87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

კარმიდამო ჩემი

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

2017 ოქტ 4 15:23:42

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე ღიმილიანი და ენერგიული იერით მოსილი ქალბატონი, ლამარა აბჟანდაძე გვესალმება.

იგი ცოტა შორიდან იწყებს სევდიან ისტორიას, რომელიც მის ბავშვობაში რეპრესიული წლებით დაიწყო. ახსოვს იმერეთში, თერჯოლის რაიონში, მშობლიურ სიმონეთში ოდა-სახლი, ნაირფერი ყვავილებით მოჩითული კარმიდამო, საიდანაც ადგილობრივ რადიოკომიტეტში მომუშავე მამა ცნობილ რეპრესიებს ძლივს დაუსხლტა და იქაურობასაც მალე დაემშვიდობნენ.

მძაფრდებოდა სინამდვილე და იზრდებოდა ბავშვობის მეხსიერებაში ჩარჩენილი ყვავილებიანი ეზოს ნატვრა, რომელიც ფერადოვნებით ახალისებდა შავ-თეთრი კადრებით მოსილ სინამდვილეს, ასე უწყვეტად რომ ახლდა მისი ცხოვრებას. თუმცა, სჯეროდა, სადაც მომავალში ბუდეს დაიდებდა, იქაურობას აუცილებლად ყვავილნარის წრე შემოევლებოდა.

_ ჩემი ბავშვობა ფერადი არ ყოფილა იმ მხრივ, რომ მამა იმ რეპრესიების დროს ადგილობრივ რადიოკომიტეტში მუშაობდა და ძლივს გამოასწრო _ დაჭერას ბეწვზე გადაურჩა. ბაბუას ერთი წისქვილი ჰქონდა და მაინც გააკულაკეს, _ ამბობს ლამარა აბჟანდაძე, _ მერე დიდი სამამულო ომის კოშმარი დაიწყო. ათი წლისა ვიყავი და ფერად სამყაროდ მხოლოდ ყვავილებიანი ეზო მახსოვდა.

სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, თუმცა, სკოლის დამთავრებისთანავე კომკავშირის რიგები დავტოვე. ეს იყო ჩემი პროტესტი. მერე კი მიკვირდა, ახალგაზრდული სიჯიუტით რომ გავბედე და არ დამსაჯეს.

ახალგაზრდა მასწავლებლად დავბრუნდი თერჯოლაში, სადაც მათემატიკას ათი წლის განმავლობაში ვასწავლიდი, იქედან კი, ოჯახის შექმნის შემდეგ, ქუთაისში გადავედით საცხოვრებლად და 32-ე სკოლაში ვმუშაობდი პენსიაში გასვლამდე.

მოხდა ისე, რომ როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, მოგვიანებით, მოხუცებულობის ასაკში ავისრულე ბავშვობისგან შემორჩენილი ფერადი ოცნება _ მეცხრე სართულზე ყვავილების ბაღი გავაშენე.

ეს არის ჩემი პატარა ედემი. ასაკში ვარ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, რომ ჩვენი საცხოვრებელი ფართის ყველა აივანი ყვავილებით დავფარო. ახლახან ინტერნეტსივრცეს ვეზიარე, გავხდი სოციალური ქსელის წევრი. მიხარია, რომ ფეისბუქზე ახალგაზრდებმა მიმიღეს. ვეცნობი სპეციალურ ყვავილების გვერდებს და ახლა სულ სხვანაირად მინდა, ჩვენი აივნები მოვრთო, _ გვეუბნება 87 წლის ქალბატონი და საკუთარი საქმიანობის სიკეთედ თვლის, ასე დაბინძურებულ გარემოს სუფთა ჰაერი შემატოს და საამო განწყობის შესაქმნელადაც დახმარება გაუწიოს შინაურებს, სტუმრებს, მომსვლელ-წამსვლელს, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვას.

