედგამოჭრილია დროის მოსაგებად და საქმის წინ წასაწევად. მთავარია, გასხვლის დროს გარეთ არ ყინავდეს და იყოს დარიანი ამინდი. მართალია, გასხვლა ყოველთვის შეიძლება იმ დროიდან, როცა მცენარეს ფოთოლი გაცვივდება, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი საქმეა და უჭირს მეურნეს ყველაფრის ერთად კეთება. გასხვლა შეიძლება ახლა, იანვრის ბოლომდე, დროის მოგების მიზნით. ვენახს თუ სხვადასხვა კულტურას ეს ვერაფერს ავნებს, ნასხლავი უნდა გამოვიტანოთ, შევურიოთ ნეშომპალას და მოვამზადოთ სამომავლო სასუქად ისეთი წესით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენი გაზეთის საშუალებით.

_ მიწასთან დაკავშირებული კიდევ რა სახის სამუშაოს შესრულება შეიძლება ამ დროს?

_ შესაძლებელია მრავალწლიანი კულტურების გადარგვაც, ოღონდ თბილ ამინდში. მოგეხსენებათ, ჩვენში იანვარი უმეტესად თბილი და დარიანია. ასევე, კარგია ორმოების მომზადება მცენარის დასარგავად. მისი განოყიერება ორგანული სასუქით. სასურველია, ორმო ათი სანტიმეტრით მაღლა იყოს ნიადაგიდან, რადგან შემდეგ ის მაინც "ჯდება".

_ ბატონო კაკო, ახლოვდება გაზაფხული. ახალი მთავრობა წელს სოფლის მხარდასაჭერად მასშტაბურ ღონისძიებას გვპირდება. ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ახლა რაიმე საკუთარ მოსაზრებას თუ შეაშველებთ ხელისუფლებას?

_ დიახ, მე მაქვს მოსაზრება, რისი გატარებაც გადაუდებელ საქმედ მიმაჩნია მასშტაბური სამუშაოების დაწყებამდე. როგორც გითხარით, მიწის ლენტისებური გადაბარვა, ჩემი გამოცდილებით, ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა წლების მანძილზე. ეს მე არ მომიგონია, წინაპართა დადგენილი წესია. დავიწყებ იმით, რომ აჭარა-გურიის ზონაში ფერმერს, საშუალოდ, საკუთრებაში აქვს ერთიდან ათ ჰექტრამდე მიწის ფართობი. ამ ფართობების უმეტესობა ორიენტირებულია მრავალწლიან კულტურებზე. ზოგადად, ასეთ სფეროში დაუშვებლად მიმაჩნია მძლავრი ტექნიკის გამოყენება. განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნებში აქცენტი გადატანილია მობილურ ტექნიკაზე. ასეთ მიკროტექნიკას თვითონ ფერმერი მოუვლის. ამასთანავე, მეურნისთვის, სასურველი და სახალისოა ასეთი ტექნიკით მუშაობა. პრაქტიკულად იმოძრავებს. ხეხილს ფესვები არ დაუზიანდება. სულ ცოტა, თოთხმეტ ოპერაციას ასრულებს ასეთი მობილური ტექნიკა _ ხვნა, თესვა, ფრეზირება, ნარჩენების გატანა.... ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მიკროტექნიკით ფერმერების აღჭურვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ხელისუფლებამ, თუ უნდა, რომ საქმე უდანაკარგოდ შედეგიანი იყოს. დანარჩენი კი... მალე გაზაფხული მოვა და მას მივანდოთ.




