გურია და ვაზი

კარმიდამო ჩემი

გურია და ვაზი

25 მარ. 2011, 07:48:51

გურია ძველთაგანვე ცნობილი იყო მრავალფეროვანი და უნიკალური ვაზის ჯიშებით. აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, გასული საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოში აღწერა 420 ვაზის ჯიში (დღეისთვის აღწერილია 500-ზე მეტი), აქედან 59 _ გურიაში. ამ მაჩვენებლით ის II ადგილზეა საქართველოში კახეთის შემდეგ (66 ჯიში), ხოლო გურიის ისტორიული საზღვრების გათვალისწინებით კი _ პირველ ადგილზე. მარტო აქედანაც კარგად ჩანს, როგორ იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენს რეგიონში.

დღეს, სამწუხაროდ, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, განთქმული უძველესი გურული ვაზის ადგილი უკავიათ დაბალხარისხოვან უცხოურ ჰიბრიდებს: იზაბელას ("ადესა"), ნოას ("ნოვე"), ჭეიშვილს, აგრეთვე ფრანგული წარმოშობის ჰიბრიდებს, რომელთაც შეცდომით კაჭიჭას ვეძახით.

სად გაქრა ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე რუდუნებით გამოყვანილი, ჩვენს ნიადაგს, კლიმატს თუ ხასიათს საოცრად მორგებული უძველესი აბორიგენული ჯიშები?

გურიაში მევენახეობის დაკნინების ძირითადი მიზეზია XIX საუკუნის II ნახევარში ამერიკის კონტინენტიდან ჯერ დასავლეთ ევროპაში, ხოლო შემდეგ საქართველოშიც ვაზის სოკოვანი დაავადებისა და ფილოქსერის შემოჭრა. იმ დროს, არ არსებობდა ვაზის მკურნალობის საშუალებები და ამიტომაც მასიურად გავრცელდა ე.წ. "უწამლო" ჰიბრიდი იზაბელა, რომელიც მაშინ ჭრაქით მცირედ ავადდებოდა, ხოლო ნაცარი პრაქტიკულად არ უჩნდებოდა.

იზაბელა _ ეს ბუნებრივი ჰიბრიდი, კალიფორნიის ტყეში იპოვა ვინმე იზაბელა გიფსმა. იგი ევროპაში 1820 წელს გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის გამოწერით ქ. ოდესის პორტით შემოვიდა ჩვენთან და იმავე სახელწოდებით დამკვიდრდა.

გურიაში გავრცელებული კიდევ ერთი ჰიბრიდი _ ნოე, იგივე ნოვე ან ნოველლა გურული ვარიაციებია და მისი ნამდვილი სახელწოდებაა ნოა _ ამერიკული პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდი, ძალიან მდარე ხარისხის ვაზი, როგორც საღვინედ, ისე სასუფრედ, თუმცა, უხვმოსავლიანი და დაავადებებისადმი საკმაოდ მდგრადი.

ასევე პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდია ჭეიშვილი, რომელიც იზაბელასთან და ნოასთან შედარებით, უკეთესი ხარისხით გამოირჩევა და მისი, ასე თუ ისე, საშუალო ჰიბრიდები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება ქიწნურას, დირბულას, ჯიბრიდას (ან გიბრიდას), ფრანგულას, სებელის, ვაქირულას და სხვათა სახელწოდებით. ყველა ესენი გამოყვანილია ცნობილი სელექციონერების: კუდერკის, ზეიბელის და სხვათა მიერ.

შედარებით ხარისხიან პროდუქციას იძლევა დღეს გურიაში, განსაკუთრებით კი ისტორიულ ზემო გურიაში _ ჩოხატაურის რაიონში გავრცელებული იმერული ცოლიკაური, თუმცა, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, ხარისხით იგი მაინც ჩამორჩება იმერეთის რეგიონში მოწეულს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩოხატაურის რაიონში დღეისთვის შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ, მაინც იწარმოება განთქმული გურული ჩხავერი და ალადასტური; ასევე, გურიის სხვა რაიონებთან შედარებით, ცალკეულ საკარმიდამოებზე უფრო მეტადაა შემორჩენილი უძველესი გურული ჯიშებიც.

ჩვენს რეგიონში მევენახეობის დაკნინებაში, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დიდი როლი ითამაშა კოლექტივიზაციამ, ჩაის მონოკულტურის დამკვიდრებამ და რეგიონში არატრადიციული მცენარეების (მაგ. ციტრუსების) გაშენებამ (განსაკუთრებით, ოზურგეთის და ლანჩხუთის რაიონებში). ამის შემდეგ, ვაზისთვის ადგილი აღარ დარჩა.

ისმის კითხვა: რა გზით უნდა განვითარდეს მევენახეობა გურიაში?

ჩვენი აზრით, პასუხი ერთია: უნდა აღვადგინოთ ადგილობრივი მაღალხარისხოვანი ჯიშები, უნდა გამოსწორდეს დაახლოებით ერთნახევარი საუკუნის წინათ დაშვებული შეცდომა.