_ პენსიაში 50 წლისა გავედი. 37 წელი გავიდა მას შემდეგ და ერთი წუთით არ შემიწყვეტია, როგორც ამ ყვავილებთან, ისე საკუთარ თავზე მუშაობა. მართალია, სკოლაში არ ვმუშაობდი, მაგრამ მყავდა მოსწავლეები, ვეხმარებოდი ყველას, როგორც შემეძლო, ყვავილებთან კი ჩემი სასაუბრო ენა მქონდა. ვერ ვძლებდი უჟურნალოდ, უგაზეთოდ, უწიგნოდ. სიახლე თუ რამ იქნებოდა, აუცილებლად მოვიძიებდი და ბოლოს ჩემი უსაზღვრო ინტერესი გარე სამყაროსადმი ფეისბუქვერდზე, სოციალურ ქსელში გაწევრიანებით დავასრულე. დამიმეგობრეს ახალგაზრდებმაც. იცით, ეს ჩემს ასაკში რამხელა თანადგომაა? ყოველი დილა ყვავილებთან მითენდება, შვიდ საათზე ფეხზე ვარ და ასე მგონია, ჩემ გარეშე მოწყენილები არიან _ რაღაც აკლიათ. რძალსა და შვილიშვილებს ძალიან უყვართ, მეხმარებიან, მაგრამ მე ისე მიყვარს ეს ჩემი პატარა სამყარო, თუ არ დავხედე, რომელს რა უჭირს, მოუსვენრობა მჩემდება, _ ამბობს ქალბატონი ლამარა და აღნიშნავს იმასაც, რომ ყვავილების გამორჩევა არ უყვარს:

_ ოღონდ ყვავილი ერქვას და არ ვარჩევ _ ყველას ერთი საზომით ვუდგები, თითოეულს თავისი პეწი აქვს. შეიძლება, ეს ჩემი პედაგოგიური ცხოვრებიდან დამჩემდა _ ბავშვებს არასდროს ვარჩევდი ერთმანეთისგან. ისინი მაცოცხლებდნენ და დღეს, ამ ასაკში რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები ფეისბუქით მეხმიანებიან, დაბადების დღეს თუ კალენდარულ დღესასწაულებს მილოცავენ, ჩემი სიხარული ამ მეცხრე სართულს კი არა, მეცხრე ცას სცილდება, ჩემი ორი შვილისა და შვილიშვილების სიყვარულთან მიიგივდება და ხელმეორედ ვიბადები, მგონია.

ჩვენი წერილის 87 წლის გმირს სამომავლო ჩანაფიქრი ასეთი აქვს _ სურს ხვიარა ვარდებით შემოფარგლოს აივნები და ფერადი ფარდებივით ჩამოუშვას. ახლა ისეთი ჯიშის ხვიარა ვარდების შეძენა სურს, რომელიც ხანგრძლივად ყვავილობს. ნაირ-ნაირი კაქტუსოვნები, ხავერდოვნები და ხალიჩოვნები და ზოგი ისეთიც, რომელთა სახელი და ჯიში სულაც არ იცის ჩვენმა მასპინძელმა, თავს ისე კარგად გრძნობენ მზრუნველი ბებოს აივანზე, ზამთრის მოლოდინი არც აწუხებთ:

_ შემოდგომის სიგრილე მეც და ჩემს ყვავილებსაც საამოდ დაგვეტყო. რა მინდა, იცით? ყველას ჰქონდეს აივანზე ყვავილებისთვის ადგილი. სილამაზეა, კი, მაგრამ სიცოცხლე და ჰაერი _ აი, ამ განწყობით ვმოქმედებ და ვცოცხლობ. ყველას დავუფესვიანებ, ვაჩუქებ, შესაძლებლობის ფარგლებში, ოღონდ ისურვონ და მორთონ საკუთარი აივნები. ზოგს მივეცი, ძალიან ბევრი მსურველიც არ მოსულა, სიმართლე რომ გითხრათ. ადამიანები უდროობას იმიზეზებენ, თუმცა, მთავარი სურვილია, თორემ რა დრო ამას უნდა? ყველაფერს მოასწრებ, როცა გულით აკეთებ რაღაცას, _ ასე სჯერა ქალბატონ ლამარას და გვიზიარებს დიდ სიხარულს შვილიშვილის დაქორწინების შესახებ:

_ ახლახან შექმნა ოჯახი, რძალს ძალიან უყვარს ყვავილები და ახლა მათთვის ვამზადებ, მალე ახალ ბინაში გადავლენ და უკეთეს საჩუქარს ვერაფერს მოვუმზადებ. სურთ, იქ ჰქონდეთ, მეც ძალიან გამახარებენ და საკუთარ თავსაც, _ გვემშვიდობება და ჩვენც ყვავილებს გვპირდება, სურვილის შემთხვევაში.

დიდხანს სიცოცხლეს, უთვალავ შვილთაშვილს და ყვავილთა სიმრავლეს ვუსურვებთ 87 წლის ქალბატონს, რომელსაც მეცხრე სართულიდან მეცხრე ცამდე ოცნებისა და ყვავილების გზით სიარული, ამ ასაკშიც არ განელებია.




 ახალი ამბები
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...