თესლების თესვის წინა დამუშავება

კარმიდამო ჩემი

თესლების თესვის წინა დამუშავება

1 იან. 1970, 04:00:00

მაღალხარისხოვანი ელიტური თესლის წარმოება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა _ თესლის ხარისხზეა დამოკიდებული მცენარის სიცოცხლისუნარიანობა, მოსავალი, ხარისხი.

თესლის ხარისხსა და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს მასზე განვითარებული სხვადასხვა მიკროორგანიზმები. თესლი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ინფექციის მატარებელი. ხშირ შემთხვევაში ის დაავადებების გავრცელების ძირითადი წყაროა. გარეგანი ინფექციებისას თესლის ზედაპირი დანაგვიანებულია დაავადების გამომწვევი სოკოს სპორებით. დასენიანებული თესლიდან განვითარებული მცენარე სუსტია და სხვა დაავადებებითაც ადვილად ავადდება. შინაგანი ინფექციის დროს სოკო იჭრება ქსოვილში, რაც იწვევს თესლის ფორმის, ფერის, ზედაპირის შეცვლას და მოცულობაში შემცირებას. შინაგანი ინფექციით დაავადებული თესლიდან აღმონაცენი ან არ ვითარდება, ან დაკნინებულია და არ ავითარებს ნაყოფსა და თესლს.

დაავადებული თესლის თესვა ქმნის ინფექციის ახალ კერებს ნიადაგში. აუცილებელია, თესლზე გავრცელებული დაავადებების გამოვლინება და ამის საფუძველზე ბრძოლის ეფექტურ საშუალებათა შემუშავება.

სათესლე მასალის თესვისწინა დამუშავების ძირითადი მიზანია, მოცემული კულტურის თესლის პოტენციური შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლენა, რაც მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღების საწინდარია.

თესვისწინა დამუშავება მოიცავს: ა) თესლის დაკალიბრებას; ბ) თესლის გაუვნებლობას; გ) თესლის აღმოცენების უნარის გაძლიერებას.

თესლის დაკალიბრება გულისხმობს მის გადარჩევას, განუვითარებელი, სუსტი და უსიცოცხლო თესლების მოცილებას. თანაბარზომიერი აღმონაცენის მიღებისთვის, აუცილებელია, თესლს ერთნაირი ზომა და მასა ჰქონდეს. ამავე დროს, მსხვილი, კარგად განვითარებული თესლი უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, შესაბამისად, უფრო ძლიერ, ჯანსაღ აღმონაცენს იძლევა, ვიდრე წვრილი თესლი.

მსხვილი თესლის (ლობიო, ბარდა, გოგრისნაირები და სხვ.) გადარჩევა ხელით ხდება _ აცილებენ წვრილ, განუვითარებელ, დაავადებულ თესლებს, აგრეთვე იმ თესლებს, რომელთაც მოცემული ჯიშისათვის არადამახასიათებელი ზომა და შეფერილობა აქვთ. ასეთივე თესლის და განსაკუთრებით, წვრილი თესლების, გადარჩევისთვის იყენებენ სუფრის მარილის 3-5% წყალხსნარს (30-50 გრ. ერთ ლიტრ წყალში). წყალხსნარში 5 წუთით ჩაიყრება სათესლე მასალა. მსხვილი, მკვრივი და შევსებული თესლი ჩაიძირება, მოუმწიფებელი, წვრილი კი _ ხსნარის ზედაპირზე დარჩება. დასათესად იყენებენ მარილწყალში ჩაძირულ თესლს, რომელსაც სუფთა წყალში ორჯერ რეცხავენ და აშრობენ.