ალბათ, მიზანშეწონილი არ იქნებოდა მასიურად ყველა იმ 60-მდე ჯიშის გავრცელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ცხადია, თითოეულ მათგანს სჭირდება გადარჩენა და დაცვა ამისთვის სპეციალურად მოწყობილ საკოლექციო ნაკვეთებში, მაგრამ დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე, მოსახლეობაში მასიურად გასავრცელებლად უნდა შეირჩეს მოსავლიანობისა და ხარისხის თვალსაზრისით გამორჩეული რამდენიმე ჯიში.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საქართველოში ამ დარგის წამყვან მეცნიერებთან, სპეციალისტებთან და ასეთ ჯიშებად შევარჩიეთ:

წითელყურძნიანი: ჩხავერი (საღვინე), სხილათუბანი (საღვინე), მტევანდიდი (საღვინე), ორონა (საღვინე), ალადასტური (საღვინე-სუფრის), ჯანი (საღვინე-სუფრის), ჭუმუტა (საღვინე-სუფრის), მტრედისფეხა (სუფრის-საღვინე);

თეთრყურძნიანი: საკმიელა (საღვინე), თეთრი კამური (საღვინე-სუფრის), კლარჯული (სუფრის-საღვინე).

გურული ვაზის ჯიშების 70 % წითელყურძნიანია, დღეს კი მსოფლიოში მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნა ამ ჯიშთა პროდუქციაზე როგორც ღვინის, ისე სუფრის ყურძნის მოხმარების მხრივ, მათი პროფილაქტიკური, სამკურნალო და ანტირადიაციული თვისებების გამო.

ეტყობა, ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა იცოდნენ ეს და ამიტომაც ამჯობინებდნენ წითელი ღვინის ზომიერად სმას, თუმცა, არც თეთრზე ამბობდნენ უარს.

სპეციალისტების შეფასებით, გურული წითელყურძნიანი (და არა მარტო) ჯიშები, ხარისხის თვალსაზრისით, სრულად პასუხობენ ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, ისინი უმეტეს შემთხვევაში უხვმოსავლიანობითაც გამოირჩევიან.

ცნობილია, რომ წითელი ღვინო ძირითადად განკუთვნილია ხშირი, მაგრამ მცირე ულუფებად მოხმარებისთვის, თეთრი კი უფრო წვეულებებზე ისმება და შედარებით დიდი რაოდენობითაც. დღევანდელი ქართული ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე, ჩვენში დღეს მაინც თეთრი ღვინო ფასობს, როგორც იოლად შესათვისებელი. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია თეთრყურძნიანი ჯიში საკმიელა (სინონიმები: საკმეველა, საკმიელი, საკმელა). იგი ადრე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ გურიაში. იძლევა მაღალხარისხოვან ღვინოს, უხვმოსავლიანია (ერთ ძირის საშუალო მოსავლიანობა მაღლარზე 70 კგ-მდე ადიოდა), არ ახასიათებს მეწლეურობა, შედარებით ადრეულმოსავლიანია (იკრიფება ოქტომბრის პირველ რიცხვებში). ასე რომ, საკმიელა გამორჩევით უნდა გავრცელდეს მასიურად.

ადესას, ნოვეს, ჭეიშვილის და სხვა ჰიბრიდების ჩანაცვლება მაღალხარისხოვანი ტრადიციული გურული ჯიშებით უნდა მოხდეს თანდათან და არა ე.წ. "შოკური თერაპიით", ანუ მოსახლეობაში დღეს არსებულ ტალავერზე ან ოლიხნარზე (თუნდაც დაბლარზე) ვაზებს შორის შუალედებში უნდა დაირგოს ახალი ხარისხიანი ნერგები, რომლებიც სათანადო მოვლის პირობებში 2-3 წელიწადში მომძლავრდებიან და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებენ არსებულ ჰიბრიდებს.

თუ გვინდა მაღალხარისხოვანი ღვინო და სუფრის ყურძენი ვაწარმოოთ, უნდა გავითავისოთ ელემენტარული ჭეშმარიტება: მევენახეობაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა ხეზე მიშველებული ვაზის ეპოქა. ხეზე ვაზს სრულყოფილად ვერც გასხლავ, ვერც შეწამლავ. ე.წ. "უწამლი ვაზი" კი, უმეტეს შემთხვევაში, დაბალხარისხიან პროდუქციას იძლევა და თანაც, როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, გარკვეული რაოდენობით ტოქსინებსაც შეიცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადრე იზაბელას წამლობა არ სჭირდებოდა, დღეს ოთხჯერ მაინც უნდა შეიწამლოს. ერთი-ორიც წამლობაც დავამატოთ და, სამაგიეროდ, მაღალხარისხოვან ღვინოს და სუფრის ყურძენს მივიღებთ.

დღეს გურია მევენახეობა-მეღვინეობის დონით საქართველოს სხვა რეგიონებს აშკარად ჩამორჩება. არადა, აქ ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე იწარმოებდა მაღალხარისხოვანი ღვინო და სუფრის ყურძენი.

ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც. მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში ტურიზმი აღმავალი გზით ვითარდება. რაც წარმოუდგენელია მაღალხარისხოვანი ღვინისა და სუფრის ყურძნის გარეშე.

ანდრო ვაშალომიძე, გურიის რეგიონული ასოციაციის "გურული ვაზის" გამგეობის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...