 ახალი ამბები
  • „ოცნება“ ნაღმზე ისე აფეთქდება, რომ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება“_ მანანა ნაჭყებია„საერთო სასამართლოების შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის ნაღმზე „ქართული ოცნება“ ისე აფეთქდება, რომ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილი იმის შესახებ, რომ ლევენ მურუსიძის სასამართლო მუდმივად არსებობდეს, წაგებისთვის არის განწირული“. _ ქალბატონო მანანა, „ქართული ოცნება“, რომელმაც ’’საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნა, ევროპელი ექსპერტების ორ რეკომენდაციას _ ინტერესთა კონფლიქტისა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო  გამოცდის გაუქმების შესახებ რჩევებს ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია რატომ ამბობს უარს,  სხვა იმ ძირითადი რეკომენდაციების საკანონმდებლო პაკეტში ასახვაზე, რომლთა გაზიარება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია? _“ქართულ ოცნებას“ უნდა სასამართლო ხელისუფლება თავიდან ბოლომდე  მმართველი პარტიის მიერ იყოს კონტროლირებადი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომელსაც ირაკლი კობახიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და სხვები პირნათლად ასრულებენ. სამარცხვინოა ის შეფასებები, რომლებსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის მისამართით აკეთებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ვენეციის კომისია არის ინსტიტუტი, რომელიც რეკომენდაციას იძლევა იმისთვის, რომ ქვეყნებში შენარჩუნებული იყოს დემოკრატიული სისტემები და სასამართლო სისტემა ისე მოეწყოს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებელი იყოს. „ქართული ოცნების“ სურვილი იმის შესახებ, რომ ლევან მურუსიძის სასამართლო მუდმივად არსებობდეს, წაგებისთვის არის განწირული. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის ნაღმზე „ქართული ოცნება“ ისე აფეთქდება, რომ  ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. _“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კარლო კოპალიანმა ვენეციის კომისიის შესახებ, განაცხადა, რომ  ევროპელ ექსპერტებს არ აქვს უფლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიონ. აღნიშნული პათოსით მმართველი პარტია საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტიტუტს ლეგიტიმურობას, რომლის რჩევა-დარიგებებს ნაწილობრივ საქართველოც ითვალისწინებს, ეჭვქვეშ თავადვე ხომ არ აყენებს? _ ეს არის ზუსტად ისეთი განმარტება, როგორსაც თავის დროზე ვენეციის კომისიის დასკვნების შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.  სირცხვილია, ხალხო. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის დროშით მოვიდა, იმეორებს იმას, რასაც  წინა ხელისუფლება აკეთებდა.  _ ვენეციის კომისია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მე-9 მოწვევის პარლამენტმა თანამდებობებზე უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა რაოდენობის მხოლოდ ნაწილი დანიშნოს. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ევროპელი ექსპერტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად უნდობლობას „ქართულ ოცნებასაც“ უცხადებენ? _ რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მწვავე შეფასება, რომელიც ვენეციის კომისიისგან ოდესმე მსმენია. ევროპელმა ექსპერტებმა მმართველ პარტიასა და მათ მიერ დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უთხრეს, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფი, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ გააჩნია. ამასთან, ვენეციის კომისია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ბოლომდე არ გაანადგუროს ის დემოკრატია, რომლიც საფუძველიც ქვეყანაში, ასე თუ ისე, შეიქმნა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული თითქოს რეფორმები ასეთი შეფასებით დასრულებულიყო. _ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა “ოცნების“ მმართველობიდან მეშვიდე წელს სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე წინა ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა, ხოლო ამავე საქმის განმხილველი მოსამართლე ლევან მურუსიძე გმირად წარმოაჩინა. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი თეთრს შავად და პირიქით, რა მოტივით  წარმოაჩენს? _ მსგავსი უტიფრობა ჯერ არ მსმენია. ბიძინა ივანიშვილი ვერ აცნობიერებს რამხელა პარადოქსის წინაშე დგას და როგორ ულოგიკო განცხადებებს აკეთებს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს. მმართველი პარტია, რომელიც ყველაფერს ერთი ადამიანის სურვილების შესაბამისად ჭრის და კერავს, ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის მშენებელი და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი ვერ ... ...
  • თურნავა თუ ბაჩიაშვილი - ვინ შეცვლის ქობულიას? ეკონომიკის მინისტრის გამოთავისუფლებულ თანამდებობას მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ან თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დაიკავებს. ბაჩიაშვილი თანამდებობიდან გუშინ მოულოდნელად გადადგა. ეკონიმიკის მინისტრი, რომლის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ბოლო ერთი თვეა ვრცელდება, თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გადადგა. წყარო: პირველი ... ...
  • გერმანიაში მყოფი არალეგალი მიგრანტები შესაძლოა, ციხეებში გადაიყვანონ გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა დეპორტაციის შესახებ სადავო კანონი დაამტკიცა. საქმე ეხება პროექტს, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრის მაძიებლებს, რომელთაც გერმანიაში დარჩენაზე უარი უთხრეს, დეპორტაციამდე ციხეებში გადაიყვანენ. გერმანელი პოლიტიკოსების უმეტესობა კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. კანონის მიღებას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ არალეგალი მიგრანტების თავშესაფრები გადავსებულია და ამიტომ აუცილებელია მათი ციხეებში გადაყვანა, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს კრიმინალებისგან განცალკევებით მოათავსებენ. გერმანიამ 2018 წელს 23 600 ადამიანის დეპორტაცია მოახდინა, მაგრამ კიდევ 31 000-მა მიგრანტმა, რომელთაც ასევე დაავალდებულეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება, გერმანიაში დარჩენა მოახერხა. იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ბუნდესტაგმა დეპორტაციის შესახებ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა, მაშინ ის ივლისიდან ამოქმედდება. წყარო: ... ...
  • საპენსიო სააგენტო კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს პირისპირ კომუნიკაცია, დისკუსიის რეჟიმი და პასუხები ყველა შეკითხვაზე _ ამ მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორი დღეს კომპანია ,,თელასის“ თანამშრომლებს შეხვდა. ლევან სურგულაძემ თითოეულ დასაქმებულს აუხსნა როგორია საერთაშორისო პრაქტიკა დაგროვებითი პენსიის მიმართულებით და განმარტა, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში თითოეული მოქალაქე თავად ზრუნავს საპენსიო ასაკში საკუთარ კეთილდღეობაზე. ,,თელასის“ თანამშრომლების შეკითხვები ძირითადად საპენსიო ასაკში დაგროვილ თანხებს და მათი გატანის წესებს შეეხო. (R) ამავე თემაზე: საპენსიო სააგენტოს დირექტორი საქართველოს რკინიგზის 200-მდე თანამშრომელს ... ...
  • ეკონომიკის მინისტრი გადადგაეკომონიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამ დროისთვის მინისტრის გადადგომის კონკრეტული მიზეზები არ სახელდება. მას სავარაუდოდ, მისი მოადგილე ნათია თურნავა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...
ზაფრანი

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...

„რაინდი მანდილოსნები“

გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი...

ხორცი _ დამამშვიდებელი საშუალება

„მადის მომგვრელი ხორცის ნაჭერი დამამშვიდებლად...