თესლის გაუვნებლობა გულისხმობს მის გათავისუფლებას სხვადასხვა დაავადებებისგან. აგრეთვე, გაუვნებლობით გარკვეული დროით ვიცავთ თესლს დაავადებების გაჩენისაგან. ამით თავს ვარიდებთ ნიადაგის საშუალებით დაავადებების გავრცელებასაც. თესლის გაუვნებლობისთვის იყენებენ ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ საშუალებებს. ყველაზე ხშირად გამოიყენება თესლის გაუვნებლობისის ქიმიურ საშუალებები. ბოსტნეულის თესლების მავნებლების, აგრეთვე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება თანამედროვე ეფექტური პრეპარატები. თესლის მწარმოებელი კომპანიების სარეაბილიტაციო პროდუქციის დიდი ნაწილი სწორედ ამ ტიპის ქიმიური საშუალებებით არის დამუშავებული ("შეწამლული") და იგი ადვილი გასარჩევია დაუმუშავებელი სათესლე მასალისგან. ეს ქიმიური პრეპარატები არის ცალკე გაყიდვაშიც და ფერმერს თავისუფლად შეუძლია საკუთარ მეურნეობაში აღებული თესლის დამუშავებაც შესაბამისი ნორმებისა და წესების (მშრალი, სველი, ნახევარ სველი, შერეული) დაცვით.

გაუვნებლობის ფიზიკური მეთოდებიდან გამოიყენება თესლის დამუშავება თერმოსტატში მაღალ ტემპერატურაზე. თერმული დამუშავებისას ტემპერატურას და ექსპოზიციას არჩევენ ინდივიდუალურად _ დაავადებისა და თესლის მაღალი ტემპერატურის მიმართ მედეგობის მიხედვით.

შინაურ პირობებში, როცა არ გვაქვს თერმოსტატი, დასამუშავებელ თესლებს, ნაჭრის პარკებით, რამდენიმე საათით ათავსებენ ღუმელთან ახლოს 45-50 ტემპერატურის პირობებში.

პრაქტიკაში გამოიყენება, აგრეთვე, თესლების მზის სხივებით დასხივება. თესლებს თხელ ფენად შლიან ფანჯრის რაფაზე 5-10 დღის განმავლობაში და ხშირად ურევენ. ამ დროს ადგილი აქვს თესლების როგორც გაუვნებლობას, ასევე აღმოცენების უნარის გაძლიერებას.

ხშირად, მეტი ეფექტის მისაღებად, ატარებენ კომბინირებულ ფიზიკურ-ქიმიურ დამუშავებას.

ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, წარმატებით გამოიყენება ფიტონციდური ბუნების მქონე ნივთიერებები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა. მაგალითად, ცდებით დადგინდა ნივრის და ნიახურის გამონაწურების მადეზინფეცირებელი და მასტიმულირებელი უნარი _ ბოსტნეული კულტურების თესლის დამუშავება ნივრის გამონაწურში საშუალოდ 5-16%-ით ამცირებს თესლზე სოკოვანი დაავადებების გამოვლინებას, ნიახურის გამონაწურში დამუშავება _ შესაბამისად 7-15 %-ით. ამ გამონაწურის გამოყენება კარგ შედეგებს იძლევა დახურულ გრუნტში კიტრის სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ.

ნიახურის გამონაწურის დამზადების ტექნოლოგია ასეთია: 0,5 კგ საღი, კარგად გარეცხილი ნიახურის მწვანე მასა უნდა გატარდეს საკეპ მანქანაში, გამონაწური გაზავდეს 0,5 ლ წყალში და მოთავსდეს მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. ნარევი დაყოვნდეს 24 საათი. შემდეგ გავწუროთ დოლბანდში. მიღებულ ნაყენში მოვათავსოთ დასამუშავებელი თესლი 1 საათით. შემდეგ თესლს ვიღებთ და ვაშრობთ ფილტრის ქაღალდზე. დამუშავება ხდება დათესვამდე 24-48 საათით ადრე. ანალოგიურად მზადდება ნივრის გამონაწური.

დათესვის წინ, აუცილებელია თესლის აღმოცენების უნარის შემოწმება. იღებენ წვრილთესლიანი კულტურების (სტაფილო, კომბოსტო, პომოდირი, ოხრახუში) 100-200 თესლს, საშუალო სიდიდის (საზამთრო, ნესვი, კიტრი, ცერცვი) 50-100 თესლს და მსხვილთესლიანი კულტურის (გოგრა, ლობიო) 20-50 თესლს. აწყობენ სველ ფილტრის ქაღალდზე ან მარლაზე, რომელიც დევს თეფშზე, ზემოდან ახურავენ დანესტიანებულ ფილტრის ქაღალდს ან მარლას და ხურავენ მინით ან მეორე თეფშით ისე, რომ ჰაერაცია არ დაირღვეს. ტემპერატურა უნდა იყოს 18-20 გრადუსი, ქაღალდი ან მარლა მთელი ხნის განმავლობაში ნესტიანი უნდა იყოს. გარკვეული დროის შემდეგ (რაც კულტურაზეა დამოკიდებული), ითვლიან გაღივებულ ან აღმოცენებული მცენარეების რაოდენობას და გაღვივების ან აღმოცენების ენერგიას პროცენტებში. თუ აღმოცენების უნარი 40-60%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, ადიდებენ თესვის ნორმას.

თესლის აღმოცენების უნარი და აღმოცენების დრო, შეიძლება, გარკვეულ ფარგლებში გავაუმჯობესოთ, თუ გამოვიყენებთ თესლის წინასწარ დამუშავებას.

თესლების დასველება და გაღვივება: თესლებს ყრიან მარლის პარკებში და ჩაუშვებენ წყალში. ადვილად გაღვივებად თესლებს აჩერებენ 12 საათით, ძნელად გასაღივებელს _ 24 საათით, სითბოსმოყვარულ მცენარეთათვის იყენებენ 18-20 გრადუსი ტემპერატურის მქონე წყალს; სიცივის ამტანი მცენარეებისთვის _ 15-18 გრადუსის. დასველების დროს, წყალს ცვლიან 3-4-ჯერ, იმისთვის, რომ მასში ჟანგბადის საკმაო რაოდენობა იყოს. შემდეგ თესლებს იღებენ წყლიდან, თხელ ფენად აწყობენ პოლიეთილენის აფსკზე, ზემოდან ფარავენ ნაჭრით და ათავსებენ სიბნელეში 20-25 გრადუს ტემპერატურაზე, ღივების გამოსვლამდე. მათი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 1-2 მმ-ს. გაღივებულ თესლებს აშრობენ ისეთ ტენიანობამდე, რომ ისინი ერთმანეთს არ ეწებებოდეს და თესავენ. თესლების ასეთი დამუშავება 5-6 დღით აჩქარებს აღმოცენებას. კიტრის და კომბოსტოს თესლის გაღვივების საორიენტაციო ხანგრძლივობა 1-2 დღეა, პომიდვრის და ჭარხლის _ 3-5 დღე.

თესლის დასველებას და გაღვივებას ხშირად უთავსებენ თესლის მიკროელემენტებითა და ზრდის სტიმულატორებით დამუშავებას. მათი შერჩევა შესაძლებელია ფერმერთა მომსახურების სპეციალიზირებულ მაღაზიებში. დღეს უკვე არსებობს როგორც უცხოური, ასევე სამამულო წარმოების საინტერესო და ეფექტური საშუალებები.

თესლის აღმოცენების უნარის გაუმჯობესების და დაჩქარებისთვის, იყენებენ, აგრეთვე, თესლების გაკაჟებას (გარემოს არახელსაყრელ პირობებთან მცენარის უკეთ შეგუების მიზნით), იაროვიზაციას, ბარბოტირებას, დრაჟირებას, ინკრუსტირებას, ექსპრეს-მაგნიტოფორულ დამუშავებას, რომელთაც საკარმიდამო მეურნეობებში ნაკლები პრაქტიკული გამოყენება აქვთ.

თესლის პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა შესაძლებელია თესვისწინა დამუშავების შესაძლო მეთოდის გამოყენებითა და მათი კომბინაციით.

გურამ ჩხაიძე, ფერმერთა მომსახურების ცენტრი "ხელხვავი"




